ლას ვეგასის საკონცერტო დარბაზის სცენიდან გადავარდა ლედი გაგა, რომელიც ამ დროს გულშემატკივართან იყო ჩახუტებული.
ერთ-ერთი მუსიკალური ნომრის შესრულებისას, პოპვარსკვლავმა სცენაზე გულშემატკივარი მამაკაცი მიიწვია, რომელსაც ჩაეხუტა.
მამაკაცმა წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და სცენიდან მაყურებლებში გადავარდა.
სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა, რომ ვარდნა ისეთი ექტრემალური იყო, ყველა ფიქრობდა, რომ ორივე გარდაიცვალა.
თუმცა ლედი გაგამ მალევე მოახერხა სცენას დაბრუნდებოდა.