საქართველოს მთავრობისგან გვინდა 2020 წლისთვის სამართლიანი საარჩევნო სისტემა - განაცხადა ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
მისი თქმით, ეს იქნება კარგი მმართველობის გამართლება და მტკიცებულება“,
„იმედი მაქვს, რომ საკმარისი, გონივრული ჭკვიანი ხმა არსებობს, რომელსაც აქვს მოლაპარაკებების მანდატი და თნდაინტერესებულია და შედეგზე ორიენტირებული და მისი მიზანი დროის გაწელვა არაა. ჩვენ საქართველოს მთავრობისგან გვინდა 2020 წლისთვის სამართლიანი საარჩევნო სისტემა. ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს ამოსავალი წერტილი და კარგი მმართველობის გამართლება და მტკიცებულება“, - თქვა ევროპარლამენტარმა.
მან ხელისუფლებასა და ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ადამიანებმა, პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ერთად დაჯდომას, უნდა დასხდნენ, რათა „ქართულმა ოცნებამ“ დრო არ მოიგოს.