ევროპარლამანეტის დეპუტატებმა ხმების აბსოლუტური უმრავლესობით მხარი დაუჭირეს კრისტინ ლაგარდის კანდიდატურას ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე.
კენჭისყრა, გუშინ, 17 სექტემბერს გაიმართა. ლაგარდის კანდიტარუას 649 დეპუტატიდან 394 მიემხრო.
იმისათვის, რომ კრისტინ ლაგარდი ოფიციალურად შეუდგეს პრეზიდენტის უფლებამოსილების განხორციელებას, ამისათვის მისი კანდიდატურა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეთაურებმა უნდა დაამტკიცოს ევროკავშირის სამიტზე, რომელის 17-18 ოქტომბერს გაიმართება.
კრისტინ ლაგარდი ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე 2 ივლისს გამართულ ევროკავშირის სამიტზე დაასახელეს.