დღეს, 24 ნოემბერს, 17 : 00 საათზე, წერეთლის გამზირზე დიდუბის ეკლესიის გვერდით არასამთავრობო ორგანიზაცია ‘'დაიცავი სიცოხლის'', ლაშა ჩხარტიშვილის და ჯაბა ჯიშკარიანის ორგანიზებით გაიმართება აქცია, რომელიც ეძღვნება ბუტა რობაქიძის მკვლელეობიდან 5 წლისთავს.
როგორც"ჯი-ეიჩ-ენს" აქციის ორგანიზატორებმა აცნობეს, აქციის შემდგომ ნაჩვენები იქნება ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით მომზადებული დოკუმენტური ფილმები.
ფილმები "კიდევ ერთხელ შეახსენებს საზოგადოებას იმას, რომ: სააკაშვილის რეჟიმის ძალისხმევის შედეგად მკვლელს უაღრესად მსუბუქი სასჯელი მიესაჯა, ხოლო მკვლელობის გარემოებების გამყალბებელ და მკვლელის მფარველ შსს მაღალჩინოსნებს დღემდე არ უგიათ პასუხი ჩადენილი დანაშაულისათვის", - ნათქვამია აქციის ორგანიზატორთა მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.