ხვალ, 12 ოქტომბერს 15 საათიდან 18 საათამდე კრწანისის რაიონის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვის მიზეზად "თელასი" მაღალი ძაბვის გამანაწილებელ ქვესადგურში "ნავთლუღი 220"-ზე საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებას ასახელებს.
12 ოქტომბერს შეზღუდვა შეეხება: ზემო და ქვემო ფონიჭალის, გეოლოგების დასახლების, რუსთავის გზატკეცილის, ჟორდანიას, მარნეულის, ღოღობერიძისა და სურგულაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ელექტრომომარაგება შეუწყდება ელექტროშემდუღებელ და ასფალტის ქარხნებს. სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ გათიშულ აბონენტებს ელექტრომომარაგება დაუყოვნებლივ აღუდგებათ.