20 სექტემბრის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტი გეგმავს უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღებას. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
"20 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე დაანონსებული აქციიდან გამომდინარე, „საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი.
აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა", - ნათქვამია პარლამენტის განცხადებაში.