11 სექტემბერს, 13:00 საათზე, ადამიანის უფლებათა სახლში კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატებს შეხვდება.
შეხვედრის მიზანია თიბისი ბანკის დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობა. შეხვედრაზე განხილული იქნება როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარის მტიკიცებულებები.
იმ ფონზე, როცა თიბისი ბანკის დამფუძნებლების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება ბევრ ლეგიტიმურ კითხვას აჩენს, კოალიციის მიზანია დეტალურად გაეცნოს საქმეში არსებულ მასალებს, მტკიცებულებებზე დაფუძნებული, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი შეფასების მომზადებისათვის.
თიბისი ბანკის დამფუძნებლებს ფულის გათეთრების საქმეზე ბრალი 24 ივლისს წარუდგინეს. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 700-700 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. ასევე, ორივე მათგანს აეკრძალა ქვეყნის დატოვება საგამოძიებო უწყების გაფრთხილების და ნებართვის გარეშე.