კურორტ "გოდერძიდან" მწვანე ტბამდე მისვლა უკვე ახალი რეაბილიტირებული საავტომობოლო გზით არის შესაძლებელი.
➡მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი 6500 მეტრ მონაკვეთზე განხორციელდა და ის კურორტ "გოდერძის" და დიდაჭარის იაილას აკავშირებს.
🏗პროექტის ფარგლებში 30090 კვ.მ არმირებული ცემენტობეტონის საფარი, 8074 გრძ.მ. სხვადასხვა ტიპის დამცავი-ხელოვნური ნაგებობა მოეწყო და სამი ახალი ხიდი აშენდა.
🛣 სამუშაო პროცესში 50 ადამიანი იყო დასაქმებული. პროექტი აჭარის ა.რ. რესპუბლიკური ბიუჯეტიდან 6 320 570 ლარით დაფინანსდა.