მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივ მოძრაობის პრეზენტაცია ხვალ ანაკლიაში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას თავად მამუკა ხაზარაძე ავრცელებს ფეისბუკის ოფიციალურ გვეერდზე.
"ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა ხვალ დაფუძნდება.
12 სექტემბერს 12:00 საათზე ანაკლიაში მამუკა ხაზარაძე ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას დააფუძნებს. ამ დღეს ოფიციალურად პირველად დასახელდება ორგანიზაციის სახელწოდება და ორგანიზაციის მიზნები.
ახალი საზოგადოებრივი პლატფორმა აერთიანებს წარმატებულ ეკონომისტებს, იურისტებს, ბიზნესმენებს, მენეჯერებს, მეცნიერებს, შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლებს და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს.
მამუკა ხაზარაძის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი აწარმოებს პირდაპირ ეთერს. დაინტერესებულ მედიას შესაძლებლობა აქვს მიიღოს სატელიტის სიგნალი და აწარმოოს პირდაპირი ტრანსლაცია: AzerSpace 1 46.0E, Freq: 11 110.4MHz, Pol: V, S/R: 3200, Fec: 5/6, R/O: 0.25%, Date: 12.09.2019, 11:55 - 12:25", - წერს ხაზარაძე ფეისბუკში.