შტორმის გამო Etihad Airways-ის კუთვნილი ლაინერი Airbus A380 ლონდონის ჰითროუს აეროპორტში ავარიულად დაეშვა. დაშვების კადრები Youtube-ის არხ SpeedbirdTV-ზე გამოქვეყნდა.
ჩანაწერში ჩანს, თუ როგორ ძლიერად არყევს თვითმფრინავს ქარიშხალი, რის შემდეგაც ასაფრენ ბილიკზე ის "გვერდულად" ეშვება.
შტორმი "დენისი" ბრიტანეთს გასულ შაბათ-კვირას დაატყდა თავს. ძლიერი წვიმისა და ქარის გამო მდინარეებმა ნაპირები გადმოლახეს და დატბორეს საცხოვრებელი სახლები.
შტორმს სულ მცირე ორი ადამიანი ემსხვერპლა.