საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის წიგნი "პრაქტიკული ეკონომიკა" ყირგიზულ ენაზე ითარგმნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ნიკა გილაური სოციალურ ქსელში აჟღერებს.
"მეგობრებო, მსურს გაცნობოთ, რომ ჩემი წიგნი "პრაქტიკული ეკონომიკა" ითარგმნა და გამოიცა რუსულ და ყირგიზულ ენებზე.
ჩემი წიგნი, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია ყირგიზეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ წრეებში, ითარგმნა ყირგიზული მხარის ინიციატივით.
როგორც მაცნობეს, ყირგიზი დეპუტატები ჩემს წიგნს იყენებენ საარჩევნოდ, ეკონომიკური პროგრამის შესადგენად", წერს ნიკა გილაური.