ოზურგეთის საკათედრო ტაძარი გაქურდეს. გატეხილია შესაწირი ყუთები, ასევე წაღებულია სანთლისა და სებისკვერის თანხა.
ადგილობრივი მრევლის ინფორმაციით, ეკლესიის გასაღებად მისულ მესანთლეს ტაძარი გატეხილი დახვდა.
ამ წუთებში, ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. შემთხვევა წუხელ ღამით მოხდა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.