სინგაპურის ხელისუფლებამ დაადასტურა ახალი კორონავირუსით დაინფიცირების კიდევ სამი შემთხვევა. იტყობინება გამოცემა Straits Times-ი სინგაპურის ჯანმრთელობის სამინისტროზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, დაინფიცირებული 36 უხანის მკვიდრია, რომელიც 22 იანვარს, ოჯახთან ერთად ეწვია სინგაპურს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სინგაპურში, ჩინეთის ქალაქ უხანიდან ჩასული 66 წლის მოქალაქეს კორონავირუსი დაუდგინეს. მოგვიანებით, მის 37 წლის ვაჟსაც აღმოჩნდა იგივე ვირუსი.
კიდევ ერთი დაინფიცირებული პაციენტი არის 53 წლის უხანის მკვიდრი, რომელიც სინგაპურში ტურისტული მიზნებით ჩავიდა.
იუწყებიან, რომ ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.
ჩინეთის ხელისუფლებამ ქალაქ უხანში ახალი კორონავირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას გასული წლის 31 დეკემბერს მიაწოდა.
25 იანვრის მდგომარებით, ახალი კორონავირუსის დაინფიცირების შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა. დაინფიცირებულია კიდევ 1300-მდე ადამიანი.
ახალი კორონავირუსის შემთხვევები, ავსტრალიაში, საფრანგეთში, ნეპალში, მალაიზიაში, სამხრეთ კორეაში, შეერთებულ შტატებში, ვიეტნამსა და საუდის არაბეთშიც დაფიქსირდა.