„ელიტ ელექტრონიქსის" მაღაზიათა ქსელში, ერთდროულად ხუთი წამახალისებელი აქცია ამოქმედდა. კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, ქსელის მომხმარებლებისათვის "ბოშისა" და „ფილიპსის" სხვადასხვა სახეობის ტექნიკაზე დაწესდა ფასდაკლებები და გაიცემა სპეციალური საჩუქრები.
აქცია „დაზოგე" საგანგებოდ მათთვის არის განკუთვნილი ვინც „ბოშის" სარეცხი მანქანის WAA2016SBC მოდელის შეძენას გეგმავს. სარეცხი მანქანა 8 კილოგრამიანი ტევადობისაა და წუთში 1400 ბრუნს ასრულებს. მისი რეგულარული ფასი 1055 ლარია, თუმცა აქცია „დაზოგე"-ს ფარგლებში მომხმარებელს მისი შეძენა 160 ლარის დანაზოგით, 895 ლარად შეეძლება.
დიდი სიურპრიზი მოყვება „ბოშის" გაზქურასაც - ვინც „ბოშის" გაზქურას შეიძენს, საჩუქრად ამავე ბრენდის DHU632CTR მოდელის 3 სიჩქარიან, 165 ლარად ღირებულ გამწოვს მიიღებს.
დასაჩუქრდებიან „ბოშის" უახლესი, 2010 წლის წარმოების ჭურჭლის სარეცხი მანქანის SGS55M82TR მოდელის მყიდველებიც. ყველა მათგანი კომპანია „ელიტ ელექრონიქსისგან" საჩუქრად 285 ლარად ღირებულ MES3000 მოდელის წვენსაწურს მიიღებს. ხოლო ისინი ვინც „ბოშის" ქვედასაყინულიან, მშრალი ყინვის მაცივარს შეიძენენ, ბოშის მიკროტალღურ ღუმელზე 30-პროცენტიანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.
შესანიშნავი საჩუქარი ელოდებათ მათ, ვინც საყვარელი მამაკაცისთვის საჩუქრის შეძენას გეგმავს. „ფილიპსის" მაღალი ხარისხის წვერსაპარსი აპარატის შეძენისას მყიდველი საჩუქრად საპარს ქაფს ან ლოსიონს მიიღებს.
„ელიტ ელექრონიქსი" საქართველოს ბაზარზე, როგორც გაყიდვების, ასევე პროდუქციის ასორტიმენტის მრავალფეროვნების მიხედვით უპირობო ლიდერია. „ამიტომაც „ელიტ ელექტრონიქსი" ხშირად აძლევს თავს უფლებას გაანებივროს მომხმარებელი ფასდაკლებებისა და საჩუქრების აქციებით. ჩვენ მუდამ ორიენტირებული ვიყავით მყიდველისთვის კომფორტისა და ხარისხიანი პროდუქციის მიწოდებაზე და ვცდილობთ ასეთი ტიპის აქციებით კიდევ უფრო წავახალისოთ ჩვენი მყიდველი. ამჯერად, აღნიშნულ ტექნიკაზე ფასდაკლებები და საჩუქრები ძალაში 1 ნოემბრამდეა, თუმცა ამით არ შემოვიფარგლებით და უახლოეს მომავალში ჩვენს მომხმარებლებს კიდევ არაერთ სასიამოვნო სიახლეს შევთავაზებთ, როგორც ასორტიმენტის განახლების, ასევე წამახალისებელი აქციების სახით," - აცხადებს „ელიტ ელექტრონიქსის" გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე დავით კენჭაძე.