დღეს, 9 დეკემბერს, 15:00 საათზე, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობის ოფისში გაიმართება შეხვედრა ხევსურეთის განვითარების გეგმებთან დაკავშირებით. დაგეგმილია რამდენიმე პრეზენტაცია, რომელსაც წარმოადგენენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო (პრეზენტატორი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი), საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო (პრეზენტატორი _ ვანო ვაშაყმაძე), დაცული ტერიტორიების სააგენტო და მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაცია.
შეხვედრაში მონაწილეობენ ევროკავშირის, USAID -ის, გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე მოწვეულები არიან ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, გერმანიის განვითარების ბანკის, თი ბი სი-ბანკის, დიპლომატიური კორპუსის, ასევე კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელისა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეხვედრის ორგანიზატორები არიან მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობა საქართველოში და მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაცია.