საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე უკვე მეორე სეზონია წარმატებით ხორციელდება პროფესორ ჰენრი კუპრაშვილის სასწავლო-სამეცნიერო პროექტი "პოლიტიკა სამსჯავროზე" საუნივერსიტეტო, უნივერსიტეტშორისო სასკოლო, ინგლისურენოვან და რუსულენოვან ფორმატში.
პროექტი, მისი მიზნები და ამოცანები სრულიად აპოლიტიკურია და გამორიცხავს მიმდინარე პოლიტიკურ-პარტიულ პროცესებთან პიროვნული თუ ორგანიზაციული სახით რაიმე შეხებას. იგი მოიცავს მხოლოდ წმინდა წყლის სასწავლო-სამეცნიერო კვლევით პროცესს, სტუდენტები (უფროსკლასელები) იკვლევენ თუ რამდენად შეესაბამებოდა ცნობილი პოლიტიკური პირების (პოლიტიკური პარტიების) გატარებული პოლიტიკა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, შედეგების განსჯა კი ხდება იმიტირებულ სამსჯავროზე. იმიტირებული სასამართლო პროცესი გამოყენებულია, როგორც სტუდენტების (მოსწავლეების) მიერ შეძენილი მრავალმხრივი ცოდნისა და უნარების საინტერესოდ და სრულყოფილად გადმოცემის თვალსაჩინო და ეფექტური საშუალება, რომელსაც აფასებს კვალიფიციური ჟიური (ნაფიცი მსაჯულნი).
სამსჯავროს ნაფიც მსაჯულთა მიერ არ ფასდება პოლიტიკოსი (პოლიტიკური პარტია) და მისი პოლიტიკა. სამსჯავროს ნაფიც მსაჯულთა მიერ ფასდება მხოლოდ ბრალდების და დაცვის მხარეთა გუნდების (სტუდენტების, უფროსკლასელების): 1. გავლილი მასტერკლასების (ტრენინგების) ათვისების, კვლევითი მუშაობის, არქივებში, ბიბლიოთეკებსა და სამეცნიერო კატალოგებში მოძიებული წყაროების (წერილობითი, ფოტო და ფონო დოკუმენტური...), სხვა მასალების, მტკიცებულებებისა და სანდო ინფორმაციის ანალიზისა და გამოყენების უნარი; 2. სახელმწიფო (ეროვნული) ინტერესების კრიტერიუმებისა და პარამეტრების, ასევე საკუთარი პოზიციის მყარად არგუმენტირების უნარი; 3. მხარეთა პაექრობის, სასამართლო პროცესზე მონაწილეობის უნარ-ჩვევა, ასევე, საჯარო გამოსვლისა და დებატების ხელოვნება; ქცევისა და ურთიერთობის ეთიკა; გუნდურობა და სხვ.
ფაკულტეტი ორიენტირებულია მაღალკვალიფიციური, მრავალმხრივად განვითარებული სპეციალისტის მომზადებაზე და ამაში, ფაკულტეტზე განხორციელებულ სხვა სამეცნიერო-კვლევით პროექტებთან ერთად. ნამდვილად გამორჩეული ე.წ. „პროფ. კუპრაშვილის პროექტიც“ ყოველმხრივ ხელსუწყობს სტუდენტებმა შეიძინონ ზემოთ ჩამოთვლილი უნარ-ჩვევები.
ამჯერად, მეორე სეზონი იხსნება სასკოლო ფორმატის უფროსკლასელთა გუნდების შეხვედრით.
2019 წლის 22 ნოემბერის 17 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გ. ნიკოლაძის დარბაზში, სამსჯავროზე წარსდგება ვახტანგ VI-ის მიერ განხორციელებული პოლიტიკა, რამდენად შეესაბამებოდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს! ამის გარკვევას იმიტირებულ სასამართლო პროცესზე შეეცდება I მეოთხედფინალის 2 გუნდი, ბრალდების მხარე, 166-ე საჯარო სკოლის უფროსკლასელთა გუნდი „მნემოსინე“და დაცვის მხარე, 178-ე საჯარო სკოლის უფროსკლასელთა გუნდი „ენიგმა“. სამსჯავროზეა წარმოებული პოლიტიკა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურისა: ქართლის მეფე, იგივე, ჰუსეინ ყული-ხანი, შაჰის მიერ ირანის ჯარების სპასალარად და ქართლის პროვინციის ოფიციალურ მმართველად დანიშნული მუსლიმანი მოხელე. ყოველივე ქართულის პატრიოტი სახელმწიფო-საზოგადოებრივი მოღვაწე, პოეტი, მთარგმნელი, ისტორიკოსი, მეცნიერი, ქართული სტამბის დამარსებელი, რუსთველოლოგიის პიონერი; შემოქმედი კანონთა წიგნისა, „დასტურლამალისა“ და სხვ.
ბ რ ა ლ დ ე ბ ი ს მხარე, გუნდი ,,მნემოსინე“
166-ე საჯარო სკოლის უფროსკლასელები:
1. მარიამ მახარაძე - გუნდის კაპიტანი;
2. სალომე აქირთავა;
3. ნატალი ვახანია;
4. ანანო ლუაშვილი;
5. გიორგი მახარაძე;
6. ლაშა მიხელიძე;
7. ნიკა ტეფნაძე.
მენტორები:
საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, პროფესორი ედიშერ გვენეტაძე;
სამართლის მიმართულებით, პროფესორი კობა ჩიხლაძე;
პედაგოგი: მარინე მაღლაფერიძე, ბარბარე ქებაძე;
სტუდენტი მენტორი - მარიამ ნოზაძე.
დ ა ც ვ ი ს მხარე, გუნდი ,,ენიგმა“
178-ე საჯარო სკოლის უფროსკლასელები:
1. საბა კოპალიანი - გუნდის კაპიტანი;
2. ელენე აჭარაძე;
3. ცოტნე ბარბაქაძე;
4. ნია ბოლაშვილი;
5. ციცი გიგოიძე;
6. მარიამ მთიულიშვილი;
7. დიანა ნალიანი.
მენტორები:
საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, პროფესორი ზურაბ კვეტენაძე;
სამართლის მიმართულებით, სსუ-ს მოწვეული ლექტორი ხატია ხერხეულიძე;
პედაგოგი: ლია ჯანაშია;
სტუდენტი მენტორი - ანა ნაკაშია.
პროფესორი ირაკლი გაბისონია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი.