უკრაინულმა ავიაკომპანია SkyUp Airlines-მა ჩინეთის ქალაქო უხანიდან უკრაინისა და უცხო ქვეყნების მოქალაქეების ევაკუაცია მოახდინა. ეკიპაჟის წევრებისა და ექიმების გარდა თვითმფრინავის ბორტზე უკრაინის 45 მოქალაქე და უცხო ქვეყნების 27 მოქალაქე იმყოფება. საჰაერო ხომალდი ამ დროისათვის ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტშია, სადაც ის საწვავის შესავსებად დაჯდა და ამის შემდეგ გზას ხარკოვის მიმართულებით გააგრძელებს.
უკვე ცნობილია, რომ უხანიდან გამოყვანილი მოქალაქეების გარდა 14 დღიან კარანტინს ეკიპაჟის წევრები და ექიმებიც გაივლიან.
რაც შეეხება თავად საჰაერო ხომალდს მისი დეზინფექცია ჩატარდება. ხოლო ის ნარჩენები, რომელიც ბორტზეა განადგურდება.