პანკისის ხეობის სოფელ ხადორში ჰიდროელექტროსადგური „ხადორი II" აშენდება. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელის კობა მაისურაძის განცხადებით, ჰიდროელექტროსადგური 5.4 მეგავატი სიმძლავრის იქნება. პროექტის სავარაუდო ღირებულება 4 100 000 ევროს შეადგენს.
„ხადორი II"-ის პროექტი უკვე შედგენილია და სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. სამუშაოებს შპს „ფერი" შეასრულებს. 2002 წელს ჰიდროელექტროსადგური „ხადორი I" ექსპლუატაციაში სწორედ ამ კომპანიის მიერ გავიდა", - აღნიშნა მაისურაძემ.