✅საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციის ორგანიზებით საქმიანი ტურიზმის სფეროში ჩინეთის წამყვანი ტურ-ოპერატორები საქართველოს ეწვივნენ.
ტურიზმის ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით ჩინეთის უმსხვილესი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს B2B ფორმატში ფარგლებში ქართველი კოლეგები შეხვდნენ.
✅ღონისძიებას საკონვენციო ბიუროს წევრი 40 კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.
შეხვედრაზე საქართველოში საქმიანი ტურიზმის მიმართულების და ბიზნეს პარტნიორობის ჩამოყალიბების საკითხები განიხილეს.
✅ღონისძიების გამართვამდე ჩინეთის უმსხვილესი ტურ-ოპერატორები კახეთს, მცხეთა-მთიანეთს და შიდა ქართლს ეწვივნენ.
✅ჩინელი ტურ-ოპერატორები საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და ავიაკომპანია Air Astana-ს თანამშრომლობის შედეგად ჩამოვიდნენ.