გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა სექტემბრის განმავლობაში რუსეთი იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია გაეროს ტვიტერის გვერდზე გამოქვეყნდა.
"სექტემბერის თვეში, როტაციის პრინციპის გათვალისწინებით, გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობას რუსეთი გადაიბარებს", - აღნიშნულია გაეროს განცხადებაში.
რუსეთმა საბჭოს თავმჯდომარეობა პოლონეთისგან გადაიბარა.
გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობას ოქტომბერში სამხრეთ აფრიკა გადაიბარებს, ნოემბერში - დიდი ბრიტანეთი,ხოლო დეკემბერში კი შეერთებული შტატები.