ინდონეზიაში, აღმოსავლეთ იავას პროვინციის ერთ-ერთი სოფლის მცხოვრები, სახლში საკუთარი დაკრძალვის შემდეგ დაბრუნდა. წერს Asia One.
ყევლაფერი ავტოსაგზაო შემთხვევით დაიწყო, რა დროსაც დაიღუპა მამაკაცი, რომელსაც პირადობის დამადასტურებელი საბუთები არ აღმოაჩნდა. ცხედარი იმდენად იყო დამახინჯებული, რომ მისი ამოცნობა შეუძლებელი გახდა. პოლიციამ დაადგინა მოტოციკლის მფლობელის ვინაობა - ის 40 წლის სუნატრო აღმონდა, რის გამოც პოლიციამ იფიქრა, რომ დაღუპული სწორედ ის იყო.
ცხედარი ნათესავებს გადასცეს. რომლებმაც ასევე ვერ დაადასტურეს, რომ მათ წინაშე ნამდვილად სუნატროს ცხედარი ესვენა. მამაკაცი დაკრძალეს.
თუმცა შვიდი საათის შემდეგ სუნატრო სახლში დაბრუნდა. გაირკვა, რომ მან ნაცნობისგან ფული ისესხა, სანაცვლოდ კი თავისი მოტოციკლი დაუტოვა. გარდაცვლილი სწორედ მისი ნაცნობი აღმოჩნდა.