196 ლარს ვიღებთ ხელზე. ეს არის აუტანელი, ძალიან დაბალი ხელფასებიამ, - აცხადებს საკრებულოს დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი, ნანა ჯუღელი.
მისი თქმით, დამლაგებლებმა ხელფასის მომატების თხოვნით საკრებულოს ყველა სამსახურს მიმართეს, თუმცა, არავინ დაეხმარა, რის შემდეგაც დახმარება ენმ-ის წევრს, ლევან ხაბეიშვილს სთხოვეს.
„196 ლარს ვიღებთ ხელზე. ეს არის აუტანელი, ძალიან დაბალი ხელფასებია. მაგრამ არავინ მოგვისმინა. ვითომ გულთან მიიტანეს, დაგვპირდნენ მომატებას. დაველოდეთ ტენდერს, რომელიც ჩატარდა. შემოვიდა კომპანია, რომელმაც ისევ დაბალი ხელფსები შემოგვთავაზა. მოვითხოვეთ, რომ სატენდერო პირობებში ჩადებულიყო მაღალი ხელფასი, როგორც ეს ხდება იუსტიციის სახლში. უარი გვითხრეს, კანონს ვარღვევთო. ამის შემდეგ 20-ვე დამლაგებელმა ქალმა მივმართეთ ლევან ხაბეიშვილს დახმარების თხოვნით. და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ", - თქვა ნანა ჯუღელმა.