RSS - http://ghn.ge ghn.ge ge-GE Copyright by ghn.ge 2017 support@ghn.ge RSS 2.0 generation class მაკრონის პარტიას გამარჯვებას უწინასწარმეტყველებენ http://ghn.ge/com/news/view/177216/ მაკრონის პარტია მომავალ პარლამენტში სავარაუდოდ აბსოლუტური უმრავლესობით მოხვდება. სოციოლოგიური გამოკითხვა 23-24 მაისს კომპანია OpinionWay-მ ჩაატარა. გამოკითხვის შედეგებით, საფრანგეთის ლიდერის პოლიტიკურ გუნდს, „წინ, რესპუბლიკა“ მხარს რესპოდენტთა უმრავლესობა უჭერს. ამ მაჩვენებლთ, მაკრონის პარტია 330-დან 310 მანდატს მიიღებს. საპარლამენტო არჩევნები საფრანგეთში ორ ტურად, 11 და 18 მაისს გაიმართება. support@ghn.ge http://ghn.ge/img/uploads/news/prev/http://ghn.ge/img/uploads/files/news/2017-05/1495804211.jpg ghn.ge “კაშმირის დედოფალი“ გარდაიცვალა http://ghn.ge/com/news/view/177215/ იტალიაში 74 წლის ასაკშინ ლეგენდარული მოდელიორი ლაურა ბიაჯოტი გარდაიცვალა. ხანდაზმული ქალბატონი რომის კარდეოლოგიურ კლინიკაში გულის შეტევით გუშინ მიიყვანეს. ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. ბიაჯოტი მოდის სამყაროში „კაშმირის დედოფლის“ სახელით იყო ცნობილი. 1972 წელს მან საკუთარი ბრენდი Laura Biagiotti Fashions დააფუძნა, 80-იანი წლებიდან კი სუნამოების გამოშვება დაიწყო. მსოფლიოში მას 600-მდე მაღაზია ჰქონდა გახსნილი. support@ghn.ge http://ghn.ge/img/uploads/news/prev/http://ghn.ge/img/uploads/files/news/2017-05/1495803119.jpg ghn.ge ეგვიპტეში კოპტების ავტობუსზე თავდასხმას 26 ქრისტიანი ემსხვერპლა http://ghn.ge/com/news/view/177214/ ელ-მინიას პროვინციაში თავდასხმას 26 ადამიანი ემსხვერპლა, 25 კი მძიმედ დაშავდა. დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან. თავდამსხმელებმა ავტობუსს გაუხსნეს ცეცხლი, რომლშიც ქრისტიანები იმყოფებოდნენ. ინციდენტი დედაქალაქ  ქაიროდან 250 კილომეტრში მოხდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია. support@ghn.ge http://ghn.ge/img/uploads/news/prev/http://ghn.ge/img/uploads/files/news/2017-05/1495802723.jpg ghn.ge ბათუმში მუსლიმებმა პარასკევის ტრადიციული ლოცვა კვლავ ღია ცის ქვეშ აღავლინეს http://ghn.ge/com/news/view/177213/ ბათუმში მუსლიმებმა პარასკევის ტრადიციული ლოცვა კვლავ ღია ცის ქვეშ აღავლინეს. ისინი იმ ადგილას შეიკრიბნენ, რომელიც თავად იყიდეს მეჩეთის ასაშენებლად, მაგრამ მერიისგან სამშენებლო ნებართვა ვერ მიიღეს. მათი თქმით, ღია ცის ქვეშ ლოცვას მანამ გააგრძელებენ, სანამ ქალაქის ხელისუფლება მშენებლობის ნებართვას არ მისცემს. მრევლი აცხადებს, რომ არსებული მეჩეთი პატარაა და ვერ ახერხებენ რელიგიური რიტუალების სრულფასოვნად ჩატარებას. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ამ ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საკითხზე მუშაობენ და აქვთ მუსლიმ მრევლთან კომუნიკაცია. მისი თქმით, უახლოეს მომავალში გამოინახება საკითხის მოგვარების ყველასათვის მისაღები გამოსავალი. support@ghn.ge http://ghn.ge/img/uploads/news/prev/http://ghn.ge/img/uploads/files/news/2017-05/1495802713.jpg ghn.ge ავღანეთში თალიბების თავდასხმას 15 სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა http://ghn.ge/com/news/view/177212/ მორიგი თავდასხმა ავღანეთში. ტალიბებმა იერიში კანდაჰარის პროვინციაში სამხედრო ბაზაზე მიიტანეს. თავდასხმას 15 სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა, 5 კი მძიმედ დაშავდა. ორი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია, რის გამოც მსხვერპლი შესაძლოა გაიზარდოს.  support@ghn.ge http://ghn.ge/img/uploads/news/prev/http://ghn.ge/img/uploads/files/news/2017-05/1495802496.jpg ghn.ge 27 მაისს "ევროპული საქართველო" პირველ დამფუძნებელ ყრილობას გამართავს http://ghn.ge/com/news/view/177211/ პოლიტიკური პარტია „მოძრაობა თავისუფლებისთვის- ევროპული საქართველო" ხვალ პირველ დამფუძნებელ ყრილობას გამართავს. შეკრებილი ხმოსნები პოლიტსაბჭოს, პარტიის თავმჯდომარეს და გენერალურ მდივანს აირჩევენ. “ხვალ ჩევნი პარტია გააკეთებს თავის პირველ პოლიტიკურ განაცხადს. „ევროპული საქართველო“ არის „ქართული ოცნების"  ერთადერთი რეალური ალტერნატივა, რომელსაც რეალურად აქვს უნარი, აიღოს თავისთავზე პასუხისმგებლობა და ქართული ეკონომიკა კრიზისიდან გამოიყვანოს. ჩვენი მიზანია თანმიმდევრული შრომით ჩვენ ხალხს კეთილდღეობა მოუტანოთ ."- განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ.  ხვალ გამართულ ყრილობაზე თბილისის მერის კანდიდატურასაც დაამტკიცებენ. support@ghn.ge http://ghn.ge/img/uploads/news/prev/http://ghn.ge/img/uploads/files/news/2017-05/1495801134.jpg ghn.ge ქართველმა პარლამენტარებმა ბულგარეთის დელეგაციას უმასპინძლეს http://ghn.ge/com/news/view/177210/ ქართველმა პარლამენტარებმა ბულგარეთის დელეგაციას უმასპინძლეს. შეხვედრის თემა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა და მათი კიდევ უფრო გაღრმავება იყო. ბულგარეთის დელეგაციამ  საქართველოს მიულოცა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა და ტურიზმის სექტორში მეტი თანამშრომლობის იმედი გამოთქვეს. საუბრის თემა საქართველოს ევროინტეგრაცია იყო და ის შესაძლებლობები, რომელიც თქვენს ქვეყანას უვიზო მიმოსვლის შემდეგ გაეხსნა. ქართველებს ახლა უფრო მარტივად შეუძლიათ გადაადგილება, ეკონომიკური ურთიერთობების დამყარება. ასევე, ჩვენ აქ ვიმყოფებით ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში. ჩვენთვის დიდი პატივია აქ ყოფნა, მითუმეტეს, რომ ეს ვიზიტი თქვენს დამოუკიდებლობის დღეს ემთხვევა,“ - განაცხადა ბულგარეთის რესპუბლიკის პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, კრისტოფ გაჯევმა.   support@ghn.ge http://ghn.ge/img/uploads/news/prev/http://ghn.ge/img/uploads/files/news/2017-05/1495800757.jpg ghn.ge საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ბათუმში http://ghn.ge/com/news/view/177209/ დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ოჯახთან ერთად დაესწრო. მთავრობის თავმჯდომარემ იუნკერების საფლავი ყვავილებით შეამკო და საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო. ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას ზურაბ პატარაძემ  26 მაისი მიულოცა და ამ დღის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.    ,,დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე ამაღლებული და საამაყო დღე - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა. 26 მაისი ეს ჩვენი დღეა, ეს საქართველოს ყველა მოქალაქის დღეა, ეს საზღვრებს გარეთ მცხოვრები ყველა ქართველის დღეა. გილოცავთ და გისურვებთ ბედნიერ, ძლიერ და გაერთიანებულ საქართველოში ცხოვრებას! გისურვებთ იმ ღირებულებებით ცხოვრებას, რომელიც 850 წელია ჩვენში უცვლელად ცოცხლობს და რომელსაც „ვეფხისტყაოსნის" ღირებულებები ჰქვია!"-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.    მემორიალთან შეკრებილებმა გასული საუკუნის დასაწყისში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპული გმირები, მათი ღვაწლი და თავდადება გაიხსენეს. აქვე წარმოდგენილი იყო  ქალაქის არქივში დაცული ფოტოები, რომლებიც იუნკერების საფლავების აღმოჩენას უკავშირდება. ღონისძიებას ესწრებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, ჩოხოსნები, მოცეკვავეები,  სხვადასხვა ქვეყნის ნაციონალურ სამოსში გამოწყობილი ახალგაზრდები და საზოგადოების წარმომადგენლები.   საზღვაო აკადემიის სასულე ორკესტრის მიერ შესრულებული ქართული საბრძოლო მუსიკის ფონზე მემორიალთან შეკრებილმა საზოგადოებამ საოცრებათა პარკისკენ გადაინაცვლა.  ღონისძიება გაგრძელდა ალი და ნინოს ქანდაკების მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც  დღის ბოლომდე გამოფენილი იქნება სამხედრო ტექნიკა. დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმაც. ბათუმელმა სტუდენტებმა „ვეფხისტყაოსნიდან" სტროფები 8 ენაზე წაიკითხეს. გამოიფინა  სტუდენტთა ნახატები "ვეფხისტყაოსნის" თემაზე და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული „ვეფხისტყაოსნის" გამოცემები. მწერალთა კავშირის მიმდებარედ კი „ვეფხისტყაოსნის" აუდიო კითხვა მოეწყო.   26 მაისის ღონისძიებები აღინიშნა რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტში, სადაც სხვადასხვა სახის სპორტული და კულტურული ღონისძიებები გაიმართა.  დღის ბოლოს ანბანის კოშკთან ქართველი პოპ-ვარსკვლავების მონაწილეობით   გალა კონცერტი გაიმართება.     26 მაისის ღონისძიებები გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება. support@ghn.ge http://ghn.ge/img/uploads/news/prev/http://ghn.ge/img/uploads/files/news/2017-05/1495800432.jpg ghn.ge გიორგი ალიბეგაშვილმა საკრებულოს წევრებთან ერთად დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა http://ghn.ge/com/news/view/177208/ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, 26 მაისის ღონისძიებების ფარგლებში გამართულ საზეიმო, სახალხო მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა. გიორგი ალიბეგაშვილი თავისუფლების მოედანზე გამართულ საქართველოს შეიარაღებული ძალების წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო და საქართველოს მოქალაქეებსა და ქართულ ჯარს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. „ჩვენი ქვეყნის ერთგულება და ღირსების დაცვა თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა. მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო 26 მაისი. ეს თარღი  ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში გამორჩეულია, რადგან  თბილისში  ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლობითი შეხვედრა იმართება. ეს კი დემოკრატიისკენ, თავისუფლებასა და ეკონომიკური აღმავლობისკე კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია “,- განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა. დეპუტატებმა ვარდების მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე ყველა სახელმწიფო უწყების გამოფენა დაათვალიერეს, კულტურულ, საგანმანათლებლო და სხვა სახის ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა და მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის მასშტაბით საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა. support@ghn.ge http://ghn.ge/img/uploads/news/prev/http://ghn.ge/img/uploads/files/news/2017-05/1495800342.jpg ghn.ge საქართველოს პრეზიდენტი მწუხარებას გამოთქვამს ეგვიპტის სამხრეთ ნაწილში ავტობუსზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის გამო http://ghn.ge/com/news/view/177207/ საქართველოს პრეზიდენტი მწუხარებას გამოთქვამს ეგვიპტის სამხრეთ ნაწილში ავტობუსზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის გამო. "ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ეგვიპტის სამხრეთ ნაწილში ავტობუსზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის გამო, რომელსაც უდანაშაულო ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს და თანადგომას ვუცხადებთეგვიპტელ ხალხსა და ხელისუფლებას", - ნათქვამია პრეზიდენტის წერილში.   support@ghn.ge http://ghn.ge/img/uploads/news/prev/http://ghn.ge/img/uploads/files/news/2017-05/1495800584.jpg ghn.ge