ენმ არასდროს ყოფილა „ქრისტიან-დემოკრატიული სახალო პარტია” - რომან გოცირიძე გრიგოლ ვაშაძეს პასუხობს
"ნაციონალური მოძრაობა" არასდროს ყოფილა "ქრისტიან-დემოკრატიული სახალო პარტია", ის იყო და დღემდე რჩება ლიბერალური ორიენტაციის ფართე მოძრაობად - ასე პასუხობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი რომან გოცირიძე პარტიის ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის განცხადებას, რომ ენმ არის „ქრისტიან-დემოკრატიული სახალო პარტია”
"საქართველოს კონსტიტუცია ერთმანეთისგან ანცალკევებს სახელმწიფოსა და რელიგიას და უზრუნველყოფს სინდისის თავისუფლებას. ნაციონალური მოძრაობა არასდროს ყოფილა ”ქრისტიან-დემოკრატიული სახალო პარტია”. ის იყო და დღემდე რჩება ლიბერალური ორიენტაციის ფართე მოძრაობად და ჯერჯერობით არავის მოუხდენია ამ ფუნდამენტური ღირებულებების რევიზია ( ცვლილება) პარტიის პროგრამაში. სანამ ეს ასეა, ყველა განსხვავებული მოსაზრება აღქმული უნდა იყოს, როგორც კერძო აზრი და არა პარტიის ოფიციალური დოქტრინა“, - წერს სოციალუქ ქსელში გოცირიძე.
გრიგოლ ვაშაძემ მიხეილ სააკაშვილის "მთავარი არხისთვის" მიცემულ ინტერვიუ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში განმარტა და თქვა, რომ „სააკაშილმა ერთი გვარი ახსენა, მე არ ვაპირებ ახლა პერსონალიებზე ლაპარაკს და თქვა, რომ ჩვენში განსხვავება ის არისო, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არის ქრისტიან დემოკრატიული სახალხო პარტია, რომ მას არ უნდა კოლბაში გამოყვანილი ქართველი, ძალიან მოსწონს დღევანდელი ქართველი და უნდა, რომ ამ ქართველს ჰქონდეს ღირსეული ცხოვრების უფლებები. და მესამე - საერთოდ მოვეშვათ თბილისის ქვიშის ორმოში თამაშებს, იმიტომ, რომ ჩვენი სახელმწიფო და არის გაუსაძლის პირობებში. ეს იყო ის ინტერვიუ. სიმართლე გითხრათ მეტ დროს ამაზე ნუ დავხარჯავთ“, - თქვა ვაშაძემ