მღვდელმონაზონ ანდრია სარიას მღვდელმსახურება აეკრძალა. "მიეცეს დრო სინანულისთვის",- ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
"საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო დებულებათა და ეთიკის ნორმების დაცვის საბჭოის მიერ (16.12.2019) და ჩვენი ბრძანებით (N205) გაფრთხილების მიუხედავად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქთა და საქართველოს საპატრიარქოს მიმართ მასმედიის საშუალებით კვლავ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და დაუსაბუთებელი ბრალდებების გამო მღვდელმონაზონ ანდრიას (სარია) აეკრძალოს მღვდელმოქმედება და მიეცეს დრო სინანულისთვის. (საფუძველი მოციქულთა 55-ე და მე-2 მსოფლიო საეკლესიო კრების მე-6 კანონების დარღვევა)",-ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მამა ანდრია სარია მხარს უჭერდა მეუფე პეტრე ცაავას და აკრიტიკებდა საპატრიარქოს წარმომადგენლებს.