ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრმა ახალი ტექნიკა შეიძინა. 4 ერთეული მაღალი გამავლობის, ტოიოტას ფირმის მანქანა აღჭურვილია ყველა საჭირო მოწყობილობით.
ამით ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკი სრულად განახლდა.
აღნიშნული ტექნიკის ღირებულება 574 ათას ლარს შეადგენს.
ამ დროისთვის ბათუმის მოსახლეობას თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი 13 ბრიგადა ემსახურება.
ბრიგადების დამატება წელიწადში 2-ჯერ, ზამთრისა და ზაფხულის სეზონზე, გამოძახებების რიცხვის გაზრდასთან დაკავშირებით ხდება.