საქართველოს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ფიცის დადების ცერემონია გაიმართა.
"ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ, ყოველივეს ვიღონებ, რათა ღირსვმსახურებდე სიმართლესა და სამართლიანობას, ერთგულად ვიცავდე ადამიანის უფლებებს, საქართველოს კონსტიტუციასა და კანონებს განვსჯიდე უანგაროდ, ცოდნითა და რწმენით. ვიყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, პირნათლად ვასრულებდე მოსამართლის მაღალ დანიშნულებას", - ფიცის ეს ტექსტი წაიკითხეს მოსამართლეებმა დეპუტატების წინაშე.
შეგახსენებთ, პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 14 უვადო მოსამართლე დაამტკიცა.
წარდგენილ კანდიდატებს საკანონმდებლო ორგანომ ინდივიდუალურად უყარა კენჭი და 14 მათგანს დაუჭირა მხარი.
1. თამარ ალანია - არცერთი მომხრე, 6 წინააღმდეგი
2. მერაბ გაბინაშვილი - 86 მომხრე, 1 წინააღმდეგი
3. შოთა გეწაძე - 2 მომხრე, 4 წინააღმდეგი
4. მირანდა ერემაძე - 83 მომხრე, 1 წინააღმდეგი
5. მამუკა ვასაძე- 88 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი
6. მაია ვაჩაძე- 90 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი
7. თამარ ზამბახიძე- 89 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი
8. შალვა თადუმაძე - 89 მომხრე, 1 წინააღმდეგი
9. ვლადიმერ კაკაბაძე - 86 მომხრე, 1 წინააღმდეგი
10. ლევან მიქაბერიძე - 89 მომხრე, 1 წინააღმდეგი
11. გიორგი მიქაუტაძე - 85 მომხრე, 1 წინააღმდეგი
12. პაატა სილაგაძე - არცერთი მომხრე, 3 წინააღმდეგი
13. ნუგზარ სხირტლაძე - 90 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი
14. ლალი ფაფიაშვილი- 88 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი
15. ნინო ქადაგიძე- 85 მომხრე, 1 წინააღმდეგი
16. ლაშა ქოჩიაშვილი- 2 მომხრე, 3 წინააღმდეგი
17. ქეთევან ცინცაძე- 85 მომხრე, 1 წინააღმდეგი
18. ალექსანდრე წულაძე- 87 მომხრე, 1 წინააღმდეგი
19. გოჩა ჯეირანაშვილი- 2 მომხრე, 4 წინააღმდეგი
დეპუტატების მხარდაჭერა ვერ მოიპოვეს შემდეგმა კანდიდატებმა - თამარ ალანია, შოთა გეწაძე, პაატა სილაგაძე, ლაშა ქოჩიაშვილი, გოჩა ჯეინარაშვილი.
შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ზაზა თავაძემ საკუთარი კანდიდატურა რამდენიმე დღის წინ სამოხსნა.