აშშ-ში ქართველი მეცნიერის, ალექსანდრე სამადაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავებულია. სამართალდამცავებმა მასზე თავდასხმაში 28 წლის პირი დააკავა, რომლის ვინაობაც არ სახელდება.
42 წლის ალექსანდრე სამადაშვილი აშშ-ს ქალაქ მენიაპოლისის ცენტრში ნაცემი, უგონო მდგომარეობაში 28 ივლისს იპოვეს. მიყენებული ტრამვების გამო 23 აგვისტოს გარდაიცვალა. მკვლელობის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი.
ალექსანდრე სამადაშვილმა, ადმინისტრირების მაგისტრის წოდება მინისოტის შტატის უნივერსიტეტში მიიღო. მან ალგორითმი შეიმუშავა, რომელიც რითმის დარეგულირების კვლევებს ეხება და გულის უკმარისობის მქონე პაციენტებს ეხმარება. ალექსანდრე სამადაშვილმა მეტრონიკში 15 წელი იმუშავა.