საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თეა მაისურაძე ლატვიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს, კასპარს გერჰარდს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები. ხაზი გაესვა არსებული თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას. აღინიშნა, რომ ლატვია კვლავ რჩება ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ათეულში და ამ მხრივ პირველ ადგილს იკავებს ბალტიის რეგიონში. საუბარი ასევე შეეხო ლატვიაში წარმოებული პროდუქციის იმპორტს საქართველოში.
მინისტრის მიერ აღინიშნა, რომ მისასალმებელია ქართული პროდუქციის მრავალფეროვნება ლატვიის ბაზარზე და ლატვია მზადაა თანამშრომლობისთვის და გამოცდილების გაზიარებისთვის ისეთ საკითხებში, როგორიცაა ევროპული სტანდარტების შესაბამისად პროდუქციის სერტიფიცირება, ფიტო სანიტარული კონტროლი, ტყის ინდუსტრია.
დაფიქსირდა აგრარული მიმართულებით განათლების და ორივე მხრიდან შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩართულობის მნიშვნელობა.