საზოგადოებრივი მოძროაბა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობას არ აპირებს. მისი თქმით, პროპორციული არჩევნების ფონზე, ბევრი პატარ-პატარა მოთამაშე გაჩნდება და თუ მის პოლიტიკურ პარტიას ხმების საჭირო რაოდენობა დააკლდება, ის სწორედ ამ პატარა პარტიებში მოძებნის ადამიანებს.
„მე ვერც „ქართულ ოცნებასთან“ და ვერც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ვერ ვხედავ, მათი მოღვაწეობის, მსოფლმხედველობის და ა.შ. ახლა ამ გადასახედიდან ვერ ვხედავ, რაღაც თანამშრომლობაზე, კოალიციაზე ფიქრს. პრაქტიკულად, აი ამ ორ სუბიექტს მონოპოლიზირებული აქვთ პოლიტიკური ველი და მე შინაგანად დარწმუნებული ვარ, რომ აი ამ ახალი პროპორციული არჩევნების ფონზე, ძალიან ბევრი პატარ-პატარა მოთამაშე გაჩნდება, რომელიც იქნება საკმარისი იმისათვის, რომ თუ ჩვენ დაგვაკლდა და ჩვენ ძალიან სერიოზული გამარჯვებისკენ ვართ ორიენტირებული და თქვენ ამას ნახავთ, რომ ეს ესე იქნება და თუ დაგვაკლდა, აი ასეთ ადამიანებში მოვძებნით“, - თქვა ხაზარაძემ.