"თიბისი ბანკის" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის პოლიტიკურ პარტიაში ყოფილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი და "საიას" ყოფილი თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი იქნება. ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ "ტვ პირველს" განუცხადა.
მისივე თქმით, ანა ნაცვლიშვილი პოლიტიკური გაერთიანების სპიკერი იქნება.
„დღეს გამოვაცხადებთ ერთ კანდიდატს, ეს არის ანა ნაცვლიშვილი. ანა დაინიშნა ჩვენი მოძრაობის სპიკერად და ძალიან მიხარია. დანარჩენს თუ ვინ იქნება ჩვენი გუნდის წევრები გაიგებთ უახლოეს დღეებში“ - განაცხადა ხაზარაძემ.
მამუკა ხაზარაძეს არ დაუსახელებია კიდევ ვინ იქნება მასთან ერთად პოლიტიკურ გაერთიანებაში.