"ჩემი აზრით, ე.წ ქურდული სუბკულტურის გაქრობა ისეთივე ილუზიაა, როგორიც კორუფციის სრულად გაქრობა ნებისმიერ ქვეყანაში, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, POS TV-ის ეთერში.
მისი თქმით, ილუზია არ არის მასთან ეფექტური ბრძოლა.
"ჩვენ ამ ბრძოლას ყოველდღიურად ვახორციელებთ და დაუნახავი უნდა იყო, რომ ეს არ დაინახო", - თქვა წულუკიანმა.
სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, ციხეებში სიტუაციას ე.წ ქურდული მენტალიტეტის მქონე "მაყურებლები" აკონტროლებენ.