საპენსიო რეფორმამ უნდა უზრუნველყოს ჩვენი მოქალაქეების ფინანსური ცხოვრება საპენსიო ასაკში - თქვა საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ საქართველოს პარლამენტში დეპუტატების წინაშე წარდგენის შემდეგ.
საპენსიო სააგენტოს დირექტორი 2019 წლის 6 თვის ანგარიშით პარლამენტში დეპუტატების წინაშე წარსდგა.
"ჩვენ მოვუყევით პარლემნტს გაწეული იმ დიდი სამუშაოს შესახებ, რაც ჩავატარეთ. დაისვა კითხვები, რომელსაც ასევე ვუპასუხეთ ამომწურავად. დაგროვებითი საპენსიო რეფორმა გრძელდება საქართველოში წარმატებით, ეს არის უმნიშვნელოვანესი, როგორც ეკონომიკური ასევე სოციალური თვალსაზრისით.
ეკონომიკურ ეფექტებს ჩვენ უნდა ველოდოთ უახლოეს წლებში დასოციალური თვალსაზრისით ამ რეფორმამ უნდა უზრუნველყოს ჩვენი მოქალაქეების ფინანსური ცხოვრება საპენსიო ასაკში", - თქვა ლევან სურგულაძემ.