მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (UNWTO) ყურადღებით აკვირდება ჩინეთსა და მსოფლიოში კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებს, როგორც ჩინეთში ისე - მსოფლიოს მასშტაბით. ასევე, მჭიდროდ თანამშრომლობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან. ნათქვამია UNWTO-ს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
UNWTO-ს განცხადებით, საგანგებო სიტუაციის დაწყების დღიდან ჩინეთის ხელისუფლებამ სწრაფად და გადამწყვეტად იმოქმედა.
"ბოლო წლების განმავლობაში, ჩინეთი განვითარდა, როგორც გლობალური ტურიზმის ლიდერი, ორივე მიმართულებით, როგორც ბაზრის წყარო, ასევე თვითონ წამყვანი დანიშნულების ადგილი, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის საარსებო წყაროს მილიონობით ადამიანისთვის", - აცხადებს UNWTO და ჩინელ ხალხს სოლიდარობას უცხადებს.
UNWTO-ს განცხადებით, პრობლემის აღმოფხვრისთანავე, ტურიზმი ჩინეთს შესთავაზებს მნიშვნელოვან სასიცოცხლო მიმართულებებს და დაძლევს ამ სირთულეს, როგორც სექტორმა მანამდე მრავალჯერ დაამტკიცა თავისი გამძლეობა.
მათივე განცხადებით, კრიზისის დროს ტურიზმმა უნდა შეასრულოს თავისი პასუხისმგებლობა, როგორც ფართო საზოგადოების განუყოფელი ნაწილი და სექტორმა პირველ რიგში უნდა დააყენოს ხალხი და მათი კეთილდღეობა.
ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ტურიზმის სექტორის თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესი იქნება ვირუსის გავრცელების შეჩერებისა და ხალხსა და საზოგადოებებზე მისი გავლენის შეზღუდვის თვალსაზრისით.
UNWTO, როგორც გაეროს ტურიზმის სპეციალიზირებული სააგენტო, გააგრძელებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერას.