აზიის განვითარების ბანკის განათლების სექტორის ჯგუფმა საქართველოში 10 დღიანი მისია დაასრულა. მისიის მიზანი იყო პროფესიული განათლების პროგრამის „უნარები უკეთესი დასაქმებისთვის“ მოსამზადებელი შეხვედრების ჩატარება მთავრობის წევრებთან, კერძო სექტორთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მისიის წევრებმა მოინახულეს პროფესიული განათლების ცენტრები და განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროსთან ერთად დაისახა სამოქმედო გეგმა. გეგმის მიზანია ADB-ის მიერ 50 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება საქართველოს პროფესიული განათლების სფეროში ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და კვალიფიციური მუშახელის მომზადების მიზნით. 2020 წელი პროგრამის მომზადებას დაეთმობა, განხორციელებას კი მომდევნო 5 წელი.
მისიის ბოლოს ADB-მა პროექტი ვრცლად წარუდგინა მთავრობის, განათლების სფეროსა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს.