ეს არ იყო პატრიოტთა ალიანსის აქცია, ეს იყო ქართული ოცნების აქცია, - ასე ეხმიანება „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია აშშ-ის საელჩოსთან „პარტიოტთა ალიანსის“ მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციას, რომელიც15 სექტემბერს გაიმართა.
„პატრიოტთა ალიანსი და ოცნება ერთია. ისინი არიან ერთ სულ და ერთ ხორც. თავისთავად თავისუფალ ქვეყანაში, ან ნახევრად თავისუფალ ქვეყანაში, საქართველო ჯერ არ არის ბოლომდე ტოტალიტარული და არც მივაყვანინებთ ივანიშვილს აქამდე საქმეს. შემდეგ არჩევნებზე ის დამარცხდება. ასეთ ქვეყნებში, არსებობენ ყველანაირი მარგინალური ჯგუფები, მათ შორის, სამარცხვინო ჯგუფები, ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილი ჯგუფები, მათაც იგივე უფლებები აქვთ, რაც ჩვენ ყველას, მაგრამ ჩვენი პრობლემა ის არის, რომ ეს მარგინალური ჯგუფი კი არ არის, ეს არის საქართველოს მთავრობა, ივანიშვილის გუნდის ერთ-ერთი ფრაქცია არის პატრიოტთა ალიანსი, ეს არის დამანგრეველი. ამიტომ არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ამოცანა ამ კაცის და მისი გუნდის მთლიანად, პატრიოტთა ალიანსი და ოცნება ერთია, ჩამოშორება ხელისუფლებიდან", - ამბობს ბოკერია.