ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სარეკლამო კამპანიის ფარგლებში
CNN-ის საერთაშორისო პლატფორმაზე საქართველოს შესახებ სპეციალური რეპორტაჟი დაანონსდა.
რეპორტაჟი CNN-ზე 14 სექტემბერს გადაიცემა. რეპორტაჟის ანონსი კი CNN-ის ეთერით ყოველდღიურად ტრიალებს.
Destination Georgia - წარმოადგენს კამპანიის სატელევიზიო განთავსების ნაწილს, 14 მილიონიანი აუდიტორიით.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში CNN-ის პლატფორმაზე საქართველოს გვერდი “Discover Georgia” დამზადდა, სადაც საქართველოს ისტორია, ბუნება, კურორტები და კულინარია არის აღწერილი.
CNN-ზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ საიმიჯო ვიდეო რგოლების ჩვენება ივნისიდან დაიწყო. პარალელურად მზადდება სპეციალური სიუჟეტები და სტატიები საქართველოს, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის შესახებ.
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციის სარეკლამო კამპანია ტელეკომპანია CNN-ზე წლის ბოლომდე გაგრძელდება და მოიცავს ზაფხულს, შემოდგომა-რთველის, ასევე ზამთრის სეზონს. სარეკლამო კამპანია ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის აუდიტორიაზეა გათვლილი. CNN-ის თანამშრომლობით საქართველოს შესახებ რამდენიმე საიმიჯო რეპორტაჟი მომზადდება. საქართველოს ტურისტულ პოტენციალს CNN თემატურ კვირეულს მიუძღვნის. მომზადებული რეპორტაჟები გაერთიანება და 23 წუთიანი გადაცემა მომზადდება, სადაც CNN-ის წამყვანები საქართველოს როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის შესახებ ათობით მილიონიან აუდიტორიას გააცნობენ.