საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბიძგები თბილისის დროით 11:24 საათზე დაფიქსირდა და სიმძლავრემ 3.3 (ML) შეადგინა.
ცენტრისვე ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი, ოზურგეთიდან 14 კილომეტრში, სოფელ ხინოსთან, 10 კმ სიღrმეში დაფიქსირდა.
მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.