აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს საინფორმაციო ენერგეტიკულმა სააგენტომ (EIA) შეამცირა ოპეკის წევრების მიერ ნავთობის მოპოვების პროგნოზი 2019 წლისთვის 100 ათასი ბარელით/დღე-ღამეში 30,03 მლნ ბარელამდე/დღეში. ნათქვამია სამმართველოს მოკლევადიან პროგნოზში.
EIA-ის მონაცემებით, 2020 წელს ნავთობის მოპოვების ოდენობა შემცირდება 190 ათასი ბარელით დღე-ღამეში 29,6 მლნ ბარელამდე/დღე-ღამეში. 2018 წელს ოპეკში ნავთობის მოპოვებამ შეადგინა 31,96 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.
ასევე შემცირებულია ნავთობის მოპოვების პროგნოზი აშშ-ში 30 ათასი ბარელით 12,24 მლნ ბარელამდე/დღე-ღამეში. მოკლვადიანი პროგნოზი 2020 წლისთვის შემცირებულია 30 ათასი ბარელით/დღე-ღამეში 13,23 მლნ ბარელამდე.
შედეგად, 2019 წელს აშშ-ში ნავთობის მოპოვების ოდენობა შეადგენს დაახლოებით 12,2 მლნ ბარელს/დღე-ღამეში. ის 1,2 მლნ ბარელით გაიზრდება წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით.