რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვალდიმერ პუტინმა ვიკიპედიის რუსული ელექტრონული ენციკლოპედიით ჩანაცვლებს მოიწადინა.
აღნიშნული იდეა პუტინმა რუსული ენის საბჭოს შეხვედრაზე გააჟღერა.
"რაც შეეხება ვიკიპედიას... უმჯობესია ის შევცვალოთ დიდი რუსული ელექტრონული ენციკლოპედიით. ნებისმიერ შემთხვევაში აქ განთავსდება სანდო ინფორმაცია თანამედროვე ფორმით“, - თქვა პუტინმა.
მან ასევე წუხილი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ "მოსწავლეები ხშირად დაუდასტურებელ ინფორმაციას იყენებენ".
მანამდე რუსული მედია ავრცელებდა ინფორმაციას, რომ რუსეთში ვიკიპედიის რუსული ანალოგის შექმნისთვის ბიუჯეტიდან 1.7 მლრდ რუსული რუბლი გამოიყოფოდა.