უმრავლესობის პოზიცია თუ ამ ნაბიჯამდე უნდა მისულიყო, ჯობდა, საერთოდ თავიდანვე აგვეცილებინა აღნიშნული პირობის მიცემა, - განაცხადა ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემა “პოლიტმეტრში” უმრავლესობის ყოფილმა წევრმა მარიამ ჯაშმა 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემის საკითხის ჩაგდებასთან დაკავშირებით.
„ნეტა არ მიგვეცა ეს პირობა. 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ განვითარებული პროტესტის ფონზე, ბუნებრივია, რომ ოპოზიცია დგას საკუთარი არგუმნეტებით და მოთხოვნებით. თუ შევძელით, რომ გიორგი გახარია გამხდარიყო პრემიერ-მინისტრი, ანალოგიურად შესაძლებელი იყო პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან მიმართებით უარყოფითი პოზიციის დაყენება უმრავლესობის მხრიდან. სწორედ იმიტომ შეიქმნა უხერხულობა. ეს უხერხულობა არა მხოლოდ საზოგადოებასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან მიმართებით შეიქმნა, არამედ უშუალოდ გუნდშიც“, - თქვა მარიამ ჯაშმა.