"ყველა ის ჯგუფი და მათ შორის, არიან სასულიერო პირები და არაერთი, რომლებიც ახლა ამ კამპანიას აგორებენ და ეს პირველად არ ხდება. არიან ჩვეულებრივი პროპუტინური ფაშისტები და საქართველოს თავისუფლების მტრები, - თქვა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ.
"ყველა ის ჯგუფი და მათ შორის, არიან სასულიერო პირები და არაერთი, რომლებიც ახლა ამ კამპანიას აგორებენ და ეს პირველად არ ხდება. არიან ჩვეულებრივი პროპუტინური ფაშისტები და საქართველოს თავისუფლების მტრები. ივანიშვილი მათ იყენებს საკუთარი ოპონენტების წინააღმდეგ და საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის გასატარებლად, ჩვენი ქვეყნის ინტერესების და თავისუფლების საწინააღმდეგოდ. მაგრამ ძალიან ტყუილად არიან ახლა ასე გათავხედებულები, ძალიან მალე ივანიშვილს პოლიტიკურ განაჩენს მშვიდობიანად გამოუტანს ქართული საზოგადოება და მერე ყველა მოძალადეს, ვინც კიდევ გაბედავს ძალადობას, თავის ადგილს მიუჩენს კანონის უზენაესობის ფარგლებში“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.