საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება 2019 წლის 22 ოქტომბერს ყოფილი პროკურორის სალომე ადეიშვილის მიერ სოციალურ ქსელ "Facebook"-ის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით.
იტყობინება გენერალური პროკურატურის პრესსამსახური
"გენერალური ინსპექცია დეტალურად შეისწავლის განცხადებაში მითითებულ ყველა გარემოებას და მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას", - ნათქვამია განცხადებაში.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის ყოფილმა პროკურორმა სალომე ადეიშვილმა ფეისბუქზე სამსახურიდან წასვლის შესახებ პოსტი დაწერა, რომელშიც პროკურატურაში სექსუალურ შევიწროებაზე, უკანონობასა და ზეწოლაზე საუბრობდა.