საბაჟო გამშვებ პუნქტებში: "წითელი ხიდი" და "სარფი", სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ფიზიკური და პირადი ბარგის დათვალიერების შედეგად, ჯამში, 10,940 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.