პარლამენტი ამნისტიის შესახებ ახალი კანონპროექტის განხილვას იწყებს
თარიღი: 08:23 - 08.02.10

პარლამენტი ამნისტიის შესახებ ახალი კანონპროექტის განხილვას იწყებს
დღეს, 8 თებერვალს, პარლამენტში ამნისტიის შესახებ ახალი კანონპროექტის განხილვა დაიწყება. კანონპროექტს დღეს პირველი მოსმენით, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი განიხილავს

კანონპროექტის მიხედვით, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე, 362-ე მუხლებით ან 363-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებებისთვის გასამართლებული პირები გათავისუფლდებიან.

ეს დანაშაულები დაკავშირებულია 2003-2004 სასწავლო წლის სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტის _ ატესტატის დამზადებასთან, შეძენასა და გასაღების მიზნით შენახვასთან, გასაღებასთან ან გამოყენებასთან მათ საწინააღმდეგო მისაკუთრებასთან და, ასევე, ატესტატში ყალბი ცნობის ან ჩანაწერის შეტანასთან.

კანონპროექტი პარლამენტში გასული წლის საშემოდგომო სესიაზე, დეკემბერში, შევიდა.


სიახლე გამოქვეყნებულია საიტზე: http://ghn.ge
ბმული: http://ghn.ge/news-7754.html