ხვალ, 9 ნოემბერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო "რეფერალური ჰოსპიტალის" სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილის გასხვისებას შეეცდება.
ობიექტის საწყისი ღირებულება 0,5 მლნ დოლარია. "რეფერალური ჰოსპიტალის" საწესდებო კაპიტალი 1 მლნ. 939 თას 338 ლარს შეადგენს. იმავდროულად მას 166 ათას 188 ლარს დებიტორული დავალიანება და 333 ათას 255 ლარის კრედიტორული დავალიანება გააჩნია.
შესაბამისი ოქმის გაფორმებიდან 36 თვეში, მფლობელი ვალდებული ხდება 3 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელოს, შემდეგი გრაფიკის მიხედვით: პირველი 12 თვის განმავლობაში - 250000 ევრო, შემდეგი 12 თვის განმავლობაში - 500000 ევრო, ხოლო ბოლო 12 თვის განმავლობაში - 2250000 ევროს ინვესტიცია განახორციელოს. იმავდროულად 7 წლის განმავლობაში "რეფერალური ჰოსპიტალის" სამედიცინო პროფილი უნდა შეუნარჩუნდეს.