ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა.
ბულგარეთის პროკურატურამ დაიწყო წინასაპროცესო გამოძიება ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რუსი დიპლომატების წინააღმდეგ.
საქმე ეხება სოფიაში რუსეთის საელჩოს საკონსულო განყოფილების პირველ მდივანსა და ბულგარეთში რუსეთის სავაჭრო წარმომადგენლობის თანამშრომელს.
როგორც ბულგარეთის მთავარი საგამოძიებო უწყება იტყობინება, პირველი მათგანი 2017 წლიდან აგროვებდა ინფორმაციას საარჩევნო პროცესის მექანიზმების შესახებ, ხოლო მეორე საიდუმლო ინფორმაციას ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის შესახებ.
ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია, თუ რომელ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდნენ რუსი დიპლომატები.
აღსანიშნავია, რომ ორივე ეჭვმიტანილს დიპლომატიური იმუნიტეტი იცავს, ამიტომ ბულგარეთის გენერალურმა პროკურატორამ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიაწოდა ინფორმაცია შექმნილი ვითარების შესახებ.
2019 წლის ოქტომბერში, ბულგარეთის პროკურატურამ სოფიაში რუსეთის საელჩოს პირველი მდივანი დაადანაშაულა ჯაშუშობაში და იგი ქვეყნიდან გააძევა.