GHN RSS Feed https://ghn.ge აქციის მონაწილეები მსვლელობის შემდეგ პარლამენტთან აქციას შეუერთდნენ აქციის მონაწილეებმა ვაკეში მსვლელობა დაასრულეს და პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდნენ.  საავტომობილო მოძრაობა გახსნილია გმირთა მოედანზე. პარლამენტთან აქციას შეუერთდა კიდევ ერთი ჯგუფი, რომლებიც სანაპიროებზე იმყოფებოდნენ.  ფოტო: პუბლიკა https://ghn.ge/news/312322-aktsiis-monatsileebi-msvlelobis-shemdeg-parlamenttan-aktsias-sheuertdnen აქციის მონაწილეები მსვლელობის შემდეგ პარლამენტთან აქციას შეუერთდნენ პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/194298164.jpg 2024-05-15 312322 აქციის მონაწილეებმა მსვლელობის დროს თბილისის ცენტრალური ქუჩები გადაკეტეს აგენტების კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციის მონაწილეები თბილისის ცენტრალურ ქუჩებში მსვლელობას მართავენ. აქცია-მსვლელობის დროს მათ გადაკეტეს გმირთა მოედანი, რის შემდეგაც ისინი სხვადასხვა მიმართულებით დაიძრნენ. ნაწილი წავიდა ჭავჭავაძის გამზირისა და მოსაშვილის ქუჩის მიმართულებით, ასევე დემონსტრანტების ნაწილმა გადაკეტა მტკვრის სანაპიროები. პარალელურად, მომიტინგეების ნაწილი დარჩა პარლამენტთან, რუსთაველის გამზირზე, რომელიც ასევე გადაკეტილია. აქციის მონაწილეები მსვლელობით მოსაშვილის ქუჩაზე, ღარიბაშვილის სახლთანაც მივიდნენ. ისინი მის კორპუსთან ცოტა ხნით შეჩერდნენ, სკანდირებდნენ "მონა", რის შემდეგაც მსვლელობა გააგრძელეს. ფოტო: რადიო თავისუფლება   https://ghn.ge/news/312321-aktsiis-monatsileebma-msvlelobis-dros-tbilisis-tsentraluri-kuchebi-gadaketes აქციის მონაწილეებმა მსვლელობის დროს თბილისი ცენტრალური ქუჩები გადაკეტეს პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/195121275.png 2024-05-15 312321 ევროკავშირი კანონის უზენაესობაზეა აგებული, თბილისში მოსახლეობა ამისთვის გამოდის - ანალენა ბერბოკი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი, საქართველოში რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღებას ეხმიანება. „ევროპის თავისუფლების კავშირი აგებულია კანონის უზენაესობის პრინციპზე, და თბილისში მოსახლეობა ქუჩებში ამისთვის გადის. საქართველოს მთავრობაზეა დამოკიდებული, ხელი ჩაავლოს ამ ისტორიულ მომენტს, რომელსაც ევროპა სთავაზობს, იმ კანონმდებლობების წარდგენის ნაცვლად, რომლებიც ევროპის ღირებულებებს ეწინააღმდეგება“, - წერს ანალენა ბერბოკი. . https://ghn.ge/news/312320-evrokavshiri-kanonis-uzenaesobazea-agebuli-tbilisshi-mosakhleoba-amistvis-gamodis-analena-berboki ევროკავშირი კანონის უზენაესობაზეა აგებული, თბილისში მოსახლეობა ამისთვის გამოდის - ანალენა ბერბოკი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/832361916.jpg 2024-05-15 312320 საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა - 11 სენატორის განცხადება ამ კანონპროექტის მიღება კონგრესს აიძულებს, განიხილოს ცვლილება აშშ-ის პოლიტიკაში საქართველოს მიმართ", - ამის შესახებ ნათქვამია 11 ამერიკელი სენატორის განცხადებაშია.  წერილს ხელს აწერენ სენატორები: ჯინ შაჰანი, ჯიმ რიში, ბენ კარდინი, კრის კონსი, დიკ დურბინი, როჯერ ვიქერი, ტიმ კაინი, რიჩარდ ბლუმენტალ, პეტე რიკეტსი, ლინდსი გრაჰამი და ტომ ტილისი "საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა. იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, მიეღო რუსული სტილის კანონი უცხოელი აგენტების შესახებ.   ათასობით ქართველი აგრძელებს მშვიდობიან პროტესტს კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც არამარტო შეზღუდავს სიტყვის თავისუფლებას, ხელს შეუშლის ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას. ეს კანონი, რომელიც ითვალისწინებს ყველა ორგანიზაციისთვის, რომელიც თავისი ბიუჯეტის 20%-ზე მეტ შემოსავალს საზღვარგარეთიდან იღებს, ჩაახშობს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან მუშაობას ქვეყანაში, სადაც სახსრები ისედაც მწირია. ამ კანონის პასაჟი ფუნდამენტურად შეცვლის საქართველოს ურთიერთობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან და დააზიანებებს ევროკავშირის წევრობის მისწრაფებებს... როგორც ჩვენ პრემიერმინისტრი კობახიძე მისთვის გაგზავნილ წერილში გავაფრთხილეთ, კონგრესს ამ კანონპროექტის მიღება აიძულებს, განიხილოს ცვლილება ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკაში საქართველოს მიმართ იმისთვის, რომ ასახოს ახალი პოლიტიკური ლანდშაფტი საქართველოში", - წერია წერილში.  https://ghn.ge/news/312319-sakartvelos-demokratiistvis-shavi-dghea-11-senatoris-gantskhadeba საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა - 11 სენატორის განცხადება პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1991545673.jpg 2024-05-15 312319 ლაზარე გრიგორიადისს რამდენიმე სპეცრაზმელი ფიზიკურად გაუსწორდა, დაზიანებები აქვს სახისა და თავის არეში - ადვოკატი ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატი, ეკა ქობესაშვილი „მთავარ არხთან“ საუბარში ამბობს, რომ გრიგორიადისს რამდენიმე სპეცრაზმელი ფიზიკურად გაუსწორდა, მან გონებაც დაკარგა და დაზიანებები აქვს სახისა და თავის არეში. „ლაზარე დაკავებულია ადმინისტრაციული წესით – წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა, თუმცა ყველამ ნახა ის კადრები, მსგავს ადმინისტრაციულ დარღვევას ადგილი იქ არ ჰქონია. დაკავების დროს მოხდა ლაზარეზე ფიზიკური ანგარიშსწორება. აქვს დაზიანებები სახის და თავის არეში. აქვს თავის ტკივილები. ასევე, ხელები აქვს დაზიანებული. დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც მოხდა მისი შესახლება, რამდენიმე საათის განმავლობაში მას ხელბორკილები ჰქონდა მჭიდროდ მოჭერილი და აქვს ეს დაზიანებები, რაც წარმოადგენს, რა თქმა უნდა, დარღვევას. ეს არის არაადამიანური მოპყრობა. რაც შეეხება დაზიანებებს, არის თვალსაჩინო და ძირითადად არის სახის არეში და თავის არეში. მას რამდენიმე სპეცრაზმელი გაუსწორდა ფიზიკურად. გონებაც დაკარგა ცემის მომენტში, არ ახსოვს რაღაც მომენტები, მაგრამ ამ ეტაპზე არის ექიმის მიერ ნახული”, – ამბობს ადვოკატი. ლაზარე გრიგორიადისი დღეს, 14 მაისს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს. https://ghn.ge/news/312318-lazare-grigoriadiss-ramdenime-spetsrazmeli-fizikurad-gaustsorda-dazianebebi-akvs-sakhisa-da-tavis-areshi-advokati ლაზარე გრიგორიადისს რამდენიმე სპეცრაზმელი ფიზიკურად გაუსწორდა, დაზიანებები აქვს სახისა და თავის არეში - ადვოკატი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/2050849033.png 2024-05-14 312318 მე ვიქნები პროევროპული ფრონტის ლიდერი არჩევნებზე - პრეზიდენტი მე ვიქნები პროევროპული ფრონტის ლიდერი არჩევნებზე, რომელიც გარკვეულწილად რეფერენდუმი იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან საუბარში განაცხადა. "საქართველოს მოსახლეობამ უკვე ბევრი ტესტი ჩააბარა და ბევრი წინააღმდეგობა გასწია. ეს ძალიან მშვიდობიანი დემონსტრაციაა. ჩვენთან არჩევნებია და მე ვიქნები პროევროპული ფრონტის ლიდერი ამ არჩევნებზე, რომელიც იქნება ერთგვარი რეფერენდუმი. ამას გავაკეთებ არა უშუალო ჩართვით არჩევნებში, არამედ როგორც პროდასავლური, პროევროპული ფრონტის გარანტორი პოლიტიკური პარტიებისთვის და სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ გვყავს ძალიან მოწიფული სამოქალაქო საზოგადოება, ძალიან მოწიფული ახალგაზრდები, რომლებიც უკვე მესამე კვირაა მართავენ დემონსტრაციებს ერთი ფანჯრის გატეხის ან მანქანის დაწვის გარეშე. და ეს იქნება ბევრისმეტყველი სხვა ქვეყნებისთვისაც, თუ რაოდენ მოწიფულია საქართველოს მოსახლეობა და რაოდენ მიზანმიმართულია თავისი ევროპული გზის შესანარჩუნებლად", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა. https://ghn.ge/news/312317-me-viknebi-proevropuli-frontis-lideri-archevnebze-prezidenti მე ვიქნები პროევროპული ფრონტის ლიდერი არჩევნებზე - პრეზიდენტი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/775212605.jpg 2024-05-14 312317 კანონი თუ საბოლოოდ დამტკიცდება, ეს გვაიძულებს ფუნდამენტურად გადავხედოთ საქართველოსთან ჩვენს ურთიერთობებს - კარინ ჟან-პიერი „ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში კრემლის ყაიდის უცხოური აგენტების კანონმდებლობით, რომელიც სულ ახლახან დამტკიცდა პარლამენტის მიერ, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა განაცხადა. „ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში კრემლის ყაიდის უცხოური აგენტების კანონმდებლობით, რომელიც სულ ახლახან დამტკიცდა პარლამენტის მიერ და მოველით, რომ პრეზიდენტი მას ვეტოს დაადებს. იმ ფონზე, როცა არ არის ნათელი პარლამენტი დაძლევს თუ არა პოტენციურ ვეტოს, ჩვენ პირდაპირ ვაცხადებთ ჩვენს შეშფოთებაზე იმ კანონმდებლობის გამო, რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს და დააშორებს საქართველოს ევროკავშირის ღირებულებებს და ნუ დაგვავიწყდება, რომ - ნატოსასაც. ქართველი ხალხი ამ კანონმდებლობის მიმართ საკუთარ თვალსაზრისს გამოხატავს ქუჩებში პროტესტით და გასულ შაბათ-კვირას გავრცელებული ცნობებით, ვნახეთ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროტესტი, ათობით ათასი მშვიდობიანი მონაწილით, რომლებიც არ შეეპუენ დაშინების ტაქტიკას და თავიანთ მთავრობას უთხრეს, შეწინააღმდეგებოდა ამ კანონს, ვინაიდან მათ სურთ ევროატლანტიკური მომავალი. შევხედავთ, რას გააკეთებს პარლამენტი. მაგრამ, თუ ეს კანონმდებლობა [საბოლოოდ] დამტკიცდება, ეს გვაიძულებს ფუნდამენტურად გადავხედოთ საქართველოსთან ჩვენს ურთიერთობებს“, - ნათქვამია კარინ ჟან-პიერის განცხადებაში. („რადიო თავისუფლება“) https://ghn.ge/news/312316-kanoni-tu-sabolood-damtkitsdeba-es-gvaidzulebs-fundamenturad-gadavkhedot-sakartvelostan-chvens-urtiertobebs-karin-zhan-pieri კანონი თუ საბოლოოდ დამტკიცდება, ეს გვაიძულებს ფუნდამენტურად გადავხედოთ საქართველოსთან ჩვენს ურთიერთობებს - კარინ ჟან-პიერი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1238694299.png 2024-05-14 312316 ჯერ კიდევ არის დრო თანამშრომლობისთვის, ამისთვის საქართველოს მთავრობამ კურსი უნდა შეცვალოს - ვედანტ პატელი შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ჯერ კიდევ არის დრო, აშშ-საქართველოს შორის თანამშრომლობისთვის და ამისთვის ხელისუფლებამ კურსი უნდა შეცვალოს. განცხადება ამის შესახებ, სახელმწიფო დეპარტამენტში მიმდინარე ბრიფინგზე, სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა გააკეთა. ინფორმაციას „ამერიკის ხმა“ ავრცელებს. „ჩვენ ვაფასებთ ჩვენს ურთიერთობას და პარტნიორობას, რაც გვაქვს საქართველოსთან, რაც არსებობს 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში და ჩვენ გვსურს გავაგრძელოთ ამ თანამშრომლობის გაღრმავება. ჯერ კიდევ არის დრო თანამშრომლობისთვის. მაგრამ, ჩვენი მოსაზრებაა, რომ საქართველოს მთავრობამ ის კურსი, რომელზეც არის უნდა შეცვალოს. კიდევ ერთხელ, მე წარმომიდგენია, რომ მდივნის თანაშემწე ჯეიმს ო'ბრაიენს, შეხვედრების დასრულების შემდეგ, მეტი ექნება სათქმელი" - აცხადებს პატელი. მისი თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი, ყურადღებით აკვირდება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და მეტის თქმა, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო'ბრაიენის თბილისში ვიზიტის დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებლი. ჩვენთვის ცნობილია კანონის სტატუსის შესახებ და ვაგრძელებთ შემდგომ მოვლენებზე ყურადღებით დაკვირვებას. სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენი თბილისშია, ის მთელი დღის განმავლობაში ხვდებოდა ქართველ ოფიციალურ პირებს და ამ ჩართულობის შემდეგ, მეტი სათქმელი ექნება", - თქვა პატელმა. გარდა ამისა, პატელის თქმით, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ, საქმის კურსშია სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენიც. უწყების წარმომადგენელმა, კიდევ ერთხელ თქვა, რომ ე.წ. "უცხოეთის აგენტის" შესახებ კანონი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო, არ შეესაბამება საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცხადებულ პოზიციას, რომ მას ევროკავშირში გაწევრიანება სურს. ქართველი ხალხის 80%-ზე მეტს ევროკავშირში გაწევრიანება სურს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებას. ჩვენ ასევე ვიცით, რომ საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ სურს ევროკავშირში გაწევრიანება და ურთიერთობა ტრანსატლანტიკურ ორგანიზაციებთან, როგორიცაა ნატო. ეს არის ის, რაც შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას. მაგრამ, მსგავსი რამ, როგორიცაა ეს კანონმდებლობა, არ შეესაბამება ამ გაცხადებულ მიზანს", - თქვა პატელმა. https://ghn.ge/news/312315-jer-kidev-aris-dro-tanamshromlobistvis-amistvis-sakartvelos-mtavrobam-kursi-unda-shetsvalos-vedant-pateli ჯერ კიდევ არის დრო თანამშრომლობისთვის, ამისთვის საქართველოს მთავრობამ კურსი უნდა შეცვალოს - ვედანტ პატელი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1713523979.jpg 2024-05-14 312315 პარლამენტში 15 მაისის 09:30 საათიდან მის მოხსნამდე უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 15 მაისის 09:30 საათიდან მის მოხსნამდე, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე. „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 15 მაისის 09:30 საათიდან მის მოხსნამდე, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე. აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“, – აღნიშნულია საკანონმდებლო ორგანოს განცხადებაში. https://ghn.ge/news/312314-parlamentshi-15-maisis-0930-saatidan-mis-mokhsnamde-usafrtkhoebis-qviteli-done-imokmedebs პარლამენტში 15 მაისის 09:30 საათიდან მის მოხსნამდე უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/603470809.jpg 2024-05-14 312314 სახის ძვლების მოტეხილობის გამო დავით ქაცარავას უტარდება ოპერაცია და მისი ნახვა ამ დროისთვის შეუძლებელია - სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი დავით ქაცარავას შესახებ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველის რწმუნებული კლინიკაში მივიდა, თუმცა ოპერაციის გამო ქაცარავას ნახვა ვერ მოხერხდა.  „შემაშფოთებელია სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ის ფორმები, რომლის შედეგიც ცოტა ხნის წინ საზოგადოებამ დაკავებული დავით ქაცარავას სხეულზე/სახეზე არსებული დაზიანებების ფოტომასალის გავრცელებისას იხილა. სახალხო დამცველის რწმუნებული დაუყოვნებლივ მივიდა კლინიკაში დავით ქაცარავას მდგომარეობის გარკვევისა და მონახულების მიზნით. თუმცა, აღმოჩნდა, რომ დაზიანებების ხარისხის/ხასიათის გამო (სახის ძვლების მოტეხილობა), მას უტარდება ოპერაცია და მისი ნახვა ამ დროისთვის შეუძლებელია. სახალხო დამცველი აქციების პარალელურად გამუდმებით მიუთითებს, რომ პოლიციამ უნდა გამოიყენოს მხოლოდ აუცილებელი და პროპორციული ძალა, და იმოქმედოს კანონის ფარგლებში. ამის საპირისპიროდ, შემაშფოთებელია იმ ძალადობრივი ქმედებების ხილვა, რასაც სამართალდამცავი უწყება არაერთ შემთხვევაში კვლავ იყენებს. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, იმოქმედონ კანონის შესაბამისად და არ განახორციელონ მოქალაქეებზე არასათანადო მოპყრობა. აქვე შევახსენებთ პოლიციელებს, რომ არაადამიანური ან/და დამამცირებელი მოპყრობის დანაშაული წარმოადგენს ერთ-ერთ მძიმე დანაშაულს და მასზე სისხლისსამართლებრივი ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება. ამავდროულად, სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს - უმოკლეს ვადებში ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება, ყველა მოძალადე პოლიციელის მაქსიმალურად სწრაფი იდენტიფიცირების მიზნით. იმ ფონზე, როდესაც უკვე დაკავებულია აქციის ექვსი მონაწილე სისხლის სამართლის წესით და ადმინისტრაციული წესით - ჯამში 150-ზე მეტი მოქალაქე, დღემდე არც ერთი პოლიციელის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა, მათ შორის მათი, ვისი სახეებიც დანაშაულებრივი ქმედებების განხორციელებისას არ იყო დაფარული და მათი იდენტიფიცირება არ უნდა წარმოადგენდეს განსაკუთრებულ სირთულეს. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ ეს წაახალისებს დაუსჯელობის განცდას. გარდა ამისა, საგულისხმოა რომ აქციებზე სამართალდამცავების მხრიდან ადგილი აქვს ფიზიკური ძალადობის შემთხვევებს ჟურნალისტების მიმართ, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ჟურნალისტის საქმიანობაში ხელშეშლა და მასზე ძალადობა უკიდურესად მიუღებელია და საჭიროებს დაუყოვნებლივ რეაგირებას - ეფექტიანი გამოძიების ჩატარებას. სახალხო დამცველის რწმუნებულები ხვდებიან და მოინახულებენ ყველა სხვა დაკავებულ პირსაც, მათი უფლებების დარღვევის ფაქტების გამოვლენისა და რეაგირების მიზნით. ვიზიტების შედეგები კი მოგვიანებით დამატებით ეცნობება საზოგადოებას. უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი - 14 81 - მუშაობს 24 საათიან რეჟიმში“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში. . https://ghn.ge/news/312313-sakhis-dzvlebis-motekhilobis-gamo-davit-katsaravas-utardeba-operatsia-da-misi-nakhva-am-droistvis-sheudzlebelia-sakhalkho-damtsveli-gantskhadebas-avrtselebs სახის ძვლების მოტეხილობის გამო დავით ქაცარავას უტარდება ოპერაცია და მისი ნახვა ამ დროისთვის შეუძლებელია - სახალხო დამცველი განცხადებას ავვრცელებს საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1606384712.png 2024-05-14 312313 მადლობა ლიეტუველ ხალხს ურყევი მეგობრობისა და საქართველოს ევროპულ არჩევანში ურყევი მხარდაჭერისთვის - ზურაბიშვილი ნაუსედას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის პრეზიდენტს და ლიეტუველ ხალხს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. "ძვირფასო გიტანას ნაუსედა, მადლობა თქვენ და ლიეტუველ ხალხს თქვენი ურყევი მეგობრობისა და საქართველოს ევროპულ არჩევანში ურყევი მხარდაჭერისთვის!"- წერს X-ზე საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.   https://ghn.ge/news/312312-madloba-lietuvel-khalkhs-urqevi-megobrobisa-da-sakartvelos-evropul-archevanshi-urqevi-mkhardacheristvis-zurabishvili-nausedas მადლობა ლიეტუველ ხალხს ურყევი მეგობრობისა და საქართველოს ევროპულ არჩევანში ურყევი მხარდაჭერისთვის -  ზურაბიშვილი ნაუსედას პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1003263295.png 2024-05-14 312312 ეპილეფსიის მძიმე ფორმა აქვს - გმირთა მოედანზე დაკავებულ კონსტანტინე თოხაძეს ახლობლები ეძებენ გმირთა მოედანზე პოლიციელების მიერ დაკავებულ კონსტანტინე თოხაძეს ახლობლები ეძებენ. როგორც ტვ პირველი იუწყება, ოჯახის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, აქვს ეპილეფსიის მძიმე ფორმა. არსებული ინფორმაციით, საქმის კურსშია სახალხო დამცველის აპარატიც. https://ghn.ge/news/312311-epilefsiis-mdzime-forma-akvs-gmirta-moedanze-dakavebul-konstantine-tokhadzes-akhloblebi-edzeben "ეპილეფსიის მძიმე ფორმა აქვს" - გმირთა მოედანზე დაკავებულ კონსტანტინე თოხაძეს ახლობლები ეძებენ საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1607870453.png 2024-05-14 312311 სამართალდამცავების მხრიდან დავით ქაცარავას მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო "სამართალდამცავების მხრიდან დავით ქაცარავას მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო," - ამის შესახებ განცხადებას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.  "სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2024 წლის 14 მაისს, სამართალდამცავების მხრიდან დავით ქაცარავას მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო. გამოძიების დაწყების საფუძველი დავით ქაცარავას მეუღლის მიერ ცხელ ხაზზე დაფიქსირებული შეტყობინება გახდა, სადაც მან განაცხადა, რომ მის მეუღლეს დაკავებისას სამართალდამცავებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური მომხდარი ფაქტის შესასწავლად ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად. სპეციალური საგამოძიებო სამსახური დანაშაულის შემცველ ყველა შეტყობინებაზე ატარებს ყოველმხრივ გამოძიებას, მიმდინარეობს მოწმეთა და განმცხადებელთა გამოკითხვა, მონაწილე პირების იდენტიფიცირება, შემთხვევის ადგილის დათვალიერება, დოკუმენტაციის გამოთხოვა, ტარდება სასამართლო-სამედიცინო და სხვა რელევანტური ექსპერტიზები, მიმდინარეობს კერძო და საჯარო დაწესებულებებიდან ვიდეო კამერის ჩანაწერების ამოღება და მათი დეტალური შესწავლა. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების შესახებ," - წერია განცხადებაში.  https://ghn.ge/news/312310-samartaldamtsavebis-mkhridan-davit-katsaravas-mimart-samsakhurebrivi-uflebamosilebis-dzaladobit-gadametebis-faktze-gamodzieba-daitsqo სამართალდამცავების მხრიდან დავით ქაცარავას მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/209640970.jpg 2024-05-14 312310 დღეს ტერმინ სისასტიკის გამოყენება არის არარელევანტური - ირაკლი კობახიძე დავით ქაცარავაზე დასმულ შეკითხვაზე როდესაც 2011 წლის 26 მაისს მოკლეს აქციის ოთხი მონაწილე - ეს იყო სისასტიკე. აქ ტერმინ სისასტიკის გამოყენება არის არარელევანტური, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე, დავით ქაცარავასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. „შეფასება „სასტიკი მეთოდები“ არის ძალიან გადაჭარბებული, ეს შემიძლია გითხრათ. ასეთი ტიპის ინცინდენტებს კატეგორიულად ვგმობ. არ არის მისაღები ასეთი რამ, კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო, მაგრამ უტრირებული ტერმინების გამოყენებაც არ არის სწორი. სისასტიკე იყო, როდესაც 2011 წლის 26 მაისს მოკლეს ოთხი აქციის მონაწილე - ეს იყო სისასტიკე. აქ ტერმინ სისასტიკის გამოყენება არის არარელევანტური. რაც შეეხება ასეთი ტიპის ინცინდენტებს, ვგმობ, ასეთი ტიპის ინცინდენტებს. საჭიროა მაქსიმალური მოთმინების გამოვლენა ნებისმიერ შემთხვევაში, თუნდაც როდესაც საქმე გვაქვს შეურაცხყოფასთან, ძალადობასთან. საჭიროა მაქსიმალური მოთმინება. ეს შეესატყვისება ამერიკულ და ევროპულ სტანდარტებს, მაგრამ ჩვენ 2012 წლიდან საქართველოში დავამკვიდრეთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტები და ჩემი მოთხოვნაა ყველას მიმართ, რომ ვიმოქმედოთ სწორედ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით. ყველა ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. მე კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რა მასშტაბის ძალადობა იყო შარშან, როდესაც ორკები ძალადობდნენ თბილისის ქუჩებში, ლამის გადაწვეს ნახევარი თბილისი, დაწვეს მანქანები, ავტობუსები, დააზიანეს არაერთი სამართალდამცველის ჯანმრთელობა, დრემდე მკურნალობენ სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები, შარშანდელის შემდეგ და ერთადერთი ადამიანი იყო ამისათვის დაჭერილი, რომელიც თქვენ გმირად გამოაცხადეთ. ერთ-ერთი მოძალადე თქვენ გამოაცხადეთ გმირად. ამის შემდეგ, როდესაც თქვენ საუბრობთ ძალადობაზე სამართალდამცავების მხრიდან, უბრალოდ ამის უფლება არ გაქვთ. გამოძიება დაწყებულია ფაქტებთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს გამოძიების ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი  სტანდარტი, ამიტომ არის, რომ შარშანდელის შემდეგ ერთადერთი ადამიანი იყო დაჭერილი, რომელიც თქვენ გმირად გამოაცხადეთ“, - განაცხადა პრემიერმა. https://ghn.ge/news/312309-dghes-termin-sisastikis-gamoqeneba-aris-ararelevanturi-irakli-kobakhidze-davit-katsaravaze-dasmul-shekitkhvaze დღეს ტერმინ სისასტიკის გამოყენება არის არარელევანტური - ირაკლი კობახიძე დავით ქაცარავაზე დასმულ შეკითხვაზე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/468393765.jpg 2024-05-14 312309 მიუხედავად იმისა, რომ ხანგრძლივი დიალოგი შედგა, ორსაათნახევრიანი, საერთოდ არ ყოფილა ნახსენები სანქციები - ირაკლი კობახიძე ო’ბრაიენთან შეხვედრაზე 2008 წელს დაიწყო ბიძინა ივანიშვილის ანგარიშის ძარცვა, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა ყოველგვარ კომუნიკაციაზე უთხრა მიხეილ სააკაშვილს უარი, ეს იყო 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ტოტალური გაყალბების შემდეგ. ასევე 2007 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ და უშუალოდ უკრაინაში ომის დაწყებიდან 2 კვირაში, პრაქტიკულად გაიყინა მისი ანგარიში, რასაც მოჰყვა ასევე სხვა ნაბიჯები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მხრიდან დე-ფაქტო სანქციას შეეხებოდა. მისივე თქმით, აღნიშნულიდან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილს აქვს სრული უფლება, რომ ჰქონდეს შესაბამისი აღქმა დე-ფაქტო სანქციასთან დაკავშირებით. „რაც შეეხება დე-ფაქტო სანქციას. ფორმალური სანქციები არის ცალკე საკითხი, მაგრამ რაც შეეხება დე-ფაქტო სანქციას, ეს დე-ფაქტო სანქცია მოქმედებს. ამასთან დაკავშირებით, მე ბევრად მეტი დეტალი გავაცანი ბატონ ო’ბრაიენს. ვისაუბრე მაგალითად გარკვეულ შეხვედრაზე, რომელიც შედგა ამ თანხის გაყინვის შემდეგ, გარკვეული მოთხოვნა იყო წამოყენებული ამ შეხვედრის და ა.შ. ამ თემებზე მე აქ ვერ ვისაუბრებ დეტალურად, მაგრამ მთელი რიგი დეტალები გავაცანი ბატონ  ო’ბრაიენს ამასთან დაკავშირებით. ვერ ვიტყვი, არ ვიტყვი, უსაფრთხოების უხერხული თემებია, ამიტომ მოვერიდები. მე არ მინდა, რომ ზედმეტად დავაზიანო მთელი რიგი სუბიექტების, მათ შორის პარტნიორების რეპუტაცია. ხალხში უნდა დარჩეს დადებითი აღქმა მთელ რიგ პარტნიორებთან მიმართებით. ამიტომ დეტალებს ვერ ვიტყვი, ზოგადად დაახლოებით მოგახსენეთ, რაზეც იყო საუბარი, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, 2008 წელს დაიწყო ბიძინა ივანიშვილის ანგარიშის ძარცვა, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა ყოველგვარ კომუნიკაციაზე უთხრა მიხეილ სააკაშვილს უარი, ეს იყო 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ტოტალური გაყალბების შემდეგ. ასევე 2007 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ და უშუალოდ უკრაინაში ომის დაწყებიდან 2 კვირაში, პრაქტიკულად გაიყინა მისი ანგარიში, რასაც მოჰყვა ასევე სხვა ნაბიჯები. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილს აქვს სრული უფლება, რომ ჰქონდეს შესაბამისი აღქმა დე-ფაქტო სანქციასთან დაკავშირებით. ბევრი დეტალია ამის უკანაც, რაც იძლევა ძალიან მყარი აღქმის არსებობის უფლებას იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის რეალურად დე-ფაქტო სანქცია, რომელიც დაწესდა იმის საპირწონედ, რომ კონკრეტულ, ქვეყნისთვის დამაზიანებელ ნაბიჯზე არ წავიდა თავის დროზე ბიძინა ივანიშვილი,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. კითხვაზე, უკავშირდებოდა თუ არა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ამ საკითხს და ასევე, პრემიერ-მინისტრსა და ო’ბრაიენს შორის გამართულ შეხვედრაზე იყო თუ არა საუბარი მოსალოდნელ ფორმალურ სანქციებზე, მთავრობის მეთაურმა ასე უპასუხა: „პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზები ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თავად განმარტა, ეს პირდაპირ არ იყო დაკავშირებული, არც ზოგადად არ იყო დაკავშირებული ამ თემასთან, ამას ჰქონდა სხვა მიზეზები. რაც შეეხება სანქციების საკითხს, ეს საერთოდ არ ყოფილა ხსენებული ჩვენს შეხვედრაზე, ანუ რაიმე ფორმალურ სანქციებზე საუბარი არ ყოფილა, ეს არ ყოფილა საუბრის საგანი, მიუხედავად იმისა, რომ ხანგრძლივი დიალოგი შედგა, ორსაათნახევარი, საერთოდ არ ყოფილა ნახსენები სანქციები,“- განაცხადა პრემიერმა. ჯიმ ო’ბრაიენი ბრიფინგზე განაცხადა: "თუკი ეს კანონი დარჩება ისე, როგორც დღეს არის და არ იქნება შესაბამისობაში ევროკავშირის სტანდარტებთან, თუკი დავინახავთ, რომ არის დემოკრატიის შესუსტება და ძირის გამოთხრა, ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატებიდან იქნება შეზღუდვები, იქნება ეს ფინანსური თუ გადაადგილების შეზღუდვა იმ ადამიანებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ, ვინც პასუხისმგებელი იქნებიან ამ ქმედებებზე". https://ghn.ge/news/312308-miukhedavad-imisa-rom-khangrdzlivi-dialogi-shedga-orsaatnakhevriani-saertod-ar-qofila-nakhsenebi-sanktsiebi-irakli-kobakhidze-obraientan-shekhvedraze მიუხედავად იმისა, რომ ხანგრძლივი დიალოგი შედგა, ორსაათნახევრიანი, საერთოდ არ ყოფილა ნახსენები სანქციები - ირაკლი კობახიძე ო’ბრაიენთან შეხვედრაზე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/971447475.jpg 2024-05-14 312308 პარლამენტის წინ სცენაზე ვხედავთ უცხოური გავლენის გამჭვირვალობას, პირდაპირ გამოდიან პოლიტიკურ სცენაზე უცხოელი პოლიტიკოსები - ირაკლი კობახიძე ჩვენ დღეს სცენაზე პარლამენტის შენობის წინ ვხედავთ უცხოური გავლენის გამჭვირვალობას, პირდაპირ გამოდიან პოლიტიკურ სცენაზე უცხოელი პოლიტიკოსები, რაც წარმოიდგინეთ, რა მასშტაბის ლუსტრაციაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, აბსოლუტურად მიუღებელი მოვლენაა, როდესაც გარედან ცდილობენ საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევას კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ. „როდესაც სცენაზე გამოდიან კონკრეტული ქვეყნების დეპუტატები, პრინციპში ამას ვითხოვდით ჩვენ ამ ე.წ რუსული კანონით - ეს არის უცხოური გავლენის გამჭვირვალობა და ჩვენ დღეს სცენაზე პარლამენტის შენობის წინ ვხედავთ უცხოური გავლენის გამჭვირვალობას, პირდაპირ გამოდიან პოლიტიკურ სცენაზე უცხოელი პოლიტიკოსები, რაც, წარმოიდგინეთ, რა მასშტაბის ლუსტრაციაა. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი მოვლენა, როდესაც გარედან ცდილობენ საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევას კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ. ეს არის ყველაფრის ლუსტრაცია. დანარჩენზე რა თქმა უნდა, საზოგადოება გააკეთებს საკუთარ დასკვნებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. https://ghn.ge/news/312307-parlamentis-tsin-stsenaze-vkhedavt-utskhouri-gavlenis-gamchvirvalobas-pirdapir-gamodian-politikur-stsenaze-utskhoeli-politikosebi-irakli-kobakhidze პარლამენტის წინ სცენაზე ვხედავთ უცხოური გავლენის გამჭვირვალობას, პირდაპირ გამოდიან პოლიტიკურ სცენაზე უცხოელი პოლიტიკოსები, აბსოლუტურად მიუღებელია - ირაკლი კობახიძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/154015659.jpg 2024-05-14 312307 დავით ქაცარავა რუსეთში მონაწილეობდა ფილმებში, ასრულებდა FSB-ს აგენტის როლს და უცბად შემდეგ გახდა ანტირუსი - ირაკლი კობახიძე კატეგორიულად მიუღებელია ასეთი ტიპის ინციდენტები და კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდებ მოთმინებისკენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დავით ქაცარავას ცემასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ადგილი ჰქონდა შეურაცხყოფის და გინების ფაქტს, თუმცა ეს გამართლება არ არის და სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებს მაქსიმალური მოთმინება მართებთ. ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ იყო რუსეთის დაკვეთა დავით ქაცარავას ცემა, ვინაიდან ის რუსეთს აღიზიანებს, პრემიერმა უპასუხა, რომ არ ფიქრობს, რომ ქაცარავა რუსეთში ვინმეს აღიზიანებს. „არ მგონია, რომ რუსეთს საერთოდ აღიზიანებდეს დავით ქაცარავა. თუ ვინმე აწყობდა პროვოკაციებს, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ჩვენს ინტერესებს, ე.წ საზღვართან, გამყოფ ხაზთან, ეს იყო სწორედ დავით ქაცარავა. ძალიან მალე მას შემდეგ, რაც რუსეთმა განახორციელა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, დავით ქაცარავა წავიდა რუსეთში, სადაც მონაწილეობდა ფილმებში, მათ შორის ასრულებდა FSB-ს აგენტის როლს რუსეთის ფედერაციაში და უცბად შემდეგ გახდა ანტირუსი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, არ მგონია, რომ ქაცარავა აღიზიანებდეს ვინმეს რუსეთში. რაც შეეხება ამ ფაქტს, კატეგორიულად მიუღებელია ასეთი ტიპის ინციდენტები და კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდებ მოთმინებისკენ. ამ შემთხვევაში იყო შეურაცხყოფის ფაქტი, გინების ფაქტი. ეს არ არის გამართლება, ამას არ ვამბობ, მაგრამ როდესაც არის თუნდაც შეურაცხყოფა და ძალადობა, სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებს მართებთ მაქსიმალური მოთმინება. ეს არის კიდევ ერთხელ ჩემი მოწოდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. https://ghn.ge/news/312306-davit-katsarava-rusetshi-monatsileobda-filmebshi-asrulebda-fsb-s-agentis-rols-da-utsbad-shemdeg-gakhda-antirusi-irakli-kobakhidze ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ, დავით ქაცარავა წავიდა რუსეთში, მონაწილეობდა ფილმებში, მათ შორის ასრულებდა FSB-ს აგენტის როლს და უცბად შემდეგ გახდა ანტირუსი - ირაკლი კობახიძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1340381437.jpeg 2024-05-14 312306 გმირთა მოედანზე აქციის მონაწილეები დააკავეს გმირთა მოედანზე, სადაც აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს, პოლიციამ რამდენიმე მოქალაქე დააკავა. პოლიციამ ამ დროისთვის აქციის მონაწილეები გზის სავალი ნაწილიდან გადაიყვანა მოძრაობა აღდგენილია. ფოტო: პუბლიკა https://ghn.ge/news/312305-gmirta-moedanze-aktsiis-monatsileebi-daakaves გმირთა მოედანზე აქციის მონაწილეები დააკავეს სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1070591060.jpg 2024-05-14 312305 გენერალური მდივანი შეშფოთებით ადევნებს თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს - გაერო გაეროს გენერალური მდივანი, შეშფოთებით ადევნებს თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, - განცხადება ამის შესახებ, "ამერიკის ხმის" ცნობით, ფარჰან ჰაკიმ, გენერალური მდივნის პრესსპიკერის მოადგილემ გააკეთა. მისი თქმით, ანტონიო გუტერეში განსაკუთრებული შეშფოთებით აკვირდება "ძალადობრივ შეტაკებებს და ცნობებს, სამართალდამცავი პერსონალის მიერ, ძალის არაპროპორციული გამოყენების შესახებ დემონსტრანტების მიმართ, რომლებიც აპროტესტებენ კანონს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ." სპიკერის თქმით, გენერალური მდივანი იზიარებს საქართველოში გაეროს გუნდის და ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის შეშფოთებას, "გამოხატვის თავისუფლებაზე და მედიაზე, ისევე როგორც, ზოგადად, სამოქალაქო საზოგადოებაზე კანონის ნეგატიური გავლენის შესახებ." ჰაკის თქმით, გუტერეში მოუწოდებს, "თავშეკავებას და დიალოგს ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის და საპროტესტო აქციების დროს, ან მის შემდეგ, ან პატიმრობის დროს არასათანადო მოპყრობის შესახებ ყველა ბრალდების დაუყოვნებლივ გამოძიებისკენ." https://ghn.ge/news/312304-generaluri-mdivani-sheshfotebit-adevnebs-tvals-sakartveloshi-ganvitarebul-movlenebs-gaero გენერალური მდივანი შეშფოთებით ადევნებს თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს - გაერო პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1425619141.png 2024-05-14 312304 ჯიმ ო’ბრაიენმა სანქციების დაწესების შესაძლებლობაზე ისაუბრა საქართველოში გამართული შეხვედრების შემდეგ, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ჯიმ ო’ბრაიენი ბრიფინგი გამართა, სადაც საქართველოში არსებული მდგომარეობისა და აშშ-ის მხრიდან მოსალოდნელი რეაგირების შესახებ ისაუბრა. ვიზიტის ფარგლებში, ო’ბრაიენი შეხვდა პრემიერ-მინისტრ კობახიძეს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პარლამენტი თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს. ჯიმ ო’ბრაიენის განცხადებით, თუ "უცხოეთის აგენტების" კანონი დარჩება იმ ფორმით, როგორც ახლაა და არ მოვა ევროკავშირის ნორმებთან შესაბამისობაში, ასევე გაგრძელდება დემოკრატიის უკუსვლა, ვაშინგტონი სანქციების დაწესებაზე იმსჯელებს. "თუკი ეს კანონი დარჩება ისე, როგორც დღეს არის და არ იქნება შესაბამისობაში ევროკავშირის სტანდარტებთან, თუკი დავინახავთ, რომ არის დემოკრატიის შესუსტება და ძირის გამოთხრა, ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატებიდან იქნება შეზღუდვები, იქნება ეს ფინანსური თუ გადაადგილების შეზღუდვა იმ ადამიანებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ, ვინც პასუხისმგებელი იქნებიან ამ ქმედებებზე", - თქვა დიპლომატმა. ამასთან, ჯიმ ო'ბრაიენმა არარეალისტური უწოდა კონსპირაციის თეორიებს "გლობალური ომის პარტიის" შესახებ. "რაც შეეხება გლობალური ომის პარტიის კონსპირაციის თეორიებს და იმას თითქოს, გლობალური ომის პარტიას სურს "ქართული ოცნება" აღარ იყოს ხელისუფლებაში, მათი 12-წლიანი მმართველობის შემდეგ. ჩემი აზრით, ესაა ძალიან არარეალისტური, არასწორი გაგება საერთაშორისო საზოგადოების ერთგულებისა საქართველოს მიმართ", - თქვა მან. ო'ბრაიენმა ასევე უპასუხა გავრცელებულ ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შესახებ და განაცხადა, რომ "ამ ეტაპზე" ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციები არაა დაწესებული. https://ghn.ge/news/312303-jim-obraienma-sanktsiebis-datsesebis-shesadzleblobaze-isaubra ჯიმ ო’ბრაიენმა სანქციების დაწესების შესაძლებლობაზე ისაუბრა პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1149315128.jpg 2024-05-14 312303 რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ივანე გერკეული თავისუფალია - სუს-ი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ივანე გერკეული თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. „ივანე გერკეულის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) მიერ ოპერირებადი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიდა საერთაშორისო პარტნიორებს. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, – აღნიშნულია სუს-ის ინმფორმაციაში. https://ghn.ge/news/312302-rusetis-saokupatsio-dzalebis-mier-ukanonod-dakavebuli-ivane-gerkeuli-tavisufalia-sus-i რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ივანე გერკეული თავისუფალია - სუს-ი კონფლიქტები https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/17934500.jpg 2024-05-14 312302 ჟიგიმანტას პავილიონისი და მიხაელ როთი საპროტესტო აქციაზე მივიდნენ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი და ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდნენ. ისინი სიტყვით აქციის მონაწილეებს მიმართავენ. https://ghn.ge/news/312301-zhigimantas-pavilionisi-da-mikhael-roti-saprotesto-aktsiaze-mividnen ჟიგიმანტას პავილიონისი და მიხაელ როთი საპროტესტო აქციაზე მივიდნენ პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/281630944.jpg 2024-05-14 312301 მადლობა ქართველი ხალხის ურყევი მხარდაჭერისთვის - სალომე ზურაბიშვილი რობერტა მეცოლას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. პრეზიდენტი მეცოლას მხარდამჭერ პოსტს ეხმიანება. "მადლობა ევროპარლამენტის პრეზიდენტს, თქვენი პირადი ერთგულებისთვის და ევროპარლამენტის ურყევი მხარდაჭერისთვის ქართველი ხალხისა და მისი მტკიცე არჩევანისთვის ევროპული მომავლის შესახებ," - წერს ზურაბიშვილი.  წერს მეცოლა X-ზე დაწერა: „ჩვენ ვდგავართ ქართველ ხალხთან ერთად".   https://ghn.ge/news/312300-madloba-kartveli-khalkhis-urqevi-mkhardacheristvis-salome-zurabishvili-roberta-metsolas მადლობა ქართველი ხალხის ურყევი მხარდაჭერისთვის - სალომე ზურაბიშვილი რობერტა მეცოლას პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1261202390.jpg 2024-05-14 312300 საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებ, პატივი სცენ მშვიდობიანი შეკრებისა და პროტესტის უფლებას - ედგარს რინკევიჩსი საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონი შეუსაბამოა ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებთან, – ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩსმა განაცხადა. „ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრების თბილისში ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა გულწრფელი დისკუსიისთვის. ამავდროულად, საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებ, პატივი სცენ მშვიდობიანი შეკრებისა და პროტესტის უფლებას“, – წერს ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსმა. https://ghn.ge/news/312299-sakartvelos-ofitsialur-pirebs-movutsodeb-pativi-stsen-mshvidobiani-shekrebisa-da-protestis-uflebas-edgars-rinkevichsi საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებ, პატივი სცენ მშვიდობიანი შეკრებისა და პროტესტის უფლებას - ედგარს რინკევიჩსი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1642345660.jpg 2024-05-14 312299 ეს პუტინისტური ინფექციაა - პავილიონისის პასუხი შეკითხვაზე, რატომაა კანონი რუსული? პრესკონფერენციაზე,  ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ჟიგიმანტას პავილიონისს "იმედის" ჟურნალისტმა ჰკითხა რა არის კანონში რუსული.  პავილიონისმა თქვა, რომ ეს არის პუტინისტური ინფექცია. „ვფიქრობ, ეს რამდენჯერმე უკვე ვთქვით, რომ არ შეიძლება მეგობრებს დაუძახო მტრები. თქვენ ვერ ნახავთ კანონს ევროკავშირში ან ნატოში, რომელიც მიმართულია მოკავშირეების წინააღმდეგ. ჩვენ პირიქით, ვიწვევთ ჩვენთან გერმანულ, ფრანგულ ან სკანდინავიურ ფონდებს. ჩვენ ვიცით, რომ ეს არის სწორედ ის, რაც საბჭოთა კავშირმა წაგვართვა - ჩვენი დემოკრატიის ხარისხი. ეს დემოკრატიის ხარისხი კი იქმნება სამოქალაქო საზოგადოების მიერ. თუ თქვენ მოკლავთ სამოქალაქო საზოგადოებას, თქვენ ისევ საბჭოთა რეჟიმს დაუბრუნდებით. ეს პუტინისტური ინფექციაა, რომელიც ასე ვრცელდება. პუტინის მეთოდია ქვეყნის გაწმენდა ლიბერალური დემოკრატიისგან," - თქვა პავილიონისმა. https://ghn.ge/news/312298-es-putinisturi-infektsiaa-pavilionisis-pasukhi-shekitkhvaze-ratomaa-kanoni-rusuli ეს პუტინისტური ინფექციაა, პუტინის მეთოდია ქვეყნის გაწმენდა ლიბერალური დემოკრატიისგან - პავილიონისის პასუხი "იმედის" შეკითხვაზე, რატომაა კანონი რუსული? პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1505144749.jpg 2024-05-14 312298 პოლიციამ აქციაზე 13 პირი დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 13 პირია დაკავებული. უწყება მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს. „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტში მესამე მოსმენით განხილვის გაპროტესტების მიზნით, აქციის მონაწილეებმა მიმდინარე წლის 14 მაისს, 09:00 საათიდან, დაიწყეს შეკრება საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე. აქციის პარალელურად, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ადგილზე და იცავდნენ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას. იმისთვის, რომ დეპუტატებისა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების საპარლამენტო ორგანოში უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონოდათ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, გაეთავისუფლებინა პარლამენტის შესასვლელები. პარალელურად, აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირსა და ბ. ჭიჭინაძის ქუჩაზე ჰქონდათ შესაძლებლობა, მშვიდ ვითარებაში გამოეხატათ პროტესტი. პარლამენტში მიმდინარე კენჭისყრის დასრულების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა დაიწყეს რუსთაველის გამზირზე მდებარე საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელში მოწყობილი რკინის დამცავი ღობის მიზანმიმართული დაზიანება და შედეგად მოახერხეს პარლამენტის ტერიტორიაზე შეღწევა. გარდა ამისა, პარლამენტის შენობაზე, საღებავებით გააკეთეს სხვადასხვა სახის წარწერები. შესაბამისად, საკანონმდებლო ორგანოს წინ შეკრებილი აქციის მონაწილეების პროტესტი სრულად გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი. მიუხედავად პოლიციის მხრიდან გაკეთებული არაერთი მოწოდებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული არაერთი გამაფრთხილებელი განცხადებისა, რომ აქცია ჩაეტარებინათ მშვიდ ვითარებაში, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ კანონიერ მოწოდებებს, სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ სამართალდამცველებს, პოლიციის მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა ბლაგვ საგანებსა და საღებავებს. ასევე, სხვადასხვა რკინის კონსტრუქციები განათავსეს საავტომობილო გზაზე. პარლამენტის შენობაში უნებართვო შეჭრის აღკვეთის და საზოგადოებრივი მართლწესრიგის აღდგენის მიზნით, სამართალდამცველებმა გამოიყენეს კანონით დადგენილი პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, 13 პირი დააკავა. ამ დროისთვის აქციის მონაწილეების მიერ დაზიანებული დამცავი რკინის ღობე აღდგენილია და აქციის მონაწილეებს აქვთ საშუალება, პროტესტი გამოხატონ პარლამენტის მიმდებარე ტეროტორიაზე კანონით დადგენილი წესით. შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს. სამინისტრო შეისწავლის აქციის მსვლელობისას მომხდარ ყველა კანონსაწინააღმდეგო ფაქტს და თითოეულ ქმედებას მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, – ნათქვამია განცხადებაში. ფოტო: Reuters https://ghn.ge/news/312297-politsiam-aktsiaze-13-piri-daakava შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციელთა სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1475539267.jpeg 2024-05-14 312297 ძვირფასო ქართველებო, გვესმის თქვენი და თქვენს გვერდით ვდგავართ - გიტანას ნაუსედა ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ეხმიანება საქართველოს პარლამენტის მიერ "უცხოეთის აგენტების" შესახებ კანონის მიღებას. "ძვირფასო ქართველო ხალხო, ჩვენ გვესმის თქვენი და თქვენს გვერდი ვდგავართ საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში. არავის აქვს უფლება, წაგართვათ ევროპული ოცნება. არავის აქვს უფლება, ჩაახშოს ქართველი ხალხის სურვილი, იცხოვრონ ევროპული ღირებულებებით", - წერს ნაუსედა სოციალურ ქსელში. Dear Georgian people, we hear you & stand with you in your struggle for the European future of #Georgia.   Nobody has the right to take your European dream away.   Nobody has the right to silence the will of the people to live by 🇪🇺 values. — Gitanas Nausėda (@GitanasNauseda) May 14, 2024   https://ghn.ge/news/312296-dzvirfaso-kartvelebo-gvesmis-tkveni-da-tkvens-gverdit-vdgavart-gitanas-nauseda ძვირფასო ქართველებო, გვესმის თქვენი და თქვენს გვერდით ვდგავართ - გიტანას ნაუსედა კომენტარი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/586896104.jpg 2024-05-14 312296 პარლამენტთან აქციაზე ნაცემი დავით ქაცარავა კლინიკაშია მედიაში ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის, დავით ქაცარავა, რომელიც რუსთაველის გამზირზე ცოტა ხნის წინ დააკავეს, ნაცემია. მას სახისა და თავის არეში მძიმე დაზიანებები აღენიშნება. ქაცარავა ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. ქაცარავა დღეს სპეცრაზმმა პარლამენტის წინ ანტირუსულ აქციაზე დააკავა. https://ghn.ge/news/312295-parlamenttan-aktsiaze-natsemi-davit-katsarava-klinikashia პარლამენტთან აქციაზე  ნაცემი დავით ქაცარავა კლინიკაშია საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/2121143953.jpg 2024-05-14 312295 პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სალომე ზურაბიშვილისა და ჯიმ ო'ბრაიენის შეხვედრა გაიმართა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს პრეზიდენტისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯიმ ო’ბრაიენის შეხვედრა გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, სალომე ზურაბიშვილისა და ჯიმ ო’ბრაიენის პირისპირ შეხვედრა დათქმულ დროზე მეტხანს, საათ-ნახევარი გაგრძელდა. „საათნახევრიანი პირისპირ შეხვედრის გამო გაუქმდა პრეზიდენტისა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებით დაგეგმილი შეხვედრა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. https://ghn.ge/news/312294-prezidentis-administratsiashi-salome-zurabishvilisa-da-jim-obraienis-shekhvedra-gaimarta პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სალომე ზურაბიშვილისა და ჯიმ ო'ბრაიენის შეხვედრა გაიმართა პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/341393435.jpg 2024-05-14 312294 "ნაციონალური მოძრაობის" 500-მდე საკრებულოს წევრი წყვეტს საქმიანობას - ხაბეიშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" წყვეტს როგორც საპარლამენტო, ასევე 500-მდე საკრებულოს წევრი სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონებში წყვეტს საქმიანობას. დადგა დრო გამოვიყენოთ ჩვენი კონსტიტუციით მონიჭებული უფლება, მათ შორის გაფიცვებთან მიმართებაში. ბრძოლა ევროპული მომავლისთვის გადის თითოეული ქართველის მხარზე", - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა "ასევე, მინდა „ნაციონალური მოძრაობის“ კონკრეტული პოზიცია გაგაცნოთ - ჩვენ ვწყვეტთ საპარლამენტო მუშაობას, ერთადერთი ვეტოს რეჟიმში ბოლომდე ვიბრძოლებთ რუსული კანონის წინააღმდეგ და ასევე, მნიშვნელოვანია გაცნობოთ „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება - 500-მდე საკრებულოს წევრი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონში წყვეტს მუშაობას საკრებულოებში და მნიშვნელოვანია საზოგადოებას ესმოდეს, რომ დადგა დრო გამოვიყენოთ ჩვენი კონსტიტუციით მონიჭებული უფლება, მათ შორის გაფიცვებთან მიმართებაში. უნდა გესმოდეთ, რომ თითოეული საქართველოს მოქალაქის მხარზე გადის ბრძოლა საქართველოს ევროპული მომავლისთვის და ასევე, მე მინდა გითხრათ და გადმოგცეთ მხარდაჭერა ჩვენი დასავლელი პარტნიორების, რომლებიც ცხადია იქნებიან საქართველოს მოქალაქეების გვერდით", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. https://ghn.ge/news/312293-natsionaluri-modzraobis-500-mde-sakrebulos-tsevri-tsqvets-sakmianobas-khabeishvili "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" წყვეტს როგორც საპარლამენტო პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/672198374.jpg 2024-05-14 312293 გაერთიანებული სამეფო ძირეულად ეწინააღმდეგება ამ კანონს - ნუსრატ განი დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში ნუსრატ განი ეხმიანება საქართველოს პარლამენტის მიერ "უცხოეთის აგენტების" შესახებ კანონის მიღებას. "კადრები საქართველოდან შოკისმომგვრელია. როგორც საქართველოს მეგობრები, ყველა მხარეს მოვუწოდებთ სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ. დღეს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. ჩვენი სხვა პარტნიორების მსგავსად, გაერთიანებული სამეფო ძირეულად ეწინააღმდეგება ამ კანონს. ეს კანონი და თანხმლები, დაგეგმილი ქმედებები  რომელთა მიზანია აქციის მონაწილეთა დაშინება, არ შეესაბამება ნატო-ს ასპირანტი ქვეყნის დემოკრატიულ ღირებულებებს და საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. როგორც დღეს დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩთან საუბრისას ავღნიშნე, ღრმა შეშფოთებით ვადევნებთ თვალს მიმდინარე მოვლენებს. ახლა მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას შეცვალოს გეზი და გაიწვიოს ეს კანონი, - ნათქვამია განცხადებაში. https://ghn.ge/news/312291-gaertianebuli-samefo-dzireulad-etsinaaghmdegeba-am-kanons-nusrat-gani გაერთიანებული სამეფო ძირეულად ეწინააღმდეგება ამ კანონს - ნუსრატ განი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/207586997.jpg 2024-05-14 312291 დავით ქაცარავა ინგოროყვას კლინიკაში გადაჰყავთ პარლამენტთან ანტირუსულ აქციაზე დაკავებული დავით ქაცარავა ინგოროყვას კლინიკაში გადაჰყავთ. ამის შესახებ მისი ოჯახის წევრი წერს. მეუღლის სოფია ხაჭაპურიძის თქმით, ქაცარავამ მას უთხრა, რომ მძიმედაა ნაცემი. „ინგოროყვაში მიჰყავთ, დალეწილი ვარო! დაარეკინეს ჩემთან! - წერს სოფია ხაჭაპურიძე. დავით ქაცარავა დღეს, 14 მაისს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს. https://ghn.ge/news/312292-davit-katsarava-ingoroqvas-klinikashi-gadahqavt დავით ქაცარავა ინგოროყვას კლინიკაში გადაჰყავთ საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1878087205.jpg 2024-05-14 312292 შსს აგრძელებს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ არასათანადო მოპყრობის პრაქტიკას - საია არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების დარღვევის და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ არასათანადო მოპყრობის პრაქტიკას. საია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების დარღვევა და ხელი აიღოს აქციების დარბევის კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ და ძალადობრივ პრაქტიკაზე. "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები აკვირდებიან პარლამენტის მიმდებარე საპროტესტო აქციას, როგორც ადგილზე, ისე მედიის საშუალებით. მიმდინარე აქციას მთელი დღის განმავლობაში ჰქონდა და კვლავ აქვს მშვიდობიანი ხასიათი. მიუხედავად ამისა, საპოლიციო ძალებმა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაიწყეს აქციის დარბევა ძალადობრივი მეთოდებით, მათ შორის, სპეციალური საშუალებების გამოყენების წესის დარღვევით. შინაგან საქმეთა სამინისტროს შევახსენებთ, რომ ლოკალური ხასიათის ინციდენტებზე რეაგირებამ არსებითი გავლენა არ უნდა მოახდინოს მთლიანი აქციის მიმდინარეობაზე. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების დარღვევა და ხელი აიღოს აქციების დარბევის კანონსაწინააღმდეგო ,ღირსების შემლახავ და ძალადობრივ პრაქტიკაზე. მოვუწოდებთ სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებს, არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები და შევახსენებთ მათ, რომ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი ბრძანების ან განკარგულებების შესრულება წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს", - ნათქვამია განცხადებაში. https://ghn.ge/news/312289-shss-agrdzelebs-mshvidobiani-demonstrantebis-mimart-arasatanado-mopqrobis-praktikas-saia შსს აგრძელებს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ არასათანადო მოპყრობის პრაქტიკას - საია პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1184935754.png 2024-05-14 312289 პოლიციამ რუსთაველის მიმდებარე ტერიტორია დატოვა პოლიციამ რუსთაველის მიმდებარე ტერიტორია დატოვა. პოლიციის ნაწილი ინგოროყვას ქუჩისკენ გადავიდა, ნაწილი კი - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე. მანამდე პარლამენტთან სპეცრაზმს და პოლიციას გამაგრებული ჰქონდა საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორია. დააკავეს რამდენიმე პირი. ფოტო: პუბლიკა https://ghn.ge/news/312288-politsiam-rustavelis-mimdebare-teritoria-datova პოლიციამ რუსთაველის მიმდებარე ტერიტორია დატოვა პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1538884801.jpg 2024-05-14 312288 იმედგაცრუებულები ვართ კანონის მიღების გამო, რომელიც საქართველოს აშორებს ევროკავშირს - პოლონეთი ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება საქართველოს პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით "აგენტების კანონის" დამტკიცებას. "დიდ იმედგაცრუებას გამოვხატავთ საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების გამო, რომელიც საქართველოს  აშორებს ევროკავშირს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის რეპრესიები", - ნათქვამია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. დიდ იმედგაცრუებას გამოვხატავთ საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების გამო, რომელიც საქართველოს 🇬🇪 აშორებს ევროკავშირს 🇪🇺. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის რეპრესიები. https://t.co/PgzqE1hgKj — PLinGEORGIA (@PLinGEORGIA) May 14, 2024   https://ghn.ge/news/312286-imedgatsruebulebi-vart-kanonis-mighebis-gamo-romelits-sakartvelos-ashorebs-evrokavshirs-poloneti იმედგაცრუებულები ვართ კანონის მიღების გამო, რომელიც საქართველოს აშორებს ევროკავშირს - პოლონეთი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/2104520696.png 2024-05-14 312286 უნდა შეიქმნას ეროვნული წინააღმდეგობის ევროპული პლატფორმა - მამუკა ხაზარაძე ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე გამოდის ინიციატივით, შეიქმნას ეროვნული წინააღმდეგობის ევროპული პლატფორმა. მისივე თქმით, ამ პროცესში უმნიშვნელოვანესი იქნება პრეზიდენტთან მჭიდრო კოორდინაცია.~ "დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება ფართო საზოგადოებრივი კონსოლიდაცია და მშვიდად, მყარი ნერვებით პროტესტის გაგრძელება და სამოქმედო სტრატეგიის შეთანხმება. ამისათვის საჭიროა, სასწრაფო წესით, დაიწყოს კოორდინირებული კონსულტაციები იმ საზოგადოების, ახალგაზრდობის და პარტიების მონაწილეობით, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში აპროტესტებდნენ ამ პროცესს. მთელი ჩვენი ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს რუსული ხელისუფლების არჩევნებში დამარცხებისკენ და ხელისუფლებიდან ჩამოშორებისკენ. ერთობლივი ძალებით უნდა შეიქმნას ეროვნული წინააღმდეგობის ევროპული პლატფორმა და ამ პროცესში უმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან მჭიდრო კოორდინაცია. ჩვენ, „ლელო“ მზად ვართ, პირველი ნაბიჯი გადავდგათ. ვაცხადებთ, მორატორიუმს და მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ პარტიას, ურთიერთთავდაუსხმელობისკენ. ჩვენი დებატები უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ „ოცნების“ დემონტაჟს. ჩვენი საუბრები და კოორდინაცია უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ რუსული ხელისუფლების ძალაუფლებისგან ჩამოშორებას. ამ წინააღმდეგობის ფრონტს უნდა ჰქონდეს ორგანიზებული, სტრუქტურირებული სამოქმედო გეგმა და ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის ფორმა. მზად ვართ, ამ მიზნის მისაღწევად ვესაუბროთ პოლიტიკოსებს, ახალგაზრდებს, საზოგადოების წარმომადგენლებს, ხელოვან ადამიანებს, სპორტსმენებს და ყველას, ვისაც გული შესტკივა ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეზე. საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება ალტერნატიული ცენტრი, რათა გავარღვიოთ წლების განმავლობაში არსებული ორპოლუსიანი სივრცე და ეს რეალობა გადავტეხოთ. წარსული ვერასოდეს გაიმარჯვებს მომავალზე“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. https://ghn.ge/news/312284-unda-sheikmnas-erovnuli-tsinaaghmdegobis-evropuli-platforma-mamuka-khazaradze უნდა შეიქმნას ეროვნული წინააღმდეგობის ევროპული პლატფორმა - მამუკა ხაზარაძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/79393767.jpg 2024-05-14 312284 კანონმა, შესაძლოა, დააბრკოლოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სოციალური სერვისების მიწოდება - გაერო გაერო საქართველოს პარლამენტის მიერ  რუსული კანონის დამტკიცებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ კანონის მიღება საფრთხეს უქმნის გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას და აფერხებს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის, როგორც ქართული დემოკრატიის მთავარი საყრდენის საქმიანობას. "გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში წუხილს გამოთქვამს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების გამო. კანონის მიღება საფრთხეს უქმნის გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას და აფერხებს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის, როგორც ქართული დემოკრატიის მთავარი საყრდენის საქმიანობას. სხვა საფრთხეებთან ერთად, ამ კანონმა შეიძლება დააბრკოლოს სამოქალაქო საზოგადოების მიერ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სოციალური სერვისების მიწოდება. აუცილებლად მიგვაჩნია ძალადობისა და დაშინების ყველა შემთხვევის გამოძიება, რომელთაც ადგილი ჰქონდათ პროტესტების მიმდინარეობისას და მათ შემდეგ. გაერო განაგრძობს თანამშრომლობას პარტნიორებთან თანასწორი და სამართლიანი საქართველოს მხარდასაჭერად". - წერია გაეროს განცხადებაში. https://ghn.ge/news/312283-kanonma-shesadzloa-daabrkolos-sasitsotskhlod-mnishvnelovani-sotsialuri-servisebis-mitsodeba-gaero კანონმა, შესაძლოა, დააბრკოლოს სამოქალაქო საზოგადოების მიერ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სოციალური სერვისების მიწოდება - გაერო პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/279270750.jpg 2024-05-14 312283 უნდა შეიქმნას ეროვნული წინააღმდეგობის ევროპული პლატფორმა, უმნიშვნელოვანესია პრეზიდენტთან მჭიდრო კოორდინაცია - მამუკა ხაზარაძე უნდა შეიქმნას ეროვნული წინააღმდეგობის ევროპული პლატფორმა, ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან მჭიდრო კოორდინაცია - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.  „მესამე მოსმენით “ოცნებამ“ დღეს ოფიციალურად, დოკუმენტურად გააფორმა  მოღალატეობრივი გადაწყვეტილება, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, ხალხის ნებას და ჩვენს დეკლარირებულ, ისტორიულ არჩევანს - ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას. რუსული სპეცოპერაციით „რუსული კანონის“ მესამე მოსმენით ქართულმა ოცნებამ შეცვალა საქართველოს გეოპოლიტიკური კურსი და გეზი აიღო რუსეთისკენ - უკვე დოკუმენტით დაადასტურეს რომ ისინი ემსახურებიან რუსეთს! დღეს ქართული ოცნების მოღალატეობრივმა პოლიტიკამ წერტილი დაუსვა ამ მთავრობის მიერ ქვეყნის ევროინტეგრაციის წარმართვის პროცესს. ქართულმა ოცნებამ დეკლარირებულად აირჩია რუსეთი და უარი უთხრა ევროკავშირს.  ამ სიტუაციიდან გამომდინარე, დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება ფართო საზოგადოებრივი კონსოლიდაცია და მშვიდად, მყარი ნერვებით პროტესტის გაგრძელება და სამოქმედო სტრატეგიის შეთანხმება.  ამისათვის საჭიროა რომ სასწრაფო წესით დაიწყოს კოორდინირებული კონსულტაციები  იმ საზოგადოების, ახალგაზრდობის და პარტიების მონაწილეობით, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში აპროტესტებდნენ ამ პროცესს, მთელი ჩვენი ძალისხმევა, მიმართული უნდა იყოს რუსული ხელისუფლების არჩევნებში დამარცხებისკენ და ხელისუფლებიდან ჩამოშორებისკენ. ერთობლივი ძალებით უნდა შეიქმნას ეროვნული წინააღმდეგობის ევროპული პლატფორმა, და ამ პროცესში უმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან მჭიდრო კოორდინაცია"- ამბობს მამუკა ხაზარაძე.  ამასთან, მამუკა ხაზარაძე მოუწოდებს  ყველა ოპოზიციურ პარტიას ურთიერთ-თავდაუსხმელობისკენ ჩვენ, „ლელო“ მზად ვართ პირველი ნაბიჯი გადავდგათ. ვაცხადებთ მორატორიუმს და მოუწოდებს ყველა ოპოზიციურ პარტიას ურთიერთ-თავდაუსხმელობისკენ. ჩვენი დებატები უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ "ოცნების" დემონტაჟს. ჩვენი საუბრები და კოორდინაცია უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ რუსული ხელისუფლების ძალაუფლებისგან ჩამოშორებას.  ამ წინააღმდეგობის ფრონტს უნდა ჰქონდეს ორგანიზებული, სტრუქტურირებული სამოქმედო გეგმა და ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის ფორმა.  "ლელო" მზად არის დაიწყოს დიალოგი ყველა ძალასთან რომელიც მზად არის ალტერნატიული პლატფორმის ფორმირებაში მონაწილეობა მიიღოს და ყველაფერს გავაკეთებთ ამ პროცესის შესაქმნელად და ეს ამხელა ენერგია, რომელიც დღეს არსებობს და რომელიც გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას, არ გავფლანგოთ და მივმართოთ სწორად, რომ ჩვენმა შვილებმა არ გაიღვიძონ რუსეთის უკანა ეზოში. ჩვენ მზად ვართ, ამ მიზნის მისაღწევად ვესაუბროთ პოლიტიკოსებს, ახალგაზრდებს, საზოგადოების წარმომადგენლებს,  ხელოვან ადამიანებს, სპორტსმენებს და ყველას ვისაც გული შესტკივა ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეზე. საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება ალტერნატიული ცენტრი, რათა გავარღვიოთ წლების განმავლობაში არსებული ორპოლუსიანი სივრცე და ეს რეალობა გადავტეხოთ.  წარსული ვერასოდეს გაიმარჯვებს  მომავალზე"- განაცხადა ხაზარაძემ.  https://ghn.ge/news/312285-unda-sheikmnas-erovnuli-tsinaaghmdegobis-evropuli-platforma-umnishvnelovanesia-prezidenttan-mchidro-koordinatsia-mamuka-khazaradze უნდა შეიქმნას ეროვნული წინააღმდეგობის ევროპული პლატფორმა - მამუკა ხაზარაძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/969380027.jpg 2024-05-14 312285 ოლიგარქმა ქართველ ხალხს ომი გამოუცხადა - მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმიანება საქართველოს პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით "აგენტების კანონის" დამტკიცებას. "ოლიგარქმა ქართველ ხალხს ომი გამოუცხადა. ხალხმა უნდა დაიცვას თავი, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველას სათითაოდ მიწვდებიან. წინ საქართველო!", - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.   https://ghn.ge/news/312282-oligarkma-kartvel-khalkhs-omi-gamoutskhada-mikheil-saakashvili ოლიგარქმა ქართველ ხალხს ომი გამოუცხადა - მიხეილ სააკაშვილი კომენტარი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1868889005.jpg 2024-05-14 312282 ნდობისა და პროგრესის აღსადგენად კანონი უნდა გაუქმდეს - ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება საქართველოს პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით "აგენტების კანონის" დამტკიცებას. ~ "უცხოური აგენტების კანონის" მიღება, მიუხედავად ფართო პროტესისა და შეშფოთებისა, ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას, საფრთხეს უქმნის მის ევროინტეგრაციის გზას და ზიანს აყენებს დიდი ხნის ურთიერთობას მეგობრებთან და პარტნიორებთან. ნდობისა და პროგრესის აღსადგენად კანონი უნდა გაუქმდეს", - წერს ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო. The adoption of the 'foreign agents’ law', despite widespread protest and concern, undermines Georgia's democracy, jeopardises its European integration path and will harm relations with longtime friends and partners. To restore trust and progress, the law should be revoked. pic.twitter.com/xkggP76vkC — Norway MFA (@NorwayMFA) May 14, 2024   https://ghn.ge/news/312280-ndobisa-da-progresis-aghsadgenad-kanoni-unda-gaukmdes-norvegiis-sagareo-sakmeta-saministro ნდობისა და პროგრესის აღსადგენად კანონი უნდა გაუქმდეს - ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/833011774.png 2024-05-14 312280 ჯიმ ო’ბრაიანი პრეზიდენტს ხვდება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიანი პრეზიდენტს ხვდება. შეხვედრა ორბელიანების სასახლეში დახურულ კარს მიმდინარეობს. ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ მანამდე პრემიერს და არასამთავრობო სექტორს შეხვდა. https://ghn.ge/news/312287-jim-obraiani-prezidents-khvdeba ჯიმ ო’ბრაიანი პრეზიდენტს ხვდება პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/2017887499.png 2024-05-14 312287 სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს არ გამოიყენოს აქციის მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ სპეციალური საშუალებები სახალხო დამცველი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ აღარ დგას მთლიანად აქციის დაშლის აუცილებლობა და შსს-ს მიმართავს,  არ გამოიყენოს აქციის მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ სპეციალური საშუალებები. "14 მაისის 17:15 საათისთვის შსს მიერ გაცემულია მთლიანად აქციის შესაძლო დაშლის გაფრთხილება. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აქციაზე ცოტა ხნის წინ ცალკეულ მონაწილეთა მიერ მშვიდობიანი შეკრების წესების და კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის შედეგად, მათ მიმართ განხორციელებული ინდივიდუალური ღონისძიებების შემდეგ, აღარ დგას მთლიანად აქციის დაშლის აუცილებლობა.  შესაბამისად, სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გამოიყენოს აქციის მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ სპეციალური საშუალებები და მიეცეთ მათ კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების უფლებით სარგებლობა." ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. https://ghn.ge/news/312279-sakhalkho-damtsveli-shss-s-moutsodebs-ar-gamoiqenos-aktsiis-mshvidobiani-monatsileebis-mimart-spetsialuri-sashualebebi სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს  არ გამოიყენოს აქციის მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ სპეციალური საშუალებები პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1963035301.jpg 2024-05-14 312279 კანონის მიღებით, მთავრობამ აჩვენა, არ აინტერესებს საქართველოს ევროპული მომავალი - რიში აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წამყვანი რესპუბლიკელი სენატორის, ჯიმ რიშის განცხადებით, "აგენტების კანონის" მიღებით, საქართველოს მთავრობამ აჩვენა, რომ არ არის დაინტერესებული ევროპული მომავლით. "დღეს, კანონის მიღებით, რომელიც დიდ ზიანს აყენებს სამოქალაქო საზოგადოებას, საქართველოს მთავრობამ ნათლად აჩვენა, რომ არ არის დაინტერესებული ევროპული მომავალით. ეს არის მასშტაბური სილის გაწნა ქართველების 80%-ისთვის, ვისაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს", - წერს რიშi სოციალურ ქსელში. Today, by passing a law that would greatly damage civil society, the government of #Georgia made clear it isn’t interested in a European future. This is a massive slap in the face to the 80% of Georgians who want EU membership. — Senate Foreign Relations Committee Ranking Member (@SenateForeign) May 14, 2024   https://ghn.ge/news/312278-kanonis-mighebit-mtavrobam-achvena-ar-ainteresebs-sakartvelos-evropuli-momavali-rishi კანონის მიღებით, მთავრობამ აჩვენა, არ აინტერესებს საქართველოს ევროპული მომავალი - რიში პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1071065369.jpg 2024-05-14 312278 პარლამენტის წინ ლაზარე გრიგორიადისი დააკავეს - "მთავარი არხი" პარლამენტის წინ მიმდებარე საპროტესტო აქციაზე ლაზარე გრიგორიადისი დააკავეს. ინფორმაციას "მთავარ არხი" ავრცელებს. მათი ცნობით, ინფორმაცია ლაზარეს დედამ, თამთა კალანდაძემ დაადასტურა. ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია. https://ghn.ge/news/312277-parlamentis-tsin-lazare-grigoriadisi-daakaves-mtavari-arkhi პარლამენტის წინ ლაზარე გრიგორიადისი დააკავეს - "მთავარი არხი" სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1755738302.png 2024-05-14 312277 აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი, გამოვიყენეთ კანონმდებლობით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები - შსს საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი, შსს-მ კანონმდებლობით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები გამოიყენა, – ამის შესახებ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ყველა მონაწილეს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მითითებებს. „საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი. აქციის მონაწილეებმა დააზიანეს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული დამცავი ჯებირი. სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ ემორჩილებიან პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტრომ კანონმდებლობით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები გამოიყენა. შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის ყველა მონაწილეს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მითითებებს, არ დაუშვან სიტუაციის ხელოვნურად ესკალაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალდამცველები გამოიყენებენ კანონით დადგენილ სპეციალურ საშუალებებს“, – ნათქვამია განცხადებაში. https://ghn.ge/news/312276-aktsiam-miigho-dzaladobrivi-khasiati-gamoviqenet-kanonmdeblobit-gatvalistsinebuli-spetsialuri-sashualebebi-shss აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი, გამოვიყენეთ კანონმდებლობით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები - შსს სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1812561852.jpg 2024-05-14 312276 ევროპარლამენტი ქართველი ხალხის გვერდით დგას - რობერტა მეცოლა ევროპარლამენტი ქართველი ხალხის გვერდით დგას - წერს ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა სოციალურ ქსელში. "თბილისო, ჩვენ გვესმის შენი! ჩვენ გხედავთ! ქუჩაში მყოფი ქართველები ოცნებობენ ევროპაზე. ისინი ამაყად აფრიალებენ ევროპის დროშას. მათ სურთ ევროპული მომავალი. ისინი ელიან ევროპულ ღირებულებებს და სტანდარტებს. ჩვენ ვდგავართ ქართველ ხალხთან ერთად", - წერს მეცოლა X-ზე. თბილისო, ჩვენ გვესმის შენი! ჩვენ გხედავთ! ქუჩაში მყოფი ქართველები ოცნებობენ ევროპაზე. ისინი ამაყად აფრიალებენ ევროპის დროშას. მათ სურთ ევროპული მომავალი. ისინი ელიან ევროპულ ღირებულებებს და სტანდარტებს. ჩვენ ვდგავართ ქართველ ხალხთან ერთად. — Roberta Metsola (@EP_President) May 14, 2024   https://ghn.ge/news/312275-evroparlamenti-kartveli-khalkhis-gverdit-dgas-roberta-metsola ევროპარლამენტი ქართველი ხალხის გვერდით დგას - რობერტა მეცოლა პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1875380009.jpg 2024-05-14 312275 "ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში გადადის საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" ბოიკოტის რეჟიმში გადადის, - აცხადებს " ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ბეჟაშვილი. "დღეს ქვეყანაში აღარ დარჩა ლეგიტიმური ხელისუფლება, რომელიც წარმოადგენს ხალხის ინტერესს. ხალხი დგას დღეს საქართველოს დედაქალაქში, ყველა აპროტესტებს რუსული კანონის მიღებას. ამ რეჟიმში, როცა ქვეყანაში რუსული რეჟიმი გაფორმდა, წარმოუდგენელია ნორმალური საპარლამენტო მუშაობა. დღეს ვიხილეთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა პოლიციის გაგრძელება იყო საპარლამენტო დარბაზში. ამ რეჟიმში ჩვენ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ და ოპოზიციის უმრავლესობა არ ვაპირებთ ჩვეულებრივად საქმიანობის გაგრძელებას და გავდივართ ბოიკოტის რეჟიმში. უახლოეს პერიოდში, როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად საბოლოო გეგმას გავაცნობთ საზოგადოებას", - განაცხადა ბეჟაშვილმა. მანამდე, პარტია "ლელომ" განაცხადა, რომ გადადის საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში. ბოიკოტს აცხადებენ ასევე სხვა ოპოზიციონერი დამოუკიდებელი დეპუტატები. ბოიკოტს არ უერთდება გახარიას პარტია. https://ghn.ge/news/312274-natsionaluri-modzraoba-saparlamento-boikotis-rezhimshi-gadadis "ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში გადადის პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/593998778.jpg 2024-05-14 312274 პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდება პარლამენტის შენობაში 14 მაისის 17:00 საათიდან გაუქმებამდე უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. „14 მაისს, წითელი დონის დროს საქართველოს პარლამენტში არ დაიშვება არცერთი პირი, გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული პირებისა. უსაფრთხოების დამატებითი ზომები მოქმედებს „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. https://ghn.ge/news/312273-parlamentis-shenobashi-usafrtkhoebis-tsiteli-done-amokmeddeba პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდება საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/824444198.jpg 2024-05-14 312273 მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ დაუშვან მართლსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება - შსს მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ მშვიდობიან ფარგლებში და არ დაუშვან მართლსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება, – ამის შესახებ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. უწყების ცნობით, ყველა სამართალდარღვევას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. „პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლები მობილიზებულები არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ მშვიდობიან ფარგლებში და არ დაუშვან მართლსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება. ყველა სამართალდარღვევას პოლიციის მხრიდან მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. https://ghn.ge/news/312272-movutsodebt-aktsiis-monatsileebs-ar-daushvan-martlsatsinaaghmdego-kmedebebis-gankhortsieleba-shss მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ დაუშვან მართლსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება - შსს სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/2044685607.jpg 2024-05-14 312272 პარტია "ლელო" საპარლამენტო ბოიკოტს აცხადებს პარტია "ლელო" საპარლამენტო ბოიკოტს აცხადებს, - ამის შესახებ პარტიის წარმომადგენელმა, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა. "ლელო დგას ქართველი ხალხის გვერდით. სწორედ ამიტომ, დღეს, მაშინ, როდესაც ყველა წითელი ხაზი გადაკვეთილია, როცა საკანონმდებლო ორგანოში ღიად დაირღვა კონსტიტუცია, ლელომ მიიღო გადაწყვეტილება გამოაცხადოს ბოიკოტი და აღარ მიიღოს მონაწილეობა საპარლამენტო მუშაობაში. ქართული ოცნება პარლამენტში დამარცხებულია, ის გასულია პოლიტიკური პროცესიდან, გასულია კონსტიტუციური ჩარჩოდან და წარმოადგენს უზურპატორი ივანიშვილის და პუტინის ძალადობის ინსტრუმენტს საქართველოში", - თქვა ანა ნაცვლიშვილმა. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, პარლამენტმა "აგენტების კანონი" მესამე მოსმენით დაამტკიცა. https://ghn.ge/news/312271-partia-lelo-saparlamento-boikots-atskhadebs პარტია "ლელო" საპარლამენტო ბოიკოტს აცხადებს პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/994610401.png 2024-05-14 312271 სოსო ბერიკაშვილი იყო ყველაზე სუსტი და ყველაზე ზარმაცი თანამშრომელი - კახა შენგელია სოსო ბერიკაშვილის საქციელი სამარცხვინოა, ყველაზე ზარმაცი თანამშრომელი იყო - წერს სოციალურ ქსელში კავკასიის უნივერსიტეტის რექტორი კახა შენგელია ამავე უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის უკვე ყოფილი დეკანის, სოსო ბერიკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. "ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ლექტორებო, პროფესორებო, მასწავლებლებო, ჩემო საყვარელო თანამშრომლებო, რაც სოსო ბერიკაშვილმა დღეს იკადრა, არის ღალატი ყველაფრის, სტუდენტების, უნივერსიტეტის, მისი ოჯახის, რასაც თვითონ აკეთებდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. მისი საქციელი არის სამარცხვინო, რადგან ამ ძალიან დაძაბულ სიტუაციას ქვეყანაში იყენებს თავისი პოლიტიკური კარიერისთვის. საჯაროდ ვაცხადებ, არანაირი ზარი, მუქარა, თხოვნა არ ყოფილა მისი სამსახურიდან გაშვების გამო. ის იყო ყველაზე სუსტი დეკანი კავკასიის უნივერსიტეტში და ყველაზე ზარმაცი თანამშრომელი. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, მასთან მქონდა რთული ურთიერთობა მხოლოდ და მხოლოდ უნივერსიტეტის გამო, ბოლოსდაბოლოს იძულებული გავხდი სამსახურიდან გამეშვა, სამწუხაროდ დაემთხვა იმ დროს, რაც მან შესანიშნავად გამოიყენა", - წერს შენგელია. შეგახსენებთ, სოსო ბერიკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კავკასიის უნივერსიტეტის რექტორმა სუს-ის მოთხოვნით გაათავისუფლა. https://ghn.ge/news/312270-soso-berikashvili-iqo-qvelaze-susti-da-qvelaze-zarmatsi-tanamshromeli-kakha-shengelia სოსო ბერიკაშვილი საქციელი სამარცხვინოა, ყველაზე ზარმაცი თანამშრომელი იყო - კახა შენგელია კომენტარი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/2017950890.png 2024-05-14 312270 ახლა დგება რეჟიმის ცვლილების მოთხოვნა და პროტესტი გრძელდება რეჟიმის ცვლილებამდე - მტკიცედ და მშვიდად - თამარ ჩერგოლეიშვილი ახლა დგება რეჟიმის ცვლილების მოთხოვნა და პროტესტი გრძელდება რეჟიმის ცვლილებამდე - მტკიცედ და მშვიდად - აცხადებს "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი. "1. ახლა დგება რეჟიმის ცვლილების მოთხოვნა და პროტესტი გრძელდება რეჟიმის ცვლილებამდე - მტკიცედ და მშვიდად. 2. ვეტოსთან დაკავშირებულ მაქინაციებში არ მივყვებით - პრეზიდენტი, იმედი მაქვს, თავის სიტყვას დაიცავს. 3. ოპოზიციური პარტიები თანხმდებიან იმ სისტემურ ცვლილებებზე, რაც საქართველოს მოქალაქეებს მომავალი ხელისუფლების თავგასულობისგან დაიცავს და დაგვაზღვევს, რომ რომელიმე სხვა ოლიგარქი, ან შეშლილი ბელადი არ წამოგვაჯდეს თავზე - და ამაზე აკეთებს კამპანიას. (სასამართლო, დეცენტრალიზაცია - თვითმმართველობის რეფორმა, სუსის და შსს-ს დეკონცენტრაცია). თუ ასე წავალთ - გავიმარჯვებთ სახელოვნად!", - წერს ჩერგოლეიშვილი.   https://ghn.ge/news/312269-akhla-dgeba-rezhimis-tsvlilebis-motkhovna-da-protesti-grdzeldeba-rezhimis-tsvlilebamde-mtkitsed-da-mshvidad-tamar-chergoleishvili ახლა დგება რეჟიმის ცვლილების მოთხოვნა და პროტესტი გრძელდება რეჟიმის ცვლილებამდე - მტკიცედ და მშვიდად - თამარ ჩერგოლეიშვილი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/234432599.jpg 2024-05-14 312269 ირაკლი კობახიძე ჯიმ ო'ბრაიენთან შეხვედრის თაობაზე განცხადებას ავრცელებს საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია აშშ-თან პარტნიორობის გაღრმავებით, რაც ორმხრივ ძალისხმევას და სამართლიან ურთიერთდამოკიდებულებას მოითხოვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, ჯიმ ო’ბრაიენთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს. კობახიძის თქმით, ჯიმ ო’ბრაიენს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების საჭიროებაც განუმარტა. „შეხვედრა მქონდა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, ჯიმ ო’ბრაიენთან. ხანგრძლივ შეხვედრაზე შედგა გულწრფელი საუბარი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ყველა საკითხზე, მათ შორის, საქართველოში გასული რამდენიმე წლის განმავლობაში განვითარებულ პროცესებზე, რასთან დაკავშირებითაც ერთმანეთს საკუთარი წუხილები გავუზიარეთ. ჯიმ ო’ბრაიენს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების საჭიროებაც განვუმარტე და კიდევ ერთხელ გამოვთქვი მმართველი გუნდის მზაობა, ვეტოს პროცედურის ფარგლებში საერთაშორისო პარტნიორების ყველა სამართლებრივი შენიშვნა ყურადღებით განიხილოს. ასევე აღვნიშნე, რომ საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია აშშ-თან პარტნიორობის გაღრმავებით, რაც ორმხრივ ძალისხმევას და სამართლიან ურთიერთდამოკიდებულებას მოითხოვს“, – წერს კობახიძე სოციალურ ქსელში. https://ghn.ge/news/312268-irakli-kobakhidze-jim-obraientan-shekhvedris-taobaze-gantskhadebas-avrtselebs ირაკლი კობახიძე ჯიმ ო'ბრაიენთან შეხვედრის თაობაზე განცხადებას ავრცელებს პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/157964589.png 2024-05-14 312268 პარლამენტმა "აგენტების კანონი" მესამე მოსმენით დაამტკიცა 84 მომხრე, 30 წინააღმდეგი - ხმაურისა და საზოგადოების მასშტაბური პროტესტის ფონზე, "ქართულმა ოცნებამ" რუსულ კანონი მესამე მოსმენითაც მიიღო.  კანონპროექტს მესამე მოსმენით დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი. რეგისტრაცია გაიარა 116-მა დეპუტატმა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 84-მა, წინააღმდეგ ხმა მისცა პარლამენტის 30-მა წევრმა. https://ghn.ge/news/312267-parlamentma-agentebis-kanoni-mesame-mosmenit-daamtkitsa პარლამენტმა "აგენტების კანონი" მესამე მოსმენით დაამტკიცა პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/610581815.jpg 2024-05-14 312267 ვტოვებ "კავკასიის უნივერსიტეტს" - ლევან ბერძენიშვილი პროფესორი ლევან ბერძენიშვილი კავკასიის უნივერსიტეტს ტოვებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. ბერძენიშვილი განმარტავს, რომ მისთვის მიუღებელია უნივერსიტეტის პრეზიდენტის პოზიცია, რის გამოც სამსახურის დატოვება უწევს.  "ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის პოზიცია, შესაბამისად, ვტოვებ ამ დაწესებულებას და უსაყვარლეს სტუდენტებს. ოთხ უმაღლეს სასწავლებელში ვასწავლიდი ბოლო მოვლენებამდე. ამ უნივერსიტეტებში 3:1 მოვიგე. გული დამწყდა, 4:0 მინდოდა, ამიტომ. #არარუსულკანონს, #არარუსულხელისუფლებას", - წერს ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში.  https://ghn.ge/news/312266-vtoveb-kavkasiis-universitets-levan-berdzenishvili ვტოვებ "კავკასიის უნივერსიტეტს" - ლევან ბერძენიშვილი კომენტარი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/290342384.jpg 2024-05-14 312266 თქვენ არათუ ევროპასა და ამერიკაში, უბნის მაღაზიაშიც არ შეგიშვებენ - რომან გოცირიძე “ქართულ ოცნებას“ თქვენ არათუ ევროპასა და ამერიკაში, არამედ უბნის მაღაზიაშიც არ შეგიშვებენ , - ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ პარლამენტის სხდომათა დარბაზში მართველ პარტიას მიმართა. ბიძინა ივანიშვილის განცხადებები ორი კვირის წინ გაკეთებული, ეს არის, ფაქტობრივად, კონსტიტუციის ღალატი, დასავლური კურსის უარყოფა და ღია განცხადება რუსეთთან პოლიტიკური ალიანსის შესახებ. არ ელოდეთ თქვენ, თქვენი მოღალატე ფარცხალაძე, თქვენი პრკურორი, რუსეთის აგენტი თუ დასანქცირდებოდა, არ ელოდით არც მოსამართლეების დასანქცირებას და თქვენ გგონია, რომ გაგივათ ახლა ის, რასაც სჩადიხართ. თქვენ არათუ ევროპასა და ამერიკაში არ შეგიშვებენ, უბნის მაღაზიაში არ შეგიშვებენ, -უთხრა გოცირიძემ „ოცნებას“.  https://ghn.ge/news/312265-tkven-aratu-evropasa-da-amerikashi-ubnis-maghaziashits-ar-shegishveben-roman-gotsiridze-kartul-otsnebas თქვენ არათუ ევროპასა და ამერიკაში, არამედ უბნის მაღაზიაშიც არ შეგიშვებენ - რომან გოცირიძე “ქართულ ოცნებას“ პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1180054363.jpg 2024-05-14 312265 „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი ამ ქვეყანაში არეულობას ვერასდროს მოაწყობს - გიორგი ჩაკვეტაძე „გუშინ, რადიკალურმა ჯგუფებმა, გულწრფელ ახალგაზრდებს ღამე გაათენებინეს - თვითონ კი სახლში წავიდნენ და ვერც კომიტეტის სხდომაზე მოსვლა გაბედეს. დღეს მათ სხდომის ჩაშლა გადაწყვიტეს, მაგრამ არ გამოუვიდათ და არ გამოუვათ. 1 კვირაა უნივერსიტეტებსა და სკოლებში ტოტალური ბულინგის მცდელობაა, ჩვენ კი, სტუდენტებთან და მოსწავლეებთან აქტიურ კომუნიკაციას ვაგრძელებთ. 1 კვირაზე მეტია, რაც პარლამენტის სასახლეზე თავდასხმა მიიტანეს - „ქართული ოცნება“ კი, კანონპროექტს შინაარსობრივად განიხილავს; 2 კვირაა ვიზალიბერალიზაციაზე საზოგადოებას ატყუებენ, ჩვენ კი - 9 ნაბიჯის შესრულებაზე ვმუშაობთ“, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა. მისი თქმით, 3 კვირა გავიდა, რაც ილიას სიტყვები - „მამული, ენა და სარწმუნოება“ შეცვალეს - ჩვენ კი, ვცდილობთ თითოეულ ამ იდეალს ყოველდღიურობით ვემსახუროთ; “3 კვირაზე მეტი გავიდა, რაც ელისაშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უკადრებელი აკადრებინეს და შემდეგ არც ერთ მათგანს არ დაუგმია მისი ეს ქმედება -  ჩვენ მათგან ესეც არ გვიკვირს; 1 თვეა პიკეტირებებს გეგმავენ და შემდეგ გარბიან, ჩვენ - სიმართლეს მიტანას ვცდილობთ თითოეულ მოქალაქემდე; 1 თვეზე მეტია პოლიციელებს, საჯარო მოხელეებს, ჟურნალისტებს, სპორტსმენებსა და მომღერლებს აბულინგებენ, ხელისუფლება - თითოეულ მათგანს გულშემატკივრობს; თვეებია საქართველოს დასანქცირებას ითხოვენ, მმართველი პარტია კი, სუვერენიტეტს იცავს; 1 წელია ქართულ კანონს „რუსულს კანონს“ ეძახიან, ხელისუფლება კი, გამჭვირვალობის უზრუნველყოფს;1 წელზე მეტია საქართველოს ევროკავშირში რეალურ წინსვლას მტრობენ, ჩვენ ამ გზაზე კანდიდატის სტატუსიც მოვიპოვეთ; 2 წელია საკუთარ ქვეყანას სანქციების გვერდის ავლაში ადანაშაულებენ, ჩვენ ეს მითიც ჩამოვშალეთ“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ. მისი თქმით, წლებია, „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ შეურაცხყოფას აყენებს ეკლესიას, ტრადიციებს, საქართველოსა და მის ღირსეულ მოქალაქეებს, რაზეც ყოველ ჯერზე შესაბამის პასუხს იღებენ. მისივე თქმით, როგორც უნივერსიტეტებში, ისე ქუჩებში, ამ პროცესების ორგანიზატორები რადიკალები არიან. „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი ამ ქვეყანაში არეულობას ვერასდროს ვეღარ მოაწყობს და მათი სამარკო ნიშანი - არეულობა და დესტაბილიზაცია ისევ „წარმატებულად“ დაიტოვეს ოპოზიციაშიც. არც გიორგი ვაშაძე ჩამორჩა და პირველი ამრევი, პირველია ხოლმე, ვინც სიტუაციას ეხსნება. ბექა ყორშია ისევ აქტიურად აგრძელებს რეკვას, მაგრამ ბოლო დღეებია სულ სხვაგან ხვდება. საბა ბუაძეს კი, ალბათ საერთოდ ჰგონია, რომ ახლა სიტყვით სახლიდან გამოვდივარ . „ნაციონალურ მოძრაობას“ საქართველოსთვის  გათენებაც კი არ შეუძლია. საბედნიეროდ, ჩვენმა ბევრმა მოქალაქემ, მათ შორის ახალგაზრდამ, ამ ყველაფერში უკვე გამხილათ. მჯერა, ასე გაგრძელდება მომავალშიც! 29 აპრილს, 200 000- ზე მეტმა  ჩვენმა მხარდამჭერმა დაიცვა საქართველოს მშვიდობიან მომავალი.  „ქართული ოცნება“ გულწრფელი ახალგაზრდებისთვის და მათთან ერთად, გააგრძელებს საქართველოს მშვიდობიან, ევროპულ განვითარებას!“ - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ. https://ghn.ge/news/312264-natsionaluri-modzraoba-da-mikheil-saakashvili-am-kveqanashi-areulobas-verasdros-moatsqobs-giorgi-chakvetadze „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი ამ ქვეყანაში არეულობას ვერასდროს მოაწყობს - გიორგი ჩაკვეტაძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/2016755635.JPG 2024-05-14 312264 ფარჩაკებო, ქათმებო, ქათამს რას ვერჩი - ალუდა ღუდუშაური ოპოზიციას "ფარჩაკებო, ქათმებო" - ამ სიტყვებით მიმართა სახელისუფლებო გუნდის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა ოპოზიციას პარლამენტის სხდომათა დარბაზში. მმართელი გუნდის წევრმა ოპონენტებს უთხრა, რომ ხელისუფლებაში მობრუნების საშუალებას არასდროს მისცემენ. "თუ გინდათ, დავიგინები!", - უთხრა ღუდუშაურმა ოპოზიციის წევრებს.  “რას აკეთებთ? გინდათ რომ გვარამია, ეს არაკაცები და ისევ ადეიშვილები მოიყვანოთ ხელისუფლებაში? ეს ქათმები... ქათამს რას ვერჩი - ეს მართლა უღირსი ფარჩაკები. დღეს ტურებით დადიან და ეუბნებიან რომ “ჩვენ მოვდივართ ხელისუფლებაშიო“. სიცოცხლის ფასად რომ დამიჯდეს, თქვენი ნასახი არ იქნება ხელისუფლებაში. ჩვენ რასაც შევპირდით ამ ხალხს, რომ თქვენ ამ ბოროტებით ვერასდროს მოხვიდოდით ხელისუფლებაში, მაგას უეჭველი შეგისრულებთ. თუ გინდათ დავიგინებით, თუ გინდათ დავიფიცებით. თქვენ რამე ხომ არ გეშლებათ მართლა? ვერასდროს მოხვალთ ხელისუფლებაში!, - უთხრა ალუდამ ოპოზიციას. https://ghn.ge/news/312263-farchakebo-katmebo-katams-ras-verchi-aluda-ghudushauri-opozitsias ფარჩაკებო, ქათმებო, ქათამს რას ვერჩი - ალუდა ღუდუშაური ოპოზიციას პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/751901910.jpg 2024-05-14 312263 მხარს ვუჭერთ და გამოვხატავთ სოლიდარობას ჩვენი სტუდენტების მიმართ - აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორები აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები თავინათ სტუდენტებს სოლიდარობას უცხადებენ და რუსული კანონის წინააღმდეგ გამოდიან. მათი თქმით, უნივერსიტეტისთვის მთავარი საგანძური სწორედ სტუდენტები და მათი ნათელი მომავალია.  ჩვენ, აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებები ვაპროტესტებს კანონს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ. მხარს ვჭერთ და გამოვხატავთ სოლიდარობას ჩვენი სტუდენტების მიმართ, რომლებმაც გუშინ ღიად დააფიქსირეს თავიანთი დამოკიდებულება ქვეყანაში განვითარებული მოვლენების მიამრთა. მიგვაჩნია, რომ სტუდენტობა წარმოადგენს უნივერსიტეტის ყველაზე დიდ საგანძურს და მათ ძალიან გულწრფელ სურვილთან და მომავლის ხედვასთან უნდა იყოს თანხვედრში, ჩვენი ლექტორ-მასწავლებლების პოზიცია", - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში. https://ghn.ge/news/312262-mkhars-vuchert-da-gamovkhatavt-solidarobas-chveni-studentebis-mimart-akaki-tseretlis-sakhelobis-universitetis-profesorebi მხარს ვუჭერთ და გამოვხატავთ სოლიდარობას ჩვენი სტუდენტების მიმართ - აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის პროფესორები საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1094792739.png 2024-05-14 312262 პარლამენტში დაპირისპირება გრძელდება დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როცა სიტყვით პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, ბექა ლილუაშვილი გამოდიოდა.  ლილუაშვილი სიტყვით გამოსვლისას მმართველი ძალის წარმომადგენლებს აქციების მიმდინარეობისას დაშინებისა და ძალადობის ფაქტებზე ესაუბრებოდა. ამ დროს მას ზაალ დუგლაძე მიუახლოვდა, მიიჭრა ანრი ოხანაშვილი და ლილუაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.  აქტიურობდა დაჩი ბერაიაც. სიტყვიერი დაპირისპირება იყო ირაკლი შატაკიშვილსა და ხატია დეკანოიძეს შორის.  მანამდე დინუტრი ხუნდაძემ ტარიელ ნაკაიძეს ფურცლები შეაყარა. მმართველი პარტიის დეპუტატებს განსაკუთრებით რეაგირებენ მაშინ,  როცა მათ სერგო ორჯონიკიძეებს ეძახიან.  https://ghn.ge/news/312261-parlamentshi-dapirispireba-grdzeldeba პარლამენტში დაპირისპირება გრძელდება პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1751873243.jpg 2024-05-14 312261 კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ცდილობს საზოგადოების მოტყუებას, ქუჩაში გამოყვანას და თავისი რევოლუციური სცენარის განხორციელებას - დავით მათიკაშვილი „ეს პროცესი არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“, მათი მეგობარი „ენჯეოების“, საზღვარგარეთიდან მათი დამხმარე და ლობისტი პირების მიერ ფაქტების ნიველირების, უგულებელყოფის, ცრუ და დეზინფორმაციული აღქმებით საზოგადოების მოტყუების, საზოგადოებაში ტემპერატურის ადუღების  და არა არჩევნებით, არამედ რევოლუციური სცენარით ხელისუფლებაში დაბრუნების მცდელობა“, -განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. მისი თქმით,  კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს თავისი  რევოლუციური სცენარის განხორციელებას. „2020 წელს შემოაპარეს სააკაშვილი, რომელიც რამდენიმე განაჩენის შესაბამისად იქნა დაკავებული და დაპატიმრებული. ამის შემდეგ  დაიწყო სხვა დეზინფორმაცია,  პროპაგანდა იმისა,  როგორ კვდება სააკაშვილი ციხეში, როგორ ძალადობს მასზე სისტემა. მიიღეს ევროკავშირის რეზოლუციები,  სხვადასხვა დიპლომატები, საელჩოს წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები ერთხმად გაიძახოდნენ ამ ყველაფერს. ეს ყველაფერი კი აღმოჩნდა აბსოლუტურად ცრუ და მიზანი ამისა იყო საზოგადოებაში ტემპერატურის ადუღება, რომ თითქოს ეს ფაქტი საქართველოს ევროპულ გზას აცილებდა. მეორე ფაქტი - 2022 წელს რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და დაიწყო ომი. ჩვენ განვაცხადეთ, რომ საქართველო არ ჩაერთვება ომში და არ შეუერთდება სანქციებს. ისევ  აღქმებით  შეეცადნენ საზოგადოების მოტყუებას, საზოგადოების ქუჩაში გამოყვანას, თითქოს საქართველო  სცილდება ევროკავშირს, რომ ამით ესარგებლა კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ და  მისი ვიწროპარტიული ინტერესებით რევოლუცია მოეხდინა.  სააშკარაოზე გამოვიდა, რომ ეს არის ტყუილი. დღესაც, გამჭვირვალობის კანონი, რომელიც სჭირდება ჩვენს საზოგადოებას და ამ კანონის  ერთადერთი მიზანი არის „ენჯეო“ სექტორის გამჭვირვალობა. დღესაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ თავისი უცხოელი პარტნიორებით ცდილობს საზოგადოების მოტყუებას, ქუჩაში გამოყვანას და თავისი რევოლუციური სცენარის განხორციელებას. ვერცერთ შემთხვევას ვერ დაასახელებთ, რომ პოლიცია მივიდა და ყოველგვარი პროვოკაციის გარეშე ვინმეს მიმართ ძალა გამოიყენა“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა. https://ghn.ge/news/312260-kolektiuri-natsmodzraobatsdilobs-sazogadoebis-motquebas-kuchashi-gamoqvanas-da-tavisi-revolutsiuri-stsenaris-gankhortsielebas-davit-matikashvili კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ცდილობს საზოგადოების მოტყუებას, ქუჩაში გამოყვანას და თავისი რევოლუციური სცენარის განხორციელებას - დავით მათიკაშვილი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1902819360.jpg 2024-05-14 312260 იმედგაცრუებული ვარ იმით, რაც საქართველოში ხდება - შარლ მიშელი ევროკავშირის წევრობა სურთ, პატივი უნდა სცენ კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა კოპენჰაგენში დემოკრატიის სამიტზე განაცხადა.  "მინდა გულწრფელი ვიყო, მე პირადად იმედგაცრუებული ვარ იმით, რაც საქართველოში ხდება. რატომ? იმიტომ, რომ მქონდა შესაძლებლობა მეთამაშა როლი და დავხმარებოდი პოლიტიკური სისტემის განბლოკვაში, ეს ერთი. მეორეც, რამდენიმე თვის წინ, ევროპულ საბჭოში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უმრავლესობა არ იყო, მაგრამ ერთობლივად, რამდენიმე ევროპელი ლიდერი დარწმუნდა, რომ ბევრი მიზეზის გამო ეს სწორი გადაწყვეტილება იყო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. და ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ, მათ შორის საქართველოს ოფიციალურ პირებთან ერთად, რომ დაგვერწმუნებინა რამდენიმე რეფორმის გატარებაში, რომლებიც აბსოლუტურად საჭირო იყო. და რამდენიმე კვირაში თვალს ვადევნებთ ამ კანონმდებლობის მიღების მცდელობებს. ვნახოთ, რას იზამს პრეზიდენტი, მან თქვა რომ ვეტოს უფლება აქვს. ამასთან, თვალს ვადევნებთ რიტორიკას, რომელიც არ არის პოზიტიური რიტორიკა, ასე ვიტყოდი. კონტაქტში ვართ საქართველოს ხელისუფლებასთან. დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება ნათელს მოჰფენს თავის განზრახვებს, მაგრამ თუ მათ ევროკავშირის წევრობა სურთ, პატივი უნდა სცენ კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს." [ფორმულა] https://ghn.ge/news/312258-imedgatsruebuli-var-imit-rats-sakartveloshi-khdeba-sharl-misheli იმედგაცრუებული ვარ იმით, რაც საქართველოში ხდება - შარლ მიშელი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1494523216.jpg 2024-05-14 312258 მომავალი არჩევნები იქნება რეფერენდუმი ევროპულ და რუსულ საქართველოს შორის, რომელშიც ევროპული არჩევანი გაიმარჯვებს - პრეზიდენტი პრეზიდენტმა გერმანიის, ლიეტუვის, პოლონეთის, ჩეხეთის და ფინეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი განიხილა. შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს: "როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დღეს საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია, არა მხოლოდ მისი ევროპული მომავლისათვის, არამედ მისი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის. საქართველო და ქართველი ხალხი იმ გზას ადგას, რომელიც დიდი ხნის წინ აირჩია, ქართველი ხალხი ერთიანია ევროპული მიზნის ირგვლივ. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ვეტოს დაადებს ყველა კანონს, რომელიც ქვეყნის ევროპულ გზას შეეწინააღმდეგება. პრეზიდენტის განცხადებით, მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება ნამდვილი რეფერენდუმი ევროპულ და რუსულ საქართველოს შორის, რომელშიც კიდევ ერთხელ, ევროპული არჩევანი გაიმარჯვებს. დელეგაციამ შემაშფოთებელი უწოდა კანონპროექტს და აღნიშნა, რომ ის ნამდვილად დააზიანებს და შეაფერხებს საქართველოს ევროინტეგრაციას. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველო ევროპისაგან სიცხადესა და მხარდაჭერას ელოდება, რათა ამ გზაზე, საქართველოს მოსახლეობამ, რომელიც ასე თავგანწირვით იბრძვის ევროპული მომავლისათვის, თავი მიტოვებულად არ იგრძნოს. პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია ასევე, ამ ეტაპზე მაღალი დონის ვიზიტების განხორციელება, რაზეც დელეგაციამ აღნიშნა, რომ დღეს მათი ვიზიტი სწორედ საქართველოსადმი გამოხატული მხარდაჭერის დასტურია. დელეგაციამ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს იმ ლიდერობისათვის, რომელიც პრეზიდენტმა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ევროპული მომავლის დაცვისა და მისი ადვოკატირებისათვის აჩვენა საერთაშორისო თანამეგობრობას. პრეზიდენტმა ისაუბრა ევროპული პლატფორმის შესახებ მის ინიციატივაზე, რომელიც საქართველოს ევროპული სამოქმედო გეგმა იქნება. შეხვედრისას საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის უკანონო ქმედებებს." ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში. https://ghn.ge/news/312259-momavali-archevnebi-ikneba-referendumi-evropul-da-rusul-sakartvelos-shoris-romelshits-evropuli-archevani-gaimarjvebs-prezidenti მომავალი არჩევნები იქნება რეფერენდუმი ევროპულ და რუსულ საქართველოს შორის, რომელშიც ევროპული არჩევანი გაიმარჯვებს - პრეზიდენტი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1785111648.png 2024-05-14 312259 რეალურად ისტორია იწერება აქ და ახლა, საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს - რიმა ბერაძე „რეალურად ისტორია იწერება აქ და ახლა. ჩვენ ხელისუფლება ვდგავართ სწორედ ამ მხარეს. საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს. გახსოვდეთ, ვერავითარი მაიდანი, ამ ქვეყნის უკრაინიზაცია ვერ შედგება“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ რიმა ბერაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. მისი შეფასებით, ოპოზიციონერებს უკვე მერამდენედ ეშლებათ არეულობის გეგმა და  მოუწოდა, რომ თავი აკონტროლონ. „საზოგადოება ყოველდღე და უფრო ნათლად ხედავს როგორ ადვილად კარგავთ დაყენებულ სახეს და ავლენთ საკუთარ თავს.  არეულობის საწყის მიზეზს გამჭვირვალობის კანონს დავუბრუნდეთ -  ჩვენთვის თავიდანვე ცხადი იყო, რომ ეს კანონი იყო მხოლოდ და მხოლოდ საბაბი დესტრუქციული ძალების ხელში რეალური მიზნის დასაფარავად. მათი აზრით, ამ კანონის რუსულად შეფუთვა, ყველაზე მარტივი სამანიპულაციო საშუალება იქნებოდა მასების „გასაბრაზებლად“. ეს ნაწილობრივ მოახერხეთ, მაგრამ ცოტა ხნით. ნელ-ნელა საზოგადოება რწმუნდება სინამდვილეში რა ხდება ქვეყანაში და რა პროცესების გავლენაა ეს ყველაფერი“, - განაცხადა რიმა ბერაძემ. მისი თქმით, კანონპროექტის წინააღმდეგ ოპოზიციის მხრიდან წამოწყებული მთელი ეს პროცესი სინამდვილეში ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს - როგორმე დაიცვან მილიონობით დაფინანსება, რომელსაც ისინი იღებენ და გაურკვეველი შავბნელი მიზნებისთვის ხარჯავენ. როგორც რიმა ბერაძემ აღნიშნა, ოპოზიციის მიზანი ერთადერთია  - ხელისუფლებაში დაბრუნება, რისთვისაც მზად არის ნებისმიერ რამეზე წავიდეს, ნებისმიერი დავალება შეასრულოს. „აქციაზე მდგომ ახალგაზრდებს ის ადამიანები მოუწოდებენ და აძლევენ დირექტივებს, რომლებიც სისხლიანი რეჟიმის მმართველები იყვნენ. ესენი არ იცვლებიან. ამ ყველაფერს ემატება სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერა, რომელიც თავის დამკვიდრებას მისი ყველა გამოსვლისას მხოლოდ შუღლის, დაპირისპირებისა და საზოგადოების პოლარიზებით ცდილობს, ყოვლად ბოროტი ყველაფერზე წამსვლელი პოლიტიკური უმცირესობა კი მოგვიწოდებს დავდგეთ არა საქართველოს ისტორიის სწორ მხარეს, არამედ მის საპირისპიროდ. რეალურად ისტორია იწერება აქ და ახლა.  ჩვენ ხელისუფლება ვდგავართ სწორედ ამ მხარეს. საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს. გახსოვდეთ, ვერავითარი მაიდანი, ამ ქვეყნის უკრაინიზაცია ვერ შედგება. ეს არ არის იანუკოვიჩის უკრაინა, ეს არის სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია და გვინდა ევროპაში დაბრუნება. ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან აუცილებლად გამოვნახავთ გზას ამ მიზნების შესასრულებლად. საქართველო ღირსებით და ამაყად გახდება ევროპული ოჯახის წევრი, ეს ყველაფერი კი იქნება ქართველი ხალხის ნება და გამოხატულება 2024-ში, რომელსაც გამარჯვებით 26 ოქტომბერს დავაგვირგვინებთ“, - განაცხადა რიმა ბერაძემ. https://ghn.ge/news/312257-realurad-istoria-itsereba-ak-da-akhla-sakartvelo-autsileblad-gaimarjvebs-rima-beradze რეალურად ისტორია იწერება აქ და ახლა, საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს - რიმა ბერაძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1950533395.jpg 2024-05-14 312257 ეს არის რუსეთის ჩარევა საქართველოში - ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გრანტ შაპსი ტელეკომპანია Skynews-თან საუბრისას ეხმიანება საქართველოში "აგენტების კანონის" ხელმეორედ ინიცირებას და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს. შაპსის განცხადებით, ის, რაც ახლა ხდება არის რუსეთის ჩარევა საქართველოში. "ეს არის რუსეთის ჩარევა საქართველოში, ისეთივე, როგორიც ვნახეთ რუსეთის ჩარევა უკრაინაში, თუმცა უფრო აგრესიულად. პუტინს არ შეუძლია, არ ჩაერიოს სხვა ქვეყნების საქმეებში, ზოგჯერ ეს ხდება სამხედრო გზით, ზოგჯერ კი – გავლენის გამოყენებით. ეს არ არის კარგი მსოფლიოსთვის, არ არის კარგი თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის. ჩვენ ვგმობთ ამ გავლენას, მოვუწოდებთ ხალხს, წინააღმდეგობა გაუწიოს ამ გავლენას, რომელიც რუსეთიდან მოდის. ვფიქრობ, ისინი ასე უნდა მოიქცნენ, რადგანაც პუტინმა აჩვენა არამხოლოდ საქართველოს, რომ არ არის კარგი მსოფლიოსა და მეზობლებისთვის", – აღნიშნა გრანტ შაპსმა. 'Putin cannot help by meddle...we do condemn that influence and we do encourage people to resist that influence from Russia' Defence Secretary @grantshapps on the protests in Georgia against a proposed law threatening press and civic freedoms.https://t.co/SdRRYJip5C 📺Sky 501 pic.twitter.com/ttYubBIlVJ — Sky News (@SkyNews) May 14, 2024   https://ghn.ge/news/312256-es-aris-rusetis-chareva-sakartveloshi-britanetis-tavdatsvis-ministri ეს არის რუსეთის ჩარევა საქართველოში - ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1626239476.png 2024-05-14 312256 17 მაისს ოჯახის სიწმინდისთვის მთელი საქართველო გამოვდივართ, დიდი და პატარა - მეუფე სტეფანე 17 მაისს ჩვენ ოჯახის სიწმინდისთვის გამოვდივართ, მთელი საქართველო, დიდი და პატარა, ვისაც კი შეუძლია, ყველა იქ უნდა ვიყოთ, თბილისში, რომ ეს ბოროტების მანქანა დავძლიოთ ჩვენი ერთსულოვნებით, - ამის შესახებ ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ განაცხადა. „ახლაც, ამ დღეებში არაერთხელ ითქვა ეკლესიიდან, როგორ არის მართალი და რა არის ღვთის წინაშე ჭეშმარიტი. 17 მაისს ჩვენ ოჯახის სიწმინდისთვის გამოვდივართ, მთელი საქართველო, დიდი და პატარა, ვისაც კი შეუძლია, ყველა იქ უნდა ვიყოთ, თბილისში, რომ ეს ბოროტების მანქანა დავძლიოთ ჩვენი ერთსულოვნებით. უნდა ვიყოთ ქაშუეთში, თუ არ დავეტევით, გარეთ ვიქნებით. რამდენადაც შესაძლებელია, თუ გინდა მთელი ქუჩა და მოედნები გაივსოს, იყოს. გახმოვანება ჩაირთვება და ყველა დადგება იმ პარაკლისზე, რომელიც ერის სიცოცხლისთვის უნდა ითქვას. უწმინდესის ლოცვა-კურთხვევაა, რომ ვინც ვერ წამოვა, ადგილებზეც იყოს პარაკლისი. ახლა არის ის მომენტი, როდესაც უნდა იყოს ერთობა. არა ერთობით ბოროტებაში, არამედ ერთობით ღვთის წინაშე. იქ უნდა დავიცვათ ჩვენი ღირებულებები, რომლითაც ჩვენ ქრისტიანები ვართ. ღვთის წინაშე უნდა გამოვჩნდეთ, უფალმა უნდა დაგვინახოს, რომ ჩვენ ის კეთილი ნაყოფი გამოვიღეთ, რომელიც მან დათესა“, - აღნიშნა მეუფე სტეფანემ. https://ghn.ge/news/312255-17-maiss-ojakhis-sitsmindistvis-mteli-sakartvelo-gamovdivart-didi-da-patara-meufe-stefane 17 მაისს ოჯახის სიწმინდისთვის მთელი საქართველო გამოვდივართ, დიდი და პატარა - მეუფე სტეფანე საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1882972222.png 2024-05-14 312255 სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს, უარი თქვას კანონის "ასეთი ფორმით მიღებაზე" საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, გამჭვირვალობის მიზნის მიღწევა განხორციელდეს წარმოდგენილ კანონპროექტში ან მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის გზით და უარი თქვას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის ასეთი ფორმით მიღებაზე, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებაში. ლევან იოსელიანის თქმით, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ყველა კანონი უნდა შეესაბამებოდეს ევროპულ მისწრაფებებს, ზიანს არ აყენებდეს პარტნიორებთან ურთიერთობებს. „საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება დღეს საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის მესამე მოსმენით მიღების პროცესს და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ თუკი მიზანი არის საქართველოსთვის განკუთვნილი საგარეო დახმარების ნაკადების გამჭვირვალობისა და მიმღები ორგანიზაციების ანგარიშვალდებულების გაზრდა, აღნიშნული მიზნის მიღწევა შესაძლებელია განხორციელდეს წარმოდგენილ კანონპროექტში ან მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის გზით, რაზეც სახალხო დამცველმა საჯარო პოზიცია დეტალურად მიმდინარე წლის 11 აპრილს გააცნო საზოგადოებას. სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ყველა კანონი უნდა შეესაბამებოდეს ჩვენს ევროპულ მისწრაფებებს, ზიანს არ აყენებდეს პარტნიორებთან ურთიერთობებს და ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს. როგორც კანონპროექტის სათაური, ასევე პროექტში არსებული არაერთი ჩანაწერი პრობლემურია, რაც კანონის ადრესატებისთვის ღირსების შემლახველი შეიძლება, გახდეს. ამასთან, პროექტი მოქალაქეთა შესახებ საკმაოდ დიდი მოცულობის პერსონალური მონაცემების შეგროვების და გასაჯაროების რისკის შემცველია, რაც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის საფუძველს ქმნის. აღსანიშნავია, რომ კანონის პროექტის განხილვა ჩვენი მოქალაქეების თითქმის ერთთვიანი პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, გამჭვირვალობის მიზნის მიღწევა განხორციელდეს წარმოდგენილ კანონპროექტში ან მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის გზით და უარი თქვას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის ასეთი ფორმით მიღებაზე“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. https://ghn.ge/news/312254-sakhalkho-damtsveli-parlaments-moutsodebs-uari-tkvas-kanonis-aseti-formit-mighebaze სახალხო დამცველი პარლამენტს მოუწოდებს, უარი თქვას კანონის "ასეთი ფორმით მიღებაზე" პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/395397123.jpg 2024-05-14 312254 ვხედავთ საქართველოს ხელისუფლების ძლიერ სურვილს, დაიცვან ქვეყანა საშინაო საქმეებში აშკარა ჩარევისგან - დმიტრი პესკოვი რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლი ხედავს საქართველოს ხელისუფლების სურვილს აღკვეთოს მათ საშინაო საქმეებში ჩარევა, რადგან ისინი ხედავენ ჩარევის მცდელობებს. „ჩვენ, ერთი მხრივ, ვხედავთ საქართველოს ხელისუფლების ძლიერ სურვილს, დააზღვიონ თავიანთი ქვეყანა საშინაო საქმეებში აშკარა ჩარევისგან, ფაქტობრივად, როგორც ამას აკეთებს მსოფლიოს ქვეყნების დიდი უმრავლესობა. მეორე მხრივ, კვლავ ვხედავთ საქართველოს საშინაო საქმეებში გარედან დაუფარავ ჩარევას. ჩვენ  გვესმის საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესების მუქარა, თუ ისინი მიიღებენ ამა თუ იმ კანონს მათ ქვეყანაში, აბა, რა არის ეს, თუ არა პირდაპირი ჩარევა საქართველოს საშინაო საქმეებში?“ - განაცხადა პესკოვმა. პესკოვმა რომ რუსეთი არ აპირებს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას. https://ghn.ge/news/312253-vkhedavt-sakartvelos-khelisuflebis-dzlier-survils-daitsvan-kveqana-sashinao-sakmeebshi-ashkara-charevisgan-dmitri-peskovi ვხედავთ საქართველოს ხელისუფლების ძლიერ სურვილს, დააზღვიონ ქვეყანა საშინაო საქმეებში აშკარა ჩარევისგან - დმიტრი პესკოვი კომენტარი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1430962282.jpg 2024-05-14 312253 საქართველოს მთავრობამ საუბარზე უარი გვითხრა, მხოლოდ ნიკოლოზ სამხარაძემ მიგვიღო პარტიის ოფისში - როთი საქართველოს მთავრობამ საუბარზე უარი გვითხრა, მხოლოდ ნიკოლოზ სამხარაძემ მიგვიღო პარტიის ოფისში - აცხადებს გერმანიის ბუნდესთაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი, რომელიც ევროპული დელეგაციასთან ერთად თბილისში იმყოფება. "საქართველოს მთავრობამ საუბარზე უარი გვითხრა. ჩვენ აქ არ ვართ სასწავლებლად, აქ ვართ იმისთვის, რომ მოვუსმინოთ ერთმანეთს. მხოლოდ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ, მიგვიღო. მაგრამ არა პარლამენტში, არამედ "ქართული ოცნების" ოფისში გვიმასპინძლა," - წერს როთი. The Georgian Government refused talking to us. We are not here to teach, we are here to listen to each other. Only the Chair of the Foreign Affairs committee Nikolos Samcharadze received us. He hosted us not in Parliament but in party headquarter of “Georgian Dream”. 🇬🇪🇪🇺🫶🙏🏾 pic.twitter.com/EmS2qTaCa2 — Michael Roth - official 🇪🇺🇺🇦🇮🇱 (@MiRo_SPD) May 14, 2024 როთის თქმით, ისინი საქართველოს მამაცი ხალხის გვერდით დგანან. "ჩვენ წარმოვადგენთ განსხვავებულ პარტიებს, ქვეყნებს, ტრადიციებს, რწმენას. მაგრამ ყველა საქართველოს მეგობრები ვართ. ჩვენ ვდგავართ მამაცი ქართველების გვერდით, რომლებიც დემონსტრაციებს მართავენ თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის," - წერს როთი. Big thanks to @ZygisPavilionis @BogdanKlich @PavelFischer @SebastianTyne for joining our trip to Tbilisi. We represent different parties, countries, traditions, convictions. But we’re all friends of 🇬🇪. We stand with all brave Georgians demonstrating for freedom + democracy. pic.twitter.com/7KmsHWv4ph — Michael Roth - official 🇪🇺🇺🇦🇮🇱 (@MiRo_SPD) May 14, 2024 https://ghn.ge/news/312252-sakartvelos-mtavrobam-saubarze-uari-gvitkhra-mkholod-nikoloz-samkharadzem-migvigho-partiis-ofisshi-roti საქართველოს მთავრობამ საუბარზე უარი გვითხრა, მხოლოდ ნიკოლოზ სამხარაძემ მიგვიღო პარტიის ოფისში - როთი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/867730838.jpg 2024-05-14 312252 ბიძინა ივანიშვილი დასაჯეს და 2 მილიარდ დოლარზე მეტი გაუყინეს, მიუხედავად ამისა, არ გატყდა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ნაბიჯები არ გადადგა - ირაკლი ზარქუა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას თქმით, ბიძინა ივანიშვილს, რომელიც სანქცირებულია, სამართლიანად არ ჰქონდა ჯიმ ო’ბრაიენთან  შეხვედრის სურვილი. „ფაქტობრივად, არაფორმალურად ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულია 2022 წლიდან, როდესაც ჩვენ უარი ვუთხარით გლობალური ომის პარტიას ომში ჩართვაზე. უკრაინა, მისი მაღალჩინოსნები როგორ ცდილობდნენ, ომში ჩავრთულიყავით, ასევე უსამშობლოების მეგობრები ევროპიდან და ამერიკიდან მაგრამ არ ჩავერთეთ. ამის გამო, ეს ადამიანი დასაჯეს და თავისი პირადი ანგარიშები გაუყინეს და წვდომა არ აქვს. ორ მილიარდ დოლარზე მეტია გაყინული. მიუხედავად ამისა, ის მაინც არ გატყდა და ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ნაბიჯები არ გადადგა, რისკენაც მოუწოდებდნენ. რაც შეეხება ვიზიტს, კი იყო მცდელობა, რომ შეხვედროდა, მაგრამ როგორ შეიძლება, ელაპარაკო. კაცი სანქცირებული ჰყავს და თან აქ სავაჭრო თემა გაუხადო, არა. ამის არც სურვილი აქვს იმ ადამიანს და სამართლიანადაც არ აქვს. ჩვენ ჩვენი ამერიკელი პარტნიორისგან ველოდებით იმის თქმას, რომ ამ წლების განმავლობაში სადაც ჩვენი ქართველი ჯარისკაცები მხარდამხარ სხვადასხვა მისიებში საერთაშორისო მშვიდობისთვის ვიბრძოდით, მათ შორის ყველა რეფორმებით, რამდენი წელია, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები არიან და ამერიკასთან დღემდე უვიზო მიმოსვლა არ გვაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, არც პირდაპირი ფრენები და არც თავისუფალი ვაჭრობა. ნუთუ, რა უნდა ქნას და რა უნდა დააშავოს სამმილიონიანმა ერმა, რომ უვიზო მიმოსვლა იყოს. ველოდებით, რომ იტყვის ეს აქამდე შეცდომა იყო და მოდი, გადავხედოთ ამ პოლიტიკას და უფრო მჭიდრო კავშირი გვქონდეს. პარტნიორული ურთიერთობები ამას გულისხმობს. ჩვენ თუ გვაქვს ასეთი ევროპასთან, ჩინეთთან და სხვა სახელმწიფოებთან, მთავარი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია ამერიკის შეერთებული შტატები. ჩვენ ველოდებით, რომ სამართლიანი, ობიექტური მიდგომა იქნება და ჩვენს ურთიერთობებს კიდევ უფრო გავაძლიერებთ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ. https://ghn.ge/news/312251-bidzina-ivanishvili-dasajes-da-2-miliard-dolarze-meti-gauqines-miukhedavad-amisa-ar-gatqda-da-kartveli-khalkhis-tsinaaghmdeg-nabijebi-ar-gadadga-irakli-zarkua ბიძინა ივანიშვილი დასაჯეს და ანგარიშები გაუყინეს, 2 მილიარდ დოლარზე მეტია გაყინული, მიუხედავად ამისა, ის არ გატყდა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ნაბიჯები არ გადადგა - ირაკლი ზარქუა პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/530125396.jpg 2024-05-14 312251 სოსო ბერიკაშვილი აცხადებს, რომ კავკასიის უნივერსიტეტიდან სუს-ის მოთხოვნით გაათვისუფლეს კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის ყოფილი დეკანი სოსო ბერიკაშვილი აცხადებს, რომ კავკასიის უნივერსიტეტმა სამსახურიდან "სუს-ის მოთხოვნით გაათვისუფლა". ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში რამდენიმე წუთის წინ დაწერა. "29 აპრილს დილით, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ დამიბარა და მითხრა, რომ სუს-მა მოსთხოვა ჩემი გაშვება სამსახურიდან, რადგან "ბიძინას ვაგინებდი" (ეს ტყუილია, არ მიგინებია, უბრალოდ მკაცრად გავაკრიტიკე "ოფშორების კანონის" გამო, თუმცა, მაგას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა). როგორც ჩანს, ჩემი გაგდება საჩქარო იყო, 7 მაისს გამოიცა ბრძანება და გამიშვეს სამსახურიდან რეორგანიზაციის საბაბით (პოლიტიკური დევნა ჯერ არ იწერება ბრძანებებში). თუ ამ ხელისუფლებას ეს უმსგავსობა გაუვიდა, რეპრესიები მომავალში საყოველთაო გახდება და შეეხება ყველას. P.S. ბევრ წერილს ვიღებ სტუდენტებისგან, ითხოვენ მხარდაჭერას და პოზიციის დაფიქსირებას. მეგობრებო, როგორც აქამდე, რა თქმა უნდა, თქვენ გვერდით ვდგავარ ყველა სამართლიან პროტესტში. #არარუსულკანონს #არარუსულხელისიფლებას", - წერს ბერიკაშვილი. https://ghn.ge/news/312250-soso-berikashvili-atskhadebs-rom-kavkasiis-universitetidan-sus-is-motkhovnit-gaatvisufles სოსო ბერიკაშვილი აცხადებს, რომ კავკასიის უნივერსიტეტმა სამსახურიდან "სუს-ის მოთხოვნით გაათვისუფლა" საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/393403931.jpg 2024-05-14 312250 გუშინდელი ღამე თბილისში მინსკში დიქტატურის რეპრესიებს მოგაგონებთ - ლინკევიჩუსი ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი გამოეხმაურა "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებს. "თბილისში გუშინდელი ღამე 4 წლის წინ მინსკში დიქტატურის რეპრესიებს მოგაგონებთ. იქ რეპრესიები არასდროს სრულდება და ეს არც არის გასაკვირი. საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ევროპაში ინტეგრირდება, მაგრამ ევროპა სხვანაირია", - წერს იგი სოციალურ ქსელში. Last night in Tbilisi- reminiscent of the repression of the dictatorship in Minsk 4 years ago. There the crackdown is never ending and it’s not surprising. #Georgia’s authorities declare that they are integrating into Europe. But Europe is different. pic.twitter.com/gODL4KlKrt — Linas Linkevicius (@LinkeviciusL) May 14, 2024   https://ghn.ge/news/312249-gushindeli-ghame-tbilisshi-minskshi-diktaturis-represiebs-mogagonebt-linkevichusi გუშინდელი ღამე თბილისში მინსკში დიქტატურის რეპრესიებს მოგაგონებთ - ლინკევიჩუსი კომენტარი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1085956647.jpg 2024-05-14 312249 20 მაისამდე სასწავლო პროცესი შეჩერებულია - საბაუნი სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა სასწავლო პროცესი შეაჩერა. უნივერსიტეტის განცხადებით, აკადემიური საბჭო დაუშვებლად მიიჩნევს აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გამოხატვის თავისუფლების რაიმე ფორმით შეზღუდვას. "აკადემიური საბჭო დაუშვებლად მიიჩნევს აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გამოხატვის თავისუფლების რაიმე ფორმით შეზღუდვას. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება აკადემიური თავისუფლების განუყოფელი ნაწილია. ვემიჯნებით ნებისმიერ მოწოდებას ან ქმედებას, რომელიც ამ სულისკვეთებას ეწინააღმდეგება. უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, 20 მაისამდე, საბაუნიში სასწავლო პროცესი შეჩერებულია", - წერია განცხადებაში. https://ghn.ge/news/312248-20-maisamde-sastsavlo-protsesi-shecherebulia-sabauni 20 მაისამდე სასწავლო პროცესი შეჩერებულია - საბაუნი საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/485382712.jpg 2024-05-14 312248 ძვირფასო ახალგაზრდებო! ვიდრე თქვენ აქციებზე დგახართ - პოლიტიკური შურისძიებით შეპყრობილი რადიკალური ოპოზიცია ელოდება მოვლენების ძალადობრივი სცენარით განვითარებას - არჩილ თალაკვაძე „მინდა მივმართო ახალ თაობას: ძვირფასო ახალგაზრდებო, იცოდეთ, ვიდრე თქვენ ქუჩაში, აქციებზე დგახართ - პოლიტიკური შურისძიებით შეპყრობილი რადიკალური, ანტისახელმწიფოებრივი ოპოზიცია ცდილობს და ელოდება მოვლენების ძალადობრივი სცენარით განვითარებას. ეს მათი ბოლო შანსია თქვენს ხარჯზე!“- განაცხადა პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ. როგორც მან აღნიშნა, ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან, კანდიდატის სტატუსი, თანამედროვე, ნატო-ს სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი ჯარი, ჩვენი ქვეყნის მიერ მოგებული ისტორიული საქმეები რუსეთის წინააღმდეგ ევროსასამართლოსა და ჰააგაში - ეს მხოლოდ ნაწილია ევროინტეგრაციის გზაზე იმ რეალური პროგრესის, რომელიც სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას უკავშირდება. „ნუ დაგავიწყდებათ, რომ სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ შეიტანა 78-ე მუხლი კონსტიტუციაში, რომლითაც კიდევ უფრო განმტკიცდა ჩვენი ხალხის ისტორიული, ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანი. ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერა, რომ არა საჯარო სამსახურის და საჯარო მოხელეების დიდი შრომა და მონდომება - ამიტომ, მინდა დღეს ყველაზე მეტად, სწორედ თქვენ გითხრათ მადლობა - არავის აქვს უფლება რუსეთისკენ გადადგმული ნაბიჯები დაგაბრალოთ! ამას არ მივიღებთ და ამას არ დავუშვებთ!“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ. როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, უკვე ყველასათვის ცხადია, რომ დემოკრატიული სისტემები, არჩევნები მთელ მსოფლიოში სულ უფრო მეტად ხდება გარე ჩარევის სამიზნე. „ბოლო კვლევებით, ევროკავშირის 10 მოქალაქიდან 8 თვლის, რომ უცხოური ზეგავლენა მისი ქვეყნისთვის პრობლემას წარმოადგენს. ევროკავშირი სპეციალური დირექტივით მოუწოდებს წევრ ქვეყნებს, შეიმუშაონ კანონმდებლობა გამჭვირვალობის შესახებ - შექმნან გამჭვირვალობის რეესტრები. ამ სფეროში კანონმდებლობა უკვე აქვს ევროკავშირის 15 ქვეყანას, ასევე აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, ისრაელსა და ავსტრალიას. კანონზე მუშაობს კანადაც. გარე ჩარევის საფრთხეები ერთიორად მაღალია საქართველოსთვის, რომელიც რთულ რეგიონში, გეოპოლიტიკური ინტერესების გზაჯვარედინზე მდებარეობს. ჩვენს ქვეყანასაც ესაჭიროება დაცვის მსგავსი მექანიზმები. მოქალაქეებს, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია თუ ვინ მონაწილეობს მისი ქვეყნის საჯარო პოლიტიკაში, ვინ ახდენს გავლენას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაზე, ვინ არიან ეს აქტორები და ვისგან ფინანსდებიან ისინი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ. მისი თქმით, დემოკრატიის დაცვა გარე ჩარევისგან, უნდა იყოს ზეპარტიული ამოცანა და წესით, მას ყველა პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს. „სამწუხაროდ, ყოფილ სახელისუფლებო პარტიას და მის ლობისტებს, რომელიც ჯერ კიდევ წარმოადგენს ოპოზიციური სპექტრის დიდ ნაწილს, დღემდე ვერ წარმოუდგენია ხელისუფლებაში ყოფნის გარეშე, თანაცხოვრება ჩვენს მოქალაქეებთან. ძალაუფლების პირობებში კი როგორ იქცევიან, საქართველომ ერთხელ ეს უკვე ნახა და არასდროს განმეორდება! კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ დემოკრატიულ არჩევნებში შედეგის მიღების იმედი არ აქვს, სწორედ ამიტომ, ცდილობს ხელისუფლებაში დაბრუნებას არჩევნების გვერდის ავლით, დესტაბილიზაციით და პოლიტიკური სისტემისთვის ძირის გამოთხრით. ეს არ გაგივათ!“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ. როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა,  ჩვენი ქვეყნის წინსვლას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს. „ჩვენ მზად ვართ განვაგრძოთ კომუნიკაცია და თანამშრომლობა სტრატეგიულ პარტნიორებთან. მადლიერი ვართ მათი, ვინც ამ წლების განმავლობაში პატივისცემის, თანასწორობის და ორმხრივი ინტერესების სამართლიანი გათვალისწინებით გვერდით გვედგა - ჩვენც გვერდით ვედექით, როგორც ერთგული და თანასწორი მეგობრები. „ქართული ოცნება“ თქვენთან ერთად, ყველაფერს გავაკეთებს, რომ აღსრულდეს ქართველი ხალხის ნება და ისტორიული არჩევანი. დავიცავთ მშვიდობას, კიდევ უფრო მეტად გავზრდით ეკონომიკას და ბოლომდე მივიყვანთ რეფორმებს! 2030 წლისთვის საქართველო მზად იქნება ევროკავშირის წევრობისთვის!“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ. https://ghn.ge/news/312247-dzvirfaso-akhalgazrdebo-vidre-tkven-aktsiebze-dgakhart-politikuri-shurisdziebit-shepqrobili-radikaluri-opozitsia-elodeba-movlenebis-dzaladobrivi-stsenarit-ganvitarebas-archil-talakvadze ძვირფასო ახალგაზრდებო! ვიდრე თქვენ აქციებზე დგახართ - პოლიტიკური შურისძიებით შეპყრობილი რადიკალური ოპოზიცია ელოდება მოვლენების ძალადობრივი სცენარით განვითარებას - არჩილ თალაკვაძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/24921619.JPG 2024-05-14 312247 თინა ბოკუჩავამ მარიამ ლაშხს სახეში დაარტყა და თმებზე ქაჩა ამ ალქაჯმა - წილოსანი თინა ბოკუჩავამ მარიამ ლაშხს სახეში დაარტყა და თმებზე ქაჩა ალქაჯმა,მე მოვითხოვ, ამ მოძალადემ დატოვოს დარბაზი, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა. "თინა ბოკუჩავა, როგორც თავისი მოძალადე პარტიის ნათელი მაგალითი - მარიამ ლაშხზე განახორციელა ფიზიკური ძალადობა, სახეში დაარტყა და თმებზე ქაჩა ამ ალქაჯმა, ჩვეულებრივი ქალი ალქაჯი. მე მოვითხოვ, რომ ამ ადამიანმა, ადამიანსაც ვერ ვუწოდებ - ამ მოძალადემ დატოვოს დარბაზი. წარმოუდგენელია ასეთი ძალადობა”, - განაცხადა ნინო წილოსანმა. ცოტა ხნის წინ, დაპირისპირება იყო საქართველოს პარლამენტში, სადაც მესამე მოსმენით „აგენტების კანონის“ განხილვა მიმდინარეობს. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიტო სამხარაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ლევან ხაბეიშვილი. სამხარაძემ ხაბეიშვილს შეაგინა, საპასუხო გინების მიღების შემდეგ კი ხაბეიშვილს ბოთლი ესროლა. სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. გაწევ-გამოწევაში ჩაერთნენ პარლამენტის სხვა წევრებიც. პლენარული სხდომა რამდენიმე წუთის განმავლობაში პარალიზებული იყო. ამ დაპირისპირებისას, პარლამენტარი რიმა ბერაძემ უკნიდან მიპარვით დეპუტატ პაატა მანჯგალაძეს ფურცლების შეკვრა ჩაარტყა თავში.   https://ghn.ge/news/312246-tina-bokuchavam-mariam-lashkhs-sakheshi-daartqa-da-tmebze-kacha-am-alkajma-tsilosani თინა ბოკუჩავამ მარიამ ლაშხს სახეში დაარტყა და თმებზე ქაჩა ამ ალქაჯმა - წილოსანი კომენტარი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1208126509.jpeg 2024-05-14 312246 აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის ვიზიტი კიდევ ერთი დასტურია, რომ აშშ-ში ინდივიდუალური, პერსონალური სანქციების საკითხი სერიოზულად განიხილება - თინა ბოკუჩავა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის ვიზიტი კიდევ ერთი დასტურია, რომ აშშ-ში ინდივიდუალური, პერსონალური სანქციების საკითხი სერიოზულად განიხილება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. „ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის საქართველოში ვიზიტი, რომელიც ნიშნდობლივია, რომ უშუალოდ სანქციების საკითხს კურირებს, კიდევ ერთი დასტურია იმის, რაც ვიხილეთ, მათ შორის სენატორების წერილში, ისევე როგორც კონგრესმენების წერილში, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში სერიოზულად განიხილება სანქციების საკითხი. ინდივიდუალური, პერსონალური სანქციების საკითხი ბიძინა ივანიშვილის, მისი გარემოცვის, ამ 83 მოღალატის და მოძალადეების წინააღმდეგ, რომლებიც უმოწყალიდ სცემენ, არბევენ საქართველოს მოქალაქეებს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.   https://ghn.ge/news/312245-ashsh-is-sakhelmtsifo-departamentis-maghalchinosnis-viziti-kidev-erti-dasturia-rom-ashsh-shi-individualuri-personaluri-sanktsiebis-sakitkhi-seriozulad-ganikhileba-tina-bokuchava აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის ვიზიტი კიდევ ერთი დასტურია, რომ აშშ-ში ინდივიდუალური, პერსონალური სანქციების საკითხი სერიოზულად განიხილება - თინა ბოკუჩავა პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/395707280.jpg 2024-05-14 312245 რიმა ბერაძემ პაატა მანჯგალაძეს უკნიდან მიპარვით თავში ფურცლების შეკვრა ჩაარტყა ცოტა ხნის წინ, დაპირისპირება იყო საქართველოს პარლამენტში, სადაც მესამე მოსმენით „აგენტების კანონის“ განხილვა მიმდინარეობს. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიტო სამხარაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ლევან ხაბეიშვილი. სამხარაძემ ხაბეიშვილს შეაგინა, საპასუხო გინების მიღების შემდეგ კი ხაბეიშვილს ბოთლი ესროლა. სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. გაწევ-გამოწევაში ჩაერთნენ პარლამენტის სხვა წევრებიც. პლენარული სხდომა რამდენიმე წუთის განმავლობაში პარალიზებული იყო. ამ დაპირისპირებისას, პარლამენტარი რიმა ბერაძემ უკნიდან მიპარვით დეპუტატ პაატა მანჯგალაძეს ფურცლების შეკვრა ჩაარტყა თავში. https://ghn.ge/news/312244-rima-beradzem-paata-manjgaladzes-uknidan-miparvit-tavshi-furtslebis-shekvra-chaartqa რიმა ბერაძემ პაატა მანჯგალაძეს უკნიდან მიპარვით თავში ფურცლების შეკვრა ჩაარტყა საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/877553901.PNG 2024-05-14 312244 ჯიმ ო 'ბრაიენი კანცელარიაშია და პრემიერს ხვდება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო'ბრაიენი საქართველოშია. "მთავარის" ინფორმაციით, ის მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ხვდება.  პარალელურად, პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია იმართება. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯიმ ო'ბრაიენი შეხვედრებს გამართავს მთავრობის წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და კერძო სექტორთან. "ო’ბრაიენი შეხვედრებს გამართავს მთავრობის წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და კერძო სექტორთან, რათა გამოხატოს აშშ-ის მტკიცე ერთგულება ქართველი ხალხისადმი და საქართველოს მისწრაფებისადმი მშვიდობიანი, აყვავებული და უსაფრთხო ევროატლანტიკური მომავლისკენ", – ნათქვამია ინფორმაციაში. https://ghn.ge/news/312243-jim-o-braieni-kantselariashia-da-premiers-khvdeba ჯიმ ო 'ბრაიენი კანცელარიაშია და პრემიერს ხვდება პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/2143681559.jpg 2024-05-14 312243 სანქციების მეშინია? - გურამ მაჭარაშვილი სანქციები არავის სიამოვნებს, მაგრამ საქართველოს სუვერენიტეტთან შედარებით ეს არაფერია, – ამის შესახებ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილისადმი სანქციებით დამუქრება ღიმილის მომგვრელია. „ბიძინა ივანიშვილმა თავის დროზე სახელმწიფოს სუვერენიტეტისთვის ყველაზე ძვირფასი – სიცოცხლე და ოჯახი გადადო. ახლა მის მიმართ სანქციებით დამუქრება, სულ მცირე, ღიმილის მომგვრელია. რა თქმა უნდა, სანქციები არავის სიამოვნებს, მაგრამ საქართველოს სუვერენიტეტთან შედარებით ეს არაფერია. გვაქვს მაგალითი და თითოეული ჩვენგანისთვის ეს სანქციები არასერიოზულია, რადგან საუბარია საქართველოს სუვერენიტეტზე. სანქციების მეშინია? დილით დაწერონ, საღამოს წაიკითხონ და შემდეგ მშვიდად დაიძინონ“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა. https://ghn.ge/news/312241-sanktsiebis-meshinia-guram-macharashvili სანქციები არავის სიამოვნებს, მაგრამ საქართველოს სუვერენიტეტთან შედარებით ეს არაფერია, კომენტარი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/615749378.jpg 2024-05-14 312241 დილა მშვიდობისა თბილისო, ევროპის ნამდვილო დედაქალაქო - მიხაელ როთი გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი აცახდებს, რომ "უცხოელი აგენტების კანონის" მიღების შემთხვევაშიც კი, ქართველი ხალხი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე არ შეჩერდება.  "დილა მშვიდობისა თბილისო, ევროპის ნამდვილო დედაქალაქო. ძვირფასო მთავრობა, ძვირფასო მმართველო პარტიავ საქართველოს პარლამენტში, შეაჩერეთ "უცხოელი აგენტების კანონი"! იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქართული კოშმარი დღეს საქართველოს პარლამენტში "უცხოელი აგენტების შესახებ კანონს მიიღებს, ქართველი ხალხი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე არ შეჩერდება," - წერს როთი X-ზე. მიხაელ როთი, ევროკავშირის დელეგაციასთან ერთად, თბილისში იმყოფება.  https://ghn.ge/news/312242-dila-mshvidobisa-tbiliso-evropis-namdvilo-dedakalako-mikhael-roti დილა მშვიდობისა თბილისო, ევროპის ნამდვილო დედაქალაქო - მიხაელ როთი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1320664446.jpg 2024-05-14 312242 დღესაც ემზადებიან ძალადობისთვის, მეტი არაფერი დარჩენიათ - გიორგი ბოტკოველი დღესაც ემზადებიან ძალადობისთვის. ამათ მეტი არაფერი არ დარჩენიათ,  - ამის შესახებ  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონალური მიმართულები მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა. ბოტკოველის თქმით, ხელისუფლებისთვის ეს ძალადობა უკუშედეგს მოიტანს. “დღესაც ემზადებიან ძალადობისთვის. ამათ მეტი არაფერი არ დარჩენიათ, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პირიქით, უკუშედეგს გამოიღებს მათთვის და გამარჯვებას მოიტანს ქართველი ხალხისთვის. რაც არ უნდა ვუთხრა ახლა მე ივანიშვილის დეპუტატებს აზრი არ აქვს, მთავარი სათქმელი თქვა ქართველმა ხალხმა და ბოლოსაც იტყვის  ქართველი ხალხი, რა თქმა უნდა, თითოეულ ჩვენგანთან ერთად.“- განაცხადა გიორგი ბოტკოველმა. https://ghn.ge/news/312240-dghesats-emzadebian-dzaladobistvis-meti-araferi-darcheniat-giorgi-botkoveli დღესაც ემზადებიან ძალადობისთვის, მეტი არაფერი დარჩენიათ - გიორგი ბოტკოველი კომენტარი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1549592287.jpg 2024-05-14 312240 ქადაგიშვილის განცხადებით, ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში ვითარების რადიკალიზაციისთვის ჩამოდიან კოლექტიური შემოტევაა საქართველოზე, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოზე. ჩამოდიან მიტინგის გასამხნევებლად, ვითარების რადიკალიზაციისთვის და არც კი თვლიან საჭიროდ, სახელმწიფოსთან რაიმე წინასწარი კონსულტაცია გასწიონ და წინასწარი თანხმობა ჰქონდეთ, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა. ქადაგიშვილის თქმით, „საქართველოს მიმართ მათი დამოკიდებულება ეს არის და ჰგონიათ, რომ ფერადი რევოლუციები უნდა მოუწყონ სახელმწიფოს“. „ყოველ წელს ჟიგიმანტას პავილიონისის ანგაჟირებული განცხადებები გვახსოვს, მნიშვნელობა არ აქვს, კანონს მიიღებ თუ არა. მთავარია, მათი მიზანია, რომ საქართველოში ისეთი ხელისუფლება უნდა იყოს, რომელიც წინა პლანზე ქვეყნის ინტერესებს არ დააყენებს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა. შეგახსენებთ, 15 მაისს საქართველოში ჩამოდიან ისლანდიის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები. https://ghn.ge/news/312239-kadagishvilis-gantskhadebit-evropis-kveqnebis-sagareo-sakmeta-ministrebi-sakartveloshi-vitarebis-radikalizatsiistvis-chamodian ქადაგიშვილის განცხადებით, ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში ვითარების რადიკალიზაციისთვის ჩამოდიან კომენტარი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1304673914.JPG 2024-05-14 312239 მეგობრების წინააღმდეგ სანქციებს არ იყენებენ, არ გვეშინია - არჩილ თალაკვაძე ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის, სუვერენიტეტის დაცვისთვის, ისეთი გადაწყვეტილებისთვის, რომელიც თავად აქვთ მიღებული დასავლურ დემოკრატიებს, ვინმეს სანქციებს თუ დაუწესებენ, ასეთი სანქციების ნამდვილად არ გვეშინია, –  ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. „პრემიერ-მინისტრმა ამომწურავი კომენტარი გააკეთა და მეც დამატებით გეტყვით, რომ სანქციები მეგობრების წინააღმდეგ არ მიიღება და ეს კანონმდებლობა საქართველოს შიდა საქმეებს ეხება. შესაბამისად, სანქციების განხილვა სერიოზული არ იქნება ამ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს პარლამენტი და ხალხის არჩეული ხელისუფლება იღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც უკვე მიიღო ევროკავშირის არაერთმა ქვეყანამ და მსოფლიოს განვითარებულმა დემოკრატიებმა. თუმცა, რადგან დამაინტრიგებელი შეკითხვით მომმართეთ, მინდა, გითხრათ, რომ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის, სუვერენიტეტის დაცვისთვის, ისეთი გადაწყვეტილებისთვის, რომელიც თავად აქვთ მიღებული დასავლურ დემოკრატიებს, ვინმეს სანქციებს თუ დაუწესებენ, ასეთი სანქციების ნამდვილად არ გვეშინია. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში არის ძალიან ბევრი მაგალითი, როდესაც სანქციებს კი არა, ბევრად მეტს გაუძლეს ჩვენმა წინაპრებმა, რათა დღეს ჩვენი ქვეყანა ყოფილიყო თავისუფალი, დამოუკიდებელი. ასე რომ, არ ველოდებით ამ სანქციებს, მეგობრების წინააღმდეგ სანქციებს არ იყენებენ, მაგრამ რადგან თქვენ მისვამთ ამ არამეგობრულ კითხვას, მაშინ ამისთვისაც მზად ვართ“, – განაცხადა თალაკვაძემ. https://ghn.ge/news/312238-megobrebis-tsinaaghmdeg-sanktsiebs-ar-iqeneben-ar-gveshinia-archil-talakvadze მეგობრების წინააღმდეგ სანქციებს არ იყენებენ, არ გვეშინია - არჩილ თალაკვაძე კომენტარი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1699612280.jpg 2024-05-14 312238 საქართველოს 38 უნივერსიტეტი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს საქართველოს 38 უნივერსიტეტი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. განცხადება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. განცხადების თანახმად, მიუღებელია, რომ აკადემიური პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენელი უარს აცხადებს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე. "საქართველოს უნივერსიტეტები, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრები ვეხმიანებით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, რომლებმაც ასახვა პოვა უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესის წარმართვაზე. ჩვენი ევროპული მომავლის ფუნდამენტური საფუძველია, თავისუფალ და არადისკრიმინაციულ გარემოში ახალგაზრდების განათლება. აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს. შესაბამისად, ის არ უნდა აისახოს უნივერსიტეტების ფუნქციონირებასა და სწავლა-სწავლების წარმართვაზე. არ უნდა მოხდეს სტუდენტთა ინტერესებისა და სასწავლო პროცესის დაზიანება. ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენთვის ფუნდამენტურად ღირებულია გამოხატვის თავისუფლების გარანტირება. მიუღებელია, რომ აკადემიური პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენელი უარს აცხადებს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე. ამით ხელი ეშლება სასწავლო პროცესის წარმართვას. ეს არღვევს სტუდენტის კონსტიტუციურ უფლებას. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად განვითარებული მოვლენებისა, უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი გრძელდება. ამასთან, აკადემიური პერსონალის ლექციებზე გამოუცხადებლობა წარმოადგენს არა მხოლოდ მათთვის კანონმდებლობითა და უნივერსიტეტებთან დადებული შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევას, არამედ უშუალოდ აზარალებს იმ სტუდენტთა ინტერესებს, რომლებიც დღეს ესწრებიან სალექციო კურსებს. ლექტორთა მიერ სასწავლო პროცესის შეფერხება, ხელს უშლის უმაღლესი განათლების მიზნების რეალიზებას და საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევას. ეს ყველაფერი კი უარყოფითად აისახება ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნული და ევროპული სტანდარტების შესრულებაზე. თითოეული უნივერსიტეტის, მისი პროფესორ-მასწავლებლების ვალდებულებაა, უზრუნველყოს სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესის უწყვეტად წარმართვა და საუნივერსიტეტო სივრცეებში პოლიტიკისგან თავისუფალი, ჯანსაღი და აკადემიური საგანმანათლებლო გარემოს შექმნა. თუკი ჩვენი განზრახვაა უკეთესი საქართველო, ამის მიღწევის ერთადერთი და საუკეთესო საშუალებაა ხარისხიანი განათლების მიღება. აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენთვის მიუღებელია უნივერსიტეტების სახელით გარკვეული ჯგუფების მიერ პოლიტიკური განცხადებების გაკეთება. თითოეული ჩვენგანის ვალია, ერთად უზრუნველვყოთ ჩვენი სტუდენტებისთვის შესაბამისი საგანმანათლებლო გარემო, რაც დღეს საქართველოს ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:  1.     ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2.     საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 3.     თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 4.     ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 5.     საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი 6.     ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 7.     თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 8.     იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი 9.     თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 10. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 11. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი 12. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი 13. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი 14. შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 15. სასწავლო უნივერსიტეტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია 16. ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი 17. დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია 18. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი – სეუ 19. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია 20. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 21. საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი 22. საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი 23. კავკასიის უნივერსიტეტი 24. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი 25. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი 26. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი 27. დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი 28. საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი 29. სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი 30. ბრიტანული სასწავლო უნივერსიტეტი 31. ევროპის უნივერსიტეტი 32. ავიცენა-ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი 33. თბილისის თავისუფალი აკადემია 34. სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი 35. ახლი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნი 36. გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი 37. აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი 38. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი https://ghn.ge/news/312237-sakartvelos-38-universiteti-ertobliv-gantskhadebas-avrtselebs საქართველოს 38 უნივერსიტეტი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1772865079.jpeg 2024-05-14 312237 ტოკიოში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ღვინის  მწარმოებელი 11 საოჯახო მარანი იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ გამოფენაში ,,RAW Wine Tokyo” მონაწილეობდა. გამოფენის ,,RAW Wine Tokyo” სტუმრები ქართული მარნების: „კასრელი ვაინერი“, „იორა“, „ნადელები“, „გაბრიელის ღვინო“, „ექიმის ბიო მარანი“, „მანავი ვაინს“, „ანდრიას ღვინო“, „ველინო“, „დორემი“, „ბაღდათი  ისთეითი და „ანბანი“ ღვინოებს გაეცნენ, ასევე მიიღეს ინფორმაცია ქართული ღვინის წარმოების უძველეს ტრადიციებსა და კულტურის შესახებ. გამოფენაზე „RAW Wine”  (The Artisan Wine Fair) მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიკური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან. გამოფენის ორგანიზატორია ცნობილი ღვინის ექსპერტი საფრანგეთიდან იზაბელ ლეგერონი. ტოკიოში გამართულ გამოფენას  იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ ლეჟავა დაესწრო. აღსანიშნავია, რომ, იაპონია ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იაპონურ ბაზარზე ქართული ღვინის პირველი მასშტაბური წარდგენა 2014 წელს მოხდა. მას შემდეგ, სახელმწიფოს მხარდაჭერით,  ქართული ღვინის კომპანიები მუდმივად მონაწილეობენ პრესტიჟულ საერთაშორისო გამოფენებში Foodex Japan და Wine and Gourmet Japan, ტარდება ქართული ღვინის წარდგენა-დეგუსტაციები იაპონიის სხვადასხვა ქალაქში, იაპონელი ღვინის პროფესიონალებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ეწყობა ღვინის  ტურები საქართველოს ყველა რეგიონში. https://ghn.ge/news/312236-tokioshi-kartuli-ghvinis-tsardgena-gaimarta ტოკიოში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1346507417.jpg 2024-05-14 312236 ანგელა მერკელის მემუარები ნოემბერში გამოიცემა გერმანიის ყოფილი კანცლერის ანგელა მერკელის მემუარები 2024 წლის ნოემბერში გამოიცემა. იტყობინება გამომცემლობა Kiepenheuer & Witsch-ი. წიგნი, სახელწოდებით Freiheit ("თავისუფლება"), რომლის მოცულობა თითქმის 700 გვერდია, გერმანიის ყოფილმა კანცლერმა მის თანაშემწე და მრჩეველ ბეატე ბაუმანთან თანაავტორობით დაწერა. "ჩემთვის თავისუფლება არის ის, რომ არ შევწყვიტო სწავლა, არ ვიდგე ერთ ადგილზე, მქონდეს შესაძლებლობა წავიდე წინ, პოლიტიკიდან წასვლის შემდეგაც კი", - ციტირებს გამომცემლობა მერკელის სიტყვებს. მემუარები 26 ნოემბერს გამოვა და Kiepenheuer & Witsch-ის ცნობით, ხელმისაწვდომი იქნება 30-ზე მეტ ქვეყანაში, თუმცა ჯერ არ დაუზუსტებია სად. გამომცემლობის ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია ბეჭდური წიგნის წინასწარი შეკვეთა 42 ევროდ, ხოლო ელექტრონული ვერსიის - 30 ევროდ. ანგელა მერკელი გახდა პირველი ქალი, რომელიც გერმანიის ფედერალური კანცლერის თანამდებობას იკავებდა 2005 წლიდან 2021 წლამდე. მისი მოღვაწეობის პერიოდში ის ევროპისა და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსად ითვლებოდა. https://ghn.ge/news/312235-angela-merkelis-memuarebi-noembershi-gamoitsema ანგელა მერკელის მემუარები ნოემბერში გამოიცემა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1283227374.jpg 2024-05-14 312235 მთავარი ქვეყანა, რომელიც საშუალებას აძლევს რუსეთს დაპყრობითი ომი აწარმოოს უკრაინის წინააღმდეგ, არის ჩინეთი, ის რუსეთის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია - სტოლტენბერგი ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ჩინეთის მხარდაჭერის წყალობით, რუსეთს აქვს შესაძლებლობა, გააგრძელოს აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ. ამის შესახებ მან ნატო-ს ახალგაზრდულ სამიტზე გამოსვლისას განაცხადა. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ჩინეთი რუსეთის ფედერაციას აწვდის  ტექნოლოგიებს რაკეტების, თვითმფრინავების და სხვა იარაღის წარმოებისთვის. "მთავარი ქვეყანა, რომელიც საშუალებას აძლევს რუსეთს ევროპაში დაპყრობითი ომი აწარმოოს უკრაინის წინააღმდეგ, არის ჩინეთი. ეს არის რუსეთის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი. ისინი აწვდიან კრიტიკულ კომპონენტებს იარაღისთვის, მიკროელექტრონიკისთვის, მოწინავე ტექნოლოგიებისთვის, რაც საშუალებას აძლევს რუსეთს აწარმოოს რაკეტები, დრონები. ბევრი სხვა რამ, რაც სჭირდება უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა. მან ასევე მიუთითა ირანის მიერ რუსეთის მხარდაჭერაზე, კერძოდ უპილოტო თვითმფრინავების მიწოდებასთან დაკავშირებით. ასევე ილაპარაკა ჩრდილოეთ კორეის მხარდაჭერაზე, რომელი რუსეთს ამარაგებს საბრძოლო მასალითა და იარაღით. „ასე რომ, რუსეთის მეგობრები აზიაში, ირანში, ჩრდილოეთ კორეასა და ჩინეთში, წარმოადგენენ მთავარ ხელშემწოყობ ძალას რუსეთისთვის, რათა მან შეძლოს ებრძოლოს ევროპელ მეგობარს, ნატო-ს მეზობელს“, - თქვა სტოლტენბერგმა. ამ კონტექსტში, სტოლტენბერგმა მინიშნა შემდეგზე: „იდეა, რომ ჩვენ შეგვიძლია გავყოთ აზია და ევროპა, აღარ მუშაობს“. ”ისინი ურთიერთდაკავშირებულია, ამიტომ ჩვენც, რა თქმა უნდა, უნდა დავუპირისპირდეთ იმ გამოწვევებს, რომლებსაც ჩინეთი უქმნის ჩვენს უსაფრთხოებას,” - თქვა სტოლტენბერგმა. https://ghn.ge/news/312234-mtavari-kveqana-romelits-sashualebas-adzlevs-rusets-dapqrobiti-omi-atsarmoos-ukrainis-tsinaaghmdeg-aris-chineti-is-rusetis-qvelaze-didi-savachro-partnioria-stoltenbergi მთავარი ქვეყანა, რომელიც საშუალებას აძლევს რუსეთს დაპყრობითი ომი აწარმოოს უკრაინის წინააღმდეგ, არის ჩინეთი, ის რუსეთის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია - სტოლტენბერგი მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/458924046.jpg 2024-05-14 312234 ჯიმ ო'ბრაიენი საქართველოშია ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენი საქართველოში იმყოფება. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯიმ ო'ბრაიენი შეხვედრებს გამართავს მთავრობის წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და კერძო სექტორთან. "ო’ბრაიენი შეხვედრებს გამართავს მთავრობის წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და კერძო სექტორთან, რათა გამოხატოს აშშ-ის მტკიცე ერთგულება ქართველი ხალხისადმი და საქართველოს მისწრაფებისადმი მშვიდობიანი, აყვავებული და უსაფრთხო ევროატლანტიკური მომავლისკენ", – ნათქვამია ინფორმაციაში. რამდენიმე დღის წინ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ ო'ბრაიენთან შეხვედრა უკვე შეთანხმებულია. 13 მაისს, ტელეკომპანია "იმედმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯიმ ო’ბრაიენს საქართველოში"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების პაკეტის ჩამოაქვს. მოგვიანებით, ეს ინფორმაცია "იმედის" ვებგვერდიდან წაიშალა. ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე, მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი გაიმართა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა ჯიმ ო'ბრაიენს შეხვედრაზე უარი უთხრა. "ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, რომ ის ისედაც არის დე-ფაქტო სანქციების ქვეშ. მას აქვს გაყინული ორი მილიარდი დოლარი, რომელიც დასავლეთს მიანდო, მაგრამ აღმოჩნდა გლობალური ომის პარტიის ხელში. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა, რომ შანტაჟის ქვეშ ის ვერავითარ შეხვედრას ვერ გამართავს. როგორც კი დასრულდება შანტაჟი და დე ფაქტო სანქციები, რა თქმა უნდა, ნებისმიერ შეხვედრა შეიძლება, შედგეს", - თქვა კობახიძემ. https://ghn.ge/news/312233-jim-obraieni-sakartveloshia ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენი საქართველოში იმყოფება. პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1391507441.jpg 2024-05-14 312233 ვოლგოგრადის ოლქში საწვავით დატვირთულ მატარებელს დრონი დაეჯახა, რის შედეგადაც აფეთქება მოხდა და ხანძარი გაჩნდა - რუსული მედია რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში სატვირთო მატარებელი, რომელსაც  საწვავი გადაჰქონდა, რელსებიდან გადავიდა და ცეცხლი გაუჩნდა. ამის მიზეზი მატარებელზე დრონით თავდასხმა გახდა. იუწყება გამოცემა Baza შემთხვევა ადგილობრივით დროით ღამის პირველ საათზე, სადგურ ქოთლუბანთან მოხდა. დაშავებულები არ არიან. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარება. მედიის ინფორმაციით, დრონით თავდასხმის შედეგად საწვავით დატვირთულ ორ ვაგონს ცეცხლი გაუჩნდა. წინასწარი მონაცემებით, აფეთქდა ერთი ვაგონი. ამის შემდეგ საწვავი დაიღვარა და ბალახს ცეცხლი მოედო. სულ რელსებიდან 9 ვაგონი გადავიდა. ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია, თუმცა სრულად ლიკვიდირებული არ არის. https://ghn.ge/news/312232-volgogradis-olkshi-satsvavit-datvirtul-matarebels-droni-daejakha-ris-shedegadats-afetkeba-mokhda-da-khandzari-gachnda-rusuli-media ვოლგოგრადის ოლქში საწვავით დატვირთულ მატარებელს დრონი დაეჯახა, რის შედეგადაც აფეთქება მოხდა და ხანძარი გაჩნდა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1273078992.png 2024-05-14 312232 ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილების ამოსავალი წერტილი ყოველთვის ქვეყნის ინტერესებია - წილოსანი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის ფორმატში, დარწმუნებული ვარ, ირაკლი კობახიძე მიაწვდის მაქსიმალურ ინფორმაციას იმ მოტივაციასთან დაკავშირებით, რატომაც მიიღება აღნიშნული კანონი, - ევროპისა და ევრაზიის საკითხებში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯეიმს ო'ბრაიენის ვიზიტზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა ისაუბრა. "იყო გარკვეული ინფორმაციები გავრცელებული, თითქოს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების პაკეტთან დაკავშირებით. ჩვენთვის ეს ახალი არ არის. თავად ბიძინა ივანიშვილიც აცხადებს, რომ ის არაფორმალური სანქციების ქვეშ ისედაც არის მოქცეული და მას ეს თავისთავად არ აშინებს, როდესაც საქმე დგება ქვეყნის ინტერესებზე და ყოველთვის ნათელია, საითკენ იხრება მისი არჩევანი და რომ მისი გადაწყვეტილების ამოსავალი წერტილი ყოველთვის ქვეყნის ინტერესებია", - აღნიშნა წილოსანმა. შეგახსენებთ, 14 მაისს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო'ბრაიენი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს. 13 მაისს, ტელეკომპანია "იმედმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯიმ ო’ბრაიენს საქართველოში"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების პაკეტის ჩამოაქვს. მოგვიანებით, ეს ინფორმაცია "იმედის" ვებგვერდიდან წაიშალა. ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე, მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის ბრიფინგი გაიმართა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა ჯიმ ო'ბრაიენს შეხვედრაზე უარი უთხრა. "ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა, რომ ის ისედაც არის დე-ფაქტო სანქციების ქვეშ. მას აქვს გაყინული ორი მილიარდი დოლარი, რომელიც დასავლეთს მიანდო, მაგრამ აღმოჩნდა გლობალური ომის პარტიის ხელში. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა, რომ შანტაჟის ქვეშ ის ვერავითარ შეხვედრას ვერ გამართავს. როგორც კი დასრულდება შანტაჟი და დე ფაქტო სანქციები, რა თქმა უნდა, ნებისმიერ შეხვედრა შეიძლება, შედგეს", - თქვა კობახიძემ. https://ghn.ge/news/312231-bidzina-ivanishvilis-gadatsqvetilebis-amosavali-tsertili-qoveltvis-kveqnis-interesebia-tsilosani ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილების ამოსავალი წერტილი ყოველთვის ქვეყნის ინტერესებია - წილოსანი კომენტარი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/2145855919.jpeg 2024-05-14 312231 საქართველოს ლატვიის, ესტონეთის, ლიეტუვის და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან 15 მაისს საქართველოს ლატვიის, ესტონეთის, ლიეტუვის და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან. ინფორმაციას ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მარგუს ცაჰკნასი, ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრ თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირი და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდებიან. საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. მინისტრები ასევე შეხვდებიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილსა და პარლამენტის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს. "ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება საქართველოში მიმდინარე მოვლენები, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ". ოფიციალური პირები ასევე აპირებენ აზრთა გაცვლა-გამოცვლას საქართველოს რეფორმების პროცესებზე ევროკავშირში მისი ინტეგრაციის პროგრესთან დაკავშირებით", - ნათქვამია ინფორმაციაში. https://ghn.ge/news/312230-sakartvelos-latviis-estonetis-lietuvis-da-islandiis-sagareo-sakmeta-ministrebi-etsvevian საქართველოს ლატვიის, ესტონეთის, ლიეტუვის და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ეწვევიან პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/736576317.jpg 2024-05-14 312230 ენტონი ბლინკენი კიევში ჩავიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კიევში სამშაბათს დილით მატარებლით ჩავიდა. იუწყება Reuters ეს არის აშშ-ის ოფიციალური პირის პირველი ვიზიტი უკრაინაში მას შემდეგ, რაც კონგრესმა გასულ თვეში დაამტკიცა 61 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტი უკრაინისთვის. ვიზიტის მიზანია აშშ-მა კიდევ ერთხელ გამოხატოს სოლიდარობა  უკრაინის მიმართ. როგორც ერთ-ერთმა ამერიკელმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბლინკენი იმედოვნებს, რომ გაუგზავნის ძლიერ სიგნალს უკრაინელებს, რომლებიც ძალიან რთულ მდგომარეობაში იმყოფებიან. „სახელმწიფო მდივნის მისიაა, ისაუბროს იმის შესახებ, რომ დამატებითი დახმარება იქნება უზრუნველყოფილი ისე, რომ გაძლიერდეს მათი თავდაცვა და საშუალება მიეცეთ მათ უპირატესობა მოიპოვონ ბრძოლის ველზე”, - თქვა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა. მისივე თქმით, მას შემდეგ რაც ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა სამხედრო დახმარების პაკეტს, არტილერია, შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები და საჰაერო თავდაცვის რაკეტები უკრაინის ჯარმა უკვე მიიღო. https://ghn.ge/news/312228-entoni-blinkeni-kievshi-chavida შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კიევში ჩავიდა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1279368349.png 2024-05-14 312228 საქართველოს ხელისუფლება გადადის ევროატლანტიკური გზიდან - ჯონ ბასი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე, საქართველოში აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება. "საქართველოს ხელისუფლება გადადის თავისი ევროატლანტიკური გზიდან, რაც ქართველ ხალხს სურს. მოვუწოდებ ხელისუფლებას, იმუშაოს დიდი ხნის პარტნიორებთან, რათა მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის მისწრაფებებს და გამოიძიოს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობისა და შევიწროების ყველა ფაქტი. შეერთებული შტატები ქართველ ხალხს მუდამ გვერდში დაუდგება", - წერს ბასი სოციალურ ქსელში. The Georgian government is derailing 🇬🇪 from its Euro-Atlantic path, which the Georgian people want. I urge Georgian Dream to work with long-time partners to support the people’s aspirations and urge authorities to investigate all reports of violence and harassment against… — John Bass (@UnderSecStateP) May 13, 2024   https://ghn.ge/news/312227-sakartvelos-khelisufleba-gadadis-evroatlantikuri-gzidan-jon-basi შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე, საქართველოში აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება. პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/2036656824.jpg 2024-05-14 312227 "ოცნების" მაღალჩინოსნებს და მათი ოჯახის წევრებს სანქციები უნდა დაუწესდეთ - Freedom House საერთაშორიო უფლებადამცველი ორგანიზაცია Freedom House ეხმიანება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ორგანიზაციის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ბიბინს სედაკა აწერს ხელს. "Freedom House მხარს უჭერს ქართველ ხალხს, რომელიც თანმიმდევრულად და სრული უმრავლესობით ემხრობა თავისი ქვეყნის დემოკრატიულ გზას. ჩვენ ვუერთდებით მათ, გამოხატავენ რა განგაშს საქართველოს ხელისუფლების მიერ კანონის მიღების მეორე მცდელობის გამო, იმ კანონის, რომელიც მოითხოვს გარკვეული სამოქალაქო ჯგუფების და მედიასაშუალებებისგან დარეგისტრირდნენ, როგორც "ორგანიზაციები, რომლებიც უცხო სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურებიან". მიღების შემთხვევაში, ეს კანონი მოახდენს ლეგიტიმური სამოქალაქო აქტივობების და დამოუკიდებელი მედიის სტიგმატიზაციას და მიანიჭებს ხელისუფლებას ახალ ბერკეტებს, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ არასამთავრობო ორგანიზაციების დასაჯარიმებლად ან სხვაგვარად დასასჯელად, რომელთა საქმიანობასაც ისინი არ ეთანხმებიან. ეს საქართველოს დააყენებს რეპრესიულ რეჟიმებს შორის, როგორიც არის რუსეთი და ყირგიზეთი - ავტოკრატიები, რომლებიც სისტემურად მუშაობდნენ სამოქალაქო საზოგადოების განადგურებაზე მსგავსი ზომების გამოყენებით - და მნიშვნელოვნად შეაფერხებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობებს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ მოწოდებას "ქართული ოცნების" მიმართ, დაუყოვნებლივ გაიწვიოს შემოთავაზებული კანონი. Freedom House-ი გმობს მიმდინარე რეპრესიებსა და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ, რომლებიც გამოვიდნენ თბილისის ქუჩებში კანონპროექტის წინააღმდეგ, მათ შორის წყლის ჭავლის, ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიების გამოყენება და მასობრივი დაპატიმრებების ფაქტებს. ჩვენ ასევე ღრმად შეშფოთებულები ვართ ქართველი უფლებადამცველების, ჟურნალისტების და ოპოზიციის წარმომადგენლებისა და მათი ოჯახების წინააღმდეგ განხორციელებული მუქარების და თავდასხმების გამო. ეს რეპრესიები მიუღებელია ნებისმიერ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი ევროკავშირის ასპირანტი ქვეყნისთვის. ჩვენ მოვუწოდებთ აშშ-ს, ევროკავშირისა და გაერთიანებულ სამეფოს დაუყოვნებლივი და კოორდინირებული მოქმედებებისკენ, ქართველი ხალხის წინააღმდეგ მზარდი რეპრესიების შესაჩერებლად. ამ მთავრობებმა უნდა მოითხოვონ, რომ ვენეციის კომისიას მიეცეს უფლება შეაფასოს შემოთავაზებული კანონი და შეაფასოს მისი შესაბამისობა ევროპულ სტანდარტებთან. სამოგზაურო შეზღუდვები და ფინანსური სანქციები დაუყოვნებლივ უნდა დაწესდეს "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებსა და მათი ოჯახის წევრების მიმართ, თუ კანონი მიიღება ვენეციის კომისიის თანხმობის გარეშე ან მის დასკვნამდე. ეს არის კრიტიკული ეტაპი საქართველოს დემოკრატიული გზისთვის. დემოკრატიული მთავრობები უნდა დადგნენ ქართველი ხალხის გვერდით და გაუგზავნონ მკაფიო გზავნილი, რომ "ქართული ოცნების" მთავრობის ამჟამინდელ ქმედებებს არ მოუთმენენ," - წერია განცხადებაში. https://ghn.ge/news/312226-otsnebis-maghalchinosnebs-da-mati-ojakhis-tsevrebs-sanktsiebi-unda-dautsesdet-freedom-house "ოცნების" მაღალჩინოსნებს და მათი ოჯახის წევრებს სანქციები უნდა დაუწესდეთ - Freedom House პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/407366778.png 2024-05-14 312226 კანონპროექტი ძირს უთხრის საქართველოს ევროინტეგრაციას - სამანტა პაუერი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-ის ხელმძღვანელის სამანტა პაუერის განცხადებით, აგენტების შესახებ კანონპროეტი ძირს უთხრის საქართველოს ევროინტეგრაციას. "საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეები ატარებენ საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს, რაც გამოხატავს მათ იმედებს ევროპასთან ინტეგრირებულ აყვავებულ და დემოკრატიულ მომავალზე. ეს კანონპროექტი ჩაახშობს სამოქალაქო საზოგადოებას და დამოუკიდებელ მედიას, ძირს უთხრის საქართველოს ევროინტეგრაციას," - წერს პაუერი.  Peaceful protestors in Georgia are seen carrying the flags of 🇬🇪 & 🇪🇺, reflecting their hopes for a prosperous and democratic future integrated with Europe. This bill would stifle civil society and independent media, undermining Georgia's EU candidacy. https://t.co/SpX1N5izVL — Samantha Power (@PowerUSAID) May 13, 2024   https://ghn.ge/news/312225-kanonproekti-dzirs-utkhris-sakartvelos-evrointegratsias-samanta-paueri კანონპროექტი ძირს უთხრის საქართველოს ევროინტეგრაციას - სამანტა პაუერი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/202927097.png 2024-05-14 312225 პარლამენტთან საპროტესტო აქცია 10:00 საათიდან განახლდება თბილისში, პარლამენტის მიმდებარედ საპროტესტო აქცია 10:00 საათიდან განახლდება. "ვიკრიბებით დილის 10 საათიდან. პარლამენტის სხდომა დაიწყება 12:00-ზე", - წერენ აქციის ორგანიზატორები სოციალურ ქსელში. 12:00 საათზე დაგეგმილია პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც მესამე მოსმენით განიხილება "გამჭვირვალობის" კანონპროექტი. როგორც "ქართული ოცნების" ლიდერები აცხადებენ, კანონპროექტის დამტკიცებას ხელს ვერაფერი შეუშლის. დღის განმავლობაში, კანონპროექტის გაპროტესტების მიზნით, გაიმართება საპროტესტო მარშები. https://ghn.ge/news/312224-parlamenttan-saprotesto-aktsia-1000-saatidan-ganakhldeba პარლამენტთან საპროტესტო აქცია 10:00 საათიდან განახლდება პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1105137752.jpg 2024-05-14 312224 საქართველოს მთავრობის ამჟამინდელი ქმედებები მის გაცხადებულ მიზნებს არ შეესაბამება - ვედანტ პატელი საქართველოს მთავრობის ამჟამინდელი ქმედებები მის გაცხადებულ მიზნებს არ შეესაბამება, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა განაცხადა. „არა იმას, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები, რასაც სხვა ქვეყნები ამბობენ, არამედ ქართველი ხალხის თვით გამოხატულ მისწრაფებებს. ქართველი ხალხის 80%-ზე მეტს ევროკავშირში გაწევრიანება სურს. ჩვენ ამ მისწრაფებას მხარს ვუჭერთ და საქართველოს მთავრობას დაჟინებით მოვუწოდებთ, ევროკავშირში ინტეგრაციის გზა და ის გზა, რომელიც ამას შეესაბამება, გააგრძელოს. საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ მას ევროკავშირში გაწევრიანება სურს და ტრანსატლანტიკურ ალიანსებთან ურთიერთობა, როგორიც ნატო-ა. მაგრამ მსგავსი საკანონმდებლო საქმიანობა, რომელიც გატარდა, მთავრობის მსგავსი ქმედება, მისი ამჟამინდელი აქტივობა აღნიშნულ გაცხადებულ მიზნებს არ შეესაბამება”. – თქვა ვედანტ პატელმა საქართველოს შესახებ დასმული კითხვის პასუხად. ვედანტ პატელმა აღნიშნა, რომ შესაძლო ქმედებებისა და შედეგების საჯაროდ განხილვას არ აპირებს და ამ საკითხთან დაკავშირებით აშშ ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციებს გააგრძელებს. მისივე თქმით, აქვთ ცნობები თბილისში დაკავებული 2 ამერიკელი მოქალაქის შესახებ. „როდესაც ამერიკის მოქალაქე საზღვარგარეთ არის დაკავებული, ჩვენ შესაბამისი დახმარების აღმოსაჩენად მზად ვართ, მაგრამ კონფიდენციალურობის დაცვიდან გამომდინარე, ამ საკითხზე მეტის საუბარი არ შემიძლია”. – თქვა ვედანტ პატელმა. https://ghn.ge/news/312223-sakartvelos-mtavrobis-amzhamindeli-kmedebebi-mis-gatskhadebul-miznebs-ar-sheesabameba-vedant-pateli საქართველოს მთავრობის ამჟამინდელი ქმედებები მის გაცხადებულ მიზნებს არ შეესაბამება - ვედანტ პატელი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/186374054.png 2024-05-13 312223 გამიხარდება, რომ კახა კალაძე არ შეუშვან გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე - ნიკა გვარამია გამიხარდება, რომ კახა კალაძე არ შეუშვან გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე"- ამბობს გვარამია, - ამის შესახებ პარტია “ახალის“ თანათავმჯდომარემ ნიკა გვარამიამ ტვ პირველის ეთერში  განაცხადა. მისი თქმით, თბილისის მერ კახა კალაძე შეშინებულია. "ბევრი მიზეზია ამის, ნუ ჰქონია, რომ არ ვიცით. ის შეშინებულია და ეს მას ეტყობა. მე გამიხარდება, რომ ის არ შეუშვან,  სტადიონზე ვერ მოხვდეს. როცა ჩვენი შვილები აქ დგანან, კალაძე და მისნაირები ყველაფერს აკეთებენ, რომ მათ ვერ ისწავლონ დასავლეთში, ვერ მიიღონ ყველა ის სიკეთე, რასაც დასავლეთი სთავაზობს ქართველებს. ამ ფიონზე, კალაძის ოჯახის წევრები, თვითონ კალაძე, რომ შოპინგის ფოტოებს პოსტავს, დალაქთან დაფრინავს მილანში, ბიზნეს აკეთებს და დასავლეთის ყველა სიკეთეს იღებს, მერე ამ გაკეთებულ ფულს აქცევს პრორუსულ პროპაგანდად, დასავლეთს აგინებს ამაში სამართლიანობა სად არის?!"- თქვა მან.  https://ghn.ge/news/312222-gamikhardeba-rom-kakha-kaladze-ar-sheushvan-germaniashi-evropis-chempionatze-nika-gvaramia გამიხარდება, რომ კახა კალაძე არ შეუშვან გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე - ნიკა გვარამია კომენტარი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/826446219.jpg 2024-05-13 312222 კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები ირაკლი კობახიძეს მიმართავენ კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის რამდენიმე წევრი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძეს მიმართავს. „დღეს, წარმომადგენლებმა, წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა და თავმჯდომარემ, გრეგორი მიქსმა და მაიკლ მაკკოლიმ, ევროპის ქვეკომიტეტის წევრთან და თავმჯდომარესთან უილიამ კიტინგთან და თომას კინთან ერთად, წერილით მიმართეს საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს, რომელშიც გმობენ კანონპროექტს „უცხოური აგენტების“ შესახებ, რომელიც ამჟამად პარლამენტში მუშავდება. მათ ამ წერილში შეუერთდა 25 კოლეგისგან შემდგარი ორპარტიული ჯგუფი, მათ შორის ოსტინ სკოტი და გერი კონოლი. „უცხოური აგენტების“ კანონპროექტი საქართველოს მთავრობას მისცემს უფლებას, შევიწროება, სტიგმატიზაცია და ჯარიმები დააწესოს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ მედიასაშუალებებზე, მათ შორის მათზე, რომელთაც მიიღეს მხარდაჭერა შეერთებული შტატებისა და ევროპელი პარტნიორებისგან“, – ნათქვამია განცხადებაში. https://ghn.ge/news/312221-kongresis-sagareo-urtiertobata-komitetis-tsevrebi-irakli-kobakhidzes-mimartaven კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის  წევრები ირაკლი კობახიძეს მიმართავენ პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1400440259.jpg 2024-05-13 312221 სახალხო დამცველი, რომლის ქვეყანაშიც დაახლოებით 10000 პატიმარია და 4 წლის მანძილზე მხოლოდ 16-ს მოინახულებს, რამდენად გულწრფელი გგონია? - რატი ბრეგაძე ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველი, რომლის ქვეყანაშიც დაახლოებით 10000 პატიმარია და 4 წლის მანძილზე მხოლოდ 16-ს მოინახულებს რამდენად გულწრფელი, ყველა ადამიანის უფლების დაცვაზე ორიენტირებული, ომბუდსმენი გგონია?, -ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს. ის ყოფილი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას ფეისბუქპოსტს ეხმიანება. „როდესაც ყოფილი სახალხო დამცველი 1937 წლის “საუკეთესო ტრადიციებით” და “გულით შეკმაზულ”, სიძულვილთან მიახლოვებული ენით ადამიანების გაშავებას და საზოგადოების მოტყუებას ცდილობს, ვთვლი, რომ პასუხი აუცილებელია. ყოფილი სახალხო დამცველისგან, რომელსაც კარგად უნდა ესმოდეს ადამიანის უფლებები, მსგავი მომართვა, რბილად რომ ვთქვა, გაუგებარია. ადამიანებს დანაშაულში სდებ ბრალს და იქნებ შეახსენო საზოგადოებას სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ამ ადამიანებს კორუფციულ დანაშაულში მიუძღვის ბრალი. თუ თავად წყვეტ, სასამართლოს გარეშე ვინ მართალია და ვინ დამნაშავე? მე არ გადამიხდია ფული უნივერსიტეტში ჩასაბარებლად და ძალიან ვამაყობ, რომ უნივერსიტეტელი ვარ. შენ გადაიხადე და გვიმალავდი? ან თუ ასეთი დანაშაულის შესახებ გქონდა ინფორმაცია, ან გაქვს რატომ არ განაცხადე? სწორედ ესეთი, მტკიცებულებებს მოკლებული და ადამიანების დამუნათებაზე ორიენტირებული აზროვნებაა ბოლშევიკური ნინო და, რაც არ უნდა ევროპული დროშა მოახვიო დასამალად, მაინც იჩენს თავს. არ უბრძოლია ასიათასობით ქართველს, მათ შორის ჩემს მშობლებს, ეროვნული მოძრაობისას, არც მამაჩემს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებული ბრძოლების ვეტერანს და, არც ჩემს შვილს უმსახურია ქართულ ჯარში, ბევრ ღირსეულ ჯარისკაცთან ერთად, იმისთვის, რომ ესეთ სიცრუეზე დაფუძნებულ ბრალდებებს ასაღებდეს ვინმე დემოკრატიად, სამართლებრივ სახელმწიფოდ ან ევროპულ ღირებულებად. აქვე ნინო ერთი კითხვაც მექნება. სახალხო დამცველი, რომლის ქვეყანაშიც დაახლოებით 10000 პატიმარია და 4 წლის მანძილზე მხოლოდ 16-ს მოინახულებს რამდენად გულწრფელი, ყველა ადამიანის უფლების დაცვაზე ორიენტირებული, ომბუდსმენი გგონია? ზოგადად სამწუხარო ფაქტია, როდესაც სახალხო დამცველი მოსანახულებელ პატიმართა სიას პოლიტიკური გემოვნებით ადგენს და ორმაგად ტრაგიკულია, როდესაც უკვე ყოფილი სახალხო დამცველი კონსტიტუციით განმტკიცებულ უდანაშაულობის პრეზუმფციას ხელაღებით არღვევს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს. P.s ალბათ ეს სურათი “კომპრომატად” გინდოდა წარმოგეჩინა, თუმცა მინდა გითხრა, ჩემი დადებულია სოციალურ ქსელში და იქიდან ჩამოტვირთვაზე რომ არ იწვალო მომავალში, თუ რამე დაგჭირდება თავად გამოგიგზავნი. მასწავლებლებს კი ნამდვილად პატივს ვცემ ნინო და მიმაჩნია, რომ ბევრმა მათგანმა სასიკეთო ცოდნა მომცა. შეიძლება დღეს ჩემს ზოგიერთ მასწავლებელს ჩემგან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები ჰქონდეს, მაგრამ ეს სრულიად მისაღებია და ეს არის ის დემოკრატია, რომლისაც მჯერა“, - წერს რატი ბრეგაძე.   https://ghn.ge/news/312220-sakhalkho-damtsveli-romlis-kveqanashits-daakhloebit-10000-patimaria-da-4-tslis-mandzilze-mkholod-16-s-moinakhulebs-ramdenad-gultsrfeli-ggonia-rati-bregadze-nino-lomjarias სახალხო დამცველი, რომლის ქვეყანაშიც დაახლოებით 10000 პატიმარია და 4 წლის მანძილზე მხოლოდ 16-ს მოინახულებს რამდენად გულწრფელი გგონია?  - რატი ბრეგაძე ნინო ლომჯარიას კომენტარი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/962688139.jpg 2024-05-13 312220 ამჟამად თბილისში ევროპის ისტორია იწერება, არ დავტოვოთ ისინი მარტო ქართულ კოშმართან - მიხაელ როთი ამჟამად თბილისში ევროპის ისტორია იწერება, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთი X-ზე წერს . ის თბილისში უწყვეტ  საპროტესტო აქციებს ეხმიანება.  "ხალხო, შეხედეთ ამ ქალაქს! ამჟამად თბილისში ევროპის ისტორია იწერება. ხალხი ქუჩაში გამოდის 24/7 - რუსიფიკაციის საფრთხის წინააღმდეგ, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის. არ დავტოვოთ ისინი მარტო ქართულ კოშმართან," - წერს როთი და თბილისში, რუსთაველის გამიზირზე, სტუდენტების მსვლელობისას გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს.  https://ghn.ge/news/312219-amzhamad-tbilisshi-evropis-istoria-itsereba-ar-davtovot-isini-marto-kartul-koshmartan-mikhael-roti ამჟამად თბილისში ევროპის ისტორია იწერება, არ დავტოვოთ ისინი მარტო ქართულ კოშმართან - მიხაელ  როთი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/132028653.jpg 2024-05-13 312219 პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს პარლამენტთან გამჭვირვალობის კანონის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში გაფიცული სტუდენტები შეუერთდნენ. სტუდენტები რუსთაველის მეტროდან მსვლელობით დაიძრნენ და რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე მივიდნენ. აქციას ასევე შეუერთდნენ და საზოგადოებას სცენიდან მიმართეს შშმ პირებმა. საერთო სტუდენტურ პროტესტს უერთდება საქართველოს 30-ზე მეტი უნივერსიტეტის სტუდენტური ჯგუფები. სტუდენტებს მხარდაჭერა გამოუცხადა ლექტორთა ნაწილმა. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გაუთენე საქართველოს 12 მაისის 22:00 საათიდან მიმდინარეობს. 09:00 საათზე იურიდიულმა კომიტეტმა კანონპროექტი მესამე მოსმენით სხდომის დაწყებიდან 1 წუთში მიიღო. ქართული ოცნების დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა შეძახილების - "მონებო, რუსებო" ფონზე მოუწიათ.  შინაგან საქმეთა სამინისტრომ 13 მაისს, დღის პირველ ნახევარში გაავრცელა ინფორმაცია, რომ აქციაზე 20 პირი დააკავეს. თუმცა, სახალხოდამცველის წარმომადგენლებს წინასწარი დაკავების იზოლატორებში მათ 23 დაკავებული დახვდათ. უდუშაურის კლინიკაშია გადაყვანილი ერთ-ერთი დაკავებული გურამ ადამია. როგორც მისი ადვოკატი, ლაშა ტყეშელაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, დაკავებულს არაერთი მძიმე დაზიანება აღენიშნება სახის არეში, მათ შორის, განსაკუთრებით საყურდღებოა თვალის დაზიანება. საკანონმდებლო ორგანოსთან, სამართალდამცავების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 13 მაისს გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულზე, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით. https://ghn.ge/news/312218-parlamenttan-saprotesto-aktsia-mimdinareobs პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/260649073.jpg 2024-05-13 312218 საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა თქვას უარი ამ რეპრესიული კანონპროექტის მიღებაზე - Amnesty International  საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International საქართველოში ბოლო პერიოდის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება. ორგანიზაციის დირექტორი, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში, მარი სრუტერსი, ამბობს, რომ "ამ მავნე კანონმდებლობის ინიცირებით, საქართველოს ხელისუფლებამ ადამიანების უფლებათა და სამოქალაქო საზოგადოების რეპრესიებს, რომელიც ბოლო დღეებში საგანგაშო დონემდე გაიზარდა, ღიად დაუჭირა მხარი." "თუ როგორ მიიღეს ეს კანონპროექტი -  როცა პოლიტიკური ოპონენტები იურიდიული პროცედურებით გააჩუმეს დერეფნებში, ხოლო დემონსტრანტებს უმოწყალოდ სცემდნენ და აკავებდნენ ქუჩებში, პოლიციის მხრიდან რეპრესიების ფონზე - ამ კანონის მავნებლური მოქმედება არის მიმართული ადამიანის უფლებებზე. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ძალისხმევა გამოხატვის თავისუფლების, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლების შელახვის მიზნით. მათ სასწრაფოდ უნდა თქვამ უარი ამ რეპრესიული კანონპროექტის მიღებაზე. ყველა, ვინც ეჭვმიტანილია პასუხისმგებლობაში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე, მათ შორის პოლიციელებმა, რომლებმაც მიმართეს ძალის უკანონო გამოყენებას, უნდა დაისაჯონ მართლმსაჯულების წინაშე, მათ შორის ინსტანციის უმაღლეს დონეზე," - ამბობს სტრუტერსი.  https://ghn.ge/news/312217-sakartvelos-khelisuflebam-sastsrafod-unda-tkvas-uari-am-represiuli-kanonproektis-mighebaze-amnesty-international საქართველოს ხელისუფ;ებამ სასწრაფოდ უნდა თქვას უარი ამ რეპრესიული კანონპროექტის მიღებაზე - Amnesty International  პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1601936191.jpg 2024-05-13 312217 ეს არის საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ უხეში დამოკიდებულების გამოვლინება - ირაკლი კობახიძე ჟიგიმანტას პავილიონისის აქციაზე მისვლაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ კონკრეტული ქვეყნის პარლამენტის წევრის, ჟიგიმანტას პავილიონისის „გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის“ საწინააღმდეგო აქციაზე მისვლა, საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ უხეში დამოკიდებულების გამოვლინებაა.  როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ვიღაცებს არ მოსწონთ გულზე არ ეხატებათ საქართველოს სუვერენიტეტი.  „ჟიგიმანტას პავილიონისის აქციაზე მისვლა არის რა თქმა უნდა, იმის მაჩვენებელი, თუ როგორია ამ ადამიანების დამოკიდებულება სახელმწიფოსა და მისი სუვერენიტეტის მიმართ. ამდენი ხანი ჩვენ რასაც ვამტკიცებთ, იმის დასტური წარმოადგინა ბატონმა პავილიონისმა. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ვიღაცებს არ მოსწონთ, გულზე არ ეხატებათ საქართველოს სუვერენიტეტი. როდესაც კადრულობს კონკრეტული ქვეყნის პარლამენტის წევრი, უცხო ქვეყნის წარმომადგენელი პოლიტიკოსი, რომ უხეშად ჩაერიოს ამ ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში, ამით ხომ ამტკიცებს იმას, რასაც ჩვენ ვამტკიცებდით ამდენი ხნის განმავლობაში, რომ ეს არის მათი დამოკიდებულება, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ, ლოიალური დამოკიდებულება გამოვავლინოთ ასეთი ინციდენტების მიმართ, რაც უკავშირდება საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ უხეში დამოკიდებულების გამოვლინებას“, - განაცხადა კობახიძემ. https://ghn.ge/news/312216-es-aris-sakartvelos-suverenitetis-mimart-ukheshi-damokidebulebis-gamovlineba-irakli-kobakhidze-zhigimantas-pavilionisis-aktsiaze-misvlaze ეს არის საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ უხეში დამოკიდებულების გამოვლინება - ირაკლი კობახიძე ჟიგიმანტას პავილიონისის აქციაზე მისვლაზე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/401764112.jfif 2024-05-13 312216 ჩვენ ქართველებს ევროპელებად ვთვლით, მაგრამ, სამწუხაროდ, თუ პარლამენტი დაამტკიცებს რუსულ კანონს, ეს კარი დაიხურება - ჟიგიმანტას პავილიონისი ჩვენ ქართველებს ევროპელებად ვთვლით, მაგრამ, სამწუხაროდ, თუ პარლამენტი დაამტკიცებს ამ რუსულ კანონს, ეს კარი დაიხურება, - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა "მთავარ არხთან" განუცხადა. ის დღეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მივიდა. "ჩვენ ქართველებს ევროპელებად ვთვლით და ეს ბრძოლა ჩვენც გამოგვივლია. ევროკავშირის კარი ახლა იღება, გაფართოება იწყება, მაგრამ, სამწუხაროდ, თუ საქართველოს პარლამენტი დაამტკიცებს ამ რუსულ კანონს, ეს კარი დაიხურება. მოლდოვა და უკრაინა იწყებენ მოლაპარაკებებს ივნისში და საქართველოს საკითხი მაგიდაზე არ არის. საქართველო იყო ლიდერი ევროინტეგრაციის გზაზე და ახლა, თუ ეს კანონი მიღებულ იქნა, მოლაპარაკებები ვერ დაიწყება", - თქვა პავილიონისმა "მთავარ არხთან". https://ghn.ge/news/312215-chven-kartvelebs-evropelebad-vtvlit-magram-samtsukharod-tu-parlamenti-daamtkitsebs-rusul-kanons-es-kari-daikhureba-zhigimantas-pavilionisi ჩვენ ქართველებს ევროპელებად ვთვლით, მაგრამ, სამწუხაროდ, თუ პარლამენტი დაამტკიცებს რუსულ კანონს, ეს კარი დაიხურება - ჟიგიმანტას პავილიონისი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/580171055.jpg 2024-05-13 312215 წინა არჩევნები ძალიან სტაბილურად და მყარად მოვიგეთ, ამაზე ბევრად მაღალ შედეგს დავდებთ ოქტომბრის არჩევნებში - ირაკლი კობახიძე ჩვენ წინა არჩევნები ძალიან სტაბილურად და მყარად მოვიგეთ, ამაზე ბევრად მაღალ შედეგს დავდებთ ოქტომბრის არჩევნებში, ამას იხილავს ქართული საზოგადოება 26 ოქტომბრის ღამეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.  როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ყველა დაინახავს, რომ შემდეგ არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ ექნება უპრეცედენტო მხარდაჭერა.  ჟურნალისტის კითხვაზე, ოპოზიციის მხრიდან უკვე გაისმა მოწოდებები, რომ აქციაზე მთავარი მოთხოვნა არა კანონის უკან გაწვევა, არამედ ხელისუფლების ცვლილება უნდა იყოს, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს არის ისტერიული განცხადებები.  „მე მგონია, რომ ეს არის ერთგვარი ისტერიული განცხადებები მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ოქტომბერში, რამდენიმე თვეში ტარდება საპარლამენტო არჩევნები. თუ ხელისუფლების შეცვლა გინდა, კეთილი ინებე და მიიღე ამომრჩევლის მხარდაჭერა, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც არავითარი იმედი არ აქვთ, რა თქმა უნდა, ასეთ ისტერიულ განცხადებებს აკეთებენ. ყველა დაინახავს, რომ შემდეგ არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ ექნება უპრეცედენტო მხარდაჭერა. ჩვენ ხომ წინა არჩევნები ძალიან სტაბილურად და მყარად მოვიგეთ, ამაზე ბევრად მაღალ შედეგს დავდებთ ოქტომბრის არჩევნებში, ამას იხილავს ქართული საზოგადოება 26 ოქტომბრის ღამეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. https://ghn.ge/news/312214-tsina-archevnebi-dzalian-stabilurad-da-mqarad-moviget-amaze-bevrad-maghal-shedegs-davdebt-oktombris-archevnebshi-irakli-kobakhidze ჩვენ წინა არჩევნები ძალიან სტაბილურად და მყარად მოვიგეთ, ამაზე ბევრად მაღალ შედეგს დავდებთ ოქტომბრის არჩევნებში - ირაკლი კობახიძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1739866203.jpg 2024-05-13 312214 მაქვს მოლოდინი, რომ ობრაიანი ჩამოვა ძირითადად სამი თემით - ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და პირდაპირი ფრენები - ირაკლი კობახიძე საერთოდ არ ვიცი, რასთან დაკავშირებით მოდის ბატონი ო ბრაიანი, არანაირი კომუნიკაცია შეხვედრის შინაარსთან დაკავშირებით არ ყოფილა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ ვიზიტის ფარგლებში განსახილველი საკითხები აშშ-თან ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და პირდაპირი ფრენები იქნება. „მე მაქვს მოლოდინი, რომ ბატონი ო ბრაიანი ჩამოვა ძირითადად სამი თემით - ეს არის ვიზალიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და პირდაპირი ფრენები. ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. https://ghn.ge/news/312213-makvs-molodini-rom-obraiani-chamova-dziritadad-sami-temit-vizaliberalizatsia-tavisufali-vachrobis-shetankhmeba-da-pirdapiri-frenebi-irakli-kobakhidze მაქვს მოლოდინი, რომ ბატონი ო ბრაიანი ჩამოვა ძირითადად სამი თემით - ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და პირდაპირი ფრენები - ირაკლი კობახიძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/615287595.jpeg 2024-05-13 312213 ვერავითარი მაიდანი და ამ ქვეყნის უკრაინიზაცია ვერ შედგება, ეს არ არის იანუკოვიჩის უკრაინა, ეს არის წელში გამართული სუვერენული სახელმწიფო - ირაკლი კობახიძე რაც შეეხება თბილისის სამოქალაქო ომს, მაიდანს და ა.შ. და ამის გახსენებას, რა თქმა უნდა, საქართველოში ეს სცენარი ვერ შედგება, ამის არავითარი რესურსი არ აქვს იმ პოლიტიკურ უმცირესობას, რომელიც არის, ყველაფერთან ერთად, აბსოლუტურად დისკრედიტირებული, -   ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს უკრაინიზაცია ვერ შედგება. „ნული კოორდინაცია, სრული დისკრედიტაცია, ეს არის საერთო სურათი რადიკალურ ოპოზიციაში, ასეთ ვითარებაში რა თქმა უნდა, ვერავითარი მაიდანი და ამ ქვეყნის უკრაინიზაცია ვერ შედგება, ეს არ არის იანუკოვიჩის უკრაინა, მინდა შეგახსენოთ, ეს არის წელში გამართული სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია რეაგირება ძალადობის ნებისმიერ მცდელობაზე. შესაბამისად, საქართველოში უკრაინული სცენარი არ შედგება. აქვე მინდა შეგახსენოთ, როცა მაიდანს გვახსენებენ, თუ რა იყო მაიდნის გაგრძელება, ეს იყო, საბოლოო ჯამში, ერთი და მეორე ომი. პირველი ომის შედეგად უკრაინამ დაკარგა თავისი ტერიტორიების 8 %, ამას მოყვა მეორე ომი და ზემოდან კიდევ 12 %-ის დაკარგვა, ეს არის უმძიმესი შედეგები, რაც მიიღო უკრაინამ ამ პროცესებიდან, მაიდნიდან პირველ რიგში. ჩვენს ქვეყანაში ამას არ დავუშვებთ, მითუმეტეს მაშინ, როცა ეს ძალადობრივი პოლიტიკური გაერთიანება, პოლიტიკური უმცირესობა ცდილობს, რომ ასეთი სცენარი განახორციელოს,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. https://ghn.ge/news/312212-veravitari-maidani-da-am-kveqnis-ukrainizatsia-ver-shedgeba-es-ar-aris-ianukovichis-ukraina-es-aris-tselshi-gamartuli-suverenuli-sakhelmtsifo-irakli-kobakhidze ვერავითარი მაიდანი და ამ ქვეყნის უკრაინიზაცია ვერ შედგება, ეს არ არის იანუკოვიჩის უკრაინა, ეს არის წელში გამართული სუვერენული სახელმწიფო - ირაკლი კობახიძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1871330590.jpg 2024-05-13 312212 ბიძინა ივანიშვილს სახელმწიფოს საწინააღმდეგო ნაბიჯებს, ვერავითარი შანტაჟისა და მუქარის პირობებში ვერავინ გადაადგმევინებს - ირაკლი კობახიძე  ვერავინ ვერ გადაადგმევინებს ბიძინა ივანიშვილს სახელმწიფოს საწინააღმდეგო ნაბიჯებს, ვერავითარი შანტაჟის და მუქარის პირობებში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.  ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება პოტენციურად ხომ არ არ არის საფუძველი კანონპროექტის უკან გაწვევისთვის, რაზეც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ თავად ბიძინა ივანიშვილს არ აინტერესებს დასანქცირების საკითხი.  „პირველ რიგში, თავად ბიძინა ივანიშვილს არ აინტერესებს ეს საკითხი, გამომდინარე იქიდან, რომ მიიჩნევს ამ საკითხს არასერიოზულად მე ეს შემიძლია, გითხრათ. რაც შეეხება კონკრეტულად ო ბრაიანის ვიზიტს, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ იყო ბიძინა ივანიშვილის მიმართ თხოვნა შეხვედრასთან დაკავშირებით, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა უარით უპასუხა, ამას ჰქონდა თავისი ახსნა და განმარტება. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ იყო გასული თვეების განმავლობაში შემთხვევები, როდესაც სხვა უცხოელ დიპლომატებსა და პოლიტიკოსებსაც უთხრა უარი ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრასთან დაკავშირებით. ამაზე მე მაქვს ინფორმაცია, გამომდინარე იქიდან, რომ მე მიწევდა გარკვეული საკითხების შეთანხმება, მე მთხოვდნენ, ხოლმე ამ საკითხების შეთანხმებას, ყველა შემთხვევაში უარის მიზეზი იყო ერთი და იგივე. ბიძინა ივანიშვილი აცხადებდა იმას, რომ ის ისედაც არის დე ფაქტო სანქციების ქვეშ, მას აქვს გაყინული 2 მილიარდი დოლარი, რომელიც მან დასავლეთს მიანდო, მაგრამ აღმოჩნდა გლობალური ომის პარტიის ხელში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.  პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა, რომ შანტაჟის ქვეშ ის ვერავითარ შეხვედრას ვერ გამართავს, ეს არის მისი ძალიან მკაფიო პოზიცია. „როგორც კი დასრულდება ეს შანტაჟი და დე ფაქტო სანქციები, მაშინვე რა თქმა უნდა, ნებისმიერი შეხვედრა შეიძლება, შედგეს, მაგრამ დღეს ეს არის ბიძინა ივანიშვილის პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ასეთი შანტაჟი, მუქარები, როგორც არ ჭრიდა ეს შანტაჟი და მუქარა 2022 წლის მარტიდან, როცა მას გაუყინეს თანხები უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ასევე ვერ გაჭრის მასზე ასეთი შანტაჟი და მუქარა ვერც ახლა, ანუ ვერავინ ვერ გადაადგმევინებს ბიძინა ივანიშვილს სახელმწიფოს საწინააღმდეგო ნაბიჯებს, ვერავითარი შანტაჟის და მუქარის პირობებში. სანქცია თავისთავად ხომ შანტაჟს ნიშნავს, თავისთავად სანქცია შეიცავს შანტაჟს და მუქარას, ამიტომ ეს არ არის სერიოზული თემა ამ ყველა გარემოების გათვალისწინებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. https://ghn.ge/news/312211-bidzina-ivanishvils-sakhelmtsifos-satsinaaghmdego-nabijebs-veravitari-shantazhisa-da-mukaris-pirobebshi-veravin-gadaadgmevinebs-irakli-kobakhidze ბიძინა ივანიშვილს სახელმწიფოს საწინააღმდეგო ნაბიჯებს, ვერავითარი შანტაჟისა და მუქარის პირობებში ვერავინ გადაადგმევინებს - ირაკლი კობახიძე  პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/186854365.jfif 2024-05-13 312211 ევროპის გული მხოლოდ ვარშავასა და ლისაბონს შორის არ სცემს, ის თბილისის ქუჩებში ამ სამოქალაქო საზოგადოებამ გამოიტანა - ანალენა ბერბოკი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი თბილისში მიმდინარე მოვლენებს Instagram-ზე ეხმიანება. “ალბათ ეს [კადრები] ახალ ამბებში ნახეთ. საქართველოში ათიათასობით ადამიანი კვირების განმავლობაში საპროტესტო აქციებში მონაწილეობს, რათა მათი ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს: სტუდენტები, მშობლები, ბებია-ბაბუა შვილიშვილებთან ერთად. ისინი აპროტესტებენ თავიანთი მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონს, რომელიც მიზნად ისახავს შეზღუდოს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუშაობა, რომლებიც ნაწილობრივ საზღვარგარეთიდან ფინანსდებიან. კანონის უზენაესობა, დემოკრატიული სტანდარტები და მედიის თავისუფლება აუცილებელია ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. და ათიათასობით ქართველი ადამიანი აჩვენებს, რომ ევროპის გული მხოლოდ ვარშავასა და ლისაბონს შორის არ სცემს. ის თბილისის ქუჩებშიც ამ დემოკრატიულმა, ცოცხალმა და კრიტიკულმა სამოქალაქო საზოგადოებამ გამოიტანა. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ისტორიული შესაძლებლობაა. და ხელისუფლებაზეა დამოკიდებული ამ ხმის მოსმენა“, - წერს ბერბოკი. https://ghn.ge/news/312210-evropis-guli-mkholod-varshavasa-da-lisabons-shoris-ar-stsems-is-tbilisis-kuchebshi-am-samokalako-sazogadoebam-gamoitana-analena-berboki ევროპის გული მხოლოდ ვარშავასა და ლისაბონს შორის არ სცემს, ის თბილისის ქუჩებში ამ სამოქალაქო საზოგადოებამ გამოიტანა - ანალენა ბერბოკი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/845269142.png 2024-05-13 312210 ერთი მხრივ გმირად გყავთ გამოცხადებული ადამიანი, რომელიც ცოცხლად წვავდა პოლიციელს და მეორე მხრივ, თმის მოქაჩვაზე გაქვთ ამხელა რეაქცია - პრემიერი „ტვ პირველს“ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ - სადაც არის ძალადობა, გქონდეთ შესაბამისი რეაქცია, ნუ იმოქმედებთ ორმაგი სტანდარტით და დაელოდეთ სამართლის აღსრულებას ყველა მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ტვ პირველის“ ჟურნალისტის კითხვის პასუხად პრემიერმა აღნიშნა, რომ გასულ წელს მომხდარი საკმაოდ დიდი მასშტაბის ძალადობის მიუხედავად, მხოლოდ ერთი ადამიანი დააკავეს. „შარშან რა მასშტაბის იყო ძალადობა, რომელსაც მათ შორის თქვენი ტელევიზიები, თქვენი პარტიები ახალისებდნენ და ამ უდიდესი მასშტაბის ძალადობის მიუხედავად, მხოლოდ ერთი ადამიანი იყო დაჭერილი. ჩვენ გვაქვს მათ შორის გამოძიების ძალიან მაღალი სტანდარტი. ამიტომ, ყველამ კეთილი უნდა ინებოს და დაიცადოს, ვიდრე სამართლებრივი პროცედურებით დადგინდება სიმართლე ყველა საქმესთან დაკავშირებით. სათანადო ვადებში გაკეთდება ყველაფერი. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ - სადაც არის ძალადობა, გქონდეთ შესაბამისი რეაქცია, ნუ იმოქმედებთ ორმაგი სტანდარტით და დაელოდეთ სამართლის აღსრულებას ყველა მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერმა. მთავრობის მეთაურის თქმით, გამოძიება არის დაწყებული მთელ რიგ საქმეებზე, თუმცა დაკავებას თავისი საფუძვლები სჭირდება. „რაც შეეხება დაკავებას, დაკავებას სჭირდება თავისი საფუძვლები და როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში დაკავების საფუძველი არ არსებობდა. გამოძიებას აქვს თავისი პროცედურები, ვადები და დაელოდეთ. ყველაფერი ხდება სამართლებრივი პროცედურების შესბამისად. ერთადერთი, რასაც მოგიწოდებდით, არის ის, რომ ორივე მიმართულებით გქონდეთ თანაბარი რეაგირება ძალადობაზე. ერთი მხრივ გმირად გყავთ გამოცხადებული ადამიანი, რომელიც ცოცხლად წვავდა პოლიციელს და მეორე მხრივ, თმის მოქაჩვაზე გაქვთ ამხელა რეაქცია. შეიძლება, იყო უფრო მძიმე ინციდენტებიც, მაგრამ ერთ მხარეს როცა არის პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობა და ამას იწონებთ და მეორე მხარეს ათჯერ მცირე ხარისხის ინციდენტებზე გაქვთ ასეთი რეაგირება, ეს ნიშნავს იმას, რომ ხართ უკიდურესად მიკერძოებული“, - მიმართა პრემიერმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტს.   https://ghn.ge/news/312209-erti-mkhriv-gmirad-gqavt-gamotskhadebuli-adamiani-romelits-tsotskhlad-tsvavda-politsiels-da-meore-mkhriv-tmis-mokachvaze-gakvt-amkhela-reaktsia-premieri-tv-pirvels ერთი მხრივ გმირად გყავთ გამოცხადებული ადამიანი, რომელიც ცოცხლად წვავდა პოლიციელს და მეორე მხრივ, თმის მოქაჩვაზე გაქვთ ამხელა რეაქცია - პრემიერი „ტვ პირველს“ პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/780714918.jpg 2024-05-13 312209 პარლამენტი იმოქმედებს მოსახლეობის უმრავლესობის რაციონალური ნების შესაბამისად და მესამე მოსმენით მიიღებს კანონს, რომელიც გარედან თავსმოხვეული ე.წ. პოლარიზაციის დასრულებაში უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს - პრემიერი ხვალ საქართველოს პარლამენტი იმოქმედებს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის რაციონალური ნების შესაბამისად და მესამე მოსმენით მიიღებს კანონს, რომელიც გარედან თავსმოხვეული ე.წ. პოლარიზაციის დასრულებაში უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა პრემიერის თქმით, არ შეიძლება, ქვეყანა მუდმივად ცხოვრობდეს გარედან თავსმოხვეული და უცხოური წყაროებიდან დაფინანსებული ე.წ. პოლარიზაციისა და რადიკალიზმის რეჟიმში. „მინდა კმაყოფილება გამოვხატო იმ ფაქტით, რომ გუშინ და დღეს მომიტინგეების მხრიდან ძალადობის ხარისხი იყო მნიშვნელოვნად შემცირებული იმ ძალადობასთან შედარებით, რომელიც მათი მხრიდან ორი და ოთხი კვირის წინ ვიხილეთ. ვფიქრობ, ამაში თავისი როლი ჩვენმა გუშინდელმა ბრიფინგებმა, გაფრთხილებებმა და მოწოდებებმა შეასრულა. შესაბამისად, მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, ძალადობისგან და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისგან თავი შეიკავონ. მადლობა მინდა გადავუხადო სამართალდამცველებს, მომიტინგეების ძალადობისა და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების მიმართ არსებითად ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით რეაგირებისათვის. დღესაც დაფიქსირდა რამდენიმე ინცინდენტი, რომელიც მართალია, სრულ შესატყვისობაში იყო ძალადობაზე რეაგირების ამერიკულ და ევროპულ სტანდარტებთან, თუმცა არ შეესატყვისებოდა იმ სტანდარტებს, რომელიც საქართველოში 2012 წლის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ დაამკვიდრა. იმედი მაქვს, რომ მომავალში ამგვარი ცალკეული ინცინდენტებიც იქნება თავიდან აცილებული“, - განაცხადა პრემიერმა. https://ghn.ge/news/312208-parlamenti-imokmedebs-mosakhleobis-umravlesobis-ratsionaluri-nebis-shesabamisad-da-mesame-mosmenit-miighebs-kanons-romelits-garedan-tavsmokhveuli-ets-polarizatsiis-dasrulebashi-umnishvnelovanes-tsvlils-sheitans-premieri პარლამენტი იმოქმედებს მოსახლეობის უმრავლესობის რაციონალური ნების შესაბამისად და მესამე მოსმენით მიიღებს კანონს, რომელიც გარედან თავსმოხვეული ე.წ. პოლარიზაციის დასრულებაში უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს - პრემიერი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1390642043.jpg 2024-05-13 312208 ხვალ მესამე მოსმენით მიიღება ეს კანონი და ვერავითარი არსებითი ცვლილება ვერ იქნება შეტანილი - ირაკლი კობახიძე ხვალ მესამე მოსმენით მიიღება ეს კანონი და ვერავითარი არსებითი ცვლილება ვერ იქნება შეტანილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ცვლილებები ჩვენი მხრიდან ბუნებრივია ვერ დაიგეგმება, გამომდინარე იქიდან, რომ ხვალ მესამე მოსმენით მიიღება უკვე ეს კანონი და მესამე მოსმენის ფარგლებში ვერავითარი არსებითი ცვლილება ვერ იქნება შეტანილი. თუმცა ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ მზად ვართ, ღია ვართ დისკუსიისთვის ვეტოს ფარგლებში. მართალია, გუშინ გააკეთა არაკონსტრუქციული განცხადება სალომე ზურაბიშვილმა, თუმცა მე მას მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო, იმოქმედოს ისე, როგორც აქამდე მოქმედებდა. თქვენ ყველამ იცით, რომ სალომე ზურაბიშვილი თვითონ არასოდეს წერდა საკუთარ ვეტოს კანონპროექტებს, მას უწერდნენ ან NGO-ები, ან გარედან უწერდნენ, აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ ეს ბერკეტი, ინსტრუმენტი გამოყენებული იყოს ახლაც და თუ ამის შესაძლებლობას არ მისცემს არც ხელისუფლებას, არც საერთაშორისო პარტნიორებს სალომე ზურაბიშვილი, ეს იქნება ბუნებრივია მისი პასუხისმგებლობა. არის ორი კვირა 14 მაისიდან 28 მაისამდე, ამ ორი კვირის განმავლობაში შესაძლებელია პოზიციების შეჯერება და შემდეგ ამ პოზიციების ასახვა ვეტოს კანონპროექტში, თუმცა არ ვიცი, თუ სალომე ზურაბიშვილს ექნება დესტრუქციული პოზიცია, რაც გუშინ უკვე დააფიქსირა, ამ შემთხვევაში გართულდება ეს პროცესი. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ მზაობას და ღიაობას დისკუსიისთვის,“- განაცხადა პრემიერმა. https://ghn.ge/news/312207-khval-mesame-mosmenit-miigheba-es-kanoni-da-veravitari-arsebiti-tsvlileba-ver-ikneba-shetanili-irakli-kobakhidze ხვალ მესამე მოსმენით მიიღება ეს კანონი და ვერავითარი არსებითი ცვლილება ვერ იქნება შეტანილი - ირაკლი კობახიძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1734442069.jpg 2024-05-13 312207 სანქციების თემა არის აბსოლუტურად არასერიოზული, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ დღესაც მოქმედებს დე-ფაქტო სანქციები - პრემიერი რაც შეეხება სანქციების თემას, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ დღესაც მოქმედებს დე-ფაქტო სანქციები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. მისივე თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტში ცვლილებები ვერ დაიგეგმება, ვინაიდან ხვალ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღება, თუმცა მმართველი გუნდი მზად არის ვეტოს ფარგლებში დისკუსიისთვის. „ცვლილებები ჩვენი მხრიდან ბუნებრივია ვერ დაიგეგმება, გამომდინარე იქიდან, რომ ხვალ მესამე მოსმენით მიიღება უკვე ეს კანონი და მესამე მოსმენის ფარგლებში ვერავითარი არსებითი ცვლილება ვერ იქნება შეტანილი. თუმცა ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ მზად ვართ, ღია ვართ დისკუსიისთვის ვეტოს ფარგლებში. მართალია, გუშინ გააკეთა არაკონსტრუქციული განცხადება სალომე ზურაბიშვილმა, თუმცა მე მას მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო, იმოქმედოს ისე, როგორც აქამდე მოქმედებდა. თქვენ ყველამ იცით, რომ სალომე ზურაბიშვილი თვითონ არასოდეს წერდა საკუთარ ვეტოს კანონპროექტებს, მას უწერდნენ ან NGO-ები, ან გარედან უწერდნენ, აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ ეს ბერკეტი, ინსტრუმენტი გამოყენებული იყოს ახლაც და თუ ამის შესაძლებლობას არ მისცემს არც ხელისუფლებას, არც საერთაშორისო პარტნიორებს სალომე ზურაბიშვილი, ეს იქნება ბუნებრივია მისი პასუხისმგებლობა. არის ორი კვირა 14 მაისიდან 28 მაისამდე, ამ ორი კვირის განმავლობაში შესაძლებელია პოზიციების შეჯერება და შემდეგ ამ პოზიციების ასახვა ვეტოს კანონპროექტში, თუმცა არ ვიცი, თუ სალომე ზურაბიშვილს ექნება დესტრუქციული პოზიცია, რაც გუშინ უკვე დააფიქსირა, ამ შემთხვევაში გართულდება ეს პროცესი. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ მზაობას და ღიაობას დისკუსიისთვის,“- განაცხადა პრემიერმა. https://ghn.ge/news/312206-sanktsiebis-tema-aris-absoluturad-araseriozuli-mit-umetes-imis-gatvalistsinebit-rom-bidzina-ivanishvilis-mimart-dghesats-mokmedebs-de-fakto-sanktsiebi-premieri სანქციების თემა არის აბსოლუტურად არასერიოზული, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ დღესაც მოქმედებს დე-ფაქტო სანქციები - პრემიერი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1042124859.jpg 2024-05-13 312206 დიდი იმედი მაქვს, რომ სამომავლოდ ვითარება თვისებრივად შეიცვლება და მაქსიმალურად გათავისუფლდება, როგორც აშშ, ისე ევროკავშირი გლობალური ომის პარტიის გავლენებისგან - ირაკლი კობახიძე დიდი იმედი მაქვს, რომ სამომავლოდ ვითარება თვისებრივად შეიცვლება და მაქსიმალურად გათავისუფლდება, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, ისე ევროკავშირი გლობალური ომის პარტიის გავლენებისგან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც გლობალური ომის პარტიის ინტერესებს შეეხებოდა.  როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გლობალური ომის პარტიას აქვს გადამწყვეტი, კრიტიკული გავლენა ოფიციალურ სტრუქტურებზე, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროკავშირში.  „რამდენიმე დღის წინ მე ვთქვი, რომ გამიჭირდება ამ სუბიექტების დაკონკრეტება, რა თქმა უნდა, დღესაც ვერ შევცვლი პოზიციას, გამომდინარე იქიდან, რომ ამ სუბიექტების დაკონკრეტებამ შეიძლება, უარყოფითი გავლენა იქონიოს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებზე. მე დავაკონკრეტე ასევე რომ აქ არ ვგულისხმობ ევროკავშირსა და აშშ-ს, პირიქით, ევროკავშირი არის სწორედ მთავარი მსხვერპლი, თუმცა აქვე ვიტყვით იმასაც, რომ გლობალური ომის პარტიას აქვს გადამწყვეტი, ასე ვთქვათ, კრიტიკული გავლენა ოფიციალურ სტრუქტურებზე, როგორც აშშ-ში, ასევე ევროკავშირში, რაც არის სამწუხარო მოვლენა. განსაკუთრებით ადვილია ევროკავშირის ოფიციალურ სტრუქტურებზე გავლენის მოპოვება, გამომდინარე იქიდან, რომ ევროკავშირში გადაწყვეტილებები არსებითად მიიღება სრული კონსენსუსით 27 ქვეყნის მიერ, შესაბამისად, იქ საკმარისია გლობალურმა ომის პარტიამ გავლენა მოახდინოს თუნდაც ერთ ქვეყანაზე და უკვე ის განაპირობებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც შედის მის ინტერესებში.  კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დაკონკრეტება გამიჭირდება, თუმცა გავლენების მასშტაბი არის ძალიან დიდი და ვიტყვი, რომ ოფიციალურ სტრუქტურებზე აქვთ სერიოზული გავლენა როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით, ანუ საუბარია აშშ-სა და ევროკავშირზე, რაც არის სამწუხარო მოვლენა. მე მაქვს დიდი იმედი, რომ სამომავლოდ ეს ვითარება თვისებრივად შეიცვლება და მაქსიმალურად გათავისუფლდება, როგორც აშშ, ისე ევროკავშირი გლობალური ომის პარტიის გავლენებისგან“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. https://ghn.ge/news/312205-didi-imedi-makvs-rom-samomavlod-vitareba-tvisebrivad-sheitsvleba-da-maksimalurad-gatavisufldeba-rogorts-ashsh-ise-evrokavshiri-globaluri-omis-partiis-gavlenebisgan-irakli-kobakhidze დიდი იმედი მაქვს, რომ სამომავლოდ ვითარება თვისებრივად შეიცვლება და მაქსიმალურად გათავისუფლდება, როგორც აშშ, ისე ევროკავშირი გლობალური ომის პარტიის გავლენებისგან - ირაკლი კობახიძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/368915716.jpg 2024-05-13 312205 ჩვენ არც ერთ მხარეს არ ვიწონებთ ძალადობას და ყველა მიმართულებით აუცილებელია ძალადობაზე სათანადო სამართლებრივი რეაგირება - ირაკლი კობახიძე საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტი არ არის, რა არის სამართალდარღვევა და რა - არა; სამართლებრივი სტანდარტების შესაბამისად მიიღება ყველა გადაწყვეტილება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ხელისუფლებას, ოპონენტებისგან განსხვავებით, აქვს ერთმაგი სტანდარტი და ძალადობას ყველა მხარეს. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ სამწუხაროა ინციდენტები, რომელიც ხდება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ინციდენტებიც კი შეესატყვისება ამერიკულ და ევროპულ სტანდარტებს. „შემიძლია, გაჩვენოთ ვიდეოები, რა ხდება ნიუ-იორკში, როტერდამში, ბერლინში, ან პარიზში. ამერიკული სტანდარტი არის ამაზე დაბალი, ჩვენ გვინდა ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტი. მე არ მომწონს ეს სტანდარტი, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანაში 2012 წლიდან დაამკვიდრა ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტი. ამიტომ, ძალიან არ მომწონს ეს ინციდენტები და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, მაქსიმალური მოთმინებით შეხვდნენ ნებისმიერ პროვოკაციას. მე ეს არ მომწონს, მიუხედავად იმისა, რომ შესატყვისობაშია ამერიკულ და ევროპულ სტანდარტებთან. სადაც იქნება სამართალდარღვევა, აუცილებლად იქნება შესაბამისი რეაგირებაც“, - განაცხადა პრემიერმა. ირაკლი კობახიძის თქმით, სამართალდარღვევის შეფასება მთავრობის კომპეტენცია არ არის და ამას შესაბამისი სტრუქტურები დაადგენენ. „საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტი არ არის, რა არის სამართალდარღვევა და რა - არა. სამართლებრივი სტანდარტების შესაბამისად მიიღება ყველა გადაწყვეტილება. ყველა მიმართულებით ჩვენ გვაქვს ჩვენი ოპონენტებისგან განსხვავებით ერთმაგი სტანდარტი და არა ორმაგი სტანდარტი. სადაც არის სამართალდარღვევა, ყველგან უნდა იყოს რეაგირება. ჩვენი ოპონენტებისგან განსხვავებით, რომლებიც ვერ ხედავენ ძალადობას, ან იწონებენ ძალადობას ერთ მხარეს, ჩვენ არც ერთ მხარეს არ ვიწონებთ ძალადობას და ყველა მიმართულებით აუცილებელია ძალადობაზე სათანადო სამართლებრივი რეაგირება“, - აღნიშნა პრემიერმა. https://ghn.ge/news/312204-chven-arts-ert-mkhares-ar-vitsonebt-dzaladobas-da-qvela-mimartulebit-autsilebelia-dzaladobaze-satanado-samartlebrivi-reagireba-irakli-kobakhidze ჩვენ არც ერთ მხარეს არ ვიწონებთ ძალადობას და ყველა მიმართულებით აუცილებელია ძალადობაზე სათანადო სამართლებრივი რეაგირება - ირაკლი კობახიძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1186418247.jpeg 2024-05-13 312204 ოცნების მომხრეებო, ხო ამ ძალადობის გამო შეცვალეთ ნაცები? სად დგახართ ახლა? - ნათია მეზვრიშვილი ოცნების მომხრეებო, ხო ამ ძალადობის გამო შეცვალეთ ნაცები? სად დგახართ ახლა? - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნათია მეზვრიშვილი წერს და აზიარებს კადრებს, რომელშიც ჩანს, თუ როგორ უსწორდებიან ფიზიკურად სპეცრაზმელები საპროტესტო აქციის მონაწილეს. „ოცნების მომხრეებო: 26 მაისს ზუსტად ასე ცემდნენ ხალხს. მაგ საქმეზე (ვანო მერაბიშვილის) როგორც პროკურორი გამოვდიოდი. უამრავი ვიდეო მაქვს ნანახი, რუსთაველის კინოთეატრში ხალხი იატაკზე როგორ ეყარა და სპეცნაზი ფეხებით დადიოდა. მაშინაც სამაგალითო დასჯა იყო მიზანი და ახლაც. ხო ამ ძალადობის გამო შეცვალეთ ნაცები? სად დგახართ ახლა? სადაა მორალი და სამართლიანობა? გამოფხიზლდით!“ - წერს ნათია მეზვრიშვილი. https://www.facebook.com/natia.mezvrishvili.9/videos/1144894216552165/   https://ghn.ge/news/312203-otsnebis-momkhreebo-kho-am-dzaladobis-gamo-shetsvalet-natsebi-sad-dgakhart-akhla-natia-mezvrishvili ოცნების მომხრეებო, ხო ამ ძალადობის გამო შეცვალეთ ნაცები? სად დგახართ ახლა? - ნათია მეზვრიშვილი კომენტარი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/852702952.jpg 2024-05-13 312203 ბიძინა ივანიშვილი სანქციების შიშის გამო უარს არ იტყვის საქართველოს ინტერესების დაცვაზე - ირაკლი ქადაგიშვილი ქართველმა ხალხმა კარგად დაინახა, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის ის პიროვნება, რომელიც ამა თუ იმ მუქარის, სანქციების შიშის გამო უარს იტყვის საქართველოზე, საქართველოს ინტერესების, სუვერენიტეტის დაცვაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. ქადაგიშვილი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორი ჯიმ ო’ბრაიენი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების პაკეტის წარდგენას გეგმავს, რის გამოც მმართველი გუნდი „გამჭვირვალობის კანონპროექტს“ შეარბილებს. ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ორი წელია, ბიძინა ივანიშვილი არაფორმალურად სანქცირებულია და მას საქართველოს ინტერესებისთვის არასდროს უღალატია. „ბიძინა ივანიშვილის მთავარი გზავნილი ყოველთვის იყო ერთი რამ – საქართველო არის სახელმწიფო და ამ სახელმწიფოსთან დაკავშირებით ყველას შესაბამისი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს. ასე რომ, სანქციებით ბიძინა ივანიშვილთან საუბარი არასდროს არის ეფექტური. ფაქტობრივად, ორი წლის განმავლობაში იგი არაფორმალური სანქციების ქვეშ ისედაც იმყოფება და თავისი ქვეყნის ინტერესებისთვის ერთხელ არ უღალატია“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა. https://ghn.ge/news/312202-bidzina-ivanishvili-sanktsiebis-shishis-gamo-uars-ar-itqvis-sakartvelos-interesebis-datsvaze-irakli-kadagishvili ბიძინა ივანიშვილი სანქციების შიშის გამო უარს არ იტყვის საქართველოს ინტერესების დაცვაზე - ირაკლი ქადაგიშვილი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/30209732.jpg 2024-05-13 312202 დღეს, 20:00 საათზე ირაკლი კობახიძის ბრიფინგი გაიმართება დღეს, 13 მაისს, 20:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბრიფინგი გაიმართება. https://ghn.ge/news/312201-dghes-2000-saatze-irakli-kobakhidzis-brifingi-gaimarteba დღეს, 20:00 საათზე ირაკლი კობახიძის ბრიფინგი გაიმართება პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1787402527.jpg 2024-05-13 312201 წარმოუდგენლად მძიმეა იმის ყურება, რასაც აკეთებს ხელისუფლების დაკარგვის შიშით, გავეშებული ივანიშვილი - ლევან ხაბეიშვილი წარმოუდგენლად მძიმეა იმის ყურება, რასაც აკეთებს ხელისუფლების დაკარგვის შიშით, გავეშებული ივანიშვილი,  - ამის შესახებ  ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, განსაკუთრებით დავალებათა დეპარტამენტის ყველა თანამშრომელი ეჭვმიტანილია სისხლის სამართლებრივ დანაშაულში და მათ მოუწევთ პასუხის გება. „წარმოუდგენლად მძიმეა იმის ყურება, რასაც გავეშებული ხელისუფლების დაკარგვის შიშით აკეთებს ივანიშვილის პარტია და ივანიშვილი. უმძიმესია ის კადრები, რაც საქართველოს მოქალაქეებმა ნახეს და ხარებას, გომელაურის, ივანიშვილის ზონდერები როგორ უსწორდებიან საქართველოს მოქალაქეებს. ძალიან მძიმე კი არა, ეს არის ზღვარსგადასული, წარმოუდგენელია, შეუძლებელია, ამას ოკუპანტი რუსი არ უკეთებს ქართველს და ქართველი ქართველს წაქცეულზე 10-15-20 ადამიანი უსწორდება. ეს არის კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაული, რომელსაც სჩადიან კონკრეტული ადამიანები. შეუძლებელია ამათ დაუძახო ქართველები, უყურეთ ამ კადრებს, შეხედეთ რა სჩადიან ისინი. გავიმეორებ, არაფერი ამაზე მეტი არ გაუკეთებია ოკუპანტსაც და ამაზე მძიმედ არ მოქცევია საქართველოს მოქალაქეს. ცემაში კლავთ ადამიანებს, თან 15-20. როგორ შეგიძლიათ, რის გამო უსწორდებით ამ ხალხს ფიზიკურად? მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მიიღონ რუსული კანონი, რომ უარი თქვან ევროკავშირზე. მივმართავ თითოეულ ფაქტობრივად „ომონის“ წარმომადგენელს, ესენი არ არიან პოლიციელები, სამართალდამცავები, ისინი არიან დამნაშავეები. კოლექტიური ივანიშვილი, გომელაური, ხარაზიშვილი და ყველა, ვინც ასრულებთ ამ უკანონო დავალებებს, ჯერ არ ოჯახიდან არ გამოდიხართ? შვილები არ გყავთ? ოჯახის წევრები არ გყავთ? ან ამ კადრებს რომ უყურებთ არ გრცხვენიათ? ან მეგობარი, ან ნათესავი არ გყავთ? უნდა გესმოდეთ, რომ ხელისუფლება დამთავრებულია, ივანიშვილის ხელისუფლება აღარ არსებობს მეგობრებო, ძალიან მალე საქართველოს ეყოლება ქართველი ხალხის ნებით არჩეული კოალიციური მთავრობა, ამაში ეჭვი არ ეპარება არავის. შეწყვიტეთ ადამიანების წამება, ცემა და არაადამიანური მოპყრობა. განსაკუთრებით დავალებათა დეპარტამენტის ყველა თანამშრომელი ეჭვმიტანილია სისხლის სამართლებრივ დანაშაულში დაწყებული ხარაზიშვილით. თქვენ ასრულებთ უკანონო დავალებას, ნუ აკეთებთ მას, თორემ მოგიწევთ პასუხისგება ადამიანების ცემაზე, წამებაზე, არაადამიანურ მოპყრობაზე და მინდა ასევე მოვუწოდო საქართველოს მოქალაქეებს, არ გაჩერდეთ სახლში და ყველამ დავიცვათ ჩვენი ახალგაზრდები. მეც, როგორც რიგითი მოქალაქე და საქართველოს ევროპული მომავლისთვის მებრძოლი, ისე ვარ ამ აქციაზე და ვიქნები ყველგან, სადაც დაჭირდება საქართველოს ევროპულ მომავალს. მივმართავ ჯერ კიდევ შს მინისტრს, თქვენ ხელს აფარებთ დანაშაულს, აორგანიზებთ ახალგაზრდების, ადამიანების ცემას ქუჩები. შესაბამისად, თქვენ მოგიწევთ სისხლის სამართლებრივი პასუხისგება და ასევე საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებ, რომ გამარჯვება რის ერთი ხელის გაწვდენაზე, საქართველოს მოქალაქეს არ შეშინებია არასდროს და არც თქვენი შეეშინდება. ძალიან მალე ყველანი ერთად გავიმარჯვებთ ამ ხელისუფლებზე და გავაგრძელოთ ევროკავშირისკენ სწრაფვა. სასწრაფოდ მიეცნენ კონკრეტული ადამიანები პასუხისგებაში, გდდ-ს ყველა თანამშრომელი არის ეჭვმიტანილი არაადამიანურ მოპყრობაში, წამებაში და სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში.“  - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა https://ghn.ge/news/312200-tsarmoudgenlad-mdzimea-imis-qureba-rasats-aketebs-khelisuflebis-dakargvis-shishit-gaveshebuli-ivanishvili-levan-khabeishvili წარმოუდგენლად მძიმეა იმის ყურება, რასაც აკეთებს ხელისუფლების დაკარგვის შიშით, გავეშებული ივანიშვილი - ლევან ხაბეიშვილი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1533488240.jpg 2024-05-13 312200 ბიძინა ივანიშვილი მიმართავს გუნდის წევრებს, გაითვალისწინონ მისი თხოვნა და გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით პოზიციები შერბილდეს - TV იმედი ტელეკომპანია „იმედის“ ცნობით, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ობრაიენს საქართველოში "ბიძინა ივანიშვილის სანქცირების კონკრეტული პაკეტი" ჩამოაქვს. "ვრცელდება ინფორმაცია, რომ შედგება შეხვედრა ო'ბრაიენსა და ბიძინა ივანიშვილს შორის და ამ შეხვედრაზე საუბარი შეეხება ივანიშვილის სანქციებს. ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, ამ შეხვედრის შემდეგ მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე მიმართავს გუნდის წევრებს, გაითვალისწინონ მისი თხოვნა და გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით პოზიციები შერბილდეს" - თქვა TV იმედის წამყვანმა 17:00-იანი ქრონიკის ეთერში. ინფორმაცია Imedinews.ge-ზეც განთავსდა, თუმცა, რამდენიმე წუთის შემდეგ ეს პუბლიკაცია ვებგვერდიდან აიღეს.   https://ghn.ge/news/312199-bidzina-ivanishvili-mimartavs-gundis-tsevrebs-gaitvalistsinon-misi-tkhovna-da-gamchvirvalobis-shesakheb-kanontan-dakavshirebit-pozitsiebi-sherbildes-tv-imedi ბიძინა ივანიშვილი მიმართავს გუნდის წევრებს, გაითვალისწინონ მისი თხოვნა და გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით პოზიციები შერბილდეს -  TV იმედი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/255966334.jpg 2024-05-13 312199 ვეთიშებით სასწავლო პროცესს და ვუერთდებით გაფიცვას - კონსერვატორიის სტუდენტები თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები ეთიშებიან სასწავლო პროცესს და უერთდებიან გაფიცვას გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ. კონსერვატორიის სტუდენტების განცხადებით, ისინი მხარს უჭერენ იმ ადამიანებს, რომლებიც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ძალადობრივი რეჟიმის მსხვერპლნი გახდნენ. "ჩვენ, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები, პროფესორები და თანამშრომლები კატეგორიულად ვგმობთ საქართველოს მთავრობის მიერ არჩეულ ანტიკონსტიტუციურ, ანტიდასავლურ გზას. წინააღმდეგობას ვუცხადებთ პარლამენტის უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ და მხარს ვუჭერთ იმ ადამიანებს, რომლებიც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ხელისუფლების ძალადობრივი რეჟიმის მსხვერპლნი გახდნენ. არასდროს შევეგუებით მჩაგვრელ, ღირსებისშემლახველ სისტემას, რომელსაც დღეს საქართველოს მთავრობა და ძალოვანი სტრუქტურები საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებენ. ამის გათვალისწინებით, კონსერვატორიის სტუდენტები ვეთიშებით სასწავლო პროცესს და ვუერთდებით გაფიცვას. მოგმართავთ აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს - შემოგვიერთდით ამ ბრძოლაში. არა რუსულ რეჟიმს!" - აღნიშნულია განცხადებაში. https://ghn.ge/news/312196-vetishebit-sastsavlo-protsess-da-vuertdebit-gafitsvas-konservatoriis-studentebi ვეთიშებით სასწავლო პროცესს და ვუერთდებით გაფიცვას - კონსერვატორიის სტუდენტები საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1887043614.jpg 2024-05-13 312196 არც ერთი კანონი ასეთ დაპირისპირებად არ ღირს - ივლიანე ხაინდრავამ მინისტრის მრჩევლის პოსტი დატოვა ივლიანე ხაინდრავამ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩევლის პოსტი დატოვა. ხაინდრავამ აღნიშნული ინფორმაცია ინფორმაცია გამოცემა „ტაბულას“ დაუდასტურა. "[ეს ეხება] არამხოლოდ კანონს, არამედ ყოველივე იმას, რამაც ეს კანონი გამოიწვია. ჩემი აზრით, არც ერთი კანონი არ ღირს იმად, რომ ასეთი დაპირისპირება გამოიწვიოს საზოგადოებაში. მე ხანგრძლივი პრაქტიკა მაქვს და ეს არის ყველაზე ცუდი, რაც ახლა ხდება. ამიტომ, ჩემი აზრით ამის დაშვება არ შეიძლებოდა და ამასთან უთანხმოების ნიშნად დავწერე განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ". - გვითხრა ივლიანე ხაინდრავამ. 13 მაისს, მშვიდობიანი საპროტესტო ღამისთევის დარბევის შემდეგ და პროტესტის ფონზე იურიდიულმა კომიტეტმა რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღებას 1 წუთში დაუჭირა მხარი. ანრი ოხანაშვილის თქმით, პარლამენტის პლენარული სხდომა 14 მაისს ჩატარდება, სადაც რუსულ კანონს III მოსმენით მიიღებენ.  https://ghn.ge/news/312195-arts-erti-kanoni-aset-dapirispirebad-ar-ghirs-ivliane-khaindravam-ministris-mrchevlis-posti-datova არც ერთი კანონი ასეთ დაპირისპირებად არ ღირს - ივლიანე ხაინდრავამ მინისტრის მრჩევლის პოსტი დატოვა პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/909180195.jpg 2024-05-13 312195 საპროტესტო აქციაზე ნაცემი გურამ ადამია კლინიკაში გადაიყვანეს საპროტესტო აქციაზე ნაცემი გურამ ადამია კლინიკაში გადაიყვანეს. პარლამენტთან დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, ამიტომ ის ახლა დიღმის სამმართველოდან ღუდუშაურის კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის. ადამიას რამდენიმე სპეცრაზმელი ფიზიკურად გაუსწორდა. მას მძიმე დაზიანებები აქვს მიყენებული.  ადამია მანამდე მოინახულა ადვოკატმა. "გურამ ადამიას გაუსწორდნენ სასტიკად, მას რამდენიმე ადამიანი უსწორდებოდა ფიზიკურად როდესაც ის იყო წაქცეული, ვერც კი იხედებოდა იმდენი ადამიანი ურტყამდა, ზოგი სახის არეში, ზოგი ტანის არეში ფეხებს. რა არის მნიშვნელოვანი, როდესაც იზოლატორში მოიყვანეს, მას აღენიშნებოდა ეს დაზიანებები, იზოლატორმა მიიღო და საავადმყოფოში არ გადაიყვანეს. როდესაც აქტიურად ჩავერიეთ ადვოკატები, როდესაც მოვთხოვეთ სამედიცინო პერსონალს, მაშინაც არ უნდოდათ გადაყვანა, აქტიური მოთხოვნის შემდეგ, როდესაც მივუთითეთ სხვადასხვა კანონზე, გამოიძახეს სასწრაფო და ამ ეტაპისთვის მოხდება ადამიას საავადმყოფოში გადაყვანა", - განუცხადა ადოკატმა ჟურნალისტებს.   https://ghn.ge/news/312197-saprotesto-aktsiaze-natsemi-guram-adamia-klinikashi-gadaiqvanes საპროტესტო აქციაზე ნაცემი გურამ ადამია კლინიკაში გადაიყვანეს სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1269085888.png 2024-05-13 312197 პრეზიდენტის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მთავარი პროკურორის საერთო კანდიდატებზე უნდა შევთანხმდეთ - მიხეილ სააკაშვილი ჩვენ საერთო მყარი გეგმა გვჭირდება, პრეზიდენტის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მთავარი პროკურატურის საერთო კანდიდატებზე უნდა შევთანხმდეთ, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქპოსტში. „ჩვენ საერთო მყარი გეგმა გვჭირდება როგორც მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ისე მომავალზე. ყველა ამბიციის გვერდზე გადადება და საერთო სიაზე ფიქრი გვჭირდება. საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდება და არა – ჩვენი თანამდებობების. პრეზიდენტის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მთავარი პროკურორის საერთო კანდიდატებზე უნდა შევთანხმდეთ. ძალა ერთობაშია!“ – აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქპოსტში. https://www.facebook.com/SaakashviliMikheil/posts/pfbid0HKDz38Yqk2D4SfuA5AdmVRgA4gaV33GZswxKZfqm5YyTXYYuRvB5Ncs3ZxMScZRwl   https://ghn.ge/news/312198-prezidentis-uzenaesi-sasamartlos-tavmjdomarisa-da-mtavari-prokuroris-saerto-kandidatebze-unda-shevtankhmdet-mikheil-saakashvili პრეზიდენტის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მთავარი პროკურორის საერთო კანდიდატებზე უნდა შევთანხმდეთ - მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1197017754.png 2024-05-13 312198 ახალგაზრდებს მივმართავ, რას ვაპროტესტებთ? ჩვენი კურსი არის ევროპა - კახა კალაძე თბილისის მერი კახა კალაძე კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილე ახალგაზრდებს მიმართავს და ამბობს, რომ ქვეყნის საგარეო კურსი ევროკავშირის წევრობისკენაა მიმართული და მოქმედი ხელისუფლება ამ გზიდან გადახვევას არ აპირებს. „ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გამოხატოს საკუთარი მოსაზრება, მაგრამ პარლამენტის პიკეტირება, ბლოკირება, კატეგორიულად მიუღებელია. არ არის სწორი ფორმა. მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ამ ახალგაზრდებს: უბრალოდ, გაუგებარია, რას ვაპროტესტებთ. ჩვენი კურსი და მომავალი არის ევროპა, ევროპული მომავალი. სხვა შეუძლებელია. როგორ შეიძლება, მე, ჩვენს თანაგუნდელებს გვინდოდეს რუსეთი ან რუსული მომავალი? წარსულში გვინდა დაბრუნება? წარსულში მინდა, დავაბრუნო ჩემი შვილები, ჩვენი მომავალი? არ არის ეს სწორი დამოკიდებულება. პირიქით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს. გავა დრო, მერწმუნეთ, ძალიან მალე, ყველა ის ადამიანი, ვინც დღეს აღიშნულ კანონპროექტს აპროტესტებს, დარწმუნდება, რომ ცდებოდნენ“, – აღნიშნა კახა კალაძემ. https://ghn.ge/news/312194-akhalgazrdebs-mivmartav-ras-vaprotestebt-chveni-kursi-aris-evropa-kakha-kaladze ახალგაზრდებს მივმართავ, რას ვაპროტესტებთ? ჩვენი კურსი არის ევროპა - კახა კალაძე კომენტარი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1055232672.jpeg 2024-05-13 312194 არ დაუჭიროთ მხარი კანონპროექტს - "ქალები მომავლისთვის" პარლამენტს ბიზნესასოციაცია "ქალები მომავლისთვის" განცხადებას ავრცელებს და საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, რომ უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტს მხარი არ დაუჭიროს. "ჩვენ, როგორც ბიზნესასოციაციას, საჭიროდ მიგვაჩნია დავაფიქსიროთ საკუთარი პოზიცია, რადგან ერთი მხრივ, კანონპროექტის სადავო შინაარსი და მეორე მხრივ,  მის გარშემო მიმდინარე მოვლენები საზოგადოებაში სერიოზული დაპირისპირების საგნად იქცა. ეს კიდევ უფრო აღრმავებს პოლარიზაციას ქვეყანაში და უარყოფითად მოქმედებს საქართველოს ევროკავშირის წევრობის გზაზე, რაც ქართველი ხალხის დადასტურებული სურვილი და საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული მიზანია. ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავთ, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების განცხადებებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან კანონპროექტის ამ სახით მიღებას და აფრთხილებენ საქართველოს მოსალოდნელი რისკების შესახებ. თავად ევროკავშირის ოფიციალური პირების მხრიდანაც არაერთხელ გაჟღერდა, რომ მოცემული დოკუმენტი ეწინააღმდეგება EU-ს ფუნდამენტურ პრინციპებს; შესაბამისად წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლთანაც, რომელიც კონსტიტუციურ ორგანოებს ავალდებულებს, „თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“. გარდა იმისა, რომ არსებობს კითხვები კანონპროექტის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე, ასევე საჭიროა, გაკეთდეს მკაფიო განმარტებები, რა მიზანი აქვს უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონპროექტს? ინიციატორების განცხადებით, ახალი რეგულაციის დანიშნულება უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების საქმიანობისა და ფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა. აღნიშნული აჩენს დამატებით კითხვებს, რამდენადაც, ერთი მხრივ, სახელმწიფოს აქვს წვდომა არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებისა და მათი ხარჯების შესახებ: საბანკო ანგარიშებისა და ოფიციალური დეკლარაციების საფუძველზე; მეორე მხრივ, საქართველოს უკვე აქვს კანონი ლობიზმთან დაკავშირებით, რომელიც უკვე არეგულირებს ლობისტურ ქმედებებს, ხოლო “სისხლის სამართლის კოდექსი” და საქართველოს სხვა სამართლებრივი დოკუმენტები არეგულირებენ ჯაშუშობის საკითხს. ყველაფერთან ერთად, სამთავრობო უწყებების ინიციატივით, შექმნილია ოფიციალური საიტი, საგარეო დახმარების ინფორმაციული მართვის სისტემა, eAIMS, რომელიც წარმოადგენს საგარეო დახმარების შესახებ ინფორმაციის შეგროვების, ანალიზისა და ანგარიშგების ინსტრუმენტს. ვებგვერდი შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს მოიპოვოს ინფორმაცია ყველა დონორის, დაფინანსების ტიპის, პროექტის და თემატური მიმართულების შესახებ. დღეს არსებობს ლეგიტიმური კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ კანონპროქტი დააზიანებს დემოკრატიულ პროცესებს და ხელს შეუწყობს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების დისკრედიტაციას მათთვის “აგენტის” სტატუსის მინიჭებით; აღნიშნული დამაზიანებელი იქნება დემოკრატიული პროცესებისთვის. ამას კი თავის მხრივ უარყოფითი გავლენა ექნება საქართველოში უცხოური ინვესტიციების შემოდინებაზე და მთლიანობაში ქვეყნის ეკონომიკაზე. არსებული და პოტენციური რისკების გათვალისწინებით, ბიზნესფედერაცია “ქალები მომავლისთვის” მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, არ დაუჭიროს მხარი უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონპროექტს," - ნათქვამია განცხადებაში. https://ghn.ge/news/312192-ar-dauchirot-mkhari-kanonproekts-kalebi-momavlistvis-parlaments არ დაუჭიროთ მხარი კანონპროექტს - "ქალები მომავლისთვის" პარლამენტს პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/673694103.jpeg 2024-05-13 312192 საქართველოს ევროპელ მეგობრებს აქვთ იგივე გზავნილი, რაც გვესმის თბილისის ქუჩებში, მოუწოდებენ ივანიშვილს, გაიწვიოს რუსული კანონი - თინა ბოკუჩავა საქართველოს ევროპელ მეგობრებს აქვთ იგივე გზავნილი, რაც გვესმის თბილისის ქუჩებში უკვე რამდენიმე კვირაა, ისინი მოუწოდებენ ივანიშვილს, გაიწვიოს რუსული კანონი, რომელიც უხერგავს გზას ჩვენს ქვეყანას ევროპისკენ, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქციის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. „საქართველოს ევროპელ მეგობრებს აქვთ ძალიან კონკრეტული გზავნილი, იგივე გზავნილი, რაც გვესმის თბილისის ქუჩებში უკვე რამდენიმე კვირაა. ისინი მოუწოდებენ ივანიშვილს, გაიწვიოს რუსული კანონი, რომელიც უხერგავს გზას ჩვენს ქვეყანას ევროპისკენ. ისინი ღიად ამბობენ, რომ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში შეუძლებელია, საქართველომ გახსნას მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე და გამოდის, რომ კანდიდატის სტატუსი, რომელიც უდიდესი მონაპოვარია, ქართველი ხალხის დამსახურებაა, გამოუყენებელი დარჩება, რადგან ჩვენ ამ სტატუსს ვერ გამოვიყენებთ მოლაპარაკებების დასაწყებად“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ. საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესა და ფინეთის პარლამენტის წევრს შეხვდნენ. https://ghn.ge/news/312191-sakartvelos-evropel-megobrebs-akvt-igive-gzavnili-rats-gvesmis-tbilisis-kuchebshi-moutsodeben-ivanishvils-gaitsvios-rusuli-kanoni-tina-bokuchava საქართველოს ევროპელ მეგობრებს აქვთ იგივე გზავნილი, რაც გვესმის თბილისის ქუჩებში, მოუწოდებენ ივანიშვილს, გაიწვიოს რუსული კანონი - თინა ბოკუჩავა კომენტარი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/51397526.jpg 2024-05-13 312191 სანქციები ივანიშვილის, კობახიძის, პაპუაშვილის და სხვათა მიმართ - ევროპარლამენტარები ბორელს ევროპარლამენტის წევრები, ტის როიტენი, ვიოლა ფონ კრამონი, პეტრას აუსტრევიჩუსი და მირიამ ლექსმანი საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჟოზეპ ბორელს მიმართავენ და მოუწოდებენ, მოახდინოს ევროკავშირის საპასუხო რეაგირების მომზადება თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. "დღეს დილით, საქართველოში განვითარებული მოვლენების ფონზე, რაც გულისხმობს უცხოელი აგენტების კანონის სწრაფად და საბოლოოდ მიღებას, პრო-ევროპული და თავისუფალი ქართველი ხალხის მხარდასაჭერად გვსურს დაგისვათ რამდენიმე შეკითხვა: 27 მაისის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის წინ, გეგმავს თუ არა ჟოზეპ ბორელი ივანიშვილის, კობახიძის და პაპუაშვილის მიმართ მიზნობრივი სანქციების დაწესებას, ისევე როგორც ყველა იმ დეპუტატის, ვინც ხმა მისცა უცხოური გამჭვირვალობის კანონს და მხარს დაუჭერს პოტენციური ვეტოს დაძლევას? საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მისცემენ თუ არა ინსტრუქციას ევროპის საგარეო საქმეთა სამსახურს და სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალურ დირექტორატს, რომ შეწყვიტოს ნებისმიერი მაღალი დონის კონტაქტი საქართველოს მთავრობასთან, რომლის მიზანიც არ არის ამ კანონის გაწვევა. გეგმავთ თუ არა თავი შეიკავოთ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნისგან, ვიდრე ეს კანონი იმოქმედებს? კანონის მიღების შემდეგ, გეგმავს თუ არა საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საქართველოს ელჩის დაბარებას, რათა გამოხატოს ევროკავშირის მიერ კანონის დაგმობა და გააცნოს მისი განზრახვა, რომ მიიღებს ზემოთხსენებულ ზომებს და კონსულტაციებისთვის ევროკავშირის ელჩის გამოწვევასაც განიხილავს?" 🇬🇪🇪🇺 We ask HR/VP @JosepBorrellF to start preparing targeted sanctions against those in Georgia who are steering the country away from its European future.👇We will continue to support Georgia’s pro-European people. pic.twitter.com/9RKPDAF0ed — Thijs Reuten 🇪🇺🌹 (@thijsreuten) May 13, 2024   https://ghn.ge/news/312190-sanktsiebi-ivanishvilis-kobakhidzis-papuashvilis-da-skhvata-mimart-evroparlamentarebi-borels სანქციები ივანიშვილის, კობახიძის, პაპუაშვილის და სხვათა მიმართ - ევროპარლამენტარები ბორელს პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/432871537.jpg 2024-05-13 312190 ვერ ვხედავ ვერანაირ შესაძლებლობას, გაიხსნას მოლაპარაკებები ამ კანონის პირობებში - როთი ვერ ვხედავ ვერანაირ შესაძლებლობას, გაიხსნას მოლაპარაკებები ამ კანონის პირობებში - აცხადებს გერმანიის ბუნდესთაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი, რომელიც ევროპელ კოლეგებთან ერთად თბილისში ვიზიტით იმყოფება. როთი და სხვა დიპლომატები ცოტა ხნის წინ შეხვდნენ ქართველო ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს. "ჩემთვის დიდი პატივია ამ დელეგაციაში ყოფნა. ჩვენ ვართ საქართველოს და ქართველი ხალხის მეგობრები და დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს ადგილი არის ევროპის გულში. ამიტომ, ჩვენ გულმოდგინედ ვმუშაობთ იმისათვის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეაჩეროს ეს უცხოელი აგენტების კანონი. მე ვერ ვხედავ საქართველოს ნათელი მომავლის შანსს, თუ მთავრობა არ იტყვის უარს ამ კანონის მიღებაზე. მე მივესალმები ხალხს, რომელიც მშვიდობიან საპროტესტო აქციას ატარებს. ამ გამოწვევებით სავსე დროს თბილისი არის ევროპის ჭეშმარიტი დედაქალაქი და მე იმედი მაქვს, რომ მოგვეცემა საშუალება, ვესაუბროთ პარლამენტის, მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას. მე ვერ ვხედავ იმის შანსს, რომ საქართველოსთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გაიხსნას, თუ ეს კანონი იქნა მიღებული და გზავნილი ევროკავშირისგან არის ძალიან მკაფიო", - ამბობს როთი. https://ghn.ge/news/312189-ver-vkhedav-veranair-shesadzleblobas-gaikhsnas-molaparakebebi-am-kanonis-pirobebshi-roti ვერ ვხედავ ვერანაირ შესაძლებლობას, გაიხსნას მოლაპარაკებები ამ კანონის პირობებში - როთი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/448635172.jpg 2024-05-13 312189 გუშინდელი აქციის ორგანიზატორებმა უბრალოდ ჩაისვარეს - იაგო ხვიჩია არ ვიცი, აღიარებენ თუ არა, მაგრამ გუშინდელი აქციის ორგანიზატორებმა, უბრალოდ, ჩაისვარეს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია „ფეისბუქის“ გვერდზე წერს. როგორც ხვიჩია წერს, ხალხს პიკეტირება სთხოვეს და თავად გაიქცნენ. „ჩაისვარეს იმიტომ, რომ ხალხს პიკეტირება სთხოვეს და თავად გაიქცნენ. შეიძლება, აქციის ორგანიზატორი იყო და შენ წინ არ იდგე? შეიძლება, ხალხს დილით სთხოვდე რამე მოქმედებას და მთელი ღამე წინ და უკან სიარულით ღლიდე? მერამდენე შემთხვევაა უკვე ეს. შეიძლება, მოგება გინდოდეს და არავის არაფერზე დაელაპარაკო? შეიძლება, არანაირი გეგმა არ გქონდეს? ძალიან მაინტერესებს, ვინ აორგანიზებს მიტინგებს და ვის აჰყავს სცენაზე ეს უკიდეგანო სი…ები? მიტინგები უნდა იგეგმებოდეს საჯაროდ, ხალხს უფლება აქვს, ნახოს, როგორ და ვის მიერ მიიღება ეს სულელური გადაწყვეტილებები და იქვე გააპროტესტოს ეს. მიტინგების საჯარო დაგეგმვის დადებითი მხარე ისიცაა, რომ ხალხმა გაიცნოს თავისი გმირები, მიხვდეს, ვინაა ნორმალური და ვინ გამო…ბული. მაგიტომაც არ ხსნიან დისკუსიას, იციან, რომ ნიჭი, იდეა, გამბედაობა, რეპუტაცია არ აქვთ და იმალებიან. მოკლედ რომ ვთქვათ, სამწუხაროდ, აქციას სი…ები მართავენ და ვიდრე მაგათ არ გავაგდებთ, არაფერი საინტერესო არ მოხდება“, – წერს იაგო ხვიჩია. https://ghn.ge/news/312188-gushindeli-aktsiis-organizatorebma-ubralod-chaisvares-iago-khvichia გუშინდელი აქციის ორგანიზატორებმა უბრალოდ ჩაისვარეს - იაგო ხვიჩია კომენტარი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/884000013.jpg 2024-05-13 312188 სავიზო სააპლიკაციო ცენტრი თბილისში დროებით დაკეტილია - ბრიტანეთის საელჩო სავიზო სააპლიკაციო ცენტრი თბილისში დროებით დაკეტილია, - ინფორმაციას საქართველოში ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს. "ყურადღება! გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სავიზო სააპლიკაციო ცენტრი თბილისში, ბესიკის 4 ნომერში დროებით დაკეტილია. მეტი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ სავიზო ცენტრის ვებგვერდს - https://pos.tlscontact.com/tbs_en/?", - წერია განცხადებაში.   https://ghn.ge/news/312187-savizo-saaplikatsio-tsentri-tbilisshi-droebit-daketilia-britanetis-saelcho სავიზო სააპლიკაციო ცენტრი თბილისში დროებით დაკეტილია - ბრიტანეთის საელჩო საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/200948969.jpg 2024-05-13 312187 რას გვაშანტაჟებთ ამ სანქციებით? საერთოდ არ მაქვს არანაირი პრობლემა თუ დამასანქცირებენ - კალაძე „არავის ეშინია სანქციების. რას გვაშანტაჟებთ ამ სანქციებით? საერთოდ არ მაქვს არანაირი პრობლემა თუ დამასანქცირებენ. ჯერ რატომ უნდა დამასანქცირონ, აბსოლუტურად გაუგებარია. იმისთვის, რომ ჩემი ქვეყნის ინტერესს ვიცავ? ეს არის ევროპა და ევროპული მომავალი? ვინმეს დაჩაგვრა არის ევროპული მომავალი, როგორც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით აკეთებდნენ? ასეთი ევროპა გინდათ თქვენ? ჩემთვის ქართველი ხალხია პირველ რიგში მნიშვნელოვანი. ქართველი ხალხი არის უპირველეს ყოვლისა“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი ცხრაპუნქტიანი გეგმა ზედმიწევნით შეასრულოს, რათა ქვეყნის ევროპულ მომავალს ხელი არაფერმა შეუშალოს. „ამ ქვეყნის მომავალი არის ევროპული და აუცილებლად შევალთ იმ ოჯახში, რასაც ევროკავშირი ჰქვია. ამ გზაზე წარმოუდგენილია ცხრაპუნქტიანი გეგმა და მზად ვართ, ეს ყველაფერი შევასრულოთ. როგორც ეს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების დროს მოხდა და კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, ახლაც მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ და ევროინტეგრაციის გზას ვერავინ და არაფერმა შეუშალოს ხელი“, – განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის განცხადებით, ქვეყნის საგარეო კურსი ევროკავშირის წევრობისკენაა მიმართული და მოქმედი ხელისუფლება ამ გზიდან გადახვევას არ აპირებს. „ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გამოხატოს საკუთარი მოსაზრება, მაგრამ პარლამენტის პიკეტირება, ბლოკირება, კატეგორიულად მიუღებელია. არ არის სწორი ფორმა. მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ამ ახალგაზრდებს: უბრალოდ, გაუგებარია, რას ვაპროტესტებთ. ჩვენი კურსი და მომავალი არის ევროპა, ევროპული მომავალი. სხვა შეუძლებელია. როგორ შეიძლება, მე, ჩვენს თანაგუნდელებს გვინდოდეს რუსეთი ან რუსული მომავალი? წარსულში გვინდა დაბრუნება? წარსულში მინდა, დავაბრუნო ჩემი შვილები, ჩვენი მომავალი? არ არის ეს სწორი დამოკიდებულება. პირიქით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს. გავა დრო, მერწმუნეთ, ძალიან მალე, ყველა ის ადამიანი, ვინც დღეს აღიშნულ კანონპროექტს აპროტესტებს, დარწმუნდება, რომ ცდებოდნენ“, – აღნიშნა კახა კალაძემ. https://ghn.ge/news/312186-ras-gvashantazhebt-am-sanktsiebit-saertod-ar-makvs-aranairi-problema-tu-damasanktsireben-kaladze რას გვაშანტაჟებთ ამ სანქციებით? საერთოდ არ მაქვს არანაირი პრობლემა თუ დამასანქცირებენ - კალაძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1921378118.png 2024-05-13 312186 12 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოსთან დაკავშირებით, ბორელს ერთობლივი წერილით მიმართეს ევროკავშირის 12 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოსთან დაკავშირებით, ერთობლივი წერილით მიმართეს საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჟოზეპ ბორელს და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის. ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს. მიმართვას ხელს აწერენ ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ირლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნიდერლანდის, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები. "მოგმართავთ დიდი წუხილით საქართველოში გაუარესებულ ვითარებასთან დაკავშირებით. წლების განმავლობაში საქართველოს რეფორმების დღის წესრიგს და ევროპულ მისწრაფებას მთელი გულით ვუჭერდით მხარს. დღეს ქართველი ხალხისა და მათი ევროპული არჩევანის გვერდით ვდგავართ - ეს არის არჩევანი დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების სასარგებლოდ. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ჩანს, რომ საქართველოს მთავრობა ადგას იმ გზას, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის შესაძლებლობას ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე წინ წაიწიოს. საქართველოს პარლამენტი წინ მიიწევს ე.წ. “უცხოური გავლენის” კანონის მიღების გზაზე. იმის ფონზე, რომ ბევრი შეშფოთების სიგნალია ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების თუ საქართველოს პარტნიორების მხრიდან, უნდა მოვძებნოთ სხვა გზებიც, რათა თბილისს ჰქონდეს არაორაზროვანი გზავნილი, რომ ეს კანონმდებლობა საქართველოს ევროპულ გზაზე პროგრესთან შეუთავსებელია. ძალის გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრანტების და ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც აშუქებდნენ პროტესტს, დათრგუნვა ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლების, შეუთავსებელია დემოკრატიასთან და ევროპულ ღირებულებებთან. მთავრობის შებრუნება დემოკრატიული დასავლეთიდან საკუთარ გამოსვლაში "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემაც გააძლიერა. გიგზავნით პირდაპირ და ნათელი მესიჯს, რადგან საქართველოს ევროპული მომავლის დაცვა მნიშვნელოვანია... ამ ვითარებაში გთხოვთ უზრუნველყოთ ზეპირი განცხადება ევროკომისიის იმაზე, თუ რა გავლენა ექნება შეთავაზებულ კანონმდებლობას ცხრა ნაბიჯის შესრულებაზე. ასევე გთხოვთ ამ საკითხს მიენიჭოს პრიორიტეტი, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს კანონის საბოლოო მიღებამდე მოხდება", - წერენ ევროპელი დიპლომატები.   https://ghn.ge/news/312185-12-kveqnis-sagareo-sakmeta-ministrebma-sakartvelostan-dakavshirebit-borels-ertoblivi-tserilit-mimartes 12 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოსთან დაკავშირებით, ბორელს ერთობლივი წერილით მიმართეს პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1957041338.png 2024-05-13 312185 ერთი მილიარდერის სანქცირებამ, შესაძლოა, მთელი ერი გადაარჩინოს - Bloomberg "ერთი მილიარდერის სანქცირებამ, შესაძლოა, მთელი ერი გადაარჩინოს" - ამ სახელწოდებით გამოქვეყნდა სტატია გამოცემა Bloomberg-ზე, რომლის ავტორია ჟურნალისტი (Opinion columnist) მარკ ჩემპიონი. წარსულში ჩემპიონი The Wall Street Journal-ის სტამბოლის ბიუროს ხელმძღვანელობდა. სტატიაში ავტორი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს უკრაინაში 2013-2014 წლებში განვითარებლ მოვლენებს ადარებს. იგი ასევე წერს დასავლეთის საპასუხო რეაგირების შესახებ, რომელმაც შესაძლოა, საქართველო რუსეთის ორბიტაზე დაბრუნებისგან იხსნას. "საქართველოს ახლა თავისი "მაიდანის მომენტი" აქვს. აშშ-სა და ევროპის მისამართით ჩნდება კითხვა, თუ როგორ უპასუხონ ამას. მეორე კითხვა დგას თავად დემონსტრანტების მიმართ, უნდათ თუ არა ჰქონდეთ "იანუკოვიჩის მომენტი", სადაც ისინი ხელისუფლების დამხობას ცდილობენ? პირველ კითხვაზე პასუხი რთულია, მაგრამ მეორეზე მარტივია: არა. ისევე როგორც კიევში 2013-2014 წლებში, საქართველოს დედაქალაქ თბილისში მრავალრიცხოვანი საპროტესტო დემონსტრაციები იმართება. პროტესტის გამომწვევი მიზეზია "უცხოელი აგენტების" კანონი, რომელიც მმართველმა პარტიამ წარუდგინა პარლამეტნს, რომელსაც მხარს უჭერს მისი ლიდერი, მულტიმილიარდერი ბიძინა ივანიშვილი. რეალური პრობლემა გაცილებით ღრმაა, ეს ეხება იმას, თუ როგორი მომავალი სურთ ქართველებს, მაშინ როდესაც, მთავრობა, რომელიც აცხადებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება სურს, როგორც ჩანს მოსკოვის გზას ირჩევს", - წერს ჩემპიონი. სტატიის ავტორი ასევე წერს ბოლო დღეების განმავლობაში მუქარებზე, დაშინებაზე, ძალადობაზე და თბილისში გაჩაღებულ სიძულვილის კამპანიაზე, როდესაც ჟურნალისტების და სამოქალაქო აქტივისტების სახლებთან გააკრეს პოსტერები წარწერით "უცხოეთის აგენტები". იგი ასევე ყურადღებას ამახვილებს მთავრობის ინიციატივაზე, შექნას "არასასურველ პირთა" მონაცემთა ბაზა. "ეს არის შემზარავი რამ, რაც ცხადყოფს მთავრობის განზრახვას, გამოიყენოს უცხოური აგენტების კანონი ისე, როგორც ამას რუსეთი აკეთებს - როგორც რეპრესიის იარაღს ოქტომბრის არჩევნების წინ და არა ლობისტებისთვის გამჭვირვალობის იძულებისთვის, როგორც ეს აშშ-შია", - წერს ავტორი. მარკ ჩემპიონი წერს, რომ ქართველების დაახლოებით 80% სურს ევროკავშირში გაწევრიანება. "უცხოეთის აგენტების" შესახებ კანონპროექტი კი, როგორც ჩანს, მიიღება იმისათვის, რომ ევროკავშირის გაწევრიანების პროცესი შეფერხდეს". "კანონპროექტი ერს განადგურებით ემუქრება. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პირობა დადო, რომ კანონპროექტს ვეტოს დაადებს. მან ასევე გააფრთხილა უსაფრთხოების ძალები, არ შეასრულონ შემდგომი ბრძანებები საპროტესტო აქციების ძალისმიერი გზებით ჩახშობის შესახებ", - წერს ჩემპიონი. როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუსული ტანკები თბილისიდან 56 კილომეტრი დგანან, ძნელი წარმოსადგენია, რა შეიძლება იყოს პუტინის პასუხი თბილისში კიდევ ერთ პროდასავლურ "გადატრიალებაზე". "სჯობს ოპოზიციური პარტიები და მომიტინგეები ყველა დაბრკოლების მიუხედავად, ფოკუსირდნენ ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებაზე", - შენიშნავს ავტორი. ამასთან, ჩემპიონი კითხვას სვამს, რა უნდა მოიმოქმედოს ევროკავშირმა? "ევროკავშირი განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაშია, მას სურს მხარი დაუჭიროს მოსახლეობას, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებას ესწრაფვის, მაგრამ ამავე დროს არ უნდა მთავრობის დააჯილდოება". მარკ ჩემპიონის განცხადებით, სანქციები, რომლებიც დასავლეთისთვის მნიშვნელოვანი იარაღია, ვაშინგტონში უკვე განიხილება. "მე არ ვარ სანქციების დიდი მხარდამჭერი, ისინი როგორც წესი ნელა მოქმედი ინსტრუმენტებია და რეალური მიზნის მიღევის ნაცვლად, შესაძლოა ზიანის მომტანი აღმოჩნდეს. მაგრამ თუ აშშ-ის ხაზინა და ევროკომისია სწრაფად იმოქმედებენ, ეს შეიძლება იყოს ის იშვიათი შემთხვევა, როდესაც ერთი პირის სანქცირებამ შეცვალოს პოლიტიკა",- წერს ჩემპიონი. სტატიის ავტორის თქმით, ივანიშვილის სანქცირებამ შესაძლოა შეცვალოს პოლიტიკა, რადგან მისი მილიარდები კრიტიკული საკითხია მისთვის და "ქართული ოცნებისთვის". მაიკ ჩემპიონი სტატიაში ასევე საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ "ოფშორების კანონზე" ამახვილებს ყურადღებას. სტატიის ავტორის თქმით, ეს კანონი ივანიშვილს საშუალებას მისცემს, სანქციებისგან დაიცვას მისი ფული. "ის ასევე რისკავს, რომ თავად საქართველო გადაიქცეს მიმზიდველ ოფშორულ თავშესაფარად მდიდარი რუსი ბიზნესმენებისა და კრიმინალებისთვის", - წერს ავტორი. "ეს [სანქცირება] ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ერთი ოფიციალური პირის, რომელიც არ არის ხალხის მიერ არჩეული, აქტივების გაყინვა პირდაპირ გავლენას მოახდენს იმავე ადამიანზე, რომელიც აფინანსებს და აკონტროლებს მთავრობას. თუ ეს შეიძლება გაკეთდეს, ეს არის შესაძლებლობა, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვა". - წერს ჩემპიონი. https://ghn.ge/news/312184-erti-miliarderis-sanktsirebam-shesadzloa-mteli-eri-gadaarchinos-bloomberg ერთი მილიარდერის სანქცირებამ, შესაძლოა, მთელი ერი გადაარჩინოს - Bloomberg პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1803435831.jpg 2024-05-13 312184 სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთათვის სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიები განისაზღვრა საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეები სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიებით ისარგებლებენ. ბრძანების თანახმად, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ მოსამსახურე სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიების სახით მიიღებს ერთჯერად ფინანსურ დახმარებას 1875 ლარის ოდენობით დაქორწინების, შვილის შეძენის/შვილად აყვანის, ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური განსაკუთრებულად აფასებს სისტემაში დასაქმებულ თითოეულ თანამშრომელს და ყოველდღიურად ზრუნავს მათთვის სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად. ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. https://ghn.ge/news/312183-spetsialuri-penitentsiuri-samsakhuris-mosamsakhuretatvis-sotsialuri-datsvis-damatebiti-garantiebi-ganisazghvra სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთათვის სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიები განისაზღვრა საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1346288712.png 2024-05-13 312183 საქართველოში ჩამოდის ევროკავშირის 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ხელისუფლებამ უნდა იმსჯელოს, იმსახურებენ თუ არა შემოშვებას - "ხალხის ძალა" საქართველოში ჩამოდის ევროკავშირის წევრი ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელთა მიზანი რადიკალიზმის ზრდა და ქვეყნის შიდა საქმეებში გაუმართლებელი ჩარევაა, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ განცხადებაშია ნათქვამი. პარტიის განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა იმსჯელოს, იმსახურებენ თუ არა ეს პოლიტიკოსები ქვეყანაში შემოშვებას. „რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ჩამოდის ევროკავშირის წევრი ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი: გაბრელიუს ლანდსბერგისი (ლიეტუვა), მარგუს ცანკა (ესტონეთი), ტორდის გილფადოტრი (ისლანდია) და ბაიბა ბრაზე (ლატვია). ასევე, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ როთი, ლიეტუის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯეიმს ო’ბრაიენი. მათ მიერ ოფიციალურად გაცხადებულია, თითქოს ჩვენს ქვეყანაში მათი სტუმრობის მიზანი ქვეყნის „დასავლური კურსის“ მხარდაჭერაა, რეალურად კი ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ ეს ადამიანები ღიად უჭერენ მხარს „ნაციონალურ მოძრაობას“ და თავს ესხმიან საქართველოს ხელისუფლებას. ამის დამადასტურებელი ფაქტები მრავლად მოიძებნება. მოვიყვანთ მხოლოდ რამდენიმე მაგალითს: გაბრელიუს ლანდსბერგისი: „სააკაშვილის გაშვება საზღვარგარეთ სამკურნალოდ საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა მისთვის, მისი ოჯახისა და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის“; მაიკლ როთი: „საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან ცოტა გააკეთა იმისათვის, რომ კანდიდატის სტატუსი დაემსახურებინა“; ჯეიმს ო’ბრაიენი: „საქართველო იმ ქვეყნების რიცხვშია, რომლებიც რუსეთის სანქციებისთვის თავის არიდების კუთხით პრობლემებს იწვევენ“; ჟიგიმანტას პავილიონისი: „დემოკრატია საფრთხეშია, ივანიშვილის რეჟიმმა უნდა გადაიხადოს“. ეს არის სრულიად არაევროპული თავდასხმები საქართველოს კანონიერ ხელისუფლებაზე, თუმცა ხსენებული განცხადებები ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც ამ ადამიანებს აქვთ ნათქვამი ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა პოლიტიკურ პროცესზე. განსაკუთრებული აგრესიით, ტრადიციულად, ჟიგიმანტას პავილიონისი გამოირჩევა, რომელმაც ჯერ კიდევ მაშინ „გამოიჩინა“ თავი, როდესაც პრემიერი გიორგი გახარია გადააყენეს მისმა პატრონებმა, რათა ამით რევოლუციური პროცესების ფორსირება მოეხდინათ. მაშინ ბატონმა პავილიონისმა ჯერ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამაგრებულ ძებნილ ნიკა მელიას მიაკითხა, შემდეგ კი თურქეთში ჩავიდა და მეორე ძებნილს, რევოლუციის მოსაწყობად საქართველოს საზღვართან მომდგარ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა და მას ღიად აღმოუჩინა პოლიტიკური მხარდაჭერა. არადა, ჟიგიმანტას პავილიონისი ის პოლიტიკოსია, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში საკუთარ პოლიტიკურ გუნდთანაც ჰქონდა პრობლემები, ხოლო ლიეტუვის პრეზიდენტს ბოდიშის მოხდაც კი მოუწია მისი განცხადებების გამო. ამ ფაქტების გათვალისწინებით, რთულად წარმოსადგენია, რომ ჩვენს ქვეყანაში ზემოთ ხსენებული დასავლელი პოლიტიკოსების სტუმრობა მათ მიერ ხსენებულ მიზანს, ანუ „დასავლური კურსის“ მხარდაჭერას ემსახურებოდეს. აშკარაა, რომ მათი მიზანი საქართველოში პროცესების რადიკალიზაციის ხელშეწყობა, პოლიტიკური პროცესისა და საზოგადოების პოლარიზება, რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერაა. როდესაც საქართველოს პარლამენტში დაინიცირდა კანონის პროექტი უცხოური გამჭვირვალობის შესახებ, იმთავითვე ითქვა, რომ კანონის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება და გაძლიერებაა. ამ სულისკვეთებას პირდაპირ ეწინააღმდეგება გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით უცხოელი პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული განცხადებები, რომელთა მიზანი რადიკალიზმის ზრდა და ქვეყნის შიდა საქმეებში გაუმართლებელი ჩარევაა. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებმა თავი უნდა შეიკავონ ჩვენს ქვეყანაში დესტრუქციისთვის ჩამოსულ პოლიტიკოსებთან შეხვედრისგან. უფრო მეტიც, როდესაც დანამდვილებით ვიცით, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ მათ მიერ გაკეთებული განცხადებების მთავარი მიზანი ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვა და რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნაა, ხელისუფლებამ უნდა იმსჯელოს, იმსახურებენ თუ არა ეს პოლიტიკოსები ქვეყანაში შემოშვებას“, – ნათქვამია განცხადებაში. https://ghn.ge/news/312182-sakartveloshi-chamodis-evrokavshiris-4-kveqnis-sagareo-sakmeta-ministri-khelisuflebam-unda-imsjelos-imsakhureben-tu-ara-shemoshvebas-khalkhis-dzala საქართველოში ჩამოდის ევროკავშირის 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ხელისუფლებამ უნდა იმსჯელოს, იმსახურებენ თუ არა შემოშვებას - "ხალხის ძალა" პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1934619315.jpg 2024-05-13 312182 ლიეტუვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება ლიეტუვაში კვირას გამართულმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ვერ გამოავლინა ქვეყნის მომავალი პრეზიდენტის ვინაობა. 13 მაისს ცნობილი გახდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გავიდნენ სახელმწიფოს ამჟამინდელი მეთაური გიტანას ნაუსედა და პრემიერ-მინისტრი ინგრიდა შიმონიტე. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ხმების უმრავლესობის დათვლის შედეგების მიხედვით, ნაუსედამ ხმების 44% მიიღო, ხოლო შიმონიტემ - 19%. არჩევნებში აქტივობამ 59,4 პროცენტი შეადგინა. "დიახ, პირველ ტურში მინდოდა გამარჯვება, მაგრამ, როგორც ჩანს, მეორე რაუნდი იქნება, მზად ვარ, მტკიცედ ვიბრძოლო გამარჯვებისთვის და ვფიქრობ, რომ ამას შევძლებ", - თქვა ნაუსედამ.  "ამ ეტაპზე ჩემი მთავარი მიზანი იყო მეორე ტურში გასვლა და ეს მიღწეულია", - თქვა შიმონიტემ. ლიტვის საპრეზიდენტო არჩევნებში სულ რვა კანდიდატი მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ ადვოკატი იგნას ვეგელე, ლიტვის სეიმის ყოფილი მოადგილე რემიგიუს ზემაიტაიტისი, რომელსაც წარსულში მანდატი ჩამოართვეს ანტისემიტური განცხადებების გამო და სხვები. საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად ლეიტუვაში ორმაგი მოქალაქეობის შემოღების შესახებ რეფერენდუმი გაიმართა. 1895 უბნიდან 1629 უბნის ბიულეტენების დათვლის შედეგებით, ორმაგი მოქალაქეობის შემოღებას ამომრჩეველთა 71,6 (1 014 304 ამომრჩეველი) პროცენტი მიემხრო, წინააღმდეგ 26,1 პროცენტი წავიდა. რეფერენდუმის შედეგების მიხედვით, ორმაგი მოქალაქეობის შემოღება ვერ მოხერხდება, რადგან კანონმდებლობით საჭირო მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. იმისათვის, რომ რეფერენდუმზე ეს საკითხი დადებითად გადაწყვეტილიყო, საჭირო იყო მას დათანხმებოდა ლიეტუვაში სულ რეგისტრირებული ამომრჩევლების (2 385 234 მოქალაქე) ნახევარი მაინც, ანუ 1 192 617 მოქალაქე. https://ghn.ge/news/312181-lietuvashi-saprezidento-archevnebis-meore-turi-gaimarteba ლიეტუვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1923309922.jpg 2024-05-13 312181 ეს კანონი არ უნდა მივაღებინოთ! - ეკა გიგაური "ეს კანონი არ უნდა მივაღებინოთ", - წერს სოციალურ ქსელში "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური. "პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა საპოლიციო ძალების და სპეცტექნიკის უდიდესი მობილიზაცის, მშვიდობიანი ახალგაზრდების სასტიკი ცემის ფონზე, ოპოზიციური დეპუტატების დაშვების გარეშე, რამდენიმე წამში განიხილა და მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა რუსულ კანონს. წინაა პლენარული სხდობა. ეს კანონი არ უნდა მივაღებინოთ!", - აცხადებს ეკა გიგაური. https://ghn.ge/news/312179-es-kanoni-ar-unda-mivaghebinot-eka-gigauri "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური კომენტარი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/488280592.jpg 2024-05-13 312179 40 წამში გაყიდული საქართველო - თამარ ჩარკვიანი 40 წამში გაყიდული საქართველო, - ამის შესახებ "კანონი და სამართლის" ლიდერმა თამარ ჩარკვიანმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით დამტკიცების კომენტირებისას განაცხადა.  მისი თქმით, ლოზუნგი „არა რუსულ კანონს“, „არა რუსული რეჟიმით“ უნდა შეიცვალოს და დროა, ყველამ ტექნიკური მთავრობის შექმნაზე იფიქროს.  „40 წამში გაყიდული საქართველო, დრო შეამცირეს უკვე ქვეყნის გაყიდვის. ველოდებოდით, მთლად ასე 40 წამს არ ველოდებოდით, მაგრამ ისეაც გვითიშავენ სულ მიკროფონს და დილიდან მივხვდით, რა დღეშიც იყვნენ. უბრალოდ გაოცებული ვარ, იმ 83 ადამიანს რად უღირს, რა არის ის, რამაც შეიძლება ეს ჩაგადენინოს, ასე დაგაკარგვინოს თავმოყვარეობა.მათ იციან ალბათ. არ დავთმობთ, გამორიცხულია. გაუსაძლისი გახდება ამათი ყოფა. ერთადერთი, იგივე საარჩევნო კანონია, არაფერი არ იცვლება ამიტომ, მე ვფქირობ, რომ იგივეს გააკეთებენ არჩევნების დროს. მე ვთვლი, რომ ახლა უკვე არჩევნებამდე უნდა მოვერიოთ ამათ, ალბათ ტექნიკურ მთავრობაზეც უკვე უნდა ვიფიქროთ ყველამ“, - განუცხადა ჩარკვიანმა ტვ პირველს.  https://ghn.ge/news/312180-40-tsamshi-gaqiduli-sakartvelo-tamar-charkviani 40 წამში გაყიდული საქართველო - თამარ ჩარკვიანი კომენტარი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1108986460.jpg 2024-05-13 312180 ეს ქვეყანა რომ გადარჩეს, რეჟიმი უნდა შეიცვალოს - თამარ ჩერგოლეიშვილი კანონის მიღება, არ მიღებით, ამ ქვეყნის ეგზისტენციური პრობლემა არ წყდება - ეს ქვეყანა რომ გადარჩეს, რეჟიმი უნდა შეიცვალოს, - წერს სოციალურ ქსელში "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი. ჩერგოლეიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის ამოცანაა, წინააღმდეგობის ნებისყოფა კანონზე გაფლანგოს და ძალაუფლება შეინარჩუნოს "1. კანონის მიღება, არ მიღებით, ამ ქვეყნის ეგზისტენციური პრობლემა არ წყდება - ეს ქვეყანა რომ გადარჩეს, რეჟიმი უნდა შეიცვალოს. 2.  კანონის მიღება რეჟიმის ცვლილების სტიმულად უნდა გადაიქცეს - დასავლეთის რეაქცია კანონის მიღების შემდეგ ამაში დაგვეხმარება და პროტესტი ამისთვის უნდა მოემზადოს. 3. რეჟიმის ცვლილებას მარათონის ნებისყოფა სჭირდება, ბიძინას ამოცანაა რომ წინააღმდეგობის ნებისყოფა კანონზე გაფლანგოს და ძალაუფლება შეინარჩუნოს  - we need to keep calm and carry on. 4. ვინც დაიჭირეს, ან ვისაც ვერ პოულობთ და ახლობლები ღელავთ, მოგვწერეთ რომ ყურადღებით ვიყოთ", - წერს ჩერგოლეიშვილი. https://ghn.ge/news/312178-es-kveqana-rom-gadarches-rezhimi-unda-sheitsvalos-tamar-chergoleishvili ეს ქვეყანა რომ გადარჩეს, რეჟიმი უნდა შეიცვალოს - თამარ ჩერგოლეიშვილი კომენტარი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1834176284.jpg 2024-05-13 312178 როდესაც ივანიშვილი 1-ს სცემს, 100 გამოდის, როდესაც 10-ს იჭერს, 1000, 10 000 და 100 000 გამოდის - ბოკუჩავა "ივანიშვილის პარტიის დეპუტაციამ კომიტეტის სხდომა დაასრულეს ერთ წუთსა შვიდ წამში, ეს არის სწორედ მათი მონობის საზომი, რომ კანონი, რომლის გაწვევასაც ითხოვს მთელი ქვეყანა და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა, მათთვის წუთისა და შვიდ წამში არის განსახილველი", - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია “ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ. მისი განცხადებით, როდესაც ივანიშვილი 1-ს სცემს, 100 გამოდის, როდესაც 10-ს იჭერს, 1000, 10 000 და 100 000 გამოდის. „მორიგ ჯერზე დაარბიეს, სცემეს მშვიდობიანი მომიტინგეები იმისთვის, რომ ივანიშვილის პარტიის დეპუტაცია მალულად და მოღალატეობრივად შემოეპარებინათ და შემდეგ გაეპარებინათ პარლამენტის შენობიდან. მათ კომიტეტის სხდომა დაასრულეს ერთ წუთსა შვიდ წამში, ეს არის სწორედ მათი მონობის საზომი, რომ კანონი, რომლის გაწვევასაც ითხოვს მთელი ქვეყანა და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა, მათთვის წუთისა და შვიდ წამში არის განსახილველი. ეს არის სწორედ მონობის სახე ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლობის, რომელსაც არ შეეგუება თავისუფალი და თავისუფლების მოყვარე პროევროპელი ქართველი ხალხი. ის ახალგაზრდები, რომლებსაც სცემს, აკავებს და ცდილობს, რომ დააშინოს, ამ რამდენიმე დღემ გვაჩვენა , რომ ივანიშვილის მიერ დაანონსებული რეპრესიების არავის ეშინია, როდესაც ის ერთს სცემს, ასი გამოდის, როდესაც ათს იჭერს, ათასი, ათი ათასი და ასი ათასი გამოდის. ასე რომ, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას არა მხოლოდ აქ, არამედ ქუჩაში. იცით, რომ ხვალ არის პლენარული სხდომა, სადაც ისევ მოღალატეობრივი, მონური მორჩილებით რუსული კანონი, რომელიც გვაშორებს ევროკავშირს, უნდა მიიღონ მესამე მოსმენით იმ 83-მა მოღალატე დეპუტატად წოდებულმა, რომლებმაც რუს ოლიგარქად წოდებულმა მორჩილება აირჩია რუსული კანონის მხარდაჭერით, ნაცვლად იმისა, რომ დამდგარიყვნენ ისტორიის ნათელ მხარეს, სადაც არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, მაგრამ ხვალაც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ივანიშვილის 83-მა მოღალატემ ვერ მიიღოს აღნიშნული კანონი. მივესალმებით აქვე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომ არანაირი მოტივირებული შენიშვნები არ იქნება, რომ ეს არის პოლიტიკური და პრინციპული ვეტო, რომელიც უერთდება და ასახავს ქართველი ხალხის ნებას, რომ ეს კანონი უნდა იყოს გაწვეული. დღეს ევროპულ გული ნამდვილად ძგერს საქართველოში და დღეს ქართველი ხალხი ნამდვილად ამტკიცებს, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ახალგაზრდები იმსახურებენ ევროპას, რომლის სრულფასოვანი და დიახ, ღირსეული წევრიც აუცილებლად გახდება საქართველო მას შემდეგ, რაც რუსულ კანონთან ერთად მოვიშორებთ ივანიშვილის რუსულ მთავრობას.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ. https://ghn.ge/news/312177-rodesats-ivanishvili-1-s-stsems-100-gamodis-rodesats-10-s-ichers-1000-10-000-da-100-000-gamodis-bokuchava როდესაც ივანიშვილი 1-ს სცემს, 100 გამოდის, როდესაც 10-ს იჭერს, 1000, 10 000 და 100 000 გამოდის - ბოკუჩავა პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1091857094.jpg 2024-05-13 312177 პოლიციის მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, უწყებამ 13 მაისს, საკანონმდებლო ორგანოსთან, სამართალდამცავების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ აღნიშნულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში. „სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2024 წლის 13 მაისს, საკანონმდებლო ორგანოსთან, სამართალდამცავების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო. სამსახური ძალის გადამეტების ყველა დანაშაულებრივ ეპიზოდზე ახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას. გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების თაობაზე საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია“,- აღნიშნულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში. შეგახსენებთ, პარლამენტის წინ მიმდებარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 20 პირი დააკავა. ფოტო: Reuters https://ghn.ge/news/312176-politsiis-mier-aktsiis-monatsileebis-mimart-dzalis-gadametebis-faktebze-gamodzieba-daitsqo პოლიციის მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1739743546.png 2024-05-13 312176 სტუდენტების საყოველთაო გაფიცვას ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები შეუერთდნენ სტუდენტების საყოველთაო გაფიცვას ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები შეუერთდნენ. ამ წუთებში აკადემიის სტუდენტები საპროტესტო მსვლელობას მართავენ და მოგვიანებით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეუერთდებიან. "აუდიტორიების არ შევალთ მანამ, სანამ კანონპროექტს არ გაიწვევენ, არა რუსულ კანონს! საქართველო და საზღვაო აკადემიის სტუდენტები ისტორიის სწორ მხარეს ვდგავართ და ყველა ლექტორს მოგიწოდებთ, გამოდით! გამოდით, ხმამაღლა თქვით, ნუ, გეშინიათ სამსახურების დაკარგვის, საქართველო თქვენ ხელშია, ეს ქვეყანა ჩვენ ხელშია," - აცხადებენ აკადემიის სტუდენტები. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, იურიდიულმა კომიტეტმა აგენტების კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. ფოტო: TV PIRVELI https://ghn.ge/news/312175-studentebis-saqoveltao-gafitsvas-batumis-sazghvao-akademiis-studentebi-sheuertdnen სტუდენტების საყოველთაო გაფიცვას ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები შეუერთდნენ საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/341564963.jpg 2024-05-13 312175 ჩვენი საზოგადოების დაკვეთაა ამ კანონპროექტის მიღება - ოხანაშვილი კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენა იქნება ხვალ, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა აგენტების კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. "ჩვენი საზოგადოების დაკვეთაა გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის მიღება, რომ ამ ქვეყანაში საქმიანობა იყოს გამჭვირვალე, რა თანხები შემოდის, როგორ იხარჯება და რა მიზანს ემსახურება. დღესაც ყველა შესაძლებლობა ჰქონდათ, თუ ვინმეს რედაქციული შენიშვნა ჰქონდა, დაეფიქსირებინა, მაგრამ არც კი მოვიდნენ კომიტეტის სხდომაზე, არც კი შემოვიდა ის ხალხი, ვინც კონკრეტულ საკითხებზე აპელირებდა და ავრცელებდა დეზინფორმაციას. სრული მხარდაჭერა ქართულ პოლიციას, რომელიც მოქმედებს პროპორციულად, აფრთხილებს საზოგადოებას, რომ უკანონო ქმედებები არ განახორციელოს. გუშინაც იყო მოწოდებები, გაფრთხილება, თხოვნა, მოწოდება, კანონი არ დაარღვიონ, კანონის დარღვევის შემთხვევაში იქნება პროპორციული ძალა გამოყენებული. შეურაცხყოფას ნუ აყენებენ ჩვენს საზოგადოებას, აბსოლუტურ უმრავლესობას, რომელმაც ჩვენს ხელისუფლებას გამოუცხადა ნდობა და რომელსაც აქვს სრული ლეგიტიმაცია იმოქმედოს საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად. ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების, კონსტიტუციის შესაბამისად. კანონპროექტის მესამე მოსმენა პლენარულ სხდომაზე იქნება ხვალ. რაც შეეხება მშვიდობიან პროტესტს, ჩვენს საზოგადოებას, ვისაც კონკრეტული საკითხი აღელვებს, არ ეთანხმება, მშვიდობიანად სრული უფლება აქვს გამოხატოს საკუთარი აზრი“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. https://ghn.ge/news/312174-chveni-sazogadoebis-dakvetaa-am-kanonproektis-migheba-okhanashvili ჩვენი საზოგადოების დაკვეთაა ამ კანონპროექტის მიღება - ოხანაშვილი კომენტარი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1151356485.jpg 2024-05-13 312174 პოლიციამ პარლამენტთან 20 პირი დააკავა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ 20 პირი დააკავა. ამის შესახებ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. "12 მაისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 22:00 საათიდან დაწყებული აქციის პარალელურად რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამართალდამცველები საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით არიან მობილიზებულები. აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეები განთავსდნენ პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე, მათ შორის ზ. ჟვანიას, შ. ჩიტაძისა და ბ. ჭიჭინაძის ქუჩებზე არსებულ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთან. ვინაიდან აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები საჯაროდ აცხადებდნენ, რომ ისინი არ მისცემდნენ დეპუტატებს 13 მაისს, 09:00-ზე დაგეგმილ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დასწრების და მასში მონაწილეობის საშუალებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მათ არაერთხელ მოუწოდეს გაეთავისუფლებინათ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები, რათა დეპუტატებსა და აპარატის თანამშრომლებს მისცემოდა პარლამენტის შენობაში შესვლისა და სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების საშუალება. მიუხედავად აქციის ორგანიზატორებისა და მონაწილეების მიმართ პოლიციის მხრიდან გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებისა, რომ ისინი დამორჩილებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების კანონიერ მოთხოვნას, არ გასცდენოდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, აქციის მონაწილეთა ნაწილმა არ გაითვალისწინა პოლიციის კანონიერი მოთხოვნა, დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, სამართალდამცველებს გაუწია წინააღმდეგობა და მიაყენა შეურაცხყოფა. პოლიციის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად ამ ეტაპზე 20 პირია დაკავებული. დაკავებულთაგან სამი პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, კერძოდ, 2002 წელს დაბადებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქე გ.ბ., ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე 1995 წელს დაბადებული პ.ჰ. და ამავე ქვეყნის კიდევ ერთი მოქალაქე, რომელმაც უარი განაცხადა საკუთარი ვინაობის დასახელებაზე და მოითხოვა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან დაკავშირება. აღნიშნული პირების დაკავების თაობაზე უკვე ეცნობათ ამერიკის შეერთებული შტატებისა და შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოებს", - ნათქვამია განცხადებაში. https://ghn.ge/news/312173-politsiam-parlamenttan-20-piri-daakava პოლიციამ პარლამენტთან 20 პირი დააკავა სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1718920869.jpg 2024-05-13 312173 ეს არ არის მთელი საქართველო - ირაკლი ქადაგიშვილი მომიტინგეებზე "ქართული ოცნების" დეპუტატის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, პარლამენტის შენობის გარეთ მყოფი დემონსტრანები მთელ საქართველოს არ წარმოადგენენ. ქადაგიშვილის თქმით, აგენტების კანონის ბოლომდე მიღება გაგრძელდება. "პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ, რა თქმა უნდა, კანონპროექტის მიღება ბოლომდე გაგრძელდება. შეთავაზება არის, რომ თუ აქვთ საგნობრივი შენიშვნები კანონპროექტთან დაკავშირებით გვითხრან. ეს პარლამენტი არის ხალხის მიერ არჩეული და ის, რომ გარეთ არიან მომიტინგეები, არ ნიშნავს, რომ ეს მთელი საქართველოა", - ამბობს ქადაგიშვილი. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, იურიდიულმა კომიტეტმა კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. https://ghn.ge/news/312172-es-ar-aris-mteli-sakartvelo-irakli-kadagishvili-momitingeebze ეს არ არის მთელი საქართველო - ირაკლი ქადაგიშვილი მომიტინგეებზე კომენტარი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1464259974.JPG 2024-05-13 312172 იურიდიულმა კომიტეტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა "აგენტების კანონს" იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონპროექტის მიზანია უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. კომიტეტის სხდომა, რომელიც 1 წუთის განმავლობაში გაგრძელდა, მხოლოდ უმრავლესობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ოპოზიციონერ დეპუტატებს არ მიეცათ საშუალება, კომიტეტის სხდომას დასწრებოდნენ. „აქედან გამომდინარე, აუცილებელია ისეთი საკანონმდებლო აქტის მიღება, რომელიც განსაზღვრავს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის ცნებას და შესაბამისი სუბიექტების უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციასა და მათი საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს მოაწესრიგებს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ეს საკანონმდებლო აქტი მხოლოდ ინფორმირების მიზანს ემსახურებოდეს და მან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებულ სუბიექტებს არ შეუზღუდოს ჩვეული საქმიანობის განხორციელება. გასათვალისწინებელია, რომ მსგავსი კანონმდებლობა და პრაქტიკა არსებობს ისეთ ქვეყნებში, როგორებიც არის, მაგალითად, აშშ, ავსტრალია, ისრაელი; კერძოდ, აშშ-ში მოქმედებს უცხოური გავლენის აგენტთა რეგისტრაციის შესახებ აქტი (Foreign Agents Registration Act (FARA))1 ; 2018 წელს ავსტრალიამ აშშ-ის კანონის ნიმუშის მიხედვით მიიღო უცხოური გავლენის გამჭვირვალობის სისტემის შესახებ აქტი (Foreign Influence Transparency Scheme Act (FITSA))2 ; ისრაელის ქნესეთმა 2016 წელს ანალოგიური ცვლილება შეიტანა 2011 წლის კანონში უცხოური პოლიტიკური პარტიის მიერ მხარდაჭერილ სუბიექტთა გამოვლენის ვალდებულების შესახებ . ამრიგად, წარმოდგენილი კანონპროექტი განმარტავს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის ცნებას და უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით აწესრიგებს სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციასა და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს“, - აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში. https://ghn.ge/news/312171-iuridiulma-komitetma-mesame-mosmenit-mkhari-dauchira-agentebis-kanons იურიდიულმა კომიტეტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა "აგენტების კანონს" პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1270576814.jpg 2024-05-13 312171 კანონპროექტის მიღება ბოლომდე გაგრძელდება - ირაკლი ქადაგიშვილი კანონპროექტის მიღება ბოლომდე გაგრძელდება, - აცხადებს ჟურნალისტებთან საუბრისას "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ქადაგიშვილი, რომელიც რამდენიმე წუთის წინ შევიდა პარლამენტის სასახლეში. "პირველ რიგში ვეტყვით [დემონსტრანტებს] იმას, რომ კანონპროექტის მიღება გაგრძელდება. შეთავაზება არის, რომ თუ აქვთ საგნობრივი შენიშვნა კანონპროექტთან დაკავშირდნენ. დაგვიბრუნდნენ საგნობრივი შენიშვნებით. ეს პარლამენტი არის ხალხის მიერ არჩეული. ის რომ არსებობს მომიტინგეები არ ნიშნავს, რომ ეს არის მთელი საქართველო", - თქვა ქადაგიშვილმა. ამ წუთებში პარლამენტში იწყება პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომა, სადაც მესამე მოსმენით უნდა განიხილონ "აგენტების კანონი". პარლამენტის შენობის გარეთ შეკრებილები არიან დემონსტრანტები, რომლებიც შეძახილების ფონზე აცილებენ "ქართული ოცნების" წევრებს პარლამენტის შესასვლელისკენ. https://ghn.ge/news/312170-kanonproektis-migheba-bolomde-gagrdzeldeba-irakli-kadagishvili კანონპროექტის მიღება ბოლომდე გაგრძელდება - ირაკლი ქადაგიშვილი კომენტარი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/640273196.jpg 2024-05-13 312170 სახალხო დამცველი მოუწოდებს შსს, იმოქმედოს კანონმდებლობის ფარგლებში სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს შსს, იმოქმედოს კანონმდებლობის ფარგლებში და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ძალის გამოყენება უნდა იყოს აუცილებელი და პროპორციული, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი. „სახალხო დამცველი და აპარატის წარმომადგენლები აკვირდებიან პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს. სამწუხაროდ, პოლიციის მხრიდან კვლავ დაფიქსირდა მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული რამდენიმე სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტი. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმოქმედოს კანონმდებლობის ფარგლებში და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ძალის გამოყენება უნდა იყოს აუცილებელი და პროპორციული, მიზნად უნდა ისახავდეს კონკრეტული სამართლებრივი ღონისძიების გატარებას და არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გადაიზარდოს მოქალაქეზე მიზანმიმართულ ძალადობაზე/ანგარიშსწორებაზე. ასევე, სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მყისიერი რეაგირება მოახდინოს მოცემულ ფაქტებზე; უკვე მიმდინარე გამოძიებები კი ჩაატაროს მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში, რათა არ გაჩნდეს დაუსჯელობის განცდა, რომელიც წაახალისებს ცალკეულ პოლიციელებს შემდგომი არასამართლებრივი ქმედებებისკენ“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. https://ghn.ge/news/312169-sakhalkho-damtsveli-moutsodebs-shss-imokmedos-kanonmdeblobis-farglebshi სახალხო დამცველი მოუწოდებს შსს, იმოქმედოს კანონმდებლობის ფარგლებში საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1103665502.jpg 2024-05-13 312169 ვრცელდება უმძიმესი კადრები, როგორ უსწორდებიან ადამიანს სპეცრაზმელები. აღკვეთეთ მსგავსი პრაქტიკა - საია გომელაურს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შინაგან საქმეთა მინისტრს და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს მიმართავს აქციის მონაწილის ცემასთან დაკავშირებით. "ვრცელდება უმძიმესი კადრები, როგორ უსწორდებიან წრეში მოქცეულ ძირს დაგდებულ დაკავებულ ადამიანს სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლები რიგ-რიგობით, მასზე ანგარიშსწორების, დამცირების, ღირსების შელახვის მიზნით. მივმართავთ: შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება მომხდართან დაკავშირებით და აღკვეთოს მსგავსი პრაქტიკა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნათელი ხდება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებისგან ტარდება შემწყნარებლური პოლიტიკა, რაც ასეთი ფაქტების პირდაპირი წახალისებაა; სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს, ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება 2024 წლის 13 მაისის დილით მომხდარ ძალადობის ფაქტებზე, ვინაიდან ამ უწყების არასათანადო რეაგირება, ასევე, თამაშობს წამახალისებელ როლს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ სერიოზულ უფლებადარღვევებზე", - ნათვამია განცხადებაში. https://ghn.ge/news/312167-vrtseldeba-umdzimesi-kadrebi-rogor-ustsordebian-adamians-spetsrazmelebi-aghkvetet-msgavsi-praktika-saia-gomelaurs ვრცელდება უმძიმესი კადრები, როგორ უსწორდებიან ადამიანს სპეცრაზმელები. აღკვეთეთ მსგავსი პრაქტიკა - საია გომელაურს საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/251664674.png 2024-05-13 312167 სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეს სცემეს პარლამენტის მიმდებარეო ტერიტორიაზე სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეს სცემეს. მოქალაქის ცემის ფაქტი ტელეკომპანია "პირველის" კამერამ აღბეჭდა. https://www.facebook.com/tvpirveli.ge/posts/pfbid034ERxonVWQXRbxji3TdpfXicWwuCki6Uv1r9rKGvaJHjAAKbirfTdVWjvUuuE5oU5l დაფიქსირდა აქციის სხვა მონაწილეებზე ძალადობის ფაქტებიც. https://www.facebook.com/tvpirveli.ge/posts/pfbid035jaeHWmfFFMQzBJ3mfWXgd7gH9KxNPt88ZorV6EW3fyCLL1zg8fax9376HjiDiHel ამ წუთებში დაძაბულობაა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. პოლიცია ცდილობს ტერიტორია სრულად გაათავისუფლოს დემონსტრანტებისგან. პარლამენტის მიმდებარედ საპროტესტო აქციის მონაწილეები 12 მაისის 22:00 საათიდან შეიკრიბნენ. მათი მიზანი იყო ადგილზე ღამის გათევა, რადგან დილის 09 საათზე ჩანიშნულია იურიდიული კომიტეტის სხდომა, სადაც უნდა განიხილონ "აგენტების კანონი". https://ghn.ge/news/312166-samartaldamtsavebma-aktsiis-monatsiles-stsemes სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეს სცემეს სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/626167254.png 2024-05-13 312166 აწი გინდ შეგიტანონ და გინდ გამოგიტანონ მაგ შენობაში, არალეგიტიმური თვითმარქვიები ხართ - ნინო ლომჯარია "ქართულ ოცნებას" საქართველოს ევროპული ორბიტის დირექტორი და ყოფილი სახალხო დამცველ ნინო ლომჯარია პარლამენტის წინ მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება. "აწი გინდ შეგიტანონ და გინდ გამოგიტანონ მაგ შენობაში, არალეგიტიმური თვითმარქვიები ხართ ხალხის და მსოფლიოს თვალში. ბოლოს მაინც ზუსტად ისე იქნება, როგორც ხალხს უნდა", - წერს ლომჯარია სოციალურ ქსელში. https://www.facebook.com/nino.lomjaria.1/posts/pfbid0soqy53BLPA3MHswE9Jq5UCg1PKLwZDeuzfLEKT3zCTbEwYs1NeZjEyDHS9TMTWUel ამ წუთებში დაძაბულობაა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. პოლიცია ცდილობს ტერიტორია სრულად გაათავისუფლოს დემონსტრანტებისგან. პარლამენტის მიმდებარედ საპროტესტო აქციის მონაწილეები 12 მაისის 22:00 საათიდან შეიკრიბნენ. მათი მიზანი იყო ადგილზე ღამის გათევა, რადგან დილის 09 საათზე ჩანიშნულია იურიდიული კომიტეტის სხდომა, სადაც უნდა განიხილონ "აგენტების კანონი". https://ghn.ge/news/312165-atsi-gind-shegitanon-da-gind-gamogitanon-mag-shenobashi-aralegitimuri-tvitmarkviebi-khart-nino-lomjaria-kartul-otsnebas აწი გინდ შეგიტანონ და გინდ გამოგიტანონ მაგ შენობაში, არალეგიტიმური თვითმარქვიები ხართ - ნინო ლომჯარია "ქართულ ოცნებას" კომენტარი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1624655349.png 2024-05-13 312165 პოლიცია პარლამენტის შესასვლელებს დემონსტრანტებისგან ათავისუფლებს თბილისში, პარლამენტის სასახლის ირგვლივ თავმოყრილია ათეულობით სამართალდამცავი. გამთენიისას, პოლიციელებმა დაიწყეს პარლამენტის შესასვლელების დემონსტრანტებისგან გათავისუფლება. მანამდე, ტერიტორიაზე გაისმა გაფრთხილება, რომ დემონსტრანტებს 5 წუთი ჰქონდათ შესასვლელების გათავისუფლებამდე. ამ დროისთვის, პოლიციამ სრულად გაათავისუფლა პარლამენტის უკანა შესასვლელი. ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი და სპეციალური ტექნიკა. პარლამენტის მიმდებარედ საპროტესტო აქციის მონაწილეები 12 მაისის 22:00 საათიდან შეიკრიბნენ. მათი მიზანი იყო ადგილზე ღამის გათევა, რადგან დილის 09 საათზე ჩანიშნულია იურიდიული კომიტეტის სხდომა, სადაც უნდა განიხილონ "აგენტების კანონი". https://ghn.ge/news/312164-politsia-parlamentis-shesasvlelebs-demonstrantebisgan-atavisuflebs პოლიცია პარლამენტის შესასვლელებს დემონსტრანტებისგან ათავისუფლებს საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/795318745.jpg 2024-05-13 312164 შსს აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, არ დაუშვან პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მონაწილეებს აფრთხილებს. გთავაზობთ განცხადებას უცვლელად: "პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლები, მობილიზებულნი არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. აქცია 12 მაისის 22:00 საათიდან მიმდინარეობს და მონაწილეები განთავსებულნი არიან პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე, მათ შორის ზ. ჟვანიას, შ. ჩიტაძისა და ბ. ჭიჭინაძის ქუჩებზე არსებულ საპარლამენტო ორგანოს შესასვლელებთან. აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები საჯაროდ აცხადებენ, რომ ისინი არ მისცემენ დეპუტატებს 13 მაისს, 09:00-ზე დაგეგმილ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დასწრების და მასში მონაწილეობის საშუალებას. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს გაათავისუფლონ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები, დეპუტატებსა და აპარატის თანამშრომლებს მისცენ პარლამენტის შენობაში შესვლისა და სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების საშუალება. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში და უზრუნველყოფს პარლამენტის შესასვლელების საპოლიციო ძალებით გათავისუფლებას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საკანონმდებლო ორგანოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ პირებს, დაემორჩილონ პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას, არ დაუშვან პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება, ასევე, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებებისგან. ასევე, მოვუწოდებთ ადგილზე მომუშავე სხვადასხვა მედიის წარმომადგენელს, რომ დაემორჩილონ სამართალდამცველების მითითებებს და ხელი არ შეუშალონ მათ კანონით გათვალისწინებული მოვალეობის შესრულებაში, - წერია განცხადებაში. https://ghn.ge/news/312163-shss-aktsiis-monatsileebs-moutsodebs-ar-daushvan-parlamentis-shesasvlelebis-blokireba შსს აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, არ დაუშვან პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/678427107.png 2024-05-13 312163 პატრიარქის მიმართვის პოლიტიკური ნიშნით ინტერპრეტირება არასწორია - საპატრიარქო საქართველოს საპატრიარქო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ა.წ. 12 მაისის მიმართვა მრევლისადმი იყო მოწოდება ლოცვისაკენ, მშვიდობისა და ერთობის შენარჩუნებისათვის. ნებისმიერი პოლიტიკური ნიშნით მისი ინტერპრეტაციის მცდელობა კი არის არასწორი, სამწუხარო და ლოცვის არსის დამახინჯება. შევთხოვთ უფალს, მშვიდობით აკურთხოს საქართველო“, - ნათქვამია განცხადებაში. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მრევლისადმი მიმართვაში აღნიშნულია: "ამჟამად ჩვენი ქვეყანა თავისი განვითარების ერთ-ერთ რთულ მონაკვეთს გადის. მშვიდობა ყველას გვინდა, მაგრამ მისი მიღწევა ხშირად გვიჭირს, რადგან არ ვიქცევით სწორად, არ მივმართავთ და არ ვსასოებთ მას, ვინც არის სათავე და წყარო მშვიდობისა, – ყოვლადწმინდა სამება. მინდა, შეგახსენოთ ჭეშმარიტი ღვთის სადიდებელი ლოცვა სამი ახალგაზრდისა: ანანია, აზარია და მისაელისა, რომლებიც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა დასჯის მიზნით ისეთ გავარვარებულ ღუმელში ჩაყარა, რომ მის ახლოს მყოფი ადამიანებიც ცეცხლის ალისგან დაიწვნენ, ისინი კი სრულიად უვნებელნი დარჩნენ, რადგან უფლის ანგელოზი იყო მათთან და ცეცხლის მხურვალებამ ვერაფერი დააკლოთ. შევთხოვოთ ყოვლისშემძლე და ყოვლადძლიერ ღმერთს, რომ, როგორც ანანია, აზარია და მისაელი გადაარჩინა მან უდიდეს განსაცდელს, საქართველოც გადაარჩინოს და მშვიდობითა და ერთობით გვაკურთხოს". https://ghn.ge/news/312162-patriarkis-mimartvis-politikuri-nishnit-interpretireba-arastsoria-sapatriarko პატრიარქის მიმართვის პოლიტიკური ნიშნით ინტერპრეტირება არასწორია - საპატრიარქო საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/310394753.jpg 2024-05-13 312162 მე არც რუსეთის ჩექმა მინდა და არც ამერიკული ბატინკი - დავით ოქიტაშვილი მე არც რუსეთის ჩექმა მინდა და არც ამერიკული ბატინკი - ამის შესახებ კულტურის პალატის პრეზიდენტმა, დავით ოქიტაშვილმა გადაცემაში "იმედი Live" განაცხადა. "ქართველი ახალგაზრდები და საქართველოს მოსახლეობა არის ბრძენი და ისინი ერთხელ და სამუდამოდ იმ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომ თავიანთ ქვეყანას მათ უნდა უპატრონონ. ჩვენ არ გვინდა არავის პატრონი და ჩვენ არავისთან ვალში არა, მე არც რუსეთის ჩექმა მინდა და არც ამერიკული ბატინკი თუ რას ეძახიან. მე მინდა რომ ჩემს ქვეყანაში მე ვიყო და მე გადავწყვიტო ვინ მინდა მთავრობაში, ვინ უნდა მოვიდეს, მოასხლეობამ და არა ვიღაცამ ტელეფონით", - თქვა ოქიტაშვილმა.   https://ghn.ge/news/312161-me-arts-rusetis-chekma-minda-da-arts-amerikuli-batinki-davit-okitashvili მე არც რუსეთის ჩექმა მინდა და არც ამერიკული ბატინკი - დავით ოქიტაშვილი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/902363676.jpg 2024-05-13 312161 საქართველო რუსეთის წინაშე ქედს არასდროს მოიხრის - კინზინგერი ყოფილი კონგრესმენი და პოლიტიკური კომენტატორი ადამ კინზინგერი თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება. "საქართველო რუსეთის წინაშე ქედს არასდროს მოიხრის. სანქციები ოლიგარქ ივანიშვილს", - წერს კინზინგერი სოციალურ ქსელში. Georgia will NOT bow to Russia. Sanction the oligarch Ivanishvilli. https://t.co/oWxcScjwuR — Adam Kinzinger (Slava Ukraini) 🇺🇸🇺🇦🇮🇱 (@AdamKinzinger) May 12, 2024   https://ghn.ge/news/312160-sakartvelo-rusetis-tsinashe-keds-arasdros-moikhris-kinzingeri საქართველო რუსეთის წინაშე ქედს არასდროს მოიხრის - კინზინგერი კომენტარი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/991730810.jpg 2024-05-13 312160 სამწუხაროდ, პრეზიდენტი „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩაუდგა სათავეში - გიორგი აბდალაძე სამწუხაროდ, პრეზიდენტი „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩაუდგა სათავეში, - ამის შესახებ ფოტოგრაფმა, გიორგი აბდალაძემ გადაცემა „იმედი LIVE“ ისაუბრა. „მე ვფიქრობ, რომ ეს არის ერთი სცენარი. ამ სცენარში ყველას თავისი როლი აქვს. ჩემდა სამწუხაროდ, პრეზიდენტი „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩაუდგა სათავეში. ყველაფერი რუსულია მისთვის. ზუსტად იგივე სიტყვებით საუბრობს, როგორც თავის დროზე საუბრობდა ვანო მერაბიშვილი, მიშა სააკაშვილი. ის ემუქრება პოლიციას და ეუბნება - არავინ გაბედოთ რაიმე ზედმეტი ნაბიჯი გააკეთოთ. შევახსენებ მას, რომ მისი ინაუგურაციის პერიოდში ზუსტად ის პოლიტიკური პარტია, რომელსაც დღეს 24 საათის განმავლობაში საერთო შემუშავებული გეგმით მიჰყვება, ისინი მიდიოდნენ თელავში, რომ მისი ინაუგურაცია ჩაეშალათ. ეს კი ზუსტად ის პოლიციელები არიან, რომლებმაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ამის შესაძლებლობა არ მისცეს“, - მიიჩნევს აბდალაძე. https://ghn.ge/news/312159-samtsukharod-prezidenti-natsionalur-modzraobas-chaudga-sataveshi-giorgi-abdaladze სამწუხაროდ, პრეზიდენტი „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩაუდგა სათავეში - გიორგი აბდალაძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/976979911.jpg 2024-05-13 312159 ჩვენს თვალწინ იბადება ახალი საქართველო, ღმერთმა დაგვილოცოს ჩვენი შვილების თაობა - მეუფე გრიგოლი მიმაჩნია, რომ საზოგადოდ ჯანსაღი თაობა გვეზრდება, რომელსაც არც თავისუფალი აზროვნება უჭირს, არც გულწრფელობა აკლია და - ჩვენგან განსხვავებით - არც გამბედაობა! - ამის შესახებ თქვა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლმა. მისი თქმით,  ჩვენს თვალწინ იბადება ახალი საქართველო. „ჩვენს თვალწინ იბადება ახალი საქართველო. ახალ საქართველოს ახალი ადამიანები ქმნიან. უსამართლობად მიმაჩნია, როცა ახალგაზრდა თაობის უმოწყალო დასტუქსვა და განკითხვა ხდება. ზოგადად ადამიანის (მით უფრო, ახალგაზრდის) ბუნება, მისი შინაგანი სამყარო უკიდურესად ფაქიზი და მგრძნობიარეა. ამიტომ მათზე მსჯელობისას, განზოგადოებულად იმის თქმა, რომ მათ არ გააჩნიათ ღირებულებები, რომ არიან ურწმუნონი, რომ არიან უხეშები, რადგან ყოველგვარი რევერანსების გარეშე გამოხატავენ თავის აზრს, ვფიქრობ, არასწორია და ასეთი რიტორიკა არის უკუშედეგის მომტანი. მიმაჩნია, რომ საზოგადოდ ჯანსაღი თაობა გვეზრდება, რომელსაც არც თავისუფალი აზროვნება უჭირს, არც გულწრფელობა აკლია და - ჩვენგან განსხვავებით - არც გამბედაობა! შესაძლოა, ძველ თაობას ზოგი რამ არ მოსწონდეს კიდეც ახალგაზრდა თაობისა, მაგრამ ეს ხომ ვერ გამოდგება იმის საკმარის არგუმენტად, რომ ისინი ცუდად მოვიხსენიოთ ან კიდევ ცუდად განვეწყოთ მათ მიმართ; პირიქით, სწორედ აზრთა და ხედვათა სხვაობა და ურთიერთჭიდილი, დისკუსია და მსჯელობა არის მასაზრდოებელი წყარო საკაცობრიო სიბრძნისა, სწორედ ის არის საიმედო გზა ჭეშმარიტებისაკენ და იმის უდავო პირობა, რომ გამოირიცხოს კაცთა მხრიდან ერთადერთი და უცდომელი ჭეშმარიტების ფლობაზე პრეტენზია, რაც დაგვიცავს საბედისწერო ცდომილებებისგან და უზრუნველყოფს ჯანსაღი საზოგადოებრივი ცხოვრების იმგვარ მშვიდობისმყოფელ წესრიგს, ასე რომ გვსურს და ვესწრაფვით, მაგრამ ჯერჯერობით რომ ვერა და ვერ დავამკვიდრეთ! ღმერთმა დაგვილოცოს ჩვენი შვილების თაობა! იმედი მაქვს, რომ მათი მონდომებითა და ძალისხმევით საქართველო სამშვიდობოს გავა, ხოლო ჩვენი საზოგადოების თითოეული წევრი კი საკუთარ თავს ღირსეული ქვეყნის ღირსეულ მოქალაქედ იგრძნობს!“ - თქვა მეუფე გრიგოლმა. https://ghn.ge/news/312158-chvens-tvaltsin-ibadeba-akhali-sakartvelo-ghmertma-dagvilotsos-chveni-shvilebis-taoba-meufe-grigoli ჩვენს თვალწინ იბადება ახალი საქართველო, ღმერთმა დაგვილოცოს ჩვენი შვილების თაობა - მეუფე გრიგოლი საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1495077424.jpg 2024-05-13 312158 მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ წამოეგონ ხელისუფლების პროვოკაციებს - გიორგი გახარია გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, რომ არ წამოეგონ ხელისუფლებისა თუ სხვა აქტორების პროვოკაციების პროტესტის მიმდინარეობისას. "ე.წ. დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტების - საქართველოს პროკურატურის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მენეჯმენტს და სახალხო დამცველს, შევახსენებთ მათ მანდატს და მოვუწოდებთ, შეასრულონ კანონით განსაზღვრული ვალდებულება და დროული რეაგირებით თავიდან აიცილონ მძიმე შედეგები. უმოქმედობა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ხელისუფლების დანაშაულში თანამონაწილეობაა, რაზეც პასუხისმგებლობას დაეკისრება ყველა პასუხისმგებელ პირს. მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ წამოეგონ ხელისუფლების თუ სხვა აქტორების პროვოკაციებს (რომელიც, როგორც ჩანს, მრავლად იქნება). საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გავაგრძელოთ უწყვეტი მშვიდობიანი პროტესტი არჩევნებამდე. ეს არის ის, რისიც "ოცნებას" ყველაზე მეტად ეშინია. ეს არის ის, რაც გადაარჩენს საქართველოს ევროპულ მომავალს და აგვარიდებს სამოქალაქო დაპირისპირებას". - წერია განცხადებაში. https://ghn.ge/news/312157-movutsodebt-aktsiis-monatsileebs-ar-tsamoegon-khelisuflebis-provokatsiebs-giorgi-gakharia მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ წამოეგონ ხელისუფლების პროვოკაციებს - გიორგი გახარია პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/227062477.jpg 2024-05-13 312157 ვთავაზობ ხელისუფლებას, ხუთი თვეა დარჩენილი არჩევნებამდე და გაიტანონ ეს კანონი, თუ ამას მარცხად მიიღებთ, ჩვენ დაგეხმარებით, რომ არ მიიღოთ - ლევან ხაბეიშვილი ვთავაზობ ხელისუფლებას, ხუთი თვე არის დარჩენილი არჩევნებამდე და გაიტანონ ეს კანონი, თუ ამას მარცხად მიიღებთ, ჩვენ დაგეხმარებით, რომ არ მიიღოთ, ოღონდ ხალხს თავ-პირს ნუ დაალეწავთ - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლები ხელს აწერენ ისეთ რამეს, რაც მათთვის ისტორიაში ძალიან მძიმედ აისახება.  „არ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილს დეპუტატები გამოკეტილი ჰყავდეს პარლამენტში, რადგან დამცირების ყველა ფორმა აქვს გამოყენებული მათ მიმართაც და ფიქრობს, რომ ასე ცინიზმით მოექცევა საქართველოს მოქალაქეებსაც. დღევანდელი ბრიფინგები რას ეძღვნებოდა, რომ ბრუტალურები ვიქნებითო, დაგიჭერთო. გაიხსენეთ ერთი კანონი, რომელიც ემსახურებოდა ხალხის კეთილდღეობას და უთქვამთ, რომ გადასახადები უნდა შემცირდეს, ამიტომ ამ კანონს მივიღებთ ისე, რომ თქვენ არ დაგიჭერთ ყველას. ახლა კანონს იღებენ, რომლის გამოც ასი ათასობით ადამიანი ამბობს, რომ არ გვინდა. კიდევ ერთხელ ვთავაზობ ხელისუფლებას, ხუთი თვე არის დარჩენილი არჩევნებამდე და გაიტანონ ეს კანონი, თუ ამას მარცხად მიიღებთ, ჩვენ დაგეხმარებით, რომ არ მიიღოთ, ოღონდ ხალხს თავ-პირს ნუ დაალეწავთ და თუ ამას არ აკეთებთ და ჩვენ ვამბობთ, რომ ეს კრემლიდან არის დავალებული, რადგან ერთდროულად ოკუპირებულ აფხაზეთშიც იგივე კანონის მიღება დაავალა კრემლმა, ერთ კვირაში შემოდის საქართველოში და პრორუსულ ქვეყნებში ერთდროულად დაიწყო რუსული კანონის მიღების პროცესები და ეს ხომ დამთხვევა არ არის?! ამიტომ ვამბობთ, რომ ეს არის კრემლიდან დავალებული. საქართველო არასდროს არ იტყვის ევროპაზე უარს, არასოდეს არ იტყვიან ევროკავშირის წევრობაზე უარს, გამარჯვება არის ძალიან ახლოს. ჩვენ ყველა ამ ბრძოლას მშვიდად, წყნარად მივიყვანთ გამარჯვებამდე და ვწუხვარ იმათ გამო, ვინც ახლა ხელისუფლებაშია, რადგან ხელს აწერენ ისეთ რამეს, რაც არ გამოადგება მომავალ თაობას. ისტორიაში ძალიან მძიმედ აისახება მათთვის.“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. https://ghn.ge/news/312156-vtavazob-khelisuflebas-khuti-tvea-darchenili-archevnebamde-da-gaitanon-es-kanoni-tu-amas-martskhad-miighebt-chven-dagekhmarebit-rom-ar-miighot-levan-khabeishvili ვთავაზობ ხელისუფლებას, ხუთი თვეა დარჩენილი არჩევნებამდე და გაიტანონ ეს კანონი, თუ ამას მარცხად მიიღებთ, ჩვენ დაგეხმარებით, რომ არ მიიღოთ - ლევან ხაბეიშვილი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1375851585.jpg 2024-05-13 312156 ვლადიმირ პუტინმა თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ თანამდებობიდან გადააყენა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო. პუტინი თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს ანდრეი ბელოუსოვით ცვლის. ბელუსოვი მიხაილ მიშუსტინის მთავრობაში პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. შოიგუ რუსეთის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე 2012 წლიდან მუშაობდა. https://ghn.ge/news/312155-vladimir-putinma-tavdatsvis-ministri-sergei-shoigu-tanamdebobidan-gadaaqena ვლადიმირ პუტინმა თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ თანამდებობიდან გადააყენა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1514648768.png 2024-05-12 312155 ვუერთდებით სტუდენტებს აქციებზე და თუკი ისინი გადაწყვეტენ, შეაჩერონ სასწავლო პროცესი, ჩვენც შევუერთდებით მათ გადაწყვეტილებას - თსუ-ის 170-ზე მეტი პროფესორ-მასწავლებელი "ვუერთდებით სტუდენტებს აქციებზე და თუკი ისინი გადაწყვეტენ შეაჩერონ სასწავლო პროცესი, ჩვენც შევუერთდებით მათ ამ გადაწყვეტილებას," - ამის შესახებ განცხადებას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 170-ზე მეტი პროფესორ-მასწავლებელი ავრცელებს.  "თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს გვსურს ოფიციალურად დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და შევუერთდეთ ჩვენი სტუდენტების სულისკვეთებას. კერძოდ, მიგვაჩნია, რომ დაუშვებელია საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. „რუსული კანონის“ ნებისმიერი ფორმით მიღება და საჭიროა, დაუყოვნებლივ შეწყდეს აღნიშნული განხილვა, რადგან ის ძირს უთხრის ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს და აბრუნებს ქვეყანას მძიმე წარსულში, რომელსაც ჩვენმა საზოგადოებამ არაერთხელ მკაფიოდ უთხრა უარი. ვგმობთ ნებისმიერი ტიპის ძალადობასა და დაშინების მცდელობას, რასაც ბოლო კვირების განმავლობაში მასობრივად აქვს ადგილი საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ. მათ შორის, ფიზიკურად უსწორდებიან სტუდენტებს, ემუქრებიან და შეურაცხყოფას აყენებენ კრიტიკულად განწყობილ პროფესორ-მასწავლებლებს. კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ვდგავართ ჩვენი სტუდენტების გვერდით და გამოვდივართ მათი და ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან. შესაბამისად, ვუერთდებით სტუდენტებს აქციებზე და თუკი ისინი გადაწყვეტენ შეაჩერონ სასწავლო პროცესი, ჩვენც შევუერთდებით მათ ამ გადაწყვეტილებას. გაცდენილი ლექცია-სემინარები კი აღდგება მოგვიანებით, ისევ სტუდენტებთან შეთანხმებით.  აქვე, მოვუწოდებთ უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას, რომ ღიად და მკაფიოდ დააფიქსიროს პოზიცია „რუსული კანონის“, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მიმართ ძალადობისა და დაშინების მცდელობის შესახებ და უზრუნველყოს, რომ პრობლემები არ შეექმნათ პროტესტის მონაწილე სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს." - წერია განცხადებაში.  ხელმომწერთა სია განახლებადია. https://ghn.ge/news/312154-vuertdebit-studentebs-aktsiebze-da-tuki-isini-gadatsqveten-sheacheron-sastsavlo-protsesi-chvents-shevuertdebit-mat-gadatsqvetilebas-tsu-is-170-ze-meti-profesor-mastsavlebeli ვუერთდებით სტუდენტებს აქციებზე და თუკი ისინი გადაწყვეტენ, შეაჩერონ სასწავლო პროცესი, ჩვენც შევუერთდებით მათ ამ გადაწყვეტილებას - თსუ-ს 170-ზე მეტი პროფესორ-მასწავლებელი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1903882564.jpg 2024-05-12 312154 "გავათენოთ საქართველოსთვის" - რუსთაველის გამზირი გადაკეტილია "გავათენოთ საქართველოსთვის" - ამ სახელწოდებით რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დაიწყო. ამჟამად, გამზირი გადაკეტილია. გამზირზე გამჭვირვალობის კანონის მოწინააღმდეგეები იკრიბებიან, რომლებიც პარლამენტის წინ  ღამეს გაათევენ. აქციის მონაწილეები კანონის გაწვევას მოითხოვენ. აქციაზე სიტყვით გამოსვლები იგეგმება.  პარლამენტი მუშაობას დილის 9:00 საათზე კანონის განხილვით დაიწყებს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დილით „ქართული ოცნების“ დეპუტატებს არ მისცემენ საშუალებას აურელვებლად შევიდნენ პარლამენტის შენობაში. ფოტო: ფორმულა   https://ghn.ge/news/312153-gavatenot-sakartvelostvis-rustavelis-gamziri-gadaketilia რუსთაველის გამზირი გადაკეტილია საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1327411538.jpg 2024-05-12 312153 ჩემი გული ქართველ ხალხთანაა - სვეტლანა ტიხანოვსკაია ჩემი გული ქართველ ხალხთანაა, - ამის შესახებ ბელარუსი ოპოზიციონერი ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია სოციალურ ქსელში წერს. „ჩემი გული ქართველ ხალხთანაა. მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობა აბსოლუტურად მიუღებელია. ქართველები, ისევე როგორც ბელარუსის, უკრაინის, მოლდოვის და სომხეთის მოქალაქეები იმსახურებენ თავისუფალ, დემოკრატიულ და მშვიდ მომავალს ევროკავშირში. https://ghn.ge/news/312152-chemi-guli-kartvel-khalkhtanaa-svetlana-tikhanovskaia ჩემი გული ქართველ ხალხთანაა - სვეტლანა ტიხანოვსკაია პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1108262417.png 2024-05-12 312152 პროფესორი გაიფიცოს და ლექცია არ ჩაუტაროს სტუდენტს, რომელიც ცოდნის მისაღებად უნივერსიტეტს ფულს უხდის, კატეგორიულად მიუღებელია - რატი ბრეგაძე პროფესორი გაიფიცოს და ლექცია არ ჩაუტაროს სტუდენტს, რომელიც ცოდნის მისაღებად უნივერსიტეტს ფულს უხდის, კატეგორიულად მიუღებელია, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე წერს. „პროფესორი გაიფიცოს და ლექცია არ ჩაუტაროს სტუდენტს, რომელიც ცოდნის მისაღებად უნივერსიტეტს ფულს უხდის, მთელ რიგ შემთხვევებში, მათ შორის, საკუთარი შრომით მოპოვებულს, კატეგორიულად მიუღებელია. სამწუხაროდ ამ შემთხვევაში კეთილსიდისიერებასთან უფრო გვაქვს საქმე, ვიდრე გამოხატვის ან შეკრების უფლების განხორციელებასთან“, - წერს რატი ბრეგაძე. https://ghn.ge/news/312151-profesori-gaifitsos-da-lektsia-ar-chautaros-students-romelits-tsodnis-misaghebad-universitets-fuls-ukhdis-kategoriulad-miughebelia-rati-bregadze პროფესორი გაიფიცოს და ლექცია არ ჩაუტაროს სტუდენტს, რომელიც ცოდნის მისაღებად უნივერსიტეტს ფულს უხდის, კატეგორიულად მიუღებელია - რატი ბრეგაძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1141511263.jpg 2024-05-12 312151 სალომე ზურაბიშვილმა გრიგორიადისი გაათავისუფლა, დღეს ჭკუას გვარიგებს - ვახტანგ გომელაური იცით, რომ ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა გრიგორიადისი გაათავისუფლა, დღეს ჭკუას გვარიგებს და მიგვითითებს, რა უნდა გავაკეთოთ. ერთ ფაქტს ვერ მომიყვანს ვერც ქალბატონი სალომე და ვერცერთი მოქალაქე, რომ ჩვენ პირველებმა რამე დავიწყეთ, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა. „გუშინ, მაგალითად, აქციაზე სამი ადგილიდან დაიძრნენ და მშვიდობიანად მივეხმარეთ, მივაცილეთ. პოლიცია იყო ჩართული. არასდროს არ იწყებს პოლიცია ადამიანებთან ფიზიკურ კონტაქტში შესვლას. თუ წამოვა მომიტინგეებისგან აგრესია, ჩვენ კანონის ფარგლებში, შესაბამისად, ძალიან მკაცრად ვუპასუხებთ. ჩვენ მშვიდობიან აქციას არასდროს ხელს არ ვუშლით. არანაირად არ შევდივართ კონტაქტში, პირიქით, ვეხმარებით ხოლმე. თუმცა, მშვიდობიან აქციას ვერ დავარქმევ, როცა ამტვრევენ სკამებს, ურნებს, წვავენ, ცეცხლს უკიდებენ, ეს მშვიდობიანი აქცია არ არის. რატომღაც ასე ნათლავენ ხოლმე“, – განაცხადა გომელაურმა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე სამართალდამცველებს მიმართა: "არავინ არ გაბედოთ ის, რა მუქარაც ისმინებოდა პრემიერის სიტყვებში. არ გაბედოთ რეპრესიები, ძალადობა, კონსპირაციების მოგონება იმისთვის, რომ დააშინოთ ის საზოგადოება, რომელმაც აჩვენა რამდენი უკვე დღე არის, რამდენი კვირა, აჩვენა ყველას, მსოფლიოს, თუ რამდენად მშვიდობიანი და რამდენად შეგნებული რამდენად შემართებული და რამდენად არაპროვოკაციებზე წამსვლელები არიან". https://ghn.ge/news/312150-salome-zurabishvilma-grigoriadisi-gaatavisufla-dghes-chkuas-gvarigebs-vakhtang-gomelauri სალომე ზურაბიშვილმა გრიგორიადისი გაათავისუფლა, დღეს ჭკუას გვარიგებს - ვახტანგ გომელაური კომენტარი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/2113975099.jpg 2024-05-12 312150 დღეს მესამედ მომიწყეს ჩასაფრება სახლთან - ზურაბ ჯაფარიძე „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ დღეს მესამედ მომიწყეს ჩასაფრება სახლთან დღეს მესამედ მომიწყეს ჩასაფრება სახლთან. 2 მანქანით იყვნენ, ჯამში 6 ადამიანი, ამჯერად პირბადეების გარეშე. ერთ მანქანაში ელაგათ ხელკეტები (დავინახე, გვერდით ჩამიარეს გაქცევისას). მეზობლებმა შენიშნეს, მათვე დარეკეს 112-ში, მე მხოლოდ გაქცევის ნახვა მოვასწარი. პატრული ცხადია მოვიდა მას მერე რაც უკვე წასულები იყვნენ. ახლა გომელაურს ვუსმენ, პარლამენტის პიკეტირებაზე ლაპარაკობს, კანონის უზენაესობის დაცვა პრინციპული საკითხია და მკაცრად დავსჯით ყველასო“, - წერს ჯაფარიძე. https://ghn.ge/news/312149-dghes-mesamed-momitsqes-chasafreba-sakhltan-zurab-jafaridze დღეს მესამედ მომიწყეს ჩასაფრება სახლთან - ზურაბ ჯაფარიძე კომენტარი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/621644554.png 2024-05-12 312149 სსკ-ის 222-ე მუხლის თანახმად, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება ისჯება 4 წლამდე პატიმრობით, ავამოქმედებთ ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე - ვახტანგ გომელაური ჩვენთვის ცნობილია, რომ დაგეგმილია, მომდევნო ორი დღის განმავლობაში შეკრებამ მიიღოს ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ხასიათი, მათ შორის შეკრების მონაწილეებმა სცადონ საქართველოს პარლამენტის ბლოკირება და ხელი შეუშალონ შენობაში საქართველოს პარლამენტის წევრებისა და თანამშრომლების შესვლას, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. გომელაურის თქმით, გასულ წლებში, ჩამოყალიბებული იყო არაპროპორციულად ლოიალური პრაქტიკა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლთან მიმართებით. მინისტრის განმარტებით, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ეს მუხლი კანონის დამრღვევების მიმართ პროპორციულად ამოქმედდება. ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლი ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ამოქმედდება. „როგორც საზოგადოებას მოეხსენება, საქართველოში მშვიდობიანი შეკრების უფლება მაღალი სტანდარტით არის უზრუნველყოფილი. ამასთან, კანონმდებლობა სახელმწიფოს ანიჭებს უფლებას, მიიღოს სათანადო, პროპორციული ზომები ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო შეკრების წინააღმდეგ. როგორც პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებებით, ისე ოპერატიული ინფორმაციით, ჩვენთვის ცნობილია, რომ დაგეგმილია, მომდევნო ორი დღის განმავლობაში შეკრებამ მიიღოს ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ხასიათი, მათ შორის შეკრების მონაწილეებმა სცადონ საქართველოს პარლამენტის ბლოკირება და ხელი შეუშალონ შენობაში საქართველოს პარლამენტის წევრებისა და თანამშრომლების შესვლას, რასთან დაკავშირებითაც გვსურს გავაკეთოთ გამაფრთხილებელი განცხადება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირება, რამაც შეაფერხა ან შეეძლო შეეფერხებინა ამ ობიექტის ნორმალური მუშაობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4 წლამდე. გასულ წლებში, ჩამოყალიბებული იყო არაპროპორციულად ლოიალური პრაქტიკა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ზემოაღნიშნულ მუხლთან მიმართებით, რამაც, როგორც გამოცდილებამ აჩვენა, შესაბამისი დანაშაულის პრევენციაზე უარყოფითი გავლენა იქონია. შესაბამისად, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, თავს ვალდებულად მივიჩნევთ, ეს მუხლი კანონის დამრღვევების მიმართ პროპორციულად ავამოქმედოთ და დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლი ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ავამოქმედოთ. მიუღებელია, როდესაც პოლიტიკოსები და სხვა შიდა და გარე სუბიექტები აქეზებენ ადამიანებს, ჩაიდინონ დანაშაული, რომლისთვისაც მკაცრი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული. ჩვენი სურვილი არაა, რამდენიმე ასეული ჩვენი თანამოქალაქე თუ უცხოელი გახდეს მკაცრი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ობიექტი. თუმცა, სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას სამართლისა და კანონის უზენაესობა და სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევას სათანადო ზომებით უპასუხოს. გამოვთქვამთ იმედს, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი ჩაერთვება პოლიტიკოსებისა და სხვა შიდა და გარე სუბიექტების მიერ დაგეგმილ პროვოკაციაში და შესაბამისად, თავიდან აიცილებს მკაცრ სასჯელს, რომელიც საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ ჩადენილი ზემოაღნიშნული დანაშაულისთვის არის გათვალისწინებული“, – განაცხადა გომელაურმა. https://ghn.ge/news/312148-ssk-is-222-e-mukhlis-tanakhmad-gansakutrebuli-mnishvnelobis-obiektis-blokireba-isjeba-4-tslamde-patimrobit-avamokmedebt-qovelgvari-gamonaklisis-gareshe-vakhtang-gomelauri სსკ-ის 222-ე მუხლის თანახმად, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება ისჯება 4 წლამდე პატიმრობით, ავამოქმედებთ ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე - ვახტანგ გომელაური პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1064575311.jfif 2024-05-12 312148 ვუერთდებით საერთო სტუდენტურ პროტესტს, აუდიტორიებში ჯდომის დრო აღარ არის - კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები ვუერთდებით საერთო სტუდენტურ პროტესტს, რადგან ვფიქრობთ, რომ, სამწუხაროდ, აუდიტორიებში ჯდომის დრო აღარ არის," - ამის შესახებ განცხადებას კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა ავრცელებს.  და თსუ-ს სტუდენტების განცხადებას უერთდებიან, რომლის თანახმადაც ისინი ქვეყანაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე სასწავლო პროფესს წყვეტენ.  "ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ჩვენი ისტორიული არჩევანი - ევროპა და საზოგადოების გაცხადებული ნება - ოფიციალურად გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრები. ჩვენ, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები, ვუერთდებით საერთო სტუდენტურ პროტესტს, რადგან ვფიქრობთ, რომ, სამწუხაროდ, აუდიტორიებში ჯდომის დრო აღარ არის - ახლა ქვეყანა ფიზიკურად არის დასაცავი გარუსებისგან. ამიტომ 12 მაისის დილას შეიქმნა პეტიცია სასწავლო პროცესის გაუქმებასთან დაკავშირებით, რომელსაც 18:00 საათის მონაცემებით, 1000-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. რუსული კანონის მიღებით ქვეყანაში გაქრება და გაითელება ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, სამოქალაქო საზოგადოება, თავისუფალი მედია - ამ საფუძვლიან ეჭვში დაგვარწმუნა ჯერ კიდევ კანონის მიღებამდე, ბოლო დღეებში დაწყებულმა დევნამ, რეპრესიებმა და ძალადობამ როგორც მოქალაქეების, პოლიტიკოსების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების და ჟურნალისტების, ასევე მათი ოჯახის წევრების მიმართ. ჩვენ არ დავთმობთ ქვეყნის დამოუკიდებლობას და მრავალსაუკუნოვან ევროპულ ღირებულებებს, ამიტომ, საქართველოს დასაცავად გვიწევს შევწყვიტოთ სასწავლო პროცესი იქამდე, ვიდრე მას ჩვეული, ევროპული მიმართულებით სვლის საშუალება მიეცემა! ჩვენ, სტუდენტები ვგრძნობთ მხარდაჭერას ჩვენი უნივერსიტეტისგან, რომელიც იზიარებს მყარ პოზიციას, რომ ჩვენი გემი ევროპისკენ დაძრულია, რადგან საქართველო იყო, არის და იქნება ევროპის ნაწილი! ევროპა ჩვენი ისტორიული არჩევანია! შევხვდებით პარლამენტთან, იქ, სადაც ქვეყნის ბედი წყდება!" - წერია განცხადებაში.  https://ghn.ge/news/312147-vuertdebit-saerto-studentur-protests-auditoriebshi-jdomis-dro-aghar-aris-kavkasiis-universitetis-studenturi-modzraoba ვუერთდებით საერთო სტუდენტურ პროტესტს, აუდიტორიებში ჯდომის დრო აღარ არის - კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1608257905.jpg 2024-05-12 312147 მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, კანონპროექტი არასწორია, ეს ავტორიტარული რეჟიმების ღერძის პრობლემაა - დევიდ ქემერონი ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ქართველ ხალხს. ცხადად ვთქვით, რომ ეს კანონპროექტი არასწორია, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ქემერონმა Sky news-თან ინტერვიუში განაცხადა. "ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ქართველ ხალხს. ცხადად ვთქვით, რომ ეს კანონპროექტი არასწორია. რეალურად, მსოფლიოს გარშემო ბევრი ქვეყანა ცდილობს იმავე კანონის მიღებას, რათა აკრძალონ ნებისმიერი სახის სამოქალაქო სივრცე, კამპანიები აქვთ იმ ნებისმიერი უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციის, ნებისმიერი ქველმოქმედების, ნებისმიერი ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომლებსაც ვერ აკონტროლებენ. ეს მთელ მსოფლიოში, ავტორიტარული რეჟიმების ღერძის პრობლემაა ", - თქვა ქემერონმა. https://ghn.ge/news/312146-mkhars-vuchert-kartvel-khalkhs-kanonproekti-arastsoria-es-avtoritaruli-rezhimebis-gherdzis-problemaa-devid-kemeroni ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს ქართველ ხალხს, კანონპროექტი არასწორია, ეს ავტორიტარული რეჟიმების ღერძის პრობლემაა - დევიდ ქემერონი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/532670875.png 2024-05-12 312146 მივმართავ სამართალდამცავ სტრუქტურებს, არ გაბედოთ რეპრესიები, ძალადობა - სალომე ზურაბიშვილი მივმართავ სამართალდამცავ სტრუქტურებს: არ გაბედოთ რეპრესიები, ძალადობა, კონსპირაციების მოგონება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.  „მე მინდა მივმართო სამართალდამცავ სტრუქტურებს, არავინ არ გაბედოთ ის, რა მუქარაც ისმინებოდა პრემიერის სიტყვებში. არ გაბედოთ რეპრესიები, ძალადობა, კონსპირაციების მოგონება იმისთვის, რომ დააშინოთ ის საზოგადოება, რომელმაც აჩვენა რამდენი უკვე დღე არის, რამდენი კვირა, აჩვენა ყველას, მსოფლიოს, თუ რამდენად მშვიდობიანი და რამდენად შეგნებული რამდენად შემართებული და რამდენად არაპროვოკაციებზე წამსვლელები არიან. ასე რომ, ვერავის ვერ დააჯერებთ ვერაფერს. ტყუილად არის და მხოლოდ იმას დააჯერებთ და იმასაჩვენებთ მსოფლიოს, რომ თქვენ არ იქცევით დემოკრატიულად, რომ თქვენ კანონს არ ემორჩილებით. ამიტომ გირჩევთ, რომ თავი შეიკავეთ ამისგან იმიტომ რომ რაც არ უნდა მოხდეს, როგორც არ უნდა მოხდეს, პასუხისმგებლობა არის თქვენი, - განაცხადა ზურაბიშვილმა. https://ghn.ge/news/312145-mivmartav-samartaldamtsav-strukturebs-ar-gabedot-represiebi-dzaladoba-salome-zurabishvili მივმართავ სამართალდამცავ სტრუქტურებს, არ გაბედოთ რეპრესიები, ძალადობა, კონსპირაციების მოგონება - სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1766298725.jpeg 2024-05-12 312145 არის რაღაც გეგმები, რომ პროვოკაციები მოაწყონ და თქვენც ჩაგითრიონ, მინდა მოგიწოდოთ სიფრთხილისკენ - სალომე ზურაბიშვილი აქციის მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მომიტინგეებს სიფრთხილისკენ მოუწოდა. მისი თქმიოთ, იგეგმება პროვოკაციებისაქციის მონაწილეების წინააღმდეგ, რაც პრემიერის დღევანდელ განცხადებაშიც იკითხებოდა.  „მინდა მოგმართოთ მომიტინგეებს, რომ თქვენ იცოდეთ და ეს იკითხება ასევე, პრემიერის სიტყვებში და რამდენიმე სხვა გამოსვლებში, არის რაღაცა გეგმები, რომელიც ნამდვილად ვერ გაამართლებს, მაგრამ არის რაღაც გეგმები, რომ პროვოკაციები მოაწყონ და თქვენც ჩაგითრიონ. ასე, რომ მე მინდა, რომ მოგიწოდოთ ძალიან დიდი სიფრთხილისკენ, რაც არ არის შიში, მაგრამ სიფრთხილე. რომ არავინ გამოგიწვიოთ თქვენ ამ პროვოკაციებში. ვიცი, რომ ჩანს და უკვე ვნახეთ, თუ რამდენად (კიდევ ერთხელ) შეგნებული, მშვიდობიანი იყო, ყველა ეს გამოსვლები. ეს არის საქართველოს საზოგადოება, ეს არის ის საზოგადოება, რომელიც გვიჩვენებს, რომ ჩვენ ვართ ღირსი თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული მომავლის" - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. https://ghn.ge/news/312144-aris-raghats-gegmebi-rom-provokatsiebi-moatsqon-da-tkvents-chagitrion-minda-mogitsodot-sifrtkhilisken-salome-zurabishvili-aktsiis-monatsileebs არის რაღაც გეგმები, რომ პროვოკაციები მოაწყონ და თქვენც ჩაგითრიონ, მინდა მოგიწოდოთ სიფრთხილისკენ - სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1432272642.jpg 2024-05-12 312144 კანონის ამოქმედების ვადა გადაიტანეთ 1-ლი ნოემბრისთვის, ვინც მოვა ხელისუფლებაში, ის გადაწყვეტს - სალომე ზურაბიშვილი კანონის ამოქმედების ვადა გადაიტანეთ 1-ლი ნოემბრისთვის... ვინც მოვა ხელისუფლებაში, ის გადაწყვეტს, - ამის შესახებ საქართელოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მან მმართველ პარტოას მიმართა და განუცხადა, რომ მათ თამაშში არ შევა. "გინდა რამე შეცვალოთ ამ კანონში?! თქვენი ნებაა - ან გაიწვიეთ, ან დააბრუნეთ მეორე მოსმენაზე და მოუსმინეთ პარლამენტში ოპოზიციას, რომლებსაც აქვთ რაღაც შენიშვნები და ცვლილებებს შემოგთავაზებთ ან მარტივი, თქვენ თვითონ, ამ კანონის ამოქმედების ვადა გადაიტანეთ 1-ლი ნოემბრისთვის, არჩევნების მერე, როდესაც, ვინც მოვა ხელისუფლებაში, ის გადაწყვეტს, ეს კანონი რუსულია, თუ რაიმე სხვა კანონის გადამღერება, თუ რას მოერგება... ჩემი იმედი ნუ გექნებათ იმაში, რომ მე შევალ ამ თამაშში, რომ გავაპატიოსნოთ ეს კანონი - არის რუსული, დარჩება რუსული და სამწუხაროდ თქვენც ამ კანონთან ერთად", - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. https://ghn.ge/news/312143-kanonis-amokmedebis-vada-gadaitanet-1-li-noembristvis-vints-mova-khelisuflebashi-is-gadatsqvets-salome-zurabishvili კანონის ამოქმედების ვადა გადაიტანეთ 1-ლი ნოემბრისთვის... ვინც მოვა ხელისუფლებაში, ის გადაწყვეტს - სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/2041294286.jpg 2024-05-12 312143 ეს კანონი არის რუსული, დარჩება რუსულად და სამწუხაროდ, თქვენც ამ კანონთან ერთად - პრეზიდენტი იმედი ნუ გექნებათ, რომ მე შევალ თამაშში, რომ გავაპატიოსნოთ ეს [რუსული] კანონი", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.  "რაც ეხება პრეზიდენტის ვეტოს, უცებ გაახსენდათ პრეზიდენტი და მისი ვეტო. გაახსენდათ ის პრეზიდენტი, რომელსაც პრემიერი სრულიად წარმოუდგენელი, ნებისმიერ ცივილიზებულ სახელმწიფოში, პრემიერმა ეძახა პრეზიდენტს "მოღალატე" საკუთარი ჯარის წინაშე. ამაზე წარმოუდგენელი გადატრიალება არ ყოფილა და ამ პრეზიდენტს ეუბნებიან, რომ აი, მოდით, ვეტო წარმოგვიდგინეთ, შიგ რაღაცები ჩაწერეთ, დაგიწერენ, თქვენ ვერ წერთ, თუმცა დაგიწერენ უცხოელები, ან აქაური არასამთავრობოები დაგიწერენ, წარმოგვიდგინეთ და შეიძლება დავფიქრდეთ... იფიქრეთ თქვენ და იყავით, მე ნამდვილად ვეტოს წარმოვადგენ, მაგრამ ასეთ მანიპულაციაში არ შევალ და არ დავიწყებ ამ თამაშებს, რამეთუ ამას აქვს მხოლოდ ერთი მიზეზი და მიზანი, ეს არის ხალხში რაღაც გაუგებრობა და დაბნეულობა შემოიტანოს. გინდა რამე შეცვალოთ ამ კანონში, თქვენი ნებაა - ან გაიწვიეთ, ან დააბრუნეთ მეორე მოსმენაზე და მოუსმინეთ პარლამენტში ოპოზიციას, რომლებსაც რაღაც შენიშვნებს და ცვლილებებს შემოგთავაზებთ ან მარტივი, თქვენ თვითონ, ამ კანონის ამოქმედების ვადა გადაიტანეთ პირველ ნოემბრისთვის, არჩევნების მერე, როდესაც ვინც მოვა ხელისუფლებაში ის გადაწყვეტს, ეს კანონი რუსულია, თუ რაიმე სხვა კანონის გადამღერება, თუ რას მოერგება... ჩემი იმედი ნუ გექნებათ იმაში, რომ მე შევალ ამ თამაშში, რომ გავაპატიოსნოთ ეს კანონი - არის რუსული, დარჩება რუსული და სამწუხაროდ თქვენც ამ კანონთან ერთად",  - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. https://ghn.ge/news/312142-es-kanoni-aris-rusuli-darcheba-rusulad-da-samtsukharod-tkvents-am-kanontan-ertad-prezidenti ეს კანონი არის რუსული, დარჩება რუსულად და სამწუხაროდ, თქვენც ამ კანონთან ერთად - პრეზიდენტი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/393263365.jpg 2024-05-12 312142 ძალიან სასაცილოა, როცა პოლიტიკოსები ვითომ მაღალი IQ-თი ითვლიან და ვეღარ ითვლიან რამდენი ადამიანი იყო - პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგზე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" წარმომადგენლების განცხადებებს იმისთაობაზე, რომ გუშინდელ საპროტესტო აქციაზე 20 000-მდე ადამიანი იმყოფებოდა. პრეზიდენტის თქმით, ძალიან სასაცილოა, როცა პოლიტიკოსები ვითომ მაღალი IQ-თი ითვლიან და ვეღარ ითვლიან რამდენი ადამიანი იყო. "გუშინ საქართველომ კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს და გვიჩვენა ჩვენ ყველას ძლიერად, მშვიდობიანად, დამაჯერებლად, რომ არ დაუშვებს ევროპული მომავლის კითხვის ქვეშ დაყენებას, რომ არ დაუშვებს რუსულ კანონს. ეს არის და ეს. ამას ვერაფერი ვეღარ შეცვლის. ვერანაირი დათვლა თუ გადათვლა. ძალიან სასაცილოა, როცა პოლიტიკოსების, ვითომ სერიოზულების, მაღალი IQ-თი, ითვლიან და ვეღარ ითვლიან, თუ რამდენი ადამიანი იყო. არაფერი დათვლა არ არის საჭირო. ყველას წინაშე წარდგა ის საზოგადოება, რომელიც ნამდვილად ამზადებს ხვალინდელ დღეს", - თქვა პრეზიდენტმა.   https://ghn.ge/news/312141-dzalian-sasatsiloa-rotsa-politikosebi-vitom-maghali-iq-ti-itvlian-da-veghar-itvlian-ramdeni-adamiani-iqo-prezidenti ძალიან სასაცილოა, როცა პოლიტიკოსები ვითომ მაღალი IQ-თი ითვლიან და ვეღარ ითვლიან რამდენი ადამიანი იყო - პრეზიდენტი კომენტარი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1768199839.jpeg 2024-05-12 312141 მთავარია მოლაპარაკება იმ სუბიექტებთან, რომლებმაც უნდა დაუწერონ ზურაბიშვილს ვეტო, თუ იქნება კონკრეტული სამართლებრივი შენიშვნები, მზად ვართ, ავსახოთ კანონპროექტში - ირაკლი კობახიძე კანონპროექტთან დაკავშირებით, თუ იქნება კონკრეტული, სამართლებრივი, დასაბუთებული შენიშვნები წარმოდგენილი, აბსოლუტურად ღია ვართ მსჯელობისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.  როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დღემდე კანონპროექტთან დაკავშირებით არც ერთი კონკრეტული, დასაბუთებული შენიშვნა არ არის წარდგენილი.  „ყველამ ვიცით, რომ პრეზიდენტი თავად არ წერს ხოლმე საკუთარ ვეტოებს, ან ენჯეოები უწერენ, ან გარედან უწერენ ხოლმე, რაც ერთი და იგივეა. მთავარი არის ჩვენთვის მოლაპარაკება სწორედ იმ სუბიექტებთან, რომლებმაც უნდა დაუწერონ სალომე ზურაბიშვილს ვეტო და ჩვენ ამაზე უკვე გვქონდა საუბარი. მე პირადად მქონდა საუბარი ევროკავშირის, ეუთო-ს წარმომადგენლებთან იმასთან დაკავშირებით, რომ ვართ აბსოლუტურად ღია ამ მსჯელობისთვის და დისკუსიისთვის, თუ იქნება კონკრეტული, სამართლებრივი, დასაბუთებული შენიშვნები წარმოდგენილი კანონპროექტთან დაკავშირებით, აბსოლუტურად ღია ვართ მსჯელობისთვის. დღემდე არც ერთი კონკრეტული სამართლებრივი შენიშვნა არ წარმოუდგენიათ, ახლა არის დროს ამისთვის. თუ იქნება კონკრეტული სამართლებრივი შენიშვნები წარმოდგენილი, რა თქმა უნდა, დაიწყება მსჯელობა და მზად ვართ, რომ ყველამ ერთად ავსახოთ ეს საკითხები კანონპროექტში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. https://ghn.ge/news/312140-mtavaria-molaparakeba-im-subiektebtan-romlebmats-unda-dautseron-zurabishvils-veto-tu-ikneba-konkretuli-samartlebrivi-shenishvnebi-mzad-vart-avsakhot-kanonproektshi-irakli-kobakhidze მთავარია მოლაპარაკება იმ სუბიექტებთან, რომლებმაც უნდა დაუწერონ ზურაბიშვილს ვეტო, თუ იქნება კონკრეტული სამართლებრივი შენიშვნები, მზად ვართ, ავსახოთ კანონპროექტში - ირაკლი კობახიძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/117462634.jpg 2024-05-12 312140 დღეს, 20:00 საათზე ვახტანგ გომელაური ბრიფინგს გამართავს 12 მაისს, 20:00 საათზე, შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური ბრიფინგს გამართავს.   https://ghn.ge/news/312139-dghes-2000-saatze-vakhtang-gomelauri-brifings-gamartavs დღეს, 20:00 საათზე ვახტანგ გომელაური ბრიფინგს გამართავს პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/80913031.jfif 2024-05-12 312139 გარყვნილება და „ნაცმოძრაობა“ რომ იდენტური ცნებებია, ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა - პრემიერი უჩა აბაშიძის საქმეზე  წარმოუდგენელი რამის მომსწრეც ვართ და შემიძლია გითხრათ, რომ მხოლოდ „ნაციონალმა“ შეიძლება ჩაიდინოს ასეთი სავარაუდო დანაშაული, ამ მასშტაბის გარყვნილება უბრალოდ წარმოუდგენელია, - ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც პროკურატურის მიერ უჩა აბაშიძესთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებს შეეხებოდა.   მთავრობის მეთაურის შეფასებით, ვიდეოჩანაწერების რაოდენობის გათვალისწინებით, მათ ფალსიფიცირებაზე საუბარი ვერც იქნება. „არის საუბარი ისეთი ტიპის სავარაუდო დანაშაულზე, რომელიც პირდაპირ კავშირშია გარყვნილების უმაღლეს ხარისხთან. თქვენ გახსოვთ ეს გარყვნილება ამ პოლიტიკური პარტიისგან. ეს ადამიანები იყვნენ სწორედ, ვინც კასრებში ინახავდა ათასობით კომპაქტ-დისკს, რომლებზეც ადამიანების პირადი ცხოვრება იყო ასახული. ეს სავარაუდო დანაშაული, რაც ამ შემთხვევაში არის სახეზე, იმეორებს ზუსტად იმ ხელწერას, რომელიც დამახასიათებელი იყო „ნაცმოძრაობისთვის“. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ ეს კონკრეტული სავარაუდო დამნაშავე, უჩა აბაშიძე, არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი, აქტიურად მონაწილეობდა შესაბამისი აქციების ორგანიზებაში, ეს არის აბსოლუტურად გასაგები და ლოგიკური მოვლენა. დანარჩენი გამოძიების საქმეა, მაგრამ რეალურად მე რა ინფორმაციაც მაქვს, იმ რაოდენობის ვიდეოჩანაწერზეა ლაპარაკი, რომ ამის ფალსიფიცირებაზე ვერც იქნება საუბარი, აქ არის უბრალოდ წარმოუდგენელი მასშტაბი გარყვნილებისა. რაც შეეხება დანაშაულს, დანაშაული საბოლოოდ იქნება დადგენილი სათანადო წესით სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან, მაგრამ გარყვნილება და „ნაცმოძრაობა“ რომ იდენტური ცნებებია, ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა ამ საქმეზე,“- აღნიშნა პრემიერმა. https://ghn.ge/news/312138-garqvnileba-da-natsmodzraoba-rom-identuri-tsnebebia-es-kidev-ertkhel-gamochnda-premieri-ucha-abashidzis-sakmeze გარყვნილება და „ნაცმოძრაობა“ რომ იდენტური ცნებებია, ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა - პრემიერი უჩა აბაშიძის საქმეზე  პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1792208066.jfif 2024-05-12 312138 რატომ შეიძლება მიიღოს ევროკავშირმა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შედის რუსეთის ინტერესებში - პრემიერი ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე რატომ შეიძლება მიიღოს ევროკავშირმა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შედის რუსეთის ინტერესებში, ხომ ხედავთ რა დონის აბსურდზე გვიწევს საუბარი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. მისივე თქმით, ეს თემა არასერიოზულია. „ორი დღის წინ თქვენმა კოლეგამ, თქვენი ტელევიზიიდან აღნიშნა, რომ თუ შეჩერდება ვიზალიბერალიზაცია, ეს რა თქმა უნდა არის ასევე არასერიოზული თემა, ეს იქნება რუსეთის ინტერესებშიო. თავად შეგიძლიათ განსაჯოთ, რატომ შეიძლება მიიღოს ევროკავშირმა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შედის რუსეთის ინტერესებში. ხომ ხედავთ რა დონის აბსურდზე გვიწევს საუბარი. მე მგონია, რომ თუ ვინმეს რამეზე ექნება საუბარი, შეიძლება ვინმემ დაგვაშანტაჟოს პერსონალური სანქციებით, პირობითად, მაგრამ ის, რომ ვიღაცა გამოვიდეს ქართველი ხალხის მიმართ მუქარით, რომ ქართველ ხალხს შეუწყვეტენ ვიზალიბერალიზაციას, ეს კიდევ უფრო მეტად არასერიოზული იქნება. პერსონალურ სანქციებზე საუბარი იქნება არასერიოზული და ხალხის მიმართ შანტაჟი იქნება 10-ჯერ უფრო მეტად არასერიოზული, ამიტომ მგონი, ჯობია, სერიოზულ თემებზე ვისაუბროთ,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა. https://ghn.ge/news/312137-ratom-sheidzleba-miighos-evrokavshirma-iseti-gadatsqvetileba-romelits-shedis-rusetis-interesebshi-premieri-vizaliberalizatsiis-shecherebaze რატომ შეიძლება მიიღოს ევროკავშირმა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შედის რუსეთის ინტერესებში - პრემიერი ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/498785115.jpg 2024-05-12 312137 შსს იმოქმედებს ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტებით - კობახიძე ჩვენ უნდა გავყვეთ საზოგადოების უმრავლესობის ნებას, რასაც წყვეტს უმრავლესობა, თან მით უმეტეს, რომ ეს არის რაციონალური გადაწყვეტილება, ის გადაწყვეტილება უნდა იყოს ასახული პარლამენტის მიერ გამოცემულ აქტში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს არა ევროპული სტანდარტებით, არამედ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტებით, ეს არის დღევანდელი ხელისუფლების ხელწერა. „შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მოხდეს ძალადობის პრევენცია, თუმცა შეუძლებელია ამის სრულად გამორიცხვა, თუ ძალადობა არის დაგეგმილი, ყველაფერს გააკეთებენ შესაბამისი რადიკალური ძალები იმისთვის, რომ ეს ძალადობა განხორციელდეს. მთავარია, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ შემთხვევაშიც იმოქმედებს არა ევროპული სტანდარტებით, არამედ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტებით, ეს არის დღევანდელი ჩვენი ხელისუფლების ხელწერა და კონკრეტულად სამართალდამცველი ორგანოების, რითაც განსხვავდება დღევანდელი შსს მაგალითად მერაბიშვილის და გახარიას მოქმედებებისგან. ეს არის სტანდარტი, რომელიც აუცილებლად იქნება დაცული შსს-ს მიერ ყველაფერი გაკეთდება პრევენციისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისივე თქმით, მაღალი კვალიფიკაციით გამორჩეულმა გუნდმა ჩაატარა სოციოლოგიური კვლევა, რომლის მიხედვითაც 80 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობას. „რაც შეეხება უმრავლესობას და უმცირესობას - ჩვენ ჩავატარეთ სოციოლოგიური კვლევა ეს კვლევა ჩაატარა ერთ-ერთმა კომპეტენტურმა, მე არ დავასახელებ, შეგიძლია, დაახლოებით თქვენ ივარაუდოთ ვისთან შეიძლება, ჩვენ ვმუშაობდეთ, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი მაღალი კვალიფიკაციით გამორჩეული გუნდისგან შემდგარი ორგანიზაცია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, 80 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობას, როცა უშუალოდ კანონთან დაკავშირებით დაისვა კითხვა, ზუსტად 61 პროცენტი დაფიქსირდა მხარდაჭერა ამ შემთხვევაში, შესაბამისად ყველა ვხედავთ, სად არის საზოგადოების მხარდაჭერა. რაც შეეხება აქციებს მინდა, შეგახსენოთ, რომ ჩვენს აქციაზე იგივე გუშინდელთან შედარებით, რამდენჯერმე მეტი ადამიანი იყო გამოსული, რაც ასევე აჩვენებს თანაფარდობას. აქედან გამომდინარე, ცალსახად შეიძლება იმის თქმა, რომ ჩვენ უნდა გავყვეთ საზოგადოების უმრავლესობის ნებას, რასაც წყვეტს უმრავლესობა, თან მით უმეტეს, რომ ეს არის რაციონალური გადაწყვეტილება, ის გადაწყვეტილება უნდა იყოს ასახული პარლამენტის მიერ გამოცემულ აქტში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. https://ghn.ge/news/312136-shss-imokmedebs-evropulze-da-amerikulze-maghali-standartebit-kobakhidze შსს იმოქმედებს ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტებით - კობახიძე კომენტარი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/634201385.jpg 2024-05-12 312136 მოსახლეობის 60%-ზე მეტი მხარს უჭერს კანონს, პარლამენტი აღასრულებს ქართული საზოგადოების ნებას - კობახიძე სოციოლოგიური კვლევების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას, ხოლო 60 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს უშუალოდ კანონს. აქედან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ხვალ და ზეგ აღასრულებს ქართული საზოგადოების ნებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, საქართველოში არის საპარლამენტო დემოკრატია და გადაწყვეტილებები მიიღება უმრავლესობის ინტერესების შესაბამისად და არა პოლიტიკური უმცირესობის მოთხოვნების მიხედვით. „როგორც მოგეხსენებათ, ხვალ და ზეგ საქართველოს პარლამენტი გეგმავს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის მიღებას მესამე მოსმენით. ხვალ დაგეგმილია კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენა, ხოლო ზეგ პლენალურ სხდომაზე. აღვნიშნავ, რომ საქართველო არის საპარლამენტო დემოკრატია და ჩვენს ქვეყანაში გადაწყვეტილებები მიიღება ხალხის, უმრავლესობის ინტერესების შესაბამისად და არა პოლიტიკური უმცირესობის მოთხოვნების მიხედვით. სოციოლოგიური კვლევების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას, ხოლო 60 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს უშუალოდ კანონს. აქედან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ხვალ და ზეგ აღასრულებს ქართული საზოგადოების ნებას“, – განაცხადა კობახიძემ. https://ghn.ge/news/312135-mosakhleobis-60-ze-meti-mkhars-uchers-kanons-parlamenti-aghasrulebs-kartuli-sazogadoebis-nebas-kobakhidze 60%-ზე მეტი მხარს უჭერს კანონს, პარლამენტი აღასრულებს ქართული საზოგადოების ნებას - კობახიძე კომენტარი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1775978291.png 2024-05-12 312135 ძალადობრივ ახალგაზრდულ დაჯგუფებებს ხვალ და ზეგ დაგეგმილი აქვთ ძალადობრივი მოქმედებები, მათი დანაშაული არ დარჩება დაუსჯელი - კობახიძე გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ რადიკალური ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ და უცხოეთიდან დაფინანსებულ ძალადობრივ ახალგაზრდულ დაჯგუფებებს ხვალ და ზეგ დაგეგმილი აქვთ ძალადობრივი მოქმედებები საქართველოს პარლამენტისა და პოლიციის წინააღმდეგ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ირაკლი კობახიძემ გააფრთხილა რადიკალური ოპოზიციის ძალადობრივი დაჯგუფებების თითოეული წევრი, რომ ძალადობისთვის კანონის წინაშე ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს, სამართალდამცველებს კი მაქსიმალური მოთმინებისკენ მოუწოდა. „მინდა, გავაფრთხილო რადიკალური ოპოზიციის ძალადობრივი დაჯგუფებების თითოეული წევრი, რომ ძალადობისთვის კანონის წინაშე ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს. ამასთანავე, მინდა ვთხოვო სამართალდამცავებს, გამოიჩინონ მაქსიმალური მოთმინება და ძალადობაზე და შეურაცხყოფაზე რეაგირებისას, იმოქმედონ ევროპულზე მაღალი სტანდარტით. სამართალდამცავებს მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა იმისათვის, რომ ძალადობის დიდი მასშტაბისა და სრულიად მიუღებელი ხარისხის მიუხედავად, გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში, არსებითად, ისინი სწორედ ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტებით მოქმედებდნენ,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა. მისივე თქმით, მოძალადეების მიმართ რეაგირების ის უხეში ფორმები, რომლებიც ჩვეულებრივი მოვლენაა ამერიკული ან ფრანგული პოლიციისთვის, არ უნდა იყოს მისაღები ქართველი სამართალდამცავებისთვის. „გასული კვირების განმავლობაში, იყო რამდენიმე გამონაკლისი ინციდენტი, რომელიც ვერავისთვის იქნება მოსაწონი და მისაღები. საქართველო არის პატარა ქვეყანა, სადაც ადამიანები ერთმანეთს განსაკუთრებულად უნდა მოვუფრთხილდეთ. შესაბამისად, მოძალადეების მიმართ რეაგირების ის უხეში ფორმები, რომლებიც ჩვეულებრივი მოვლენაა ამერიკული ან ფრანგული პოლიციისთვის, არ უნდა იყოს მისაღები ქართველი სამართალდამცავებისთვის. აქვე მინდა ყველას შევახსენო, რომ ნებისმიერი ინციდენტი რადიკალური ოპოზიციის მიერ მათ მიერ დაგეგმილი ძალადობის გადასაფარად იქნება გამოყენებული. მინდა გავაფრთხილო რადიკალური ოპოზიციის თითოეული წარმომადგენელი, ვისაც ხვალ და ზეგ დაგეგმილი აქვს ძალადობა, რომ მათი დანაშაული არ დარჩება დაუსჯელი და დიდი ალბათობით, ვერც სალომე ზურაბიშვილის მხრიდან შეწყალებას ვეღარ დაექვემდებარება,“- განაცხადა პრემიერმა. https://ghn.ge/news/312134-dzaladobriv-akhalgazrdul-dajgufebebs-khval-da-zeg-dagegmili-akvt-dzaladobrivi-mokmedebebi-mati-danashauli-ar-darcheba-dausjeli-kobakhidze ძალადობრივ ახალგაზრდულ დაჯგუფებებს ხვალ და ზეგ დაგეგმილი აქვთ ძალადობრივი მოქმედებები, მათი დანაშაული არ დარჩება დაუსჯელი - კობახიძე კომენტარი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1764013230.jpeg 2024-05-12 312134 ხვალ დაგეგმილია კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენა, ხოლო ზეგ - მისი მიღება - კობახიძე გარედან ხელოვნურად თავს მოხვეული ე.წ. პოლარიზაციის დაძლევა, ანუ რადიკალიზმის დასრულება არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის წინაშე, რომელმაც ქვეყნის მართვის მანდატი უკვე რვაჯერ მოგვანიჭა და ოქტომბერში მეცხრედაც მოგვანიჭებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ხვალ და ზეგ საქართველოს პარლამენტი გეგმავს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას მესამე მოსმენით. „ხვალ დაგეგმილია კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენა, ხოლო ზეგ - მისი მიღება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ საქართველო არის საპარლამენტო დემოკრატია და ჩვენ ქვეყანაში გადაწყვეტილებები მიიღება ხალხის უმრავლესობის ინტერესების შესაბამისად და არა პოლიტიკური უმცირესობის მოთხოვნების მიხედვით. სოციოლოგიური კვლევების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას, ხოლო 60 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს უშუალოდ კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. აქედან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი ხვალ და ზეგ აღასრულებს ქართული საზოგადოების ნებას, უზრუნველყოს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მედიასაშუალებების შემოსავლებისა და ხარჯების გასაჯაროება და შესაბამისად, შექმნას უფრო მყარი გარანტიები საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობის, სიმშვიდისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. არ შეიძლება ქვეყანა მუდმივად ცხოვრობდეს ე.წ. პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეში, რომელიც საქართველოსთვის ხელოვნურად არის გარედან თავს მოხვეული და რაშიც განსაკუთრებულ როლს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მედიასაშუალებების გაუმჭვირვალე დაფინანსება ასრულებს. გარედან ხელოვნურად თავს მოხვეული ე.წ. პოლარიზაციის დაძლევა, ანუ რადიკალიზმის დასრულება არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის წინაშე, რომელმაც ქვეყნის მართვის მანდატი უკვე რვაჯერ მოგვანიჭა და ოქტომბერში მეცხრედაც მოგვანიჭებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. https://ghn.ge/news/312133-khval-dagegmilia-kanonproektis-sakomiteto-mosmena-kholo-zeg-misi-migheba-kobakhidze ხვალ დაგეგმილია კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენა, ხოლო ზეგ - მისი მიღება - კობახიძე კომენტარი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1768701056.jpeg 2024-05-12 312133 უარს ვაცხადებთ აკადემიური პროცესის განახლებაზე - სამხატვრო აკადემიის სტუდენტები თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ნაწილი აცხადებს, რომ უერთდებიან სტუდენტების გაფიცვას და არ გამოცხადდებიან აუდიტორიებში. "ჩვენ, სამხატვრო აკადემიის სტუდენტები, ვუერთდებით საერთო სტუდენტურ ინიციატივას. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი აკადემია დღემდე დუმს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, გადავწყვიტეთ, თანამოაზრეები გავერთიანდეთ. ჩვენმა სფერომ თვალნათლივ დაინახა, რა კატასტროფული შედეგები მოუტანა დიქტატორულმა მმართველობამ ქართულ კულტურას. ამასთან, უფრო და უფრო რთული ხდება მაღალ მატერიებზე მსჯელობა აუდიტორიებში მაშინ, როცა ქუჩებში კანონით მონიჭებული აზრის თავისუფლება უკანონო, ბრუტალური ქმედებებით ისჯება. ყოველივე კი იმ ევროპულ ღირებულებებს უპირისპირდება, რომლებიც ასე ფუნდამენტურია უნივერსიტეტებისთვის. შესაბამისად, ვუერთდებით რა პროტესტს, უარს ვაცხადებთ ორშაბათიდან აუდიტორიებში აკადემიური პროცესის განახლებაზე. აკადემიურ პერსონალსა და ჩვენთვის პატივცემულ ლექტორ-პროფესორებს კი მივმართავთ თხოვნით, რომ შემოგვიერთდნენ საქართველოს უკეთესი მომავლისთვის. არა რუსულ კანონს და ყველაფერ იმას, რაც ევროპულ გზას გვაშორებს!" შეგახსენებთ, მანამდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა განაცხადა, რომ 13 მაისიდან პროტესტის ნიშნად, უარს ამბობენ სასწავლო პროცესში მონაწილეობისგან. თსუ-ს სტუდენტებს მხარდაჭერა გამოუცხადა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტურმა მოძრაობამ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტისა და "ალტე" უნივერსიტეტის სტუდენტებმა. https://ghn.ge/news/312132-uars-vatskhadebt-akademiuri-protsesis-ganakhlebaze-samkhatvro-akademiis-studentebi უარს ვაცხადებთ აკადემიური პროცესის განახლებაზე - სამხატვრო აკადემიის სტუდენტები საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/2037454656.jpg 2024-05-12 312132 მშვიდობა ყველას გვინდა, მაგრამ მისი მიღწევა ხშირად გვიჭირს, რადგან არ ვიქცევით სწორად, არ მივმართავთ და არ ვსასოებთ მას, ვინც არის სათავე და წყარო მშვიდობისა - ყოვლადწმინდა სამება - ილია მეორე ამჟამად ჩვენი ქვეყანა თავისი განვითარების ერთ-ერთ რთულ მონაკვეთს გადის. მშვიდობა ყველას გვინდა, მაგრამ მისი მიღწევა ხშირად გვიჭირს, რადგან არ ვიქცევით სწორად, არ მივმართავთ და არ ვსასოებთ მას, ვინც არის სათავე და წყარო მშვიდობისა – ყოვლადწმინდა სამება, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მრევლისადმი მიმართვაშია აღნიშნული, რომელსაც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. ილია მეორემ მრევლს თხოვნით მიმართა, დღეიდან კიდევ უფრო გააძლიერონ ლოცვა საქართველოსთვის. „ქრისტეს მიერ საყვარელო ძმანო და დანო, ჩვენო სულიერო შვილებო, ქრისტე აღდგა! გილოცავთ ბრწყინვალე აღდგომის განახლებას, კვირაცხოვლობის დიდებულ დღესასწაულს; ხსენებას წმ. თომა მოციქულისა, საქართველოში ქრისტეს პირველი მქადაგებლის, წმიდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულისა და ქრისტეს რწმენისთვის ლაზეთში მოწყვეტილ 300 მოწამეთა; ასევე, ღვთისმშობლის წილხვდომილობის ზეიმს! დღევანდელი დღე გამორჩეულია და ამიტომაც მინდა, გთხოვოთ, რომ სწორედ დღეიდან კიდევ უფრო გავაძლიეროთ ლოცვა საქართველოსთვის. ამჟამად ჩვენი ქვეყანა თავისი განვითარების ერთ-ერთ რთულ მონაკვეთს გადის. მშვიდობა ყველას გვინდა, მაგრამ მისი მიღწევა ხშირად გვიჭირს, რადგან არ ვიქცევით სწორად, არ მივმართავთ და არ ვსასოებთ მას, ვინც არის სათავე და წყარო მშვიდობისა, – ყოვლადწმინდა სამება. მინდა, შეგახსენოთ ჭეშმარიტი ღვთის სადიდებელი ლოცვა სამი ახალგაზრდისა: ანანია, აზარია და მისაელისა, რომლებიც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა დასჯის მიზნით ისეთ გავარვარებულ ღუმელში ჩაყარა, რომ მის ახლოს მყოფი ადამიანებიც ცეცხლის ალისგან დაიწვნენ, ისინი კი სრულიად უვნებელნი დარჩნენ, რადგან უფლის ანგელოზი იყო მათთან და ცეცხლის მხურვალებამ ვერაფერი დააკლოთ. შევთხოვოთ ყოვლისშემძლე და ყოვლადძლიერ ღმერთს, რომ, როგორც ანანია, აზარია და მისაელი გადაარჩინა მან უდიდეს განსაცდელს, საქართველოც გადაარჩინოს და მშვიდობითა და ერთობით გვაკურთხოს. ამ ლოცვის ტექსტი ასეთია: „კურთხეული ხარ, უფალო, ჩვენი მამა-პაპის ღმერთო, ქებული და დიდებული ხარ უკუნისამდე; კურთხეულია შენი დიდების სახელი, წმინდა, ქებული და განდიდებულია უკუნისამდე! კურთხეული ხარ შენ დიდების წმინდა ტაძარში; ქებული და დიდებული ხარ უკუნისამდე! კურთხეული ხარ შენ, უფსკრულთა მხილველი, ქერუბიმებზე მჯდომარე, ქებული და დიდებული ხარ უკუნისამდე! კურთხეული ხარ შენს სამეუფო ტახტზე, ქებული და დიდებული ხარ უკუნისამდე! კურთხეული ხარ ცის მყარზე, ქებული და დიდებული ხარ უკუნისამდე! აკურთხეთ უფლის ყოველი საქმე, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე! აკურთხეთ, უფლის ანგელოზნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე! აკურთხეთ, ცანო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე! ადიდეთ, წყალნო ცის ზემოთ, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე! აკურთხეთ, უფლის ძალნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხეთ, მზეო და მთვარეო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხეთ, ცის ვარსკვლავნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხეთ, ყოველო წვიმავ და ცვარ-ნამო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხეთ, ყოველნო ქარნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხეთ, ცეცხლო და სიცხევ, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხეთ, ყინვავ და ხვატო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხეთ, ცვარ-ნამო და ღრუბელნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხეთ, ყინვავ და სიცივევ, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხეთ, თრთვილნო და თოვლნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ უკუნისამდე! აკურთხეთ, დღევ და ღამევ, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხეთ, ნათელო და ბნელო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხეთ, ელვავ და ღრუბელნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხოს დედამიწამ უფალი, უგალობოს და განადიდოს იგი უკუნისამდე! აკურთხეთ, მთანო და ბორცვნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხეთ, უფალი, ყოველნო მცენარენო დედამიწაზე, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხეთ წყაროსთვალნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხეთ, ზღვანო და მდინარენო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხეთ უფალი, ვეშაპნო და წყალში მცურავნო, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხეთ, ცის ყოველნო ფრინველნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხეთ, ოთხფეხნო და მიწის ყოველნო მხეცნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხეთ, ადამის ძენო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხე, ისრაელ, უფალი, უგალობე და განადიდე იგი უკუნისამდე! აკურთხეთ, მღვდელნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხეთ, უფლის მორჩილნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხეთ, მართალთა სულნო და სამშვინველნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხეთ, წმინდანო და გულით გლახაკნო, უფალი, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე! აკურთხეთ უფალი, ანანია, აზარია და მისაელ, უგალობეთ და განადიდეთ იგი უკუნისამდე, რადგან მან გამოგვიყვანა ჯოჯოხეთიდან, მან გვიხსნა სიკვდილის ხელიდან, გამოგვტაცა გავარვარებული ღუმლის წიაღს, დაგვიხსნა შუაგულ ცეცხლიდან! აქეთ უფალი, რადგან კეთილია, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი! უფლის თაყვანისმცემელნო, აკურთხეთ ღმერთთა ღმერთი, უგალობეთ და აქეთ იგი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი!“ (დან. 3,52-90). ყოველდღე თქვით ეს სადიდებელი და შეავედრეთ უფალს ჩვენი ქვეყანა. უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით“, – აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართვაში. https://ghn.ge/news/312131-mshvidoba-qvelas-gvinda-magram-misi-mightseva-khshirad-gvichirs-radgan-ar-viktsevit-stsorad-ar-mivmartavt-da-ar-vsasoebt-mas-vints-aris-satave-da-tsqaro-mshvidobisa-qovladtsminda-sameba-ilia-meore მშვიდობა ყველას გვინდა, მაგრამ მისი მიღწევა ხშირად გვიჭირს, რადგან არ ვიქცევით სწორად, არ მივმართავთ და არ ვსასოებთ მას, ვინც არის სათავე და წყარო მშვიდობისა - ყოვლადწმინდა სამება - ილია მეორე საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/105420155.png 2024-05-12 312131 გუშინდელი აქცია იყო ყველაზე ხალხმრავალი. არ გავტყდეთ და გამარჯვება გარანტირებულია! - სააკაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში, 11 მაისს გამართულ მრავალრიცხოვან საპროტესტო აქციას გამოეხმაურა. "გუშინდელი აქცია იყო ყველაზე ხალხმრავალი. მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით უფრო ხალხმრავალი ვიდრე მაიდნებზე უკრაინაში,  ვიდრე ეროვნული მოძრაობის გარიჟრაჟზე 9 აპრილს და ვარდების რევოლუციის დროსაც კი, როდესაც ქვეყნის მოსახლეობა ორჯერ მეტი იყო ვიდრე ახლა.   გაუმარჯოს ერთობას! არ გავტყდეთ და გამარჯვება გარანტირებულია!", - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში. https://ghn.ge/news/312130-gushindeli-aktsia-iqo-qvelaze-khalkhmravali-ar-gavtqdet-da-gamarjveba-garantirebulia-saakashvili გუშინდელი აქცია იყო ყველაზე ხალხმრავალი. არ გავტყდეთ და გამარჯვება გარანტირებულია! - სააკაშვილი კომენტარი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1145251009.png 2024-05-12 312130 ორშაბათიდან ვაცხადებთ დაუმორჩილებლობას, არ მივიღებთ სასწავლო პროცესში მონაწილეობას და აქტიურად ჩავერთვებით საპროტესტო მოძრაობებში - ილიაუნის სტუდენტები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა გნაცხადა, რომ ორშაბათიდან სრულ დაუმორჩილებლობას აცხადებენ და აქტიურად ჩაერთვებიან საპროტესტო მოძრაობებში. "გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და გაგაცნოთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების განცხადება. დღეს მმართველი პარტია ცდილობს მიიღოს ქვეყნისთვის დამაზიანებელი რუსული კანონები და ამით წერტილი დაუსვას საქართველოს ევროპულ მომავალს. ხელისუფლების, "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებისა და მათი ზონდერ ჯგუფების მხრიდან ძალის გამოყენება, მშვიდობიანი მოქალაქეების დარბევა, დაშინება რუსული ხელწერაა და ეწინააღმდეგება მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეულ ევროპულ კურსს. იმ საქართველოში, სადაც გაძლიერებულია რუსეთის გავლენა, ფასს კარგავს ყველაფერი. მათ შორის, განათლებაც. ახლა გაჩუმება ხელისუფლების ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში მონაწილეობას გულისხმობს. შესაბამისად, ორშაბათიდან ვაცხადებთ დაუმორჩილებლობას და ვიწყებთ გაფიცვას. არ მივიღებთ არცერთ სასწავლო პროცესში მონაწილეობას და აქტიურად ჩავერთვებით საპროტესტო მოძრაობებში. მადლობას ვუცხადებთ ლექტორებს, რომლებმაც დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია, სხვებს კი მოვუწოდებთ შემოუერთდეს განცხადებას და დაიწყონ გაფიცვა. მივმართავთ სხვა სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებს, შემოგვიერთდით. მივმართავთ ხელისუფლებას, სასწრაფოდ შეწყვიტეთ საქართველოს ისტორიის ღალატი და დაუბრუნდით კონსტიტუციურ ფარგლებს. ჩვენი სათქმელი მარტივია. ვიბრძოლებთ ბოლომდე. ვიქნებით ქვეყნის სამსახურში და ვერ შეგვაშინებს ვერაფერი. ილიას გზით ევროპისკენ. არა რუსულ რეჟიმს!," - აცხადებენ ილიაუნის სტუდენტები. ამასთან, გუშინ გავრცელდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელები განცხადებას , სადაც აღნიშნავენ, რომ სტუდენტების მიერ სასწავლო პროცესის შეჩერების შემთხვევაში, თავადაც შეუერთდებიან. ასევე გუშინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა განაცხადა, რომ ორშაბათიდან უარს ამბობენ აუდიტორიებში შესვლაზე. მათ ინიციატივას შეუერთდნენ კავკასიის უნივერსიტეტის, ჯიპას, ალტეს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სტუდენტებიც.  https://ghn.ge/news/312128-orshabatidan-vatskhadebt-daumorchileblobas-ar-mivighebt-sastsavlo-protsesshi-monatsileobas-da-aktiurad-chavertvebit-saprotesto-modzraobebshi-iliaunis-studentebi ორშაბათიდან ვაცხადებთ დაუმორჩილებლობას, არ მივიღებთ სასწავლო პროცესში მონაწილეობას და აქტიურად ჩავერთვებით საპროტესტო მოძრაობებში - ილიაუნის სტუდენტები საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1952703818.png 2024-05-12 312128 ვიმედოვნებთ, კიდევ არსებობს შანსი, რომ კანონი არ იქნება მიღებული, თუ მიიღეს, ევროკავშირს და წევრ ქვეყნებს სხვა გზა არ ექნებათ, გარდა იმისა, რომ დაფიქრდნენ ნეგატიურ რეაქციებზე - პაველ ჰერჩინსკი საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ამჟამინდელი სახით მიღების შემთხვევაში, ის სერიოზულ დაბრკოლებას შეუქმნის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. „თქვენ დამისვით შეკითხვა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით. ნება მომეცით, გავიმეორო ის, რაც არაერთხელ თქვეს ევროპელმა ლიდერებმა, ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებმა. იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონპროექტი ამჟამინდელი სახით იქნება მიღებული საქართველოს პარლამენტში, ის სერიოზულ დაბრკოლებას შეუქმნის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. რატომ? იმიტომ, რომ ეს კანონი მისი ახლანდელი ფორმით არ არის თავსებადი იმ ნორმებსა და ღირებულებებთან, რაც ჩვენ, ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოს გვაქვს. გულწრფელად ვიმედოვნებ, მოიძებნება გზა იმისთვის, რომ ეს კანონი არ იყოს მიღებული საქართველოს პარლამენტში. ვიცი, რომ მესამე მოსმენა იგეგმება მომდევნო კვირაში და გულწრფელად ვიმედოვნებთ, კიდევ არსებობს შანსი, რომ კანონი არ იქნება მიღებული. იმ შემთხვევაში, თუ ეს ასე არ იქნება, ყველა პროცედურული შესაძლებლობა უნდა იქნეს გამოყენებული, რომ კანონი არსებული ფორმით არ იქნეს მიღებული. სამწუხაროდ, იმ შემთხვევაში, თუ მიიღეს, ევროკავშირს და წევრ ქვეყნებს სხვა გზა არ ექნებათ, გარდა იმისა, რომ დაფიქრდნენ ნეგატიურ რეაქციებზე. საქართველოში კანონები საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს და არა სხვა ვინმემ, მაგრამ ჩემი, როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩის მოვალეობა, პასუხისმგებლობაა, განვმარტო, რა შედეგები მოჰყვება ამ კანონპროექტის მიღებას. კიდევ ერთხელ შემიძლია, გავიმეორო, რომ ამ კანონის ამჟამინდელი სახით მიღების შემთხვევაში, ის სერიოზულ დაბრკოლებას შეუქმნის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. სწორედ ამიტომ გვინდა, დავეხმაროთ არსებული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნაში. ჩვენ ვიცით, რომ ვენეციის კომისიას, რომელიც არის სამართლებრივი საკითხების საერთაშორისო სტანდარტების დამდგენი, სთხოვეს, წარმოადგინოს თავისი სამართლებრივი მოსაზრება ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. ვენეციის კომისიას არავითარი კავშირი არ აქვს ევროკავშირთან, ეს არის ევროსაბჭოს ორგანო, საქართველო არის ევროსაბჭოს წევრი, ევროსაბჭოს სრულუფლებიანი წევრი, გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ იურიდიული დასკვნა ძალიან მალე გამოქვეყნდება და საქართველოს პარლამენტის გადასაწყვეტი იქნება, როგორ იმოქმედოს ვენეციის კომისიის ამ მოსაზრების შემდეგ. კიდევ ერთხელ შემიძლია, გავიმეორო, რომ ჩვენ გულწრფელად  ვიმედოვნებთ, ეს კანონი მისი ამჟამინდელი ფორმით არ მიიღება“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ. (პირველი არხი) https://ghn.ge/news/312127-vimedovnebt-kidev-arsebobs-shansi-rom-kanoni-ar-ikneba-mighebuli-tu-miighes-evrokavshirs-da-tsevr-kveqnebs-skhva-gza-ar-eknebat-garda-imisa-rom-dafikrdnen-negatiur-reaktsiebze-pavel-herchinski ვიმედოვნებთ, კიდევ არსებობს შანსი, რომ კანონი არ იქნება მიღებული, თუ მიიღეს, ევროკავშირს და წევრ ქვეყნებს სხვა გზა არ ექნებათ, გარდა იმისა, რომ დაფიქრდნენ ნეგატიურ რეაქციებზე - პაველ  ჰერჩინსკი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/851354735.png 2024-05-12 312127 ბორჯომში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართა საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, მოსახლეობასთან შეხვედრა ბორჯომში გამართა და „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტები გააცნო.  შეხვედრაზე მოსახლეობას სიტყვით მიმართეს და  საკონსტიტუციო ცვლილებების მნიშვნელობაზე ისაუბრეს ანრი ოხანაშვილმა, ირაკლი შატაკიშვილმა და ანტონ ობოლაშვილმა.  შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები: გრეტა წიწავა, სუმბატ კიურეღიანი,  სამველ მანუკიანი, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი.  დღესვე საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია მოსახლეობასთან შეხვედრას გორში გამართავს.   https://ghn.ge/news/312126-borjomshi-sakonstitutsio-tsvlilebebis-saqoveltao-sakhalkho-gankhilva-gaimarta ბორჯომში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართა პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1277011270.jpeg 2024-05-12 312126 20 ათას მომიტინგემდეც ვერ მოაგროვეს - ირმა ზავრადაშვილი "ქართული ოცნების" წევრი, პარლამენტარი ირმა ზავრადაშვილი თბილისში, 11 მაისს გამართულ მრავალრიცხოვან საპროტესტო აქციას გამოეხმაურა. ზავრადაშვილის მტკიცებით, აქციაზე 20 000-ზე ნაკლები ადამიანი იმყოფებოდა. "გუშინ დავწერე მათი მოლოდინის, 50 ათასის შესახებ, მაგრამ ერთკვირიანი სრული მობილიზაციის შედეგი ის იყო, რომ 20 ათას მომიტინგემდეც ვერ მოაგროვეს და დღეს ზოგი 100, ზოგი 200 ათას ადამიანსაც ამბობს. ამ წუთამდე მამუკა მდინარაძის დადებულ მტკიცებულებაზე კრინტი არავის დაუძრავს. ყველას გვაინტერესებს რამდენი ადამიანი ეტევა ცხრაათას კვადრატულ მეტრზე გუშინდელი წყობით, მოიფიქრეთ და თქვით რაღაცა, „დაგენგრათ ოჯახი",- წერს ზავრადაშვილი. ფოტო აქციიდან   https://ghn.ge/news/312125-20-atas-momitingemdets-ver-moagroves-irma-zavradashvili 20 ათას მომიტინგემდეც ვერ მოაგროვეს - ირმა ზავრადაშვილი კომენტარი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1739631648.jpg 2024-05-12 312125 უჩა აბაშიძე და მარიამ იაშვილი ბრალს არ აღიარებენ - ადვოკატი სამხედრო ბლოგერ უჩა აბაშიძის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, უჩა აბაშიძე და მისი მეუღლე, მარიამ იაშვილი ბრალს არ აღიარებენ. მისი თქმით, ჩხრეკისა და დაკავება პროცედურები კანონმდებლობის დარღვევით ჩატარდა. "ბუნებრივია, არ აღიარებენ ბრალს, მათ შორის საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, ვხედავდით, როგორ არღვევდნენ საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლები კანონს, როგორ ტარდებოდა ჩხრეკა, როგორ არ იქნა უზრუნველყოფილი მოწმეებისა და ადვოკატის დასწრება და მონაწილეობა ჩხრეკის პროცესში, როგორ არ იქნა გამორიცხული საგამოძიებო ორგანოს მიერ შესაძლებლობა, რომ ჩხრეკის დროს მომხდარიყო სხვადასხვა სახის კანონდარღვევა, მათ შორის ყოფილიყო უზრუნველყოფილი პროცედურული წესების დაცვით ნივთების ამოღება, დალუქვა, აღრიცხვა", - თქვა თუთბერიძემ. ამასთან, ადვოკატის განცხადებით, არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტიელბას, დაკავებულთათვის აღკვეთის ღონისძიები სახიტ, პატიმრობის შეფარდების თაობაზე. "ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებით. მიგვაჩნია, რომ დაუსაბუთებელი და უსამართლოა. უნდა დავამუშაოთ და შემდეგ გადავწყვეტთ მისი გასაჩივრების შესაძლებლობას, დავგეგმავთ თავად უჩასთან ერთად", - განაცხადა ადვოკატმა. https://ghn.ge/news/312118   https://ghn.ge/news/312124-ucha-abashidze-da-mariam-iashvili-brals-ar-aghiareben-advokati უჩა აბაშიძე და მარიამ იაშვილი ბრალს არ აღიარებენ - ადვოკატი სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1502744623.png 2024-05-12 312124 ივანიშვილს, როგორც ჩანს, სურს, საქართველო ახალ, რეპრესიულ რუსეთად იქცეს - კორტნი საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. "ივანიშვილს, როგორც ჩანს, სურს, საქართველო ახალ, რეპრესიულ რუსეთად იქცეს", - წერს კორტნი სოციალურ ქსელში. "Putin & Ivanishvili share an obsession with the USA being behind every Western or local entity that they cannot tolerate or any popular resistance to authoritarianism." Ivanishvili seems to want Georgia to become a new, repressive Russia.https://t.co/iwUX0VIya5 — William Courtney (@courtneywmh) May 12, 2024   https://ghn.ge/news/312123-ivanishvils-rogorts-chans-surs-sakartvelo-akhal-represiul-rusetad-iktses-kortni ივანიშვილს, როგორც ჩანს, სურს, საქართველო ახალ, რეპრესიულ რუსეთად იქცეს - კორტნი კომენტარი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/224842675.jpg 2024-05-12 312123 საქართველოს სამბოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ექვსი მედალი მოიპოვა საქართველოს სამბოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ექვსი მედალი მოიპოვა სერბეთი სამბოს ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. კონტინენტის პირველობაზე წარმატებით იასპარეზა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, რომელმაც ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ევროპის ჩემპიონობა უშანგი მარგიანმა (88 კგ) და დავით ლორიაშვილმა (98 კგ) იზეიმეს, ვიცე-ჩემპიონი ლუკა წიქვაძე (79 კგ) გახდა, ბრინჯაოს მედლებს კი ნინო ოძელაშვილი (72 კგ), ელენე ქებაძე (+80 კგ) და ელიზბარ თურქია (71 კგ) დაეუფლნენ. ამ შედეგით საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა. ევროპის ჩემპიონატში ოცდაათი ქვეყნის შვიდასამდე სპორტსმენი მონაწილეობს. https://ghn.ge/news/312122-sakartvelos-sambos-erovnulma-nakrebma-evropis-chempionatze-ekvsi-medali-moipova საქართველოს სამბოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ექვსი მედალი მოიპოვა სპორტი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/996321893.jpg 2024-05-12 312122 პარლამენტში 13 მაისიდან უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 13 მაისიდან მის მოხსნამდე, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე, ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე, მათ შორის კომიტეტის და პლენარულ სხდომებზე, დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. „შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე. აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“, – ნათქვამია განცხადებაში. https://ghn.ge/news/312121-parlamentshi-13-maisidan-usafrtkhoebis-qviteli-done-imokmedebs პარლამენტში 13 მაისიდან უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/11776336.jpg 2024-05-12 312121 ნათელია, როგორი მომავალი სურს საქართველოს მოსახლეობას, დაპირებები უნდა შესრულდეს - ლანდსბერგისი ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი მორიგჯერ ეხმიანება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. "ნათელია, როგორი მომავალი სურს საქართველოს მოსახლეობას. მათთვის მიცემული დაპირებები უნდა შესრულდეს", - წერს ლანდსბერგისი სოციალურ ქსელში. It is more than obvious which kind of future the people of Sakartvelo want. Promises made to them should now be delivered. — Gabrielius Landsbergis🇱🇹 (@GLandsbergis) May 12, 2024   https://ghn.ge/news/312120-natelia-rogori-momavali-surs-sakartvelos-mosakhleobas-dapirebebi-unda-shesruldes-landsbergisi ნათელია, როგორი მომავალი სურს საქართველოს მოსახლეობას, დაპირებები უნდა შესრულდეს - ლანდსბერგისი კომენტარი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/1763721492.jpg 2024-05-12 312120 სასამართლომ უჩა აბაშიძეს და მარი იაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა თბილისის საქალაქო სასამართლომ ბლოგერ უჩა აბაშიძესა და მის ცოლს, მარი იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. წინასასამართლო სხდომა 2 ივლისს ჩაინიშნა. სხდომას ორივე ბრალდებული ესწრებოდა და იგი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. ცოტა ხნით ადრე, პროკურატურამ განცხადება გაავრცელა უჩა აბაშიძისა და მარიამ იაშვილის მიმართ ბრალდების წარდგენის თაობაზე. პროკურატურის ინფორმაციით, ორივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157¹-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა) წარედგინა, უჩა აბაშიძეს კი ასევე 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა). დანაშაული სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. https://ghn.ge/news/312113   https://ghn.ge/news/312118-sasamartlom-ucha-abashidzes-da-mari-iashvils-aghkvetis-sakhit-patimroba-sheufarda სასამართლომ უჩა აბაშიძეს და მარი იაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/185161454.jpg 2024-05-12 312118 თქვენი შვილების ჯანში იყოს "თქვენი მორალი" - ოდიშარია მიშველაძეს "ქართული ოცნების" წევრი, პარლამენტარი ბექა ოდიშარია ჟურნალის ეკა მიშველაძეს სოციალური ქსელის საშუალებით მიმართავს. როგორც ჩანს, ოდიშარია გააღიზიანა ეკა მიშველაძის მიმართვამ პრემიერ-მინისტრ კობახიძისადმი. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე, ეკა მიშველაძე ირაკლი კობახიძეს მიმართავდა "ამხანაგო ირაკლი". ათასს კვერცხზე გადამჯდარო მიშველაძევ, (ე). "ამხანაგოთი" შეგიძლია, ნაღდად, თავისუფლად მიმართო ნახევარ თბილისს. გილოცავ "ამას ყველაფერს" ამხანაგო. თქვენი შვილების ჯანში იყოს "თქვენი მორალი". პ.ს. იოზეფმა( გებელს) , მაგდას, ( მეუღლეს) ექვსივე(შვილი)ს მოწამვლა უბრძანა ( …ნუ მინიმუმ სამი გადარჩა…) სჩანს არ შეუსრულა მაგდამ იოზეფს და ჰელგადან დაწყებული H ზე , ჰიტლერის ხათრით დარქმეული, სახელდებული “უმანკო”(ზოგიერთნი) არსებები, ფაქტია გადარჩნენ…. გაგრძელება (სამწუხაროდ) იქნება. https://ghn.ge/news/312117-tkveni-shvilebis-janshi-iqos-tkveni-morali-odisharia-mishveladzes თქვენი შვილების ჯანში იყოს "თქვენი მორალი" - ოდიშარია მიშველაძეს კომენტარი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/599309189.jpg 2024-05-12 312117 ევროვიზიის საშინელ კონკურსს არაფერი ეშველება, სანამ არ შეიცვლება გამარჯვებულის გამოვლენის სისტემა - ზაზა შენგელია ევროვიზიის საშინელ კონკურსს არაფერი ეშველება, სანამ არ შეიცვლება გამარჯვებულის გამოვლენის სისტემა, - ამის შესახებ “ბრავო რექორდსის“ პრეზიდენტი, ზაზა შენგელია სოციალურ ქსელში წერს. „25 წელია ამას ვამბობ: Eurovision Is The Most ბ ა ნ ძ ი Song Contest In The World, თავის წლევანდელი გამარჯვებულით… ჯერ ჰარი სთაილსი რა არის და მერე კიდევ სადაც მისი “ჩინურ-სუროგატული” ვერსია იმარჯვებს ამ მასშტაბის კონკურსში, იქ რაიმე ღირებულზე საუბარიც კი ზედმეტია… ევროვიზიის საშინელ კონკურსს არაფერი ეშველება, სანამ არ შეიცვლება გამარჯვებულის გამოვლენის სისტემა და სანამ ამ კონკურსს საიმონ ქაუელის, ენდრიუ ლოიდ-ვებერის ან საიმონ ფულერის დონის მუსიკალური პროდიუსერი არ მოკიდებს ხელს და არ მიაბამს მას მსოფლიოს წამყვან რექორდ ლეიბლებს, როგორც ეს “X Factor”-ის და “Pop Idol”-ის შემთხვევაში მოხდა…“ - წერს ზაზა შენგელია. შეგახსენებთ, ევროვიზია 2024-ის გამარჯვებული შვეიცარია გახდა. საქართველოს, რომელსაც ნუცა ბუზალაძე წარმოადგენდა, ჯამში 34 ქულით 21-ე ადგილზე გავიდა. https://www.facebook.com/zaza.shengelia.1/posts/pfbid02H2d6wsHqMqPfTNUYevzw6rn7pUhTikSb52BZ8qvnoX1bf3ekXanag3EkDWARrdzZl   https://ghn.ge/news/312116-evroviziis-sashinel-konkurss-araferi-eshveleba-sanam-ar-sheitsvleba-gamarjvebulis-gamovlenis-sistema-zaza-shengelia ევროვიზიის საშინელ კონკურსს არაფერი ეშველება, სანამ არ შეიცვლება გამარჯვებულის გამოვლენის სისტემა - ზაზა შენგელია კომენტარი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2024-05/118573559.jpg 2024-05-12 312116