საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი პრესსპიკერი ხატია მოისწრაფიშვილის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს:
"რამდენიმე დღეა, არ წყდება სატელეფონო ზარები ჩემი კოლეგებისგან. გასაგებია, რომ საკითხისადმი არსებობს ლეგიტიმური ინტერესი, მაგრამ მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება და მოქალაქეობრივი ეთიკა არ მაძლევს უფლებას, საჯარო პოლემიკაში შევიდე პირდაპირი წესით არჩეულ საქართველოს პრეზიდენტთან და ამიტომ თავს შევიკავებ კომენტარისგან. იმედს გამოვთქვამ, რომ ქართული მედია გაითვალისწინებს ჩემს პოზიციას და ინციდენტს ამოწურულად ჩათვლის", - წერს ხატია მოისწრაფიშვილი.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც ეწერა, რომ "პრეზიდენტის პრესსპიკერს პირადი განწყობების საჯარო სივრცეში გამოხატვისგან სრულად თავშეკავება".