13 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.9607 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9638 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.31 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.2855 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2670 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.85 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.5215 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.6878 ლარი
ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 14 სექტემბრიდან შევა ძალაში.